პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა არ არის
თურქეთის აეროპორტში ოპოზიციონერი ზურაბ ჯაფარიძე შეაჩერეს, თუმცა პროკურორ ლაშა კოტრიკაძის თქმით, პროკურატურას თურქეთისთვის საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა არ მოუთხოვია. ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ თურქულ მხარეს ქართული უწყებებიდან აქვს მიღებული ინფორმაცია და მას უკან აბრუნებენ.

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას თურქეთისთვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია, ზურაბ ჯაფარიძეს აკრძალვოდა საზღვრის გადაკვეთა.
როგორც კოტრიკაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა არ არის ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში.
„ფაქტის შესახებ ვიცი, თავად დამიკავშირდა და მითხრა, თურქეთში ვიმყოფები, მივფრინავდი ბრიუსელში, არ მიშვებენ და თქვენგან ხომ არ არის წერილი ან რამე მიმართვა, რომ ჩემი გაფრენის აკრძალვა გქონდეთ მოთხოვნილიო. ვუთხარი, რომ ასეთი მოთხოვნა, რომელიმე საზღვარზე შეაჩერონ და უკან დააბრუნონ, არ არის სისხლის სამართლის საქმეში. ასეთი რაღაც რომ იყოს, მაშინ საზღვრის კვეთაზე თანხმობას რაღა აზრი აქვს, ხომ? თანხმობას აძლევ და შემდეგ სხვა წერილით უკან აბრუნებ. ჩვენი თანხმობით შეუძლია, საზვარი დატოვოს და ეს თანხმობა აქვს. არაერთხელ წასულა სხვადასხვა საკითხზე და პირველად დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრობლემა შეექმნა“, – აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.
„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მიფრინავდა ბრიუსელში, სადაც Renew Europe-ის მიწვევით, მონაწილეობა უნდა მიეღო ლიდერთა სამიტში.
„საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ფაქტის შესახებ ვიცი, თავად დამიკავშირდა და მითხრა, თურქეთში ვიმყოფები, მივფრინავდი ბრიუსელში, არ მიშვებენ და თქვენგან ხომ არ არის წერილი ან რამე მიმართვა, რომ ჩემი გაფრენის აკრძალვა გქონდეთ მოთხოვნილიო. ვუთხარი, რომ ასეთი მოთხოვნა, რომელიმე საზღვარზე შეაჩერონ და უკან დააბრუნონ, არ არის სისხლის სამართლის საქმეში. ასეთი რაღაც რომ იყოს, მაშინ საზღვრის კვეთაზე თანხმობას რაღა აზრი აქვს, ხომ? თანხმობას აძლევ და შემდეგ სხვა წერილით უკან აბრუნებ. ჩვენი თანხმობით შეუძლია, საზვარი დატოვოს და ეს თანხმობა აქვს. არაერთხელ წასულა სხვადასხვა საკითხზე და პირველად დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრობლემა შეექმნა“
„საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.