ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურორი თურქეთში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე პირველი კომენტარს აკეთებს

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ქართულ მხარეს არცერთი ქვეყნისთვის არ გადაუცია მოთხოვნა ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე. თურქეთში დაკავებული ოპოზიციონერი კი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში შესვლა საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის გამო აუკრძალეს.

პროკურორი თურქეთში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე პირველი კომენტარს აკეთებს
პროკურორი თურქეთში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე პირველი კომენტარს აკეთებსTV პირველი

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე "პირვბელებთან" ამბობს, რომ ქართულ მხარეს არცერთიქ ვეყნისთვის არ გადაუცია მოთხოვნა, რომ პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე დაეკავებინათ.

"სისხლის სამართლის საქმეში მოთხოვნა, რომ რომელიმე საზღვარზე გააჩერონ და უკან დააბრუნონ არ არის... ჩვენი თმა არ არის" - თქვა მან.

რამენიმე წუთის წინ ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.

ირკვევა, რომ პოლიტიკოსი თურქეთში, აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც საკანში მოათავსეს, პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს.

ALDE-ვე დაწერა, რომ მას 15 ოქტომბერს საქართველოში დააბრუნებენ.

სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა თავად ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი ინფორმაციით, საზღვარზე დამაკავეს.

"როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან"- დაწერა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სისხლის სამართლის საქმეში მოთხოვნა, რომ რომელიმე საზღვარზე გააჩერონ და უკან დააბრუნონ არ არის... ჩვენი თმა არ არის“
„როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?