ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შეიყვანეს. პარტიის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრებს საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე – ირაკლი კობახიძე
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე – ირაკლი კობახიძეალია

ქართული ოცნების” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა – უმრავლესობის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის შესახებ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე.

“გაიმართება პარტიის პოლიტიკური საბჭოს და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება. ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა, ორივე ფორმატში, ორივე შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები.

რა თქმა უნდა, როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, მისი დამოკიდებულება მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ. ეს არის ის, რაც განხილული იქნა, როგორც ერთ, ისე მეორე შეხვედრაზე.

რაც შეეხება პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესდების თანახმად, ჩვენ გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების საშუალება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ბატონი ირაკლი კირცხალიას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ასევე ბატონი ზურაბ პატარაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე. ეს არის ის საკითხები, რაც იყო განხილული,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე - ირაკლი კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები