პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე: პრემიერის დავალებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში, დაბაში, საკურორტო ზონაში უახლოესი წლების განმავლობაში მოვაწყობთ საკანალიზაციო სისტემებს და გამწმენდ ნაგებობებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი

რევაზ სოხაძის განცხადებით, პრემიერის დავალებით ყველა ქალაქში, დაბასა და საკურორტო ზონაში საკანალიზაციო სისტემები და გამწმენდი ნაგებობები მოეწყობა, რაც დაახლოებით 4-5 მილიარდი ლარი დაჯდება.

რევაზ სოხაძე: პრემიერის დავალებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში, დაბაში, საკურორტო ზონაში უახლოესი წლების განმავლობაში მოვაწყობთ საკანალიზაციო სისტემებს და გამწმენდ ნაგებობებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი
იმედინიუსი

პრემიერის დავალებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში, დაბაში, საკურორტო ზონაში უახლოესი წლების განმავლობაში მოვაწყობთ საკანალიზაციო სისტემებს და გამწმენდ ნაგებობებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

„ხაშურში პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდება 2027 წელს სისტემის მოწესრიგების, თუმცა ჩვენ იქ ვიწყებთ არამხოლოდ საკანალიზაციო სისტემის მოწყობას, გამწმენდი ნაგებობისაც, რომელიც არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება. პრემიერის დავალებით და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში, დაბასა და საკურორტო ზონაში უახლოესი წლების განმავლობაში მოვაწყობთ საკანალიზაციო სისტემებს და გამწმენდ ნაგებობებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიარდ ლარამდე დაჯდება ეს პროექტი, მაგრამ ეს არის ის, რაც აუცილებელია გავაკეთოთ. ხაშურში ზუსტად ეს პროექტი ხორციელდება და უკვე 2028 წლისთვის ეს დასრულდება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე: ხაშურის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი შექმნილი დისკომფორტისთვის - პროექტის პირველი ეტაპი 2027 წელს დასრულდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები