პროკურორი ზურაბ ჯაფარიძის თურქეთში დაკავებაზე: პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და ბუნებრივია, ჩვენი თანხმობა ჰქონდა. ვუთხარი, რომ ლოგიკას მოკლებულია ასეთი რაღაც. რომ გვინდოდეს, რომ საქართველოდან არ გავიდეს, მაშინ თანხმობის მიცემას რა აზრი აქვს
პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, პროკურატურას თურქეთისთვის ზურაბ ჯაფარიძის შეჩერება არ მოუთხოვია და მას ქვეყნიდან გასვლაზე თანხმობა ჰქონდა. შსს-შიც აცხადებენ, რომ მათგან მოთხოვნა არ ყოფილა, თავად ჯაფარიძის თქმით კი მას თურქეთში შესვლა 2025 წლის ნოემბრამდე ეკრძალება.

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას ზურაბ ჯაფარიძის საზღვარზე გადაშვების აკრძალვა თურქეთისთვის არ მოუთხოვია.
როგორც კოტრიკაძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში არ არის.
„მე მას პირადად ვესაუბრე. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და ბუნებრივია, ჩვენი თანხმობა ჰქონდა. მითხრა, რომ პრობლემები შეექმნა თურქეთში და არ ატარებდნენ. მიფრინავდა ბრიუსელში. მითხრა: სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ხომ არ არის მოთხოვნა თქვენი მხრიდან, რომ საზღვარზე გამაჩერონ და უკან დამაბრუნონ. მეც ვუთხარი, რომ ლოგიკას მოკლებულია ასეთი რაღაც, რადგან ჩვენ ასეთი რამ რომ გვინდოდეს, რომ საქართველოდან არ გავიდეს, მაშინ თანხმობის მიცემას რა აზრი აქვს. სისხლის სამართლის საქმეში ასეთი მოთხოვნა, რომ რომელიმე ქვეყნის საზღვარზე გააჩერონ და უკან დააბრუნონ, არ არსებობს. საუბარი გვქონდა, ავუხსენი საქმის ვითარება, თვითონაც მითხრა, დამიდასტურა, რომ არ უშვებდნენ საზღვარზე და ისიც მითხრა, რომ დაახლოებით 4 საათისთვის იმავე რეისით ბრუნდებოდა უკან საქართველოში“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ მათგანაც არ ყოფილა სასაზღვრო კონტროლის მოთხოვნა.
თურქეთის აეროპორტში დაკავების შესახებ ინფორმაცია თავად ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2025 წლის ნოემბრიდან თურქეთში შესვლა ეკრძალება.
ჯაფარიძე ამბობს, რომ თბილისში ხვალ აბრუნებენ.
ციტატები სტატიიდან
„მე მას პირადად ვესაუბრე. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და ბუნებრივია, ჩვენი თანხმობა ჰქონდა. მითხრა, რომ პრობლემები შეექმნა თურქეთში და არ ატარებდნენ. მიფრინავდა ბრიუსელში. მითხრა: სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ხომ არ არის მოთხოვნა თქვენი მხრიდან, რომ საზღვარზე გამაჩერონ და უკან დამაბრუნონ. მეც ვუთხარი, რომ ლოგიკას მოკლებულია ასეთი რაღაც, რადგან ჩვენ ასეთი რამ რომ გვინდოდეს, რომ საქართველოდან არ გავიდეს, მაშინ თანხმობის მიცემას რა აზრი აქვს. სისხლის სამართლის საქმეში ასეთი მოთხოვნა, რომ რომელიმე ქვეყნის საზღვარზე გააჩერონ და უკან დააბრუნონ, არ არსებობს. საუბარი გვქონდა, ავუხსენი საქმის ვითარება, თვითონაც მითხრა, დამიდასტურა, რომ არ უშვებდნენ საზღვარზე და ისიც მითხრა, რომ დაახლოებით 4 საათისთვის იმავე რეისით ბრუნდებოდა უკან საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.