ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს; მისი თქმით, მას თურქეთში შესვლაზე აკრძალვა აქვს დაწესებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის გამო.

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია.
„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში Renew Europe-ის მიწვევით, მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან.
ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერია სანერვიულო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ამასთან, მანამდე ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE).
„შეშფოთებული ვართ იმ ინფორმაციით, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ALDE-ს წევრი პარტიის, „გირჩის“ ლიდერი თურქეთის აეროპორტში დააკავეს, საკანში მოათავსეს, ჩამოართვეს პასპორტი, ბარგი და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ. ის ბრიუსელში მიემგზავრებოდა, სადაც მიწვეული იყო და მონაწილეობა უნდა მიეღო Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში. ვწუხვართ, რომ ვერ შეძლებს მონაწილეობას, ვწუხვართ, რომ კვლავ ხორციელდება ასეთი ზეწოლა ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და მოძრაობებზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ეძებენ“, – ნათქვამია ALDE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატია"რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან" - ჯაფარიძე თურქეთში დააკავეს
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს – ALDE
თურქეთში ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, მას საქართველოში დააბრუნებენ
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს – ALDE
ზურა გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ჯაფარიძე: თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს
შსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
შსს-ის განმარტება: ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…