თორნიკე ფაღავა: პირველ რიგში, მადლობა პირადად სულხან თამაზაშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ გუნდს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მოვლენების ეფექტიანი მართვისთვის
თორნიკე ფაღავა: პირველ რიგში, მადლობა პირადად სულხან თამაზაშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ გუნდს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მოვლენების ეფექტიანი მართვისთვის. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად და უმსხვერპლოდ დასრულდა.

დეპუტატი თორნიკე ფაღავა:
პირველ რიგში, მადლობა პირადად სულხან თამაზაშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ გუნდს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მოვლენების ეფექტიანი მართვისთვის.
საფეხბურთო სამყაროსთვის უცხო არ არის, რომ გულშემატკივრობისა და ქომაგობის პროცესში მსგავსი ტიპის ექსცესებს ხშირად აქვს ადგილი, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დროული და ეფექტიანი განმუხტვა.
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად და უმსხვერპლოდ დასრულდა.
რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციისა და მათი მედიასაშუალებების მხრიდან ამ თემის პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მწვავედ დგას საქართველოში კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი ოპოზიციის არსებობის პრობლემა.
სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებრივი სიმშვიდისა და უსაფრთხოების საკითხებსაც კი პოლიტიკური დაპირისპირებისა და რადიკალური დღის წესრიგის შექმნის ინსტრუმენტად იყენებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…