ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

საქართველოს პროკურატურა

თამაზ ელიზბარაშვილს 50 000-ლარიანი ჯარიმისა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა მას შემდეგ, რაც მან პროკურატურას თავად მიმართა და ბრალი აღიარა.

50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდარუსთავი 2

50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი, - თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ელიზბარაშვილმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, პროკურატურას თავად მიმართა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული - განმარტა, რომ მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

ამასთან, ბრალდებულმა უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება. ის დაკავებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით.

ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის თქმით, ელიზბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ წარდგენის სხდომაზეც აღიარებდა.

"ელისბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ წარდგენის სხდომაზეც აღიარებდა - რომ ნამდვილად დაბრუნდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღეს ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი და ჩაწერა ლაივმიმართვა. მოხდა პირობებზე შეთანხმება და მოვაწერეთ უკვე ოქმებს ხელი. დღეს, სასამართლო თუ დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, თამაზ ელისბარაშვილი დატოვებს საპატიმროს. პირობები არის 9 თვე პირობითი მსჯავრი, 1 წელი გამოსაცდელი ვადა და 50 000 ლარი ჯარიმა", - განაცხადა ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა სხდომის დაწყებამდე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ელისბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ წარდგენის სხდომაზეც აღიარებდა - რომ ნამდვილად დაბრუნდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღეს ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი და ჩაწერა ლაივმიმართვა. მოხდა პირობებზე შეთანხმება და მოვაწერეთ უკვე ოქმებს ხელი. დღეს, სასამართლო თუ დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, თამაზ ელისბარაშვილი დატოვებს საპატიმროს. პირობები არის 9 თვე პირობითი მსჯავრი, 1 წელი გამოსაცდელი ვადა და 50 000 ლარი ჯარიმა“
ლექსო სვიმონიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ბრალს ვაღიარებ" - თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები