საპროცესო გარიგება და პირობითი მსჯავრი - თამაზ ელიზბარაშვილი საპატიმროდან გათავისუფლდა
თამაზ ელიზბარაშვილმა საპატიმრო 51 დღის შემდეგ დანაშაულის აღიარებითა და საპროცესო გარიგებით დატოვა — სასამართლომ მას 9 თვით პირობითი მსჯავრი და 50 ათასი ლარის ჯარიმა შეუფარდა.
დაპატიმრებიდან 51 დღის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა საპატიმრო აღიარებითი ჩვენებით დატოვა. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში ბრალდებულს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ საპროცესო გარიგება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.
9 თვე პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით - ამ შეთანხმებით გაათავისუფლა მოსამართლემ თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან.
თამაზ ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პირველ სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარედგინა. დაზარალებულთა შორისაა შაკო კუჭაშვილი, რომელმაც რესტორანში მყოფ ელიზბარაშვილს წარსული შეურაცხყოფის გამო შენიშვნა მისცა. ფაქტმა ბრალდებული გაღიზიანა და იქ მყოფ პირებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
ელიზბარაშვილმა იმავე რესტორანში მყოფ დაზარალებულებს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა და ტერიტორია არ დაეტოვებინათ. პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულებმა იცოდნენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა, და უსაფრთხოების მიზნით რესტორანი დატოვეს. მუქარიდან რამდენიმე წუთში ელიზბარაშვილი შემთხვევის ადგილზე მართლაც დაბრუნდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გასამართლებული თამაზ ელიზბარაშვილისთვის პირობითი სასჯელის ათვლა დღეიდან დაიწყო. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში მის მიმართ პირობითი მსჯავრი საპატიმრო სასჯელად იქცევა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიადვოკატი განმარტავს, რატომ მიიღო თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის გადაწყვეტილება
- ალიაადვოკატი განმარტავს, რატომ მიიღო თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის გადაწყვეტილება
- TV პირველითამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია
- ფორმულათამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა - ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
- რუსთავი 250 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
- ინტერპრესნიუსიპროკურორი განმარტავს, თუ რის საფუძველზე გაუფორმდა მუქარის ბრალდებით დაკავებულ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება
- TV პირველი“იმედის“ 7 ბიჭს ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვა და ნუღარ გაიქცევიან პოლიციაში, საჩივრის დასაწერად - ელიზბარაშვილი
- ალია“ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში” – 50 000–ლარიანი ჯარიმა და პირობითი სასჯელი – ელიზბარაშვილი გაათავისუფლეს
- იმედინიუსისაპროცესო შეთანხმება გაფორმებული, დანაშაული კი აღიარებული და მონანიებულია. თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…