ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია

სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრისა და 50 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიება მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობდა, თავად ბრალდებული კი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს.

თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია
თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალიაTV პირველი

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია. დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს კი პროკურატურამ მას მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს, რომელთაგან ოთხის ვინაობაა ცნობილი. ელიზბარაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყვეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ბრალს ვაღიარებ" - თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები