ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანი იყო, პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ კონკრეტული საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრებზე საშინაო და საგარეო საკითხები განიხილეს და გუნდის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის შეხედულებების მოსმენა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხები განიხილეს.
მისი თქმით, შეხვედრებზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასწრება და მისი მოსმენა პარტიის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
"შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე შეხვედრაზე განხილული იყო როგორ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ შეხედულებები, დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებზე. ორივე შეხვედრა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ წარიმართა", – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საუბარი იყო საერთაშორისო თემატიკაზეც.
"რა პროცესების წარიმართა ქვეყნის, მათ შორის, გუნდის შიგნით, ამ თემებზე იყო საუბარი. ძალიან მოკლედ შევეხეთ სხვადასხვა თემას. საგარეო კონტექსტიც მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი. მათ შორის იყო შეკითხვები და პასუხები", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები დღეს გაიმართა. ორივე სხდომაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაირაკლი კობახიძე – დღეს გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხები განვიხილეთ, მნიშვნელოვანი იყო, პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ კონკრეტული საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება
ირაკლი კობახიძე - პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები - ორივე ფორმატში განხილული იქნა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომებზე: ზოგადად რა პროცესებიც წარიმართა ქვეყნის შიგნით, მათ შორის გუნდის შიგნით, ამ თემებზე იყო საუბარი. ძალიან მოკლედ შევეხეთ სხვადასხვა თემას, საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…