პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დასელტა

Dasselta®

ურეცეპტოდ5მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს დასელტა პრეპარატი დასელტა, რომელიც შეიცავს დესლორატადინს, წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას. როგორ მოქმედებს პრეპარატი დასელტა დასელტა წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. იგი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესლორატადინი (desloratadine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX27
რეგისტრაციის ნომერი
რ-040632
რეგისტრირებულია
2 აპრილი 2024, მოქმედებს 2 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადასელტა და სხვა წამალი ერთად

დასელტა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს დასელტა

პრეპარატი დასელტა, რომელიც შეიცავს დესლორატადინს, წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას.

როგორ მოქმედებს პრეპარატი დასელტა

დასელტა წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. იგი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს.

როდის არის აუცილებელი პრეპარატ დასელტას გამოყენება

დასელტა ამსუბუქებს ალერგიულ რინიტთან (ცხვირის ღრუს ანთება, გამოწვეული ალერგიით, როგორიცაა თივის ცხელება, ან ალერგია მტვრის ტკიპების მიმართ) დაკავშირებულ სიმპტომებს ზრდასრულებსა და მოზარდებში 12 წლიდან. სიმპტომები მოიცავს: ცემინებას, სურდოს ან ცხვირის ქავილს, სასის ქავილს, ცრემლდენას, თვალის სიწითლეს ან ქავილს.

დასელტა ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციების სიმპრომების მოსახსნელად (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობები). ეს სიმპტომები მოიცავს ქავილს და ჭინჭრის ციებას.

სიმპტომების შემსუბუქების ეფექტი ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში, რაც საშუალებას გაძლევთ დაუბრუნდეთ ჩვეულ ყოველდღიურ საქმიანობას და დაიძინოთ ნორმალურად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკაცრად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის და ზემოთ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ერთხელ დღეში წყლის დაყოლებით საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად.

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, თქვენი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის სახეს და მიიღებს გადაწყვეტილებას დასელტათი მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

თუ გაწუხებთ პერიოდული ალერგიული რინიტი (სიმპტომები გრძელდება 4 დღეზე ნაკლებ ხანს კვირაში, ან 4 კვირაზე ნაკლებ ხანს), თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევას მკურნალობის განრიგის შესახებ თქვენი დაავადების ისტორიის გათვალისწინებით.

თუ გაწუხებთ პერსისტენტული ალერგიული რინიტი (სიმპტომები გრძელდება 4 დღეზე მეტ ხანს კვირაში და 4 კვირაზე მეტ ხანს), თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის უფრო ხანგრძლივ კურსს.

ურტიკარიის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტიდან გამომდინარე. ამიტომ დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

თუ მიიღეთ დასელტას ჭარბი დოზა

ყოველთვის მიიღეთ დასელტა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. შემთხვევით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ აღინიშნება სერიოზული გვერდითი მოვლენები, თუმცა ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

თუ დაგავიწყდათ დასელტას მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიიღება დანიშნულ დროს, მიიღეთ ის გახსენებისთანავე და განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ ხართ ალერგიული დესლორატადინის, ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6) ან ლორატადინის მიმართ.

გაფრთიხლებები და უსაფრთხოების ზომები

დასელტას მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
  • თუ გაქვთ კრუნჩხვების შემთხვევები კლინიკურ ან ოჯახურ ანამნეზში.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დასელტას გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

არ არის ცნობები დასელტას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ სხვა პრეპარატების მიღებას.

დასელტას გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

დასელტას გამოყენება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მისგან დამოუკიდებლად.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა დასელტას ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაოსრულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დასელტას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

არ არის მონაცემები ფერტილობაზე გავლენის შესახებ ქალებში/მამაკაცებში.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებამ წესით არ უნდა მოახდინოს გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ ძილიანობა არ ვლინდება პაციენტთა უმრავლესობაში, რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ისეთი მოქმედებების შესრულებისგან, რომელთაც ესაჭიროებათ ყურადღება, მაგ. მანქანის მართვა, ან მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ გეცოდინებათ თქვენი რეაქცია ამ პრეპარატზე.

პრეპარატი დასელტა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ თქვენთის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს არანაკლებ 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ) რაც ნიშნავს, პრეპარატი არის „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

დესლორატადინის შემცველი პრეპარატების პოსტმარკეტინგულ პერიოდში ძალიან იშვიათად იყო ცნობები მწვავე ალერგიული რეაქციების შესახებ (სუნთქვის გაძნელება, მსტვენავი სუნთქვა, ქავილლი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). ამ გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

მოზარდებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ პრეპარატს თითქმის მსგავსი იყო იმ პაციენტების გვერდითი მოვლენებისა, რომლებიც იღებდნენ პლაცებო ტაბლეტს, თუმცა შედარებით ხშირად გამოვლინდა დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი პლაცებო ტაბლეტთან შედარებით.

დესლორატადინის კლინიკურ კვლევებში იყო ცნობები შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

დაღლილობა

პირის სიმშრალე

თავის ტკივილი.

მოზრდილები

დესლორატადინის შემცველი პრეპარატების პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო ცნობები შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ:

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1 -მდე პაციენტში):

მწვავე ალერგიული რეაქცია,

გამონაყარი,

პალპიტაციები, ან არარეგულარული გულის ცემა,

გახშირებული გულის ცემა

ტკივილი კუჭის არეში,

გულისრევის შეგრძნება (გულისრევა)

ღებინება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება,

დიარეა,

თავბრუსხვევა,

ძილიანობა,

დაძინების გაძნელება,

კუნთების ტკივილი,

ჰალუცინაციები,

გულყრები,

მოუსვენრობა სხეულის მომატებული მოძრაობებით,

ღვიძლის ანთება,

ღვიძლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები

უცნობია სიხშირე: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

უჩვეულო სისუსტე,

კანის და/ან თვალების სიყვითლე

კანის მომატებული მგრძნობელობა მზისადმი, თუნდაც მზის არაპირდაპირი დასხივებისას (ღრუბლიან, ნისლიან ამინდში) და UV (ულტრაიისფერი) სხივებისადმი, როგორიცაა სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები,

გულის ცემის ცვლილება.

უჩვეულო ქცევა

აგრესია

წონის მატება

მადის მომატება

ბავშვები

გულის ცემის შენელება,

გულის ცემის ცვლილება

უჩვეულო საქციელი

აგრესიულობა

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ სლოვენიის რესპუბლიკის წამლისა და სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის განყოფილების მეშვეობით:

ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ეროვნული ცენტრი

სლოვენჩევას ქ. 22

SI-1000 ლუბლიანა

ტელ: +386 (0) 8 2000 500

ფაქსი: +386 (0) 8 2000 510

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ.გვერდი: www.jazmp.si

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

აქტიური მოქმედი ნივთიერება არის დესლორატადინი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5მგ დესლორატადინს.

ტაბლეტის ბირთვის დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ჰიპრომელოზა (E464), მარილმჟავა (E507) (pH-ის დასარეგულირებლად), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) (pH-ის დასარეგულირებლად), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. ნაწილი 2 სათაურით “დასელტა შეიცავს ლაქტოზას”) და ტალკი (E553b).

გარსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. ნაწილი 2 სათაურით “დასელტა შეიცავს ლაქტოზას”), ტიტანის დიოქსიდი (E171), და ინდიგო კარმინი (E132).

დასელტას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ღია ცისფერი, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით (დიამეტრი: 6.5 მმ, სისქე: 2.3-3.5 მმ).

მუყაოს კოლოფი შეიცავს 7, 10, 20, 30, 50, 90 და 100 შემოგარულ ტაბლეტს ბლისტერებში და კონტეინერი შეიცავს 250 შემოაგრსულ ტაბელტებს.

ყველა შეფუთვა შესაძლოა არ იყოს ბაზარზე რეალიზაციაში.

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის "EXP" გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღემდე.

შეინახეთ საწყის შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.

ვარგისიანობის ვადა კონტეინერის პირველად გახსნის შემდეგ: 3 თვე.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ რჩევა ფარმაცევტს არასაჭირო პრეპარატების განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ:

ინფორმაცია მომხმარებლისათვის

დასელტა® 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები

დესლორატადინი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითვა.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები ჰგავს თქვენსას.

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს დასელტა და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ დასელტას მიღებამდე
  • დასელტას მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • დასელტას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს დასელტა და რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს დასელტა

პრეპარატი დასელტა, რომელიც შეიცავს დესლორატადინს, წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას.

როგორ მოქმედებს პრეპარატი დასელტა

დასელტა წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. იგი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს.

როდის არის აუცილებელი პრეპარატ დასელტას გამოყენება

დასელტა ამსუბუქებს ალერგიულ რინიტთან (ცხვირის ღრუს ანთება, გამოწვეული ალერგიით, როგორიცაა თივის ცხელება, ან ალერგია მტვრის ტკიპების მიმართ) დაკავშირებულ სიმპტომებს ზრდასრულებსა და მოზარდებში 12 წლიდან. სიმპტომები მოიცავს: ცემინებას, სურდოს ან ცხვირის ქავილს, სასის ქავილს, ცრემლდენას, თვალის სიწითლეს ან ქავილს.

დასელტა ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციების სიმპრომების მოსახსნელად (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობები). ეს სიმპტომები მოიცავს ქავილს და ჭინჭრის ციებას.

სიმპტომების შემსუბუქების ეფექტი ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში, რაც საშუალებას გაძლევთ დაუბრუნდეთ ჩვეულ ყოველდღიურ საქმიანობას და დაიძინოთ ნორმალურად.

  • რა უნდა იცოდეთ დასელტას მიღებამდე

არ მიიღოთ დასელტა

  • თუ ხართ ალერგიული დესლორატადინის, ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6) ან ლორატადინის მიმართ.

გაფრთიხლებები და უსაფრთხოების ზომები

დასელტას მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
  • თუ გაქვთ კრუნჩხვების შემთხვევები კლინიკურ ან ოჯახურ ანამნეზში.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დასელტას გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

არ არის ცნობები დასელტას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ სხვა პრეპარატების მიღებას.

დასელტას გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

დასელტას გამოყენება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მისგან დამოუკიდებლად.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა დასელტას ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად გამოყენებისას.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაოსრულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დასელტას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

არ არის მონაცემები ფერტილობაზე გავლენის შესახებ ქალებში/მამაკაცებში.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებამ წესით არ უნდა მოახდინოს გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ ძილიანობა არ ვლინდება პაციენტთა უმრავლესობაში, რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ისეთი მოქმედებების შესრულებისგან, რომელთაც ესაჭიროებათ ყურადღება, მაგ. მანქანის მართვა, ან მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ გეცოდინებათ თქვენი რეაქცია ამ პრეპარატზე.

პრეპარატი დასელტა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ თქვენთის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს არანაკლებ 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ) რაც ნიშნავს, პრეპარატი არის „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

  • დასელტას მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკაცრად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის და ზემოთ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ერთხელ დღეში წყლის დაყოლებით საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად.

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, თქვენი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის სახეს და მიიღებს გადაწყვეტილებას დასელტათი მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

თუ გაწუხებთ პერიოდული ალერგიული რინიტი (სიმპტომები გრძელდება 4 დღეზე ნაკლებ ხანს კვირაში, ან 4 კვირაზე ნაკლებ ხანს), თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევას მკურნალობის განრიგის შესახებ თქვენი დაავადების ისტორიის გათვალისწინებით.

თუ გაწუხებთ პერსისტენტული ალერგიული რინიტი (სიმპტომები გრძელდება 4 დღეზე მეტ ხანს კვირაში და 4 კვირაზე მეტ ხანს), თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის უფრო ხანგრძლივ კურსს.

ურტიკარიის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტიდან გამომდინარე. ამიტომ დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

თუ მიიღეთ დასელტას ჭარბი დოზა

ყოველთვის მიიღეთ დასელტა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. შემთხვევით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ აღინიშნება სერიოზული გვერდითი მოვლენები, თუმცა ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

თუ დაგავიწყდათ დასელტას მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიიღება დანიშნულ დროს, მიიღეთ ის გახსენებისთანავე და განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

დესლორატადინის შემცველი პრეპარატების პოსტმარკეტინგულ პერიოდში ძალიან იშვიათად იყო ცნობები მწვავე ალერგიული რეაქციების შესახებ (სუნთქვის გაძნელება, მსტვენავი სუნთქვა, ქავილლი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). ამ გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

მოზარდებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ პრეპარატს თითქმის მსგავსი იყო იმ პაციენტების გვერდითი მოვლენებისა, რომლებიც იღებდნენ პლაცებო ტაბლეტს, თუმცა შედარებით ხშირად გამოვლინდა დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი პლაცებო ტაბლეტთან შედარებით.

დესლორატადინის კლინიკურ კვლევებში იყო ცნობები შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

დაღლილობა

პირის სიმშრალე

თავის ტკივილი.

მოზრდილები

დესლორატადინის შემცველი პრეპარატების პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო ცნობები შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ:

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1 -მდე პაციენტში):

მწვავე ალერგიული რეაქცია,

გამონაყარი,

პალპიტაციები, ან არარეგულარული გულის ცემა,

გახშირებული გულის ცემა

ტკივილი კუჭის არეში,

გულისრევის შეგრძნება (გულისრევა)

ღებინება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება,

დიარეა,

თავბრუსხვევა,

ძილიანობა,

დაძინების გაძნელება,

კუნთების ტკივილი,

ჰალუცინაციები,

გულყრები,

მოუსვენრობა სხეულის მომატებული მოძრაობებით,

ღვიძლის ანთება,

ღვიძლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები

უცნობია სიხშირე: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

უჩვეულო სისუსტე,

კანის და/ან თვალების სიყვითლე

კანის მომატებული მგრძნობელობა მზისადმი, თუნდაც მზის არაპირდაპირი დასხივებისას (ღრუბლიან, ნისლიან ამინდში) და UV (ულტრაიისფერი) სხივებისადმი, როგორიცაა სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები,

გულის ცემის ცვლილება.

უჩვეულო ქცევა

აგრესია

წონის მატება

მადის მომატება

ბავშვები

უცნობია სიხშირე: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

გულის ცემის შენელება,

გულის ცემის ცვლილება

უჩვეულო საქციელი

აგრესიულობა

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ სლოვენიის რესპუბლიკის წამლისა და სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის განყოფილების მეშვეობით:

ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ეროვნული ცენტრი

სლოვენჩევას ქ. 22

SI-1000 ლუბლიანა

ტელ: +386 (0) 8 2000 500

ფაქსი: +386 (0) 8 2000 510

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ.გვერდი: www.jazmp.si

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • დასელტას შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის "EXP" გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღემდე.

შეინახეთ საწყის შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.

ვარგისიანობის ვადა კონტეინერის პირველად გახსნის შემდეგ: 3 თვე.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ რჩევა ფარმაცევტს არასაჭირო პრეპარატების განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დასელტა

აქტიური მოქმედი ნივთიერება არის დესლორატადინი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5მგ დესლორატადინს.

ტაბლეტის ბირთვის დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ჰიპრომელოზა (E464), მარილმჟავა (E507) (pH-ის დასარეგულირებლად), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) (pH-ის დასარეგულირებლად), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. ნაწილი 2 სათაურით “დასელტა შეიცავს ლაქტოზას”) და ტალკი (E553b).

გარსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. ნაწილი 2 სათაურით “დასელტა შეიცავს ლაქტოზას”), ტიტანის დიოქსიდი (E171), და ინდიგო კარმინი (E132).

დასელტას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ღია ცისფერი, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით (დიამეტრი: 6.5 მმ, სისქე: 2.3-3.5 მმ).

მუყაოს კოლოფი შეიცავს 7, 10, 20, 30, 50, 90 და 100 შემოგარულ ტაბლეტს ბლისტერებში და კონტეინერი შეიცავს 250 შემოაგრსულ ტაბელტებს.

ყველა შეფუთვა შესაძლოა არ იყოს ბაზარზე რეალიზაციაში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარჟეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

მწარმოებლები

კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარჟეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის მიმართეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის წარმომადგენელს:

სლოვენია

კრკა დ.დ, ნოვო მესტო.

ტელ.: +386 (0) 1 47 51 100

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 06/2022.

ამ პრეპარტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ევროპის წამლის სააგენტოს ვებ გვერდზე: http://www.ema.europa.eu/

ხელმოწერა/ბეჭედი

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა