პროკურორი თამაზ ელიზბარაშვილზე: ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული
50 000-ლარიანი ჯარიმისა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ, თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურორ გოგა კოკაჩაშვილის განცხადებით, ბრალდებულმა იარაღის დემონსტრირებით ჩადენილი მუქარის დანაშაული აღიარა და მოინანია.
50 000-ლარიანი ჯარიმა და 9 -თვიანი პირობითი მსჯავრი - თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით პროკურატურას თავად მიმართა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ელიზბარაშვილს ბრალი წაყენებული აქვს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით.
"ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული. ნებაყოფლობით, ადვოკატების მონაწილეობით დაწერა განცხადება, მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული აღიარების, მონანიების საფუძველზე ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დემონსტრირებას ახდენდა იარაღის, შესაბამისად, შეეშინდათ დაზარალებულებს, აღიქვეს რეალურად ეს განხორციელებული მუქარა და ბრალდებულის შემდგომი ქმედებები, რის საფუძველზეც მას წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც არის მუქარა", - განაცხადა პროკურორმა გოგა კოკაჩაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
- იმედინიუსიპროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს - მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
- ინტერპრესნიუსიპროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა - ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
- TV პირველიპროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მოგვმართა
- BM.GEთამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
- POSTVპროკურატურა: „თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს“
- ინტერპრესნიუსითამაზ ელიზბარაშვილი - ბრალს ვაღიარებ - ვხვდები, რომ, რაც ვთქვი, მუქარა იყო
- ნეტგაზეთიელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…