პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯაფარიძე: თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, რადგან ქვეყანაში შესვლა აკრძალული აქვს და თბილისში აბრუნებენ. მისივე თქმით, თურქულ მხარეს ინფორმაცია საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან აქვს მიღებული.

ჯაფარიძე: თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს
ფორმულა

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში მისი დაკავების გარემოებებზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მას 2025 წლის ნოემბრიდან, თურქეთში შესვლა ეკრძალება.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მან მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დაკარგა.

„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს.

როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.

სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო,“ - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ალდემ“ გაავრცელა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 9
  1. BM.GEოპოზიციური"რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან" - ჯაფარიძე თურქეთში დააკავეს
  2. TV პირველიოპოზიციურიზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  4. ბათუმელებიოპოზიციურიზურაბ ჯაფარიძე დააკავეს – ALDE
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითურქეთში ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, მას საქართველოში დააბრუნებენ
  6. ალიაოპოზიციურიზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს – ALDE
  7. პირველი არხისამთავრობოზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  8. რუსთავი 2სამთავრობოზურა გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  9. იმედინიუსისამთავრობოზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  10. ფორმულაოპოზიციურიშსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
  11. TV პირველიოპოზიციურიშსს-ის განმარტება: ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა
  12. ალიაოპოზიციურიზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა არ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები