დიდ მადლობას გადავუხდი სრულიად გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მუშაობას ორმაგი შემართებით გავაგრძელებ - ირაკლი კირცხალია
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შეემატნენ. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ კირცხალიამ განაცხადა, რომ გამოცხადებული ნდობის გამო მუშაობას ორმაგი შემართებით გააგრძელებს.

ყველა აქტუალური საშინაო და საგარეო საკითხი, გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენები და პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი - უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში დასრულებულია. მანამდე შედგა პოლიტსაბჭოს სხდომაც. ორივე შეხვედრას მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და უძღვებოდა.
ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეემატნენ. სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი კირცხალიამ გუნდის წევრებს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტსაბჭოს წევრს, საპატიო თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს. ჩემთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ორმაგი პასუხისმგებლობაა. ორმაგი შემართებით გავაგრძელებ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მუშაობას. იცით, რომ გამოწვევები ბევრია ქვეყანაში და არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკის კუთხითაც და დიდ მადლობას გადავუხდი სრულიად გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის. გავიარეთ ყველა მიმდინარე, აქტუალური საკითხი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ,"- აცხადებს ირაკლი კირცხალია.
ციტატები სტატიიდან
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტსაბჭოს წევრს, საპატიო თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს. ჩემთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ორმაგი პასუხისმგებლობაა. ორმაგი შემართებით გავაგრძელებ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მუშაობას. იცით, რომ გამოწვევები ბევრია ქვეყანაში და არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკის კუთხითაც და დიდ მადლობას გადავუხდი სრულიად გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის. გავიარეთ ყველა მიმდინარე, აქტუალური საკითხი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.