პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 82% შესრულებულია

ნინოწმინდასა და სამ სოფელში 40.2 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 82% შესრულებულია, რის შედეგადაც 6 900 ბენეფიციარი უწყვეტი წყლით ისარგებლებს.

ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 82% შესრულებულია
იმედინიუსი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან ერთად, ნინოწმინდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - დიდ ხანჩალში, კათნატუსა და ოროჯოლარში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციაზე მუშაობს.

პროექტის ფარგლებში სამუშაოების 82% უკვე შესრულებულია. დასრულებულია რამდენიმე სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის სამშენებლო და ტექნოლოგიური სამუშაოები, ასევე ეშტია–ნინოწმინდის 11-კილომეტრიანი წყალმომარაგების მაგისტრალის მოწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილსადენებისა და წყალგამანაწილებელი ქსელების მოწყობა, წყლის აღრიცხვის სისტემის გამართვა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პროექტის დასრულების შემდეგ დაახლოებით 6 900 ბენეფიციარი 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 40.2 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობონინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 82% შესრულებულია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე: 2028 წლის გაზაფხულისთვის თურქეთთან დამაკავშირებელი ახალქალაქი–კარწახის გზა სრულად განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები