პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

ბათუმში თურქი ქომაგების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტისას 4 სამართალდამცველი დაშავდა. დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპანტს გადააბარეს.

ბათუმში მომხდარი ინციდენტის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - მათ საქმეებზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. თურქი ქომაგების მხრიდან ძალადობრივი მოვლენების დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით დაშავდა უწყების 4 თანამშრომელი.

მინისტრმა მასობრივი არეულობის თავიდან აცილებისთვის და შესაბამისი ღონისძიებების ეფექტურად გატარებისთვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. ბათუმში მომხდარ ინციდენტს ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები მოყვა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპონენტების განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი რეალური მიზნები, რომ საქართველოს გულშემატკივრობის ნაცვლად ისინი მზად არიან პოლიტიკური ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყანაც კი დააზიანონ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასდროს ერთიანდება, მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისინი ქვეყანას აკრიტიკებენ.

"როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პირიქით, ქვეყანას აკრიტიკებენ. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა ოკუპანტს. ამ კონკრეტულ მოცემულობაშიც ანტიქართული პოზიცია დაიკავეს და ამაში გასაკვირი არაფერია. რასაც ვხედავთ, მათი სახეა. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რა ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ ძალასთან გვაქვს საქმე," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება თავად ფაქტს, დავით მათიკაშვილის თქმით, კონკრეტული გუნდის გულშემატკივრები სათანადოდ არ იქცეოდნენ და ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე, პროვოკაციული მოქმედებები იყო.

"თამაშის დროს იყო კონფლიქტი, რა დროსაც პოლიცია ჩაერია, რომელსაც წინააღმდეგობა გაუწიეს. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება, ეს მსოფლიოში არაერთხელ გვინახავს. უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს მართებს, რომ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მოიქცეს. ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, რა თქმა უნდა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოდავით მათიკაშვილი – როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – პოლიციამ ბათუმში უზრუნველყო წესრიგის დაცვა, მადლობა პოლიციელებს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს, თავი შეიკავონ სამარცხვინო განცხადებებისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები