პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ერიუსი

AERIUS®

ურეცეპტოდ0,5მგ/მლინსტრუქცია ქართულადბელგია
რისთვის გამოიყენება

ალერგიული რინიტის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით (ალერგიით გამოწვეული ცხვირის ღრუების ანთება, მაგალითად, თივის ციება ან მტვრის ტკიპებზე ალერგია) უფროსებისთვის, მოზარდებისთვისა და ბავშვებისთვის 1 წლიდან. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესლორატადინი (desloratadine)
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ/მლ 60მლ შიგნით მისაღები ხსნარი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
მწარმოებელი
Organon Hiest B.V., ბელგია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX27
რეგისტრაციის ნომერი
რ-043985
რეგისტრირებულია
12 სექტემბერი 2025, მოქმედებს 1 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG-ს მინდობილი პირი სალომე მესხი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაერიუსი და სხვა წამალი ერთად

ერიუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ალერგიული რინიტის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით (ალერგიით გამოწვეული ცხვირის ღრუების ანთება, მაგალითად, თივის ციება ან მტვრის ტკიპებზე ალერგია) უფროსებისთვის, მოზარდებისთვისა და ბავშვებისთვის 1 წლიდან. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება ცემინება, ქავილი და ცხვირიდან გამონადენი, სასის ქავილი, თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა.

ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების (კანის დაავადებები, რომელიც გამოწვეულია ალერგიით) შემსუბუქებისთვის. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება ქავილი და გამონაყარი. ერიუსი ამსუბუქებს ამ სიმპტომებს მთელი დღის მანძილზე, ხელს უწყობს ნორმალური ყოველდღიური საქმიანობის განახლებას და ძილის აღდგენას.

გამოყენების ხერხი და დოზირება. მიიღება შინაგანად საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ბავშვები: 1-დან 5 წლამდე -2,5 მლ (1,25 მგ დესლორატადინი) ერთხელ დღეში; 6-დან 11 წლამდე - 5 მლ (2,5 მგ დესლორატადინი) ერთხელ დღეში.

უფროსები და მოზარდები ( 12 წლიდან): 10 მლ (5 მგ დესლორატადინი) ერთხელ დღეში.

ინტერმისიული ალერგიული რინიტის თერაპია (სიმპტომები კვირაში 4-ზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლებ პერიოდში) აუცილებელია ჩატარდეს ანამნეზის გათვალისწინებით: შეწყდეს სიმპტომების გაქრობისთანავე და აღდგეს სიმპტომების ხელახლა გამოვლენისთანავე. პერსისტიული ალერგიული რინიტისას (სიმპტომები 4-ზე მეტი დღე კვირაში და 4 კვირაზე დიდხანს) აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის მანძილზე.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად. შემდგომ განაგრძეთ პრეპარატს ერიუსის მიღება ნორმალურ დროს. ერიუსის ორმაგი დოზის მიღება, რათა მოხდეს გამოტოვებული დოზის კომპენსაცია არ არის მიზანშეწონილი.

ბავშვები. პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ბავშვებისათვის არ არის დადგენილი. მონაცემები არ არსებობს. არსებობს 1 წლიდან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში დესლორატადინის გამოყენების ეფექტურობის შეზღუდული გამოცდილება. რინიტების უმეტეს შემთხვევას 2 წლამდე ასაკში გააჩნია ინფექციური წარმოშობა, და მონაცემები პრეპარატ ერიუსით ინფექციური რინიტის განკურნების შესახებ არ არსებობს.

ხანდაზმული პაციენტები. უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის მოშლით. პაციენტებმა თირკმლის მწვავე უკმარისობით ერიუსი უნდა მიიღონ სიფრთხილით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის მოშლით. მონაცემები პრეპარატ ერიუსის გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობით არ არსებობს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან ლორატადინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

დესლორატადინის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პაციენტებში, რომელთაც თავად ან ოჯახის ანამნეზში აქვთ კრუნჩხვები და, ასევე, აუცილებლად, სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ბავშვებში, რომლებიც მიდრეკილი არიან კრუნჩხვების გაჩენისაკენ დესლორატადინით მკურნალობისას. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დესლორატადინით მკურნალობის შეწყვეტა იმ პაციენტებში, რომლებიც განიცდიან კრუნჩხვებს მკურნალობის პერიოდში.

ერიუსი ხსნარი შეიცავს საქაროზასა და სორბიტოლს, ამიტომ პრეპარატს არ იღებენ პაციენტები, რომლებსაც დაბადებიდან აქვთ ფრუქტოზის გადაუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობა.

ერიუსი ხსნარი შეიცავს 1 მმოლ (23 მგ ნატრიუმს) 10 მლ-ზე, ანუ ფაქტიურად არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს; ბენზილის სპირტს.

ბენზილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს ანაფილაქტოიდური რეაქციები. არ არის რეკომენდებული გამოყენება 1 კვირაზე მეტ ხანს 3 წლამდე ბავშვებში ორგანიზმში დაგროვების მომატებული რისკის გამო.

ერიუსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ფარმაცევტთან ან სხვა სამედიცინო მუშაკთან, თუ თქვენ გაქვთ თირმკლის დაავადება. ეს დაკავშირებულია ბენზილის სპირტის დაგროვების რისკთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები (ე.წ. „მეტაბოლური აქციდოზი“.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულთათვის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ორსულობის დროს. დესლორატადინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ქალებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, არ უნდა დაენიშნოთ ერიუსი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების მუშაობის უნარზე. ერიუსის რეკომენდებული დოზების მიღებისას ის არ მოქმედებს სატრანსპორტო ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა ადამიანების უმავლესობას არ აღენიშნება ძილიანობა, რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ისეთი საქმისგან, რომელიც საჭიროებს გონების დაძაბვას, მაგალითად ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა, სანამ თქვენ თვითონ არ დაადგენთ საკუთარ პასუხს სამკურნალწამლო პრეპარატის გამოყენებაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებზე ზემოქმედება. კლინიკურად რამე განსაკუთრებული ცვლილებები პლაზმის კონცენტრაციაში დესლორატადინთან ერთად კეტოკონაზოლის, ერითრომიცინის, აზითრომიცინის, ფლუოქსეტინის, ციმეტიდინის არაერთხელ მიღებისას აღმოჩენილი არ არის.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ერიუსის მიღება ალკოჰოლთან ერთად არ აძლიერებს ალკოჰოლის გავლენას ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. თუმცა პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინება ალკოჰოლის გადაუტანლობისა და ინტოქსიკაციის შესახებ. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, თუ ალკოჰოლი მიიღება პრეპარატთან ერთად.

ბავშვები. ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ უფროსებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ პრეპარატი ერიუსი არ მოქმედებს ან აქვს მცირედი გავლება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმის მართვის უნარზე, პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ მასზედ, რომ უმეტეს შემთხვევაში ის ძილიანობას არ იწვევს. თუმცა იმის გამო, რომ არსებობს ინდივიდუალური მგრძნობელობითი რეაქცია ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე, პაციენტს უნდა გაეწიოს რეკომენდაია თავი შეიკავოს ისეთი საქმიანობისგან, რომელიც საჭიროებს გონების დაძაბვას, მაგალითად ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისგან, სანამ თავად არ დაადგენს საკუთარ პასუხს სამკურნალწამლო პრეპარატის გამოყენებაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებზე ზემოქმედება

კლინიკურად რამე განსაკუთრებული ცვლილებები პლაზმის კონცენტრაციაში დესლორატადინთან ერთად კეტოკონაზოლის, ერითრომიცინის, აზითრომიცინის, ფლუოქსეტინის, ციმეტიდინის არაერთხელ მიღებისას აღმოჩენილი არ არის.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ერიუსის მიღება ალკოჰოლთან ერთად არ აძლიერებს ალკოჰოლის არასასურველ გავლენას ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. თუმცა პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინება ალკოჰოლის გადაუტანლობისა და ინტოქსიკაციის შესახებ. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, თუ ალკოჰოლი მიიღება პრეპარატთან ერთად.

ბავშვები.

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ უფროსებში.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა ადამიანი არ განიცდის ამას.

ერიუსის ხსნარის გამოყენებისას ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). აღნიშნული გვერდითი მოვლენების აღმოჩენისთანავე აუცილებელია შეწყვიტოთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

კლინიკური კვლევებისას ბავშვების და უფროსების უმრავლესობას თითქმის იგივე გვერდითი მოვლენები ჰქონდათ, რაც პლაცებოს ტაბლეტების და ხსნარების გამოცდის დროს აღინიშნებოდა. თუმცა, ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები რაც 2 წლამდე ბავშვებში გამოვლინდა, იყო დიარეა, ცხელება და უძილობა, უფროსებში - დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი პლაცებოს მიღებასთან შედარებით.

ერიუსის კლინიკური კვლევის დროს გამოვლენილი იყო შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ბავშვები: 2 წლამდე ბავშვებში ხშირად გამოვლინდა (შეიძლება გამოვლინდეს 1 ადამიანში 10-დან): დიარეა, ცხელება, უძილობა.

უფროსები. ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 1 ადამიანში 10-დან): დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.

პოსტრეგისტრირებულ პერიოდში დარეგისტრირებული იყო შემდეგი გვერდითი რეაქციები:

უფროსები: ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1 ადამიანში 10 000-დან): მძიმე ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, გაძლიერებული ან არარეგულარული გულისცემა, გახშირებული გულისცემა, ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების მოშლა, დიარეა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, კუნთოვანი ტკივილი, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, მოძრაობითი შფოთვა, ღვიძლის ანთება, ღვიძლის ფუნქციის ტესტების ანომალური შედეგები.

სიხშირე ცნობილი არ არის (მონაცემებიდან გამომდინარე, სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია): უჩვეულო სისუსტე, კანის და/ან თვალის გაყვითლება, კანის მომატებული მგრძნობელობა დღის სინათლის მიმართ, ასევე ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მიმართ, მაგალითად სოლარიუმის სტუმრობისას, გულისცემის სიხშირის ცვლილებები, არასტანდარტული ქცევები, აგრესია, მომატებული მადა, წონის მატება.

ბავშვები. სიხშირე არ არის ცნობილი (მონაცემებიდან გამომდინარე, სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია): გულის კუმშვის შენელებული რიტმი, გულისცემის სიხშირის ცვლილებები.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა. რაიმე არასასურველი რეაქციის წარმოშობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ უარყოფით რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების ნაციონალურ საინფორმაციო ბაზაში, ასევე, მიაწოდოთ ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ საიტზე: www.rceth.by. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებაში.

ჭარბი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი ერიუსი უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიიღეთ ისე, როგორც იყო რეკომენდებული. შემთხვევითი ზედოზირების დროს არ არის ნავარაუდები სერიოზული არასასურველი მოვლენების წარმოქმნა. შეიძლება აღინიშნოს არასასურველი რეაქციები, რომელიც აღწერილია ჩვებულებრივად თერაპიული დოზების მიღებისას, მაგრამ მათი გამოვლენის ხარისხი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

თუ თქვენ მიიღეთ ერიუს ხსნარი დანიშნულზე მეტი დოზა, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო მუშაკს.

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს.

მოქმედი ნივთიერება: დესლორატადინი 0.5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მაკრისტალიზებელი სორბიტოლის ხსნარი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, დინატრიუმის ედეტატი, ჰიპრომელაზა, სუკრალოზა, არომატიზატორი Bubblegum (შემადგენლობაში შეიცავს პროპილენგლიკოლს, ბენზილის სპირტს, პოლისორბტ 80-ს), გაწმენდილი წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. ხსნარი შინაგანად მიღებისთვის

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30оС ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები

ათქ კოდი: R06A X27

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა: დესლორატადინი - ხანგრძლივად მოქმედი არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომელსაც ახასიათებს პერიფერიულ H1 ჰისტამინურ რეცეპტორებზე სელექტიურად ანტაგონისტური მოქმედება. პერორალური მიღების შემდეგ დესლორატადინი სელექციურად ბლოკავს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს, ვინაიდან იგი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ერიუსის ხსნარის ეფექტურობა არ გამოკვლეულა ცალკეულ პედიატრიულ კვლევებში. თუმცა ერიუს სიროფის უსაფრთხოება, რომელიც დესლორატადინის იგივე კონცენტრაციას შეიცავს, რასაც ერიუსის ხსნარი, დემონსტრირებულ იქნა სამ პედიატრიულ კვლევაში.

დესლორატადინის რეკომენდებული დოზებით მიღების დროს მისი კონცენტრაცია ბავშვისა და უფროსის პლაზმაში იყო შედარებადი. ამგვარად, ვინაიდან ალერგიული რინიტის/ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების და დესლორატადინის პროფილი უფროსებსა და ბავშვებში მსგავსია, დესლორატადინის შესახებ უფროსების მონაცემები შეიძლება ექსტრაპოლირდეს ბავშვებზეც.

დესლორატადინი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზით მიღებისას, 5 მგ/დღე-ღამეში უფროსებისთვის და მოზარდებისთვის ძილიანობის სიხშირე არ აღემატებოდა პლაცებოს ჯგუფს.

უფროსებში კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევებში დესლორატადინი არ აძლიერებდა ალკოჰოლის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა და ძილიანობა. ფსიქომოტორული ტესტების შედეგები არსებითად არ განსხვავდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს და პლაცებოს ცალ-ცალკე ან ალკოჰოლთან ერთად.

რინიტის დადგენილი კლასიფიკაციის გარდა (სეზონური და წლიური), ალერგიული რინიტი შესაძლებელია გაყოფილ იქნას ინტერმისიულად და პერსისტიულად, სიმპტომების შენარჩუნების ხანგრძლივობის საფუძველზე. ინტერმისიული რინიტის დროს სიმპტომები თავს იჩენს კვირაში 4-ზე ნაკლებ ან 4 კვირაზე ნაკლებ პერიოდში. პერსისტიული რინიტი 4 ან 4-ზე მეტი დღე კვირაში და 4 კვირაზე დიდხანს გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა. დესლორატადინი იზომება პლაზმაში უფროსებსა და მოზარდებში მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღწევს დაახლოებით 3 საათის შემდეგ; მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი ბოლო ფაზაში შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის კუმულაციის ხარისხი შეესაბამება მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და გამოყენების ჯერადობას (დღე-ღამეში ერთხელ). დესლორატადინის ბიოშეღწევადობა იყო 5-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში დოზის პროპორციული.

დესლორატადინი ზომიერად (83-87%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. დესლორატადინის მიღებისას უფროსებსა და მოზარდებში დღე-ღამეში ერთხელ (5-20 მგ დოზით) 14 დღის მანძილზე აქტიური ნივთიერების მნიშვნელოვანი კუმულაცია არ არის აღმოჩენილი.

ერთდოზიანი ჯვარედინი კვლევისას დადგინდა, რომ დესლორატადინიანი ტაბლეტები და სიროფი არის ბიოექვივალენტური. რამდენადაც ერიუსის ხსნარი შეიცავს იგივე კონცენტრაციის დესლორაქტადინს, ბიოექვივალენტობის გამოკვლევა არ მოითხოვება და მოსალოდნელია, რომ იგი სიროფის და ტებლეტის ექვივალენტური იქნება.

ფერმენტი, რომელიც პასუხს აგებს დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, არ არის დადგენილი, ამიტომ არ არის შესაძლებელი მთლიანად გამოირიცხოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან მისი ზემოქმედება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი

(პაციენტისათვის)

ერიუსი (AERIUS )

ხსნარი 0,5 მგ/მლ

ვიდრე პრეპარატის მიღებას დაიწყებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი!

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი, შესაძლოა მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ. თუ დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ, გთხოვთ, საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს. ეს პრეპარატი განკუთვნილია უშუალოდ თქვენთვის, ამიტომ სხვა პირებზე გადაცემა არ შეიძლება. ამან შესაძლოა მათ ჯანმრთელობას ვნება მიაყენოს მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

სავაჭრო დასახელება. ერიუსი, ხსნარი 0.5 მგ/მლ

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება. დესლორატადინი

აღწერილობა. გამჭირვალე უფერული სითხე.

შემადგენლობა. 1 მლ ხსნარი შეიცავს.

მოქმედი ნივთიერება: დესლორატადინი 0.5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მაკრისტალიზებელი სორბიტოლის ხსნარი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, დინატრიუმის ედეტატი, ჰიპრომელაზა, სუკრალოზა, არომატიზატორი Bubblegum (შემადგენლობაში შეიცავს პროპილენგლიკოლს, ბენზილის სპირტს, პოლისორბტ 80-ს), გაწმენდილი წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. ხსნარი შინაგანად მიღებისთვის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები

ათქ კოდი: R06A X27

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა: დესლორატადინი - ხანგრძლივად მოქმედი არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომელსაც ახასიათებს პერიფერიულ H1 ჰისტამინურ რეცეპტორებზე სელექტიურად ანტაგონისტური მოქმედება. პერორალური მიღების შემდეგ დესლორატადინი სელექციურად ბლოკავს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს, ვინაიდან იგი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ერიუსის ხსნარის ეფექტურობა არ გამოკვლეულა ცალკეულ პედიატრიულ კვლევებში. თუმცა ერიუს სიროფის უსაფრთხოება, რომელიც დესლორატადინის იგივე კონცენტრაციას შეიცავს, რასაც ერიუსის ხსნარი, დემონსტრირებულ იქნა სამ პედიატრიულ კვლევაში.

დესლორატადინის რეკომენდებული დოზებით მიღების დროს მისი კონცენტრაცია ბავშვისა და უფროსის პლაზმაში იყო შედარებადი. ამგვარად, ვინაიდან ალერგიული რინიტის/ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების და დესლორატადინის პროფილი უფროსებსა და ბავშვებში მსგავსია, დესლორატადინის შესახებ უფროსების მონაცემები შეიძლება ექსტრაპოლირდეს ბავშვებზეც.

დესლორატადინი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზით მიღებისას, 5 მგ/დღე-ღამეში უფროსებისთვის და მოზარდებისთვის ძილიანობის სიხშირე არ აღემატებოდა პლაცებოს ჯგუფს.

უფროსებში კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევებში დესლორატადინი არ აძლიერებდა ალკოჰოლის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა და ძილიანობა. ფსიქომოტორული ტესტების შედეგები არსებითად არ განსხვავდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს და პლაცებოს ცალ-ცალკე ან ალკოჰოლთან ერთად.

რინიტის დადგენილი კლასიფიკაციის გარდა (სეზონური და წლიური), ალერგიული რინიტი შესაძლებელია გაყოფილ იქნას ინტერმისიულად და პერსისტიულად, სიმპტომების შენარჩუნების ხანგრძლივობის საფუძველზე. ინტერმისიული რინიტის დროს სიმპტომები თავს იჩენს კვირაში 4-ზე ნაკლებ ან 4 კვირაზე ნაკლებ პერიოდში. პერსისტიული რინიტი 4 ან 4-ზე მეტი დღე კვირაში და 4 კვირაზე დიდხანს გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა. დესლორატადინი იზომება პლაზმაში უფროსებსა და მოზარდებში მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღწევს დაახლოებით 3 საათის შემდეგ; მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი ბოლო ფაზაში შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის კუმულაციის ხარისხი შეესაბამება მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და გამოყენების ჯერადობას (დღე-ღამეში ერთხელ). დესლორატადინის ბიოშეღწევადობა იყო 5-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში დოზის პროპორციული.

დესლორატადინი ზომიერად (83-87%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. დესლორატადინის მიღებისას უფროსებსა და მოზარდებში დღე-ღამეში ერთხელ (5-20 მგ დოზით) 14 დღის მანძილზე აქტიური ნივთიერების მნიშვნელოვანი კუმულაცია არ არის აღმოჩენილი.

ერთდოზიანი ჯვარედინი კვლევისას დადგინდა, რომ დესლორატადინიანი ტაბლეტები და სიროფი არის ბიოექვივალენტური. რამდენადაც ერიუსის ხსნარი შეიცავს იგივე კონცენტრაციის დესლორაქტადინს, ბიოექვივალენტობის გამოკვლევა არ მოითხოვება და მოსალოდნელია, რომ იგი სიროფის და ტებლეტის ექვივალენტური იქნება.

ფერმენტი, რომელიც პასუხს აგებს დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, არ არის დადგენილი, ამიტომ არ არის შესაძლებელი მთლიანად გამოირიცხოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან მისი ზემოქმედება.

გამოყენების ჩვენება. ალერგიული რინიტის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით (ალერგიით გამოწვეული ცხვირის ღრუების ანთება, მაგალითად, თივის ციება ან მტვრის ტკიპებზე ალერგია) უფროსებისთვის, მოზარდებისთვისა და ბავშვებისთვის 1 წლიდან. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება ცემინება, ქავილი და ცხვირიდან გამონადენი, სასის ქავილი, თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა.

ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების (კანის დაავადებები, რომელიც გამოწვეულია ალერგიით) შემსუბუქებისთვის. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება ქავილი და გამონაყარი. ერიუსი ამსუბუქებს ამ სიმპტომებს მთელი დღის მანძილზე, ხელს უწყობს ნორმალური ყოველდღიური საქმიანობის განახლებას და ძილის აღდგენას.

გამოყენების ხერხი და დოზირება. მიიღება შინაგანად საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ბავშვები: 1-დან 5 წლამდე -2,5 მლ (1,25 მგ დესლორატადინი) ერთხელ დღეში; 6-დან 11 წლამდე - 5 მლ (2,5 მგ დესლორატადინი) ერთხელ დღეში.

უფროსები და მოზარდები ( 12 წლიდან): 10 მლ (5 მგ დესლორატადინი) ერთხელ დღეში.

ინტერმისიული ალერგიული რინიტის თერაპია (სიმპტომები კვირაში 4-ზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლებ პერიოდში) აუცილებელია ჩატარდეს ანამნეზის გათვალისწინებით: შეწყდეს სიმპტომების გაქრობისთანავე და აღდგეს სიმპტომების ხელახლა გამოვლენისთანავე. პერსისტიული ალერგიული რინიტისას (სიმპტომები 4-ზე მეტი დღე კვირაში და 4 კვირაზე დიდხანს) აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის მანძილზე.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად. შემდგომ განაგრძეთ პრეპარატს ერიუსის მიღება ნორმალურ დროს. ერიუსის ორმაგი დოზის მიღება, რათა მოხდეს გამოტოვებული დოზის კომპენსაცია არ არის მიზანშეწონილი.

ბავშვები. პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ბავშვებისათვის არ არის დადგენილი. მონაცემები არ არსებობს. არსებობს 1 წლიდან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში დესლორატადინის გამოყენების ეფექტურობის შეზღუდული გამოცდილება. რინიტების უმეტეს შემთხვევას 2 წლამდე ასაკში გააჩნია ინფექციური წარმოშობა, და მონაცემები პრეპარატ ერიუსით ინფექციური რინიტის განკურნების შესახებ არ არსებობს.

ხანდაზმული პაციენტები. უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის მოშლით. პაციენტებმა თირკმლის მწვავე უკმარისობით ერიუსი უნდა მიიღონ სიფრთხილით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის მოშლით. მონაცემები პრეპარატ ერიუსის გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობით არ არსებობს.

გვერდითი მოქმედება. როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა ადამიანი არ განიცდის ამას.

ერიუსის ხსნარის გამოყენებისას ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). აღნიშნული გვერდითი მოვლენების აღმოჩენისთანავე აუცილებელია შეწყვიტოთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

კლინიკური კვლევებისას ბავშვების და უფროსების უმრავლესობას თითქმის იგივე გვერდითი მოვლენები ჰქონდათ, რაც პლაცებოს ტაბლეტების და ხსნარების გამოცდის დროს აღინიშნებოდა. თუმცა, ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები რაც 2 წლამდე ბავშვებში გამოვლინდა, იყო დიარეა, ცხელება და უძილობა, უფროსებში - დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი პლაცებოს მიღებასთან შედარებით.

ერიუსის კლინიკური კვლევის დროს გამოვლენილი იყო შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ბავშვები: 2 წლამდე ბავშვებში ხშირად გამოვლინდა (შეიძლება გამოვლინდეს 1 ადამიანში 10-დან): დიარეა, ცხელება, უძილობა.

უფროსები. ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 1 ადამიანში 10-დან): დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.

პოსტრეგისტრირებულ პერიოდში დარეგისტრირებული იყო შემდეგი გვერდითი რეაქციები:

უფროსები: ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1 ადამიანში 10 000-დან): მძიმე ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, გაძლიერებული ან არარეგულარული გულისცემა, გახშირებული გულისცემა, ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების მოშლა, დიარეა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, კუნთოვანი ტკივილი, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, მოძრაობითი შფოთვა, ღვიძლის ანთება, ღვიძლის ფუნქციის ტესტების ანომალური შედეგები.

სიხშირე ცნობილი არ არის (მონაცემებიდან გამომდინარე, სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია): უჩვეულო სისუსტე, კანის და/ან თვალის გაყვითლება, კანის მომატებული მგრძნობელობა დღის სინათლის მიმართ, ასევე ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მიმართ, მაგალითად სოლარიუმის სტუმრობისას, გულისცემის სიხშირის ცვლილებები, არასტანდარტული ქცევები, აგრესია, მომატებული მადა, წონის მატება.

ბავშვები. სიხშირე არ არის ცნობილი (მონაცემებიდან გამომდინარე, სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია): გულის კუმშვის შენელებული რიტმი, გულისცემის სიხშირის ცვლილებები.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა. რაიმე არასასურველი რეაქციის წარმოშობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ უარყოფით რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების ნაციონალურ საინფორმაციო ბაზაში, ასევე, მიაწოდოთ ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ საიტზე: www.rceth.by. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებაში.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან ლორატადინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები. დესლორატადინის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პაციენტებში, რომელთაც თავად ან ოჯახის ანამნეზში აქვთ კრუნჩხვები და, ასევე, აუცილებლად, სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ბავშვებში, რომლებიც მიდრეკილი არიან კრუნჩხვების გაჩენისაკენ დესლორატადინით მკურნალობისას. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დესლორატადინით მკურნალობის შეწყვეტა იმ პაციენტებში, რომლებიც განიცდიან კრუნჩხვებს მკურნალობის პერიოდში.

ერიუსი ხსნარი შეიცავს საქაროზასა და სორბიტოლს, ამიტომ პრეპარატს არ იღებენ პაციენტები, რომლებსაც დაბადებიდან აქვთ ფრუქტოზის გადაუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობა.

ერიუსი ხსნარი შეიცავს 1 მმოლ (23 მგ ნატრიუმს) 10 მლ-ზე, ანუ ფაქტიურად არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს; ბენზილის სპირტს.

ბენზილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს ანაფილაქტოიდური რეაქციები. არ არის რეკომენდებული გამოყენება 1 კვირაზე მეტ ხანს 3 წლამდე ბავშვებში ორგანიზმში დაგროვების მომატებული რისკის გამო.

ერიუსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ფარმაცევტთან ან სხვა სამედიცინო მუშაკთან, თუ თქვენ გაქვთ თირმკლის დაავადება. ეს დაკავშირებულია ბენზილის სპირტის დაგროვების რისკთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები (ე.წ. „მეტაბოლური აქციდოზი“.

ჭარბი დოზირება. თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი ერიუსი უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიიღეთ ისე, როგორც იყო რეკომენდებული. შემთხვევითი ზედოზირების დროს არ არის ნავარაუდები სერიოზული არასასურველი მოვლენების წარმოქმნა. შეიძლება აღინიშნოს არასასურველი რეაქციები, რომელიც აღწერილია ჩვებულებრივად თერაპიული დოზების მიღებისას, მაგრამ მათი გამოვლენის ხარისხი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

თუ თქვენ მიიღეთ ერიუს ხსნარი დანიშნულზე მეტი დოზა, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო მუშაკს.

ორსულობა და ლაქტაცია. ორსულთათვის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ორსულობის დროს. დესლორატადინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ქალებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, არ უნდა დაენიშნოთ ერიუსი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების მუშაობის უნარზე. ერიუსის რეკომენდებული დოზების მიღებისას ის არ მოქმედებს სატრანსპორტო ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა ადამიანების უმავლესობას არ აღენიშნება ძილიანობა, რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ისეთი საქმისგან, რომელიც საჭიროებს გონების დაძაბვას, მაგალითად ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა, სანამ თქვენ თვითონ არ დაადგენთ საკუთარ პასუხს სამკურნალწამლო პრეპარატის გამოყენებაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებზე ზემოქმედება. კლინიკურად რამე განსაკუთრებული ცვლილებები პლაზმის კონცენტრაციაში დესლორატადინთან ერთად კეტოკონაზოლის, ერითრომიცინის, აზითრომიცინის, ფლუოქსეტინის, ციმეტიდინის არაერთხელ მიღებისას აღმოჩენილი არ არის.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ერიუსის მიღება ალკოჰოლთან ერთად არ აძლიერებს ალკოჰოლის გავლენას ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. თუმცა პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინება ალკოჰოლის გადაუტანლობისა და ინტოქსიკაციის შესახებ. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, თუ ალკოჰოლი მიიღება პრეპარატთან ერთად.

ბავშვები. ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ უფროსებში.

შენახვის პირობები. ინახება არაუმეტეს 30оС ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა. 60 მლ ან 120 მლ ფლაკონი, ბავშვებისაგან დაცული სახურავით, მზომი კოვზით და ფუცელ-ჩანართით, მუყაოს კოლოფში.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

ორგანონ ჰაისტ ბ.ვ. ( Organon Heist B.V.), ინდუსსტრიპარკ 30, 2220, ჰეისტ-ოპ-დენ-ბერგი, ბელგია.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ, პეტერ მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია.

ერიუსის სავაჭრო ნიშნის უფლების მფლობელი - ნ.ვ.ორგანონ (N.V. Organon), ნიდერლანდები.

გამოიყენება ლიცენზიის შესაბამისად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა