პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: “მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შედიან. შეხვედრას, სადაც საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.

ირაკლი კობახიძე: “მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“
POSTV

“ქართული ოცნების” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე.

პრემიერის განცხადებით, როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან მოესმინათ მისი შეხედულებები და დამოკიდებულება მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით:

“გაიმართება პარტიის პოლიტიკური საბჭოს და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება. ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა, ორივე ფორმატში, ორივე შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები.

რა თქმა უნდა, როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, მისი დამოკიდებულება მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ. ეს არის ის, რაც განხილული იქნა, როგორც ერთ, ისე მეორე შეხვედრაზე.

რაც შეეხება პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესდების თანახმად, ჩვენ გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების საშუალება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ბატონი ირაკლი კირცხალიას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ასევე ბატონი ზურაბ პატარაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე. ეს არის ის საკითხები, რაც იყო განხილული,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 7
  1. ფორმულაოპოზიციური"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა დასრულდა
  2. BM.GEოპოზიციური[ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძე
  3. რუსთავი 2სამთავრობომიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე - ირაკლი კობახიძე
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ოცნების“ პოლიტსაბჭოში ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შევიდნენ
  5. ნეტგაზეთიოპოზიციური“ოცნების” სხდომა დასრულდა, კობახიძის თქმით, მიიღეს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება
  6. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე:ივანიშვილისთვის გულსატკენია მომხდარი, [ღარიბაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა
  7. ალიაოპოზიციურიმიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე – ირაკლი კობახიძე
  8. ბათუმელებიოპოზიციურირაზე იმსჯელეს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილი დაესწრო
  9. რუსთავი 2სამთავრობომიმდინარე აქტუალური თემები, შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხები - პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად გამოწვევები გადალახულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები