"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა დასრულდა
"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარიძე შეუერთდებიან, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალება არ იგეგმება. პარალელურად, ოფისთან აქცია გაიმართა.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
სხდომას ესწრებოდა ოცნების პარლამენტის უმრავლესობა, ასევე ოცნების მინისტრთა კაბინეტი.
სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება.
"ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე ფორმატში განხილული იქნა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები. როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანისვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, დამოკიდებულება და ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ",- თქვა კობახიძემ.
კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა.
კობახიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალება არ იგეგმება, ვინაიდან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
ასევე ოცნების პრემიერმა თქვა, რომ პოლიტსაბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარიძე შეუერთდებიან.
"პარტიის წესდების თანახმად, გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესაძლებლობა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე"- აღნიშნა კობახიძემ.
სხდომის პარალელურად, "ქართული ოცნების" ოფისთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს ლოზუნგით - "საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ".
ციტატები სტატიიდან
„ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე ფორმატში განხილული იქნა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები. როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანისვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, დამოკიდებულება და ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ“
„პარტიის წესდების თანახმად, გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესაძლებლობა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.