პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე:ივანიშვილისთვის გულსატკენია მომხდარი, [ღარიბაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა და მომხდარით გამოწვეული გულისტკივილი გამოხატა, თუმცა მისი შეწყალების საკითხი არ განხილულა.

კობახიძე:ივანიშვილისთვის გულსატკენია მომხდარი, [ღარიბაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა
ფორმულა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა.

კითხვაზე, ხომ არ ყოფილა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის რაიმე ფორმით პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა და საკითხი ივანიშვილმა ზოგადად შეაფასა.

"პროცესები, იცით რაც იყო, არიან, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და არსებითად ამაზე იყო საუბარი.

ჩვენთვის ყველასთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა.

როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის, პირველ რიგში, გულსატკენი და ეს გულის ტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. ამ საკითხზე [შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა, ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და ზოგადი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 6
  1. ფორმულაოპოზიციური"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა დასრულდა
  2. BM.GEოპოზიციური[ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძე
  3. რუსთავი 2სამთავრობომიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე - ირაკლი კობახიძე
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ოცნების“ პოლიტსაბჭოში ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შევიდნენ
  5. ნეტგაზეთიოპოზიციური“ოცნების” სხდომა დასრულდა, კობახიძის თქმით, მიიღეს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება
  6. ალიაოპოზიციურიმიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე – ირაკლი კობახიძე
  7. ბათუმელებიოპოზიციურირაზე იმსჯელეს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილი დაესწრო
  8. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“
  9. რუსთავი 2სამთავრობომიმდინარე აქტუალური თემები, შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხები - პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები - შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები