პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს

თურქეთის საზღვარზე დაკავებული „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში დააბრუნეს. პოლიტიკოსის განცხადებით, მას თურქეთში შესვლაზე აკრძალვა საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის გამო დაუწესეს.

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს
ალია

თურქულმა მხარემ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, დღეს საქართველოში დააბრუნა.

ზურაბ ჯაფარიძეს თურქეთში შესვლაზე უარი გუშინ უთხრეს და დააკავეს.

ცნობისთვის, მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ალდემ“ გაავრცელა, რის შემდეგადაც თავად ზურაბ ჯაფარიძემ სოციალ ქსელში განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ “2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ ადევს თურქეთში შესვლაზე”.

„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს.

როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.

სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო,“ – წერს ჯაფარიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 9
  1. BM.GEოპოზიციური"რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან" - ჯაფარიძე თურქეთში დააკავეს
  2. TV პირველიოპოზიციურიზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  4. ბათუმელებიოპოზიციურიზურაბ ჯაფარიძე დააკავეს – ALDE
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითურქეთში ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, მას საქართველოში დააბრუნებენ
  6. ალიაოპოზიციურიზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს – ALDE
  7. პირველი არხისამთავრობოზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  8. რუსთავი 2სამთავრობოზურა გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  9. იმედინიუსისამთავრობოზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  10. ფორმულაოპოზიციურიჯაფარიძე: თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს
  11. ფორმულაოპოზიციურიშსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
  12. TV პირველიოპოზიციურიშსს-ის განმარტება: ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა არ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები