შსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
შსს უარყოფს, რომ თურქეთში დაკავებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მათი მოთხოვნა იყო. თავად პოლიტიკოსის მტკიცებით, მას თურქეთის საზღვარზე განუმარტეს, რომ შესვლა საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის გამო აუკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთის აეროპორტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯაფარიძის „რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა”.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ის თურქეთში, საზღვარზე დააკავეს. პოლიტიკოსის ცნობით, მას აუხსნეს, რომ „2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ ადევს ქვეყანაში შესვლაზე, რადგან მათ ინფორმაცია აქვთ მიღებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან“.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, მას ქვეყანაში ხვალ აბრუნებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატია"რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან" - ჯაფარიძე თურქეთში დააკავეს
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს – ALDE
თურქეთში ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, მას საქართველოში დააბრუნებენ
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს – ALDE
ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურა გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ჯაფარიძე: თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს
შსს-ის განმარტება: ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…