“ოცნების” სხდომა დასრულდა, კობახიძის თქმით, მიიღეს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება – პარტიის პოლიტსაბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე დაემატებიან.

“ქართულ ოცნების” გაფართოებული სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, დასრულდა.
ირაკლი კობახიძის თანახმად, “ქართული ოცნების” დღევანდელ სხდომაზე ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის “ქართულ ოცნებაში” განვითარებული პროცესები, თუმცა ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღეს – პარტიის პოლიტსაბჭოს დაემატებიან უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პარტიის ყოფილი ზოგიერთი წევრი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. აქ იგულისხმება ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე ზოგადი კომენტარი გაკეთდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის საკითხზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა დასრულდა
[ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძე
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე - ირაკლი კობახიძე
„ოცნების“ პოლიტსაბჭოში ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შევიდნენ
კობახიძე:ივანიშვილისთვის გულსატკენია მომხდარი, [ღარიბაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე – ირაკლი კობახიძე
რაზე იმსჯელეს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილი დაესწრო
ირაკლი კობახიძე: “მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“
მიმდინარე აქტუალური თემები, შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხები - პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…