„კიბო სჭირს მთავრობას, პატრიარქი გააჩუმეს!“ - მამა დოროთე
მამა დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას „კიბო სჭირს“ და კაზინოების კრიტიკის გამო პატრიარქი გააჩუმეს, მეუფე იობის წინააღმდეგ კი თავდასხმები დაიწყო.

„კიბო სჭირს მთავრობას, პატრიარქი კი გააჩუმეს“ - მამა დოროთე ყურაშვილი "ოცნებასა" და საპატრიარქოს შორის არსებულ დაპირისპირებაზე განცხადებას TV პირველის ეთერში აკეთებს.
სასულიერო პირი ეჭვობს, რომ კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რის გამოც მისივე ვარაუდით, მმართველმა გუნდმა პატრიარქ შიოს კაზინოების შესახებ ქადაგების შემდეგ სავარაუდოდ შენიშვნა მისცა, ხოლო კრიტიკის გამგრძელებელი მეუფე იობის წინააღმდეგ „ტროლ-ბოტების“ კამპანია გააჩაღა.
2 კვირით ადრე, შიო მესამემ იქადაგა და როგორც თქვეს, ეს ეხებოდა კაზინოებს, თქვა, რომ ცოდვით მოპოვებული ფული დაანგრევს ქვყანას. ამავდროულად თქვა, რომ ვინც ამ ცოდვით ფულის მოპოვებას ხელს უწყობს, ის უფრო დიდ ცოდვას სჩადის. [ქადაგებისას] მას გვერდით ედგა მიხეილ ყაველაშვილი. ეს იყოს კვირის ქადაგება და მეორე დილით, ორშაბათს, მიხეილ ყაველაშვილმა ხელის მოაწერა ამ კანონპროექტს. [საუბარია კანონზე, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს].
[ქადაგებამდე ან მის მირე] უწმინდესი ყაველაშვილს არ გაესაუბრა? გვერდით ჰყავდა ის, ვისაც ხელი უნდა მოეწერა. ასევე ის, ვინც კანონი მიიღო ისიც გვერდით ჰყავდა - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. მე მაქვს ეჭვი, რომ ორივე მათგანმა უთხრა, რომ ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებს-ო. პატრიარქმა იქადაგა, რის გამოც მე ვფიქრობ რომ შენიშვნა ან რაღაც მიიღო. ამიტომაც უკვე მაორე კვირას, კვირა დღეს წირვაზე არ დადგა. გამოტოვა კვირა, ეს ამ პატრიარქთან ხშირია, წინა პატრიარქთან [ილია მეორეს გულისხმობს] ასეთი რამ არ მახსენდება.
იმ კვირას, რომელიც პატრიარქმა გამოტოვა, იქადაგა მეუფე იობმა, ანუ ეს [კრიტიკა] მეუფე იობს არ დაუწყია, დაიწყო პატრიარქმა, მაგრამ პატრიარქი გააჩუმეს. არ ვიცი, მეუფე იობს რამდენად გააჩუმებენ. რომც გააჩუმონ მეუფე იობი, აზრი არ აქვს. სიმართლეა, რაც მეუფე იობმა თქვა. ეს ხდება. აი, პაციენტს რომ უთხრა, კიბო გჭირს და ოთხ თვეში მოკვდები, პაციენტი კი გეჩხუბოს და გათქმევინოს - არა, არ გჭირს კობო, ამით გეშველება რამე? არა, კიბო სჭირს მთავრობას. და ეს დაპირისპირება, ტროლ-ბოტების შემოსევა, გინება მეუფე იობის, რას მისცემს [ხელისუფებას]"- თქვა სასულიერო პირმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…