პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდის ყოფილი წევრები სასჯელს იხდიან.

[ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძე
BM.GE

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების საკითხზე საუბარი არ ყოფილა. მან ამის შესახებ "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში მედიასთან განაცხადა, სადაც დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გაიმართა შეხვედრა.

მან ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვებაზე კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ მოვლენებს.

"ჩვენთვის ყველასთვის და მათ შორის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია რაც მოხდა, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს გულისტკივილი გამოითქვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. ეს, რა თქმა უნდა, იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მას ასევე დაუსვეს კითხვა მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, უნდა ველოდოთ თუ არა სამართლებრივ პროცესს, რაზეც განაცხადა, რომ "ამ შეკითხვას არავითარი საფუძველი არ აქვს".

"ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ",- ამბობს კობახიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 6
  1. ფორმულაოპოზიციური"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა დასრულდა
  2. რუსთავი 2სამთავრობომიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე - ირაკლი კობახიძე
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ოცნების“ პოლიტსაბჭოში ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შევიდნენ
  4. ნეტგაზეთიოპოზიციური“ოცნების” სხდომა დასრულდა, კობახიძის თქმით, მიიღეს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება
  5. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე:ივანიშვილისთვის გულსატკენია მომხდარი, [ღარიბაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა
  6. ალიაოპოზიციურიმიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე – ირაკლი კობახიძე
  7. ბათუმელებიოპოზიციურირაზე იმსჯელეს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილი დაესწრო
  8. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“
  9. რუსთავი 2სამთავრობომიმდინარე აქტუალური თემები, შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხები - პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები - შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები