პროკურორი განმარტავს, თუ რის საფუძველზე გაუფორმდა მუქარის ბრალდებით დაკავებულ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება
მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და დარბაზიდან გათავისუფლდა: მას 9-თვიანი პირობითი მსჯავრი და 50 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და მოინანია.

პროკურორი გოგა კაკოჩაშვილი განმარტავს, თუ რის საფუძველზე გაუფორმდა მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს, თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება.
მისი განცხადებით, შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას ელიზბარაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მიმართეს.
„ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული ნებაყოფლობით. ადვოკატების მონაწილეობით დაწერა განცხადება, მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნული აღიარების, მონანიების საფუძველზე, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
თამაზ ელიზბარაშვილს პრობაციის შესაბამის დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს კვირაში ერთხელ",- განაცხადა კაკოჩაშვილმა.
კითხვაზე, როდესაც თამაზ ელიზბარაშვილი განმეორებით მიბრუნდა დაზარალებულებთან რესტორანში, ჰქონდა თუ არა იარაღი, პროკურორი პასუხობს, რომ „ის იარაღის დემონსტრირებას ახდენდა“.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული იარაღის დემონსტრირებას ახდენდა, დაზარალებულებს შეეშინდათ, შესაბამისად, მას აღნიშნულის საფუძველზე ბრალდება წარედგინა მუქარის მუხლით“, - განაცხადა კაკოჩაშვილმა.
ცნობისთვის, მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიადვოკატი განმარტავს, რატომ მიიღო თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის გადაწყვეტილება
- ალიაადვოკატი განმარტავს, რატომ მიიღო თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის გადაწყვეტილება
- TV პირველითამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია
- ფორმულათამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა - ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
- რუსთავი 250 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
- TV პირველი“იმედის“ 7 ბიჭს ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვა და ნუღარ გაიქცევიან პოლიციაში, საჩივრის დასაწერად - ელიზბარაშვილი
ციტატები სტატიიდან
„ის იარაღის დემონსტრირებას ახდენდა“
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული იარაღის დემონსტრირებას ახდენდა, დაზარალებულებს შეეშინდათ, შესაბამისად, მას აღნიშნულის საფუძველზე ბრალდება წარედგინა მუქარის მუხლით“
„ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული ნებაყოფლობით. ადვოკატების მონაწილეობით დაწერა განცხადება, მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნული აღიარების, მონანიების საფუძველზე, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. თამაზ ელიზბარაშვილს პრობაციის შესაბამის დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს კვირაში ერთხელ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…