პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როდის დასრულდება ხაშურში წყალმომარაგების პროექტი, რომლის გამოც მინისტრი მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ტელეიმედი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხაშურის მოსახლეობას წყალმომარაგების პროექტით შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი 2027 წელს, ხოლო სისტემის სრულად მოწესრიგება 2028 წლისთვის დასრულდება.

როდის დასრულდება ხაშურში წყალმომარაგების პროექტი, რომლის გამოც მინისტრი მოსახლეობას ბოდიშს უხდის
BM.GE

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ "იმედის" ეთერში ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

მინისტრის თქმით, ხაშურში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, თუმცა შესაძლებელი იყო სამუშაოები უკეთესად დაგეგმილიყო, რათა ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას ნაკლები პრობლემა შეჰქმნოდა.

„ხაშურის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ამ პროექტმა გამოიწვია. მსგავსი მასშტაბის სამუშაოების განხორციელებას გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის ახლავს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალში ასეთი პროექტები გაცილებით უკეთ დაიგეგმოს და მოსახლეობაზე გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა უკვე მოწესრიგდა, ხოლო დანარჩენ ლოკაციებზე სარეაბილიტაციო პროცესები აქტიურად გრძელდება.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ხაშურში არამხოლოდ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის განახლება მიმდინარეობს, არამედ შენდება თანამედროვე გამწმენდი ნაგებობაც, რომელიც პროექტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

მინისტრის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს წლებში საქართველოს ქალაქებსა და საკურორტო ზონებში ეტაპობრივად მოეწყობა თანამედროვე წყალარინების სისტემები და გამწმენდი ნაგებობები, რაც ქვეყნის ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

„ეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციაა, თუმცა აუცილებელი პროექტია ქვეყნისთვის. ხაშურში მიმდინარე სამუშაოები სწორედ ამ დიდი პროგრამის ნაწილია“, - აღნიშნა მან.

მინისტრის ინფორმაციით, ხაშურში პროექტის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი 2027 წელს დასრულდება, ხოლო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრულად მოწესრიგება 2028 წლისთვის იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა თანამედროვე და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობორევაზ სოხაძე: ხაშურის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი შექმნილი დისკომფორტისთვის - პროექტის პირველი ეტაპი 2027 წელს დასრულდება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე: პრემიერის დავალებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში, დაბაში, საკურორტო ზონაში უახლოესი წლების განმავლობაში მოვაწყობთ საკანალიზაციო სისტემებს და გამწმენდ ნაგებობებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები