შსს-ის განმარტება: ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
შსს-ს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა უწყების მოთხოვნა არ ყოფილა, მაშინ როცა თურქეთში დაკავებული ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ ადგილობრივ სტრუქტურებს ინფორმაცია საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან აქვთ მიღებული.

თურქეთის აეროპორტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას "ტვ პირველთან" აკეთებს.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზურაბ ჯაფარიძის „რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა”.
ამასთან, პროკურორი ლაშა კოტრიკაძეც აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა არ არის.
დღეს, დღის პირველ ნახევარში ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
ირკვევა, რომ პოლიტიკოსი თურქეთში, აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც საკანში მოათავსეს, პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს.
ALDE-ვე დაწერა, რომ მას 15 ოქტომბერს საქართველოში დააბრუნებენ.
სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა თავად ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი ინფორმაციით, საზღვარზე დამაკავეს.
"როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან"- დაწერა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატია"რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან" - ჯაფარიძე თურქეთში დააკავეს
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს – ALDE
თურქეთში ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, მას საქართველოში დააბრუნებენ
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს – ALDE
ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურა გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ჯაფარიძე: თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს
შსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…