ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიმდინარე აქტუალური თემები, შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხები - პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომებზე, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განახლდა და მას ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე დაემატნენ.

უმრავლესობის სხდომა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში რამდენიმე საათს გაგრძელდა. გუნდის წევრებთან გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. მთავარი თემები იყო მიმდინარე აქტუალური, შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხები.

ბიძინა ივანიშვილმა გუნდს საკუთარი ხედვები გააცნო და მოისმინა მათი პოზიცია. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, იყო დისკუსიაც. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

უმრავლესობის სხდომამდე გაიმართა "ქართული ოცნების" პოლიტ საბჭოს სხდომა. მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განახლდა. საბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა - უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" წერილობითი განცხადებაც გაავრცელა. დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა, იმსჯელეს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებზე.

შეხვედრების დასრულების შემდეგ კომენტარი მედიასთან გააკეთეს როგორც მმართველი გუნდის წევრებმა, ისე უმრავლესობის ლიდერმა. ირაკლი კირცხალია, რომელიც პარალელურად პოლიტიკური საბჭოს წევრიც გახდა, აცხადებს, რომ გამოწვევა ბევრია, პასუხისმგებლობა კი ორმაგი.

მმართველი გუნდის ლიდერებმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის მთავარ ოფისში შეკრება დღის პირველ ნახევარში დაიწყეს. "ქართული ოცნების" წევრებმა ჯერ პოლიტსაბჭოს შემდეგ კი უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხების გარდა, დღის წესრიგში არსებულ სამთავრობო ინიციატივებსა და რეფორმებზე იმსჯელეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: “მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები