ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბრალს ვაღიარებ" - თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც მან ბრალი აღიარა. სხდომაზე მან განაცხადა, რომ თავს 7 ახალგაზრდა დაესხა და მათგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რაც, მისი თქმით, დანაშაული აღმოჩნდა.

"ბრალს ვაღიარებ" - თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
"ბრალს ვაღიარებ" - თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლესრადიო თავისუფლება

თამაზ ელიზბარაშვილი დაკავების შემდეგ რამდენიმე დღე შიმშილობდა - 15 სექტემბერს მისმა ადვოკატმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ კომუნიკაცია [ სატელეფონო ზარები, მიმოწერა, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები] ჰქონდა აკრძალული.

„დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს, ხმამაღალი საუბრო დამიწყეს რომ 3 თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ, 15 წუთის განმავლობაში "მაკაჩავეს", ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩამოვიდოდი. როცა მივიდოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს უკან ჩამომსვლელი არ ხარო, მე როგორც ვაჟკავმა, კაცმა გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვა შეეშინდათ ამ ბიჭებს, მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა. მე ვაღიარებ",- განაცხადა ელისბარაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სანამ მას დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ. მის საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები