პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელებმა გვკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, დონბასიდან ჯარების გასაყვანად

ნატო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელებმა იკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გასაყვანად. მისი თქმით, კიევი მიწებს არ დაუთმობს და ეს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელებმა გვკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, დონბასიდან ჯარების გასაყვანად
ინტერპრესნიუსი

ამერიკელებმა გვკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, დონბასიდან ჯარების გასაყვანად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არაერთხელ მითქვამს: უკრაინა უკან არ დაიხევს და საკუთარ მიწებს ტერორისტებს არ დაუთმობს. ამერიკელებმა იკითხეს: „თუ უკრაინა ნატო-ში შევა, გამოვა თუ არა ის დონბასიდან?“. ეს პირველი შემთხვევაა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების ზომების კომპლექსურ პაკეტს, რომელიც შესაძლოა მოლაპარაკებების ფარგლებში შემოგვთავაზონ: ნატო-სა და ევროკავშირისგან უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს, ძლიერ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და აღდგენის გეგმას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ პარტნიორები მსგავს უსაფრთხოების ზომებს დაადასტურებენ, მაშინ მზად არის, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ აზრი უკრაინის საზოგადოებას ჰკითხოს.

„თუ მსგავსი წინადადება იქნება, მე, როგორც პრეზიდენტი, საზოგადოებასთან ღია დიალოგში შევალ და ვეტყვი: „აი, ახლა აქ ვართ, აი, როგორ გაერთიანდნენ პარტნიორები და როგორ ხედავენ წინსვლის გზას“. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ გულისხმობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას ნატოში წევრობა დონბასის სანაცვლოდ შესთავაზა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელები თავიანთი ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ისინი უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ - ვოლოდიმირ ზელენსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები