პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დართ ვეიდერის სინათლის მახვილი აშშ-ში რეკორდულ ფასად გაიყიდა

დართ ვეიდერის სინათლის მახვილი დალასში გამართულ აუქციონზე რეკორდულ თანხად — 4,875 მილიონ დოლარად გაიყიდა. Heritage Auctions-ის ცნობით, ეს „ვარსკვლავური ომების“ ნებისმიერი ნივთის გაყიდვის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დართ ვეიდერის სინათლის მახვილი აშშ-ში რეკორდულ ფასად გაიყიდა
იმედინიუსი

დართ ვეიდერის სინათლის მახვილი დალასში გამართულ აუქციონზე რეკორდულ თანხად - 4,875 მილიონ დოლარად გაიყიდა. როგორც ABC აუქციონის სახლ Heritage Auctions-ზე დაყრდნობით იტყობინება, ეს შედეგი კინოსამყარო „ვარსკვლავური ომების“ ნებისმიერი ნივთის გაყიდვის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახდა.

ლოტის საწყისი ფასი მილიონ დოლარს აღემატებოდა. კინორეკვიზიტს 1980-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ფილმების - „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი V - იმპერიის საპასუხო დარტყმა“ და „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VI - ჯედაის დაბრუნება“ შექმნისას იყენებდნენ. გადაღებებში მსახიობი დევიდ პროუზი და მისი დუბლიორი მონაწილეობდნენ.

ჯორჯ ლუკასის პროექტი არა მხოლოდ კინოფრენჩაიზს, არამედ სერიალებს, წიგნებს, კომიქსებსა და ვიდეოთამაშებსაც მოიცავს. აუქციონებზე ამ გამოგონილ სამყაროსთან დაკავშირებული არაერთი ნივთი იყიდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ანდრეი სიბიგა - ევროპას უსაფრთხოების ახალი წესრიგი არ სჭირდება, მას უკვე აქვს ასეთი წესრიგი, რომელსაც რუსეთი მუდმივად არღვევსწაიკითხე

უახლესი ამბები