ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – დღეს გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხები განვიხილეთ, მნიშვნელოვანი იყო, პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ კონკრეტული საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სხდომებზე საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს. პრემიერის თქმით, პარტიის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებისა და დამოკიდებულების მოსმენა.

ირაკლი კობახიძე – დღეს გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხები განვიხილეთ, მნიშვნელოვანი იყო, პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ კონკრეტული საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება
ირაკლი კობახიძე – დღეს გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხები განვიხილეთ, მნიშვნელოვანი იყო, პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ კონკრეტული საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულებაპირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხები განიხილეს.

მისი თქმით, შეხვედრებზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასწრება და მისი მოსმენა პარტიის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე შეხვედრაზე განხილული იყო როგორ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ შეხედულებები, დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებზე. ორივე შეხვედრა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ წარიმართა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საუბარი იყო საერთაშორისო თემატიკაზეც.

„რა პროცესების წარიმართა ქვეყნის, მათ შორის, გუნდის შიგნით, ამ თემებზე იყო საუბარი. ძალიან მოკლედ შევეხეთ სხვადასხვა თემას. საგარეო კონტექსტიც მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი. მათ შორის იყო შეკითხვები და პასუხები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები დღეს გაიმართა. ორივე სხდომაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები - ორივე ფორმატში განხილული იქნა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები