ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი, 500 მოსწავლეზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მუნიციპალური განვითარების ფონდი

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში 500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობის მშენებლობისთვის რკინაბეტონის ფილის დემონტაჟი დაიწყო. მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, ტენდერი უკვე დასრულდა და გამარჯვებული კომპანია შერჩეულია.

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი, 500 მოსწავლეზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი, 500 მოსწავლეზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობსრუსთავი 2

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი, 500 მოსწავლეზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟი, როგორც სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან წინასწარ იყო შეთანხმებული, 20 ოქტომბრისთვის უკვე დაწყებულია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

"ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ხაშურის №4 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან. გარკვეული პერიოდის წინ მათ შევხვდით და დავპირდით, რომ 20 ოქტომბრისთვის სადემონტაჟო სამუშაოები დაწყებული იქნებოდა. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ დროისთვის დავგეგმეთ. როგორც ხედავთ, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მშობლებსა და პედაგოგებს ასევე ვაცნობეთ, რომ ახალი სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული კომპანიაც შერჩეულია. პარალელურად მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები. ჩვენი მიზანია, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობა შეუფერხებლად გაგრძელდეს," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ

ამ ეტაპზე, არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟის პარალელურად, მიმდინარეობს საექსპერტო კვლევები, პროექტის კორექტირება და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ხაშურის №4 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან. გარკვეული პერიოდის წინ მათ შევხვდით და დავპირდით, რომ 20 ოქტომბრისთვის სადემონტაჟო სამუშაოები დაწყებული იქნებოდა. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ დროისთვის დავგეგმეთ. როგორც ხედავთ, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მშობლებსა და პედაგოგებს ასევე ვაცნობეთ, რომ ახალი სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული კომპანიაც შერჩეულია. პარალელურად მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები. ჩვენი მიზანია, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობა შეუფერხებლად გაგრძელდეს,“
რევაზ სოხაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის №166 საჯარო სკოლის მშენებლობა დემონტაჟის დასრულებისთანავე დაიწყება - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები