პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ალცეტინი

ALCETIN

ურეცეპტოდ5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ალცეტინი ნაჩვენებია ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ცხვირის გაჭედვა, ასევე თვალების ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა, სასის ქავილი და ხველა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესლორატადინი (desloratadine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Ilko Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი; Ilko Ilac Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის
ATC კოდი
R06AX27
რეგისტრაციის ნომერი
რ-044492
რეგისტრირებულია
16 დეკემბერი 2025, მოქმედებს 16 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ilko Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალცეტინი და სხვა წამალი ერთად

ალცეტინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ალცეტინი ნაჩვენებია ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ცხვირის გაჭედვა, ასევე თვალების ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა, სასის ქავილი და ხველა.

ალცეტინი ასევე ნაჩვენებია ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ჭინჭრის ციებით გამოწვეული ქავილი, შეშუპება და კანის სიწითლე.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკის ზემოთ)

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.

ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში) მართვა უნდა მოხდეს პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შეფასების საფუძველზე; მკურნალობა უნდა შეწყდეს სიმპტომების მოხსნის შემდეგ და ხელახლა დაიწყოს მათი განვითარების შემთხვევაში

ხანგრძლივი ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში) პაციენტისათვის შეთავაზებული უნდა იქნეს ხანგრძლივი მკურნალობა ალერგიების განვითარების შემთხვევაში.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური კვლევის ეფექტიანობის შეზღუდული გამოცდილებაა დესლორატადინის გამოყენებისას 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფები 4.8 და 5.1).

დესლორატადინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მიღების მეთოდი:

შიგნით მისაღებად.

დოზა მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:

ღვიძლის უკმარისობა

არ არის მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ.

თირკმლის უკმარისობა

ალცეტინი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.

პედიატრიული პოპულაცია

ალცეტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები.

გერიატრიული პოპულაცია

არ არის სპეციფიკური კვლევები ჩატარებული გერიატრიულ პოპულაციაში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, 6.1. პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან ლორატადინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში ალცეტინი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული (იხ. პარაგრაფი 5.2).

ალცეტინის ტაბლეტის ფორმების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 2,8 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს ერთ დოზაში. გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზის სრული უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

არ არის აღწერილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები დესლორატადინის ტაბლეტებით კლინიკურ კვლევაში, სადაც ასევე ხდებოდა ერითრომიცინის ან კეტოკონაზოლის ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი 5.1).

ფარმაკოლოგიურ კვლევაში დესლორატადინის მიღებისას ალკოჰოლთან ერთად, დესლორატადინმა არ გააძლიერა ალკოჰოლის ეფექტის გაუარესება ქცევაზე (იხ. პარაგრაფი 5.1).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის კატეგორია: C

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეპცია

არ არის მონაცემები შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალების რეპროდუქციულ უნარზე ეფექტების შესახებ.

ორსულობა

მცირე რაოდენობით მონაცემებია ფეხმძიმე ქალებში (300-ზე ნაკლები მშობიარობა) დესლორატადინის გამოყენების შესაახებ. ცხოველებზე კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ საზიანო ეფექტებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).

პოტენციური რისკი ადამიანისათვის უცნობია. ალცეტინი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არ არის ამის საჭიროება.

ლაქტაცია

დესლორატადინი აღმოჩენილ იქნა ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში, რომელთა დედები მკურნალობდნენ დესლორატადინით. დესლორატადინის ეფექტი ახალშობილებზე/ჩვილებზე უცნობია. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან ალცეტინით თერაპიის შეწყვეტის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

რეპროდუქციული უნარი.ნაყოფიერება

არ არის მონაცემები ხელმისაწვდომი მამაკაცების ან ქალების რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დესლორატადინს მცირე გავლენა აქვს ან საერთოდ არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, კლინიკური კვლევების მიხედვით. პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ უმეტესობა პაციენტებს არ აღენიშნებათ ძილიანობა. თუმცა, რადგან ყველა სამკურნალო პროდუქტის მიმართ პასუხი ინდივიდუალურია, რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა არ შეასრულონ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოითხოვენ ფხიზლად ყოფნას, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ არ ეცოდინებათ, როგორ რეაგირებენ ისინი მედიკამენტზე.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში, თერაპიული ჩვენებების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა ალერგიულ რინიტსა და ქრონიკულ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებას, რეკომენდებული დოზით, 5 მგ დღეში, დესლორატადინის გამოყენებისას, არასასურველი მოვლენები აღინიშნა 3%-ით მეტ პაციენტში, პლაცებოსთან შედარებით.

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღინიშნა პლაცებოსთან შედარებით, იყო დაღლილობა (1.2%), პირის სიმშრალე (0.8%) და თავის ტკივილი (0.6%).

კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 578 მოზარდი პაციენტი 12-დან 17 წლის ჩათვლით, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო თავის ტკივილი; ის აღინიშნა 5.9% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით და 6.9% პაციენტში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

კლინიკური კვლევებში აღწერილი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პლაცებოზე ჭარბად და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მოცემულია ქვემოთ ცხრილში. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი ((≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

ფსიქიკური დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰალუცინაციები

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი

ძალიან იშვიათი: თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, გულყრები

გულის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ტაქიკარდია, გულის ფრიალი

სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: პირის სიმშრალე

ძალიან იშვიათი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ბილირუბინის დონის გაზრდა, ჰეპატიტი.

სიხშირე უცნობია: სიყვითლე

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

სიხშირე უცნობია: ფოტომგრძნობელობა

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათი: მიალგია

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები

ხშირი: დაღლილობა

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება)

სიხშირე უცნობია: ასთენია

პედიატრიული პოპულაცია

სხვა არასასურველი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში პედიატრიულ პაციენტებში უცნობი სიხშირით, მოიცავდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას, არითმიას და ბრადიკარდიას.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში განხილულ უნდა იქნეს სტანდარტული ზომების მიღება არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების მოსაცილებლად. რეკომენდებულია სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა.

მრავლჯერადი დოზების კლინიკურ კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა 45 მგ-მდე დესლორატადინი (9-ჯერ მეტი კლინიკურ დოზაზე), არ იქნა აღწერილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები.

დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით; არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პერიტონეალური დიალიზით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

დესლორატადინი ------------------ 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი----------2,8 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისათვის იხ. პარაგრაფი 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება 25ºC-ის ქვემოთ, ოთახის ტემპერატურაზე, ნესტისაგან დასაცავად.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

პროდუქტი მოწოდებულია კოლოფში, პვქ/პვდქ-ალუმინის ბლისტერებით, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს.

განადგურებისა და სხვა მოხმარების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები და ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს “სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების” და “შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების” თანახმად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიჰისტამინები – H1 ანტაგონისტები

ათქ კოდი: R06AX27.

მოქმედების მექანიზმი

დესლორატადინი არის არასედატიური, ხანგრძლივი მოქმედების, პერიფერიული H1-რეცეპტორის სელექტიური ანტაგონისტი. შიგნით მიღების შემდეგ დესლორატადინი სელექტიურად ბლოკავს ჰისტამინის H1-რეცეპტორებს, ამიტომ ეს ნივთიერება არ ხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

დესლორატადინმა გამოავლინა ანნტიალერგიული თვისებები in vitro კვლევებში. ეს მოიცავს ანთების წინამორბედი ციტოკინების გამოთავისუფლების დათრგუნვას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8, და IL-13, ადამიანის პოხიერი უჯრედებიდან, ასევე თრგუნავს ენდოთელურ უჯრედებზე მოლეკულა P-სელექტინის ადჰეზიის ექსპრესიას. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა საჭიროებს შემდგომ დადასტურებას.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 20 მგ დესლორატადინი მიიღებოდა 14 დღის განმავლობაში, არ აღინიშნა სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი კარდიოვასკულარული ეფექტები. ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში, სადაც დესლორატადინი მიიღებოდა დოზით 45 მგ დღეში (ცხრაჯერ მეტი კლინიკურ დოზაზე) 10 დღის განმავლობაში, არ აღინიშნა QTc ინტერვალის გახანგრძლივება.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები დესლორატადინის პლაზმურ კონცენტრაციებშე არ იქნა აღწერილ კეტოკონაზოლისა და ერითრომიცინის მრავალდოზიან ურთიერთქმედების კვლევებში.

დესლორატადინი სწრაფად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გაკონტროლებულ კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში, არ აღინიშნა ძილიანობის შემთხვების სიჭარბე პლაცებოსთან შედარებით. დესლორატადინმა, ერთჯერადი დოზით 7.5 მგ მიღებისას, არ მოახდინა ფსიქომოტორულ აქტივობაზე გავლენა კლინიკურ კვლევებში. ერთჯერადი დოზის კვლევამ, რომელიც ჩატარდა მოზრდილებში, აჩვენა, რომ 5 მგ დესლორატადინმა არ მოახდინა გავლენა ფრენის უნარის სტანდარტულ მაჩვენებლებზე, რომელიც მოიცავდა ძილიანობის სუბიექტურ გამწვავებას ან დავალებების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია ფრენასთან.

ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში ალკოჰოლის ერთდროულად მიღებამ არ გაზარდა ალკოჰოლით გამოწვეული ქცევის გაუარესება ან ძილიანობის გაზრდა. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქომოტორულ ანალიზებში დესლორატადინისა და პლაცებო ჯგუფებს შორის, მიუხედავად იმისა, ცალკე მიიღებოდა, თუ ალკოჰოლთან ერთად.

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტურად ხსნიდა სიმპტომებს, როგორიცაა ცხვირის ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ცხვირის გაჭედვა, ასევე თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, და სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტიანად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.

დესლორატადინის ტაბლეტების ეფექტიანობა ნათლად არ გამოვლინდა კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გარდა ამისა, სეზონური და წლიური ალერგიების დადგენილი კლასიფიკაციების მიხედვით, ალერგიული რინიტის კლასიფიცირება შეიძლება ხანგამოშვებით და ხაგრძლივ ალერგიულ რინიტებად, სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით. ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის დროს სიმპტომები აღინიშნება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლების დროის განმავლობაში. ხანგრძლივი ალერგიული რინიტის დროს სიმპტომები აღინიშნება კვირაში 4 ან მეტი დღის და 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში.

დესლორატადინი ეფექტიანი აღმოჩნდა სეზონური ალერგიული რინიტის სიმძიმის შემსუბუქებაში, როგორც ეს ნაჩვენები იქნა რინოკონიუნქტივიტის დროს სიცოცხლის ხარისხის კითხვარის ჯამური ქულის მიხედვით. ყველაზე მეტად გაუმჯობესება აღინიშნა პრაქტიკული პრობლემების კუთხით და ყოველდღიური აქტივობის მხრივ, რომელიც იზღუდებოდა სიმპტომებით.

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილ იქნა, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობების კლინიკური მოდელი, რადგან ეტიოლოგიის მიუხედავად, მათი პათოფიზიოლოგია მსგავსია და ქრონიკული პაციენტების მოძებნა უფრო ადვილია პროსპექტულად. რადგან ყველა ჭინჭრის ციების დააავადების მიზეზი ჰისტამინის გამოთავისუფლებაა, დესლორატადინი მოსალოდნელია, რომ ეფექტური იყოს სიმპტომების მოხსნაში ჭინჭრის ციების სხვა მდგომარეობების დროს, ასევე, ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, როგორც ეს მოწოდებულია კლინიკური გაიდლაინებით.

ორ პლაცებო-გაკონტროლებულ, ექვსკვირიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში, დესლორატადინი ეფექტიანი იყო ქავილის მოხსნასა და გამონაყარის ზომისა და რაოდენობის შემცირებაში პირველი დოზის ინტერვალის ბოლოს. თითოეულ კვლევაში ეფექტები შენარჩუნდა დოზირების 24-საათიან ინტერვალში. როგროც სხვა ანტიჰისტამინების კვლევაში ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, გამოირიცხა პაციენტების უმცირესობა, რომლებიც არ პასუხობდნენ ანტიჰისტამინებით მკურნალობას. ქავილის გაუმჯობესება 50%-ზე მეტად აღინიშნა 55% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით, პლაცებოს მიმღებ 19% პაციენტთან შედარებით. დესლორატადინით მკურნალობამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა გავლენა ძილსა და დღიურ აქტივობაზე, რომელიც გაიზომა ამ ცვლადების შეფასების ოთხქულიანი შკალით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაციების აღმოჩენადია მიღებიდან 30 წუთში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს, დაახლოებით 3 საათში; ნახევარგამოყოფის პერიოდი, დაახლოებით, 27 საათია. დესლორატადინის აკუმულაციის ხარისხი შესაბამისი იყო მის ნახევარგამოყოფის პერიოდთან (დაახლოებით 27 საათი) და ერთხელ დოზირების სიხშირესთან. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა პროპორციული იყო დოზის 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.

განაწილება

დესლორატადინი ზომიერად (83%-87%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. არ არის მტკიცებულება მედიკამენტის კლინიკურად მნიშვნელოვანი აკუმულაციის შესახებ 14 დღის განმავლობაში დესლორატადინის დღეში ერთხელ დოზირების შემდეგ (5 მგ - 20 მგ).

ბიოტრანსფორმაცია

ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, ჯერ-ჯერობით არ არის იდენტიფიცირებული და ამიტომ, ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან სრულად არ უნდა გამოირიცხოს. in vivo, კვლევებში CYP3A4-ის და CYP2D6-ის სპეციფიკური ინჰიბიტორებით არ იქნა ნაჩვენები, რომ ეს ფერმეტები აქტიურები არიან დესლორატადინის მეტაბოლიზმში. დესლორატადინი არ თრგუნავს CYP3A4-ს და CYP2D6-ს და არ არის P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატი და არც ინჰიბიტორი.

ფარმაკონეტიკულ კვლევაში, რომელშიც პაციენტების დემოგრაფიული მონაცემები შედარებულ იქნა სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგად პოპულაციასთან, პირების 4%-ში მიღწეულ იქნა დესლორატადინის უფრო მაღალი კონცენტრაცია. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო დაახლოებით 7 საათის შემდეგ, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდით, დაახლოებით, 89 საათი.

რიგ ფარმაკოლოგიურ და კლინიკურ კვლევებში სუბიექტების 6%-მა მიაღწია დესლორატადინის უფრო მაღალ პლაზმურ კონცენტრაციას. ამ დაბალი მეტაბოლიზების ფენოტიპის პრევალენტობა მსგავსია მოზრიდლებში (6%) და პედიატრიულ (6%) შემთხვევებში, 2-11 წლის ასაკის, და უფრო მაღალია შავკანიანებში (მოზრდილები 18%, პედიატრიული შემთხვევები 16%), ვიდრე თეთრკანიანებში (მოზრდილები 2%, პედიატრიული შემთხვევეები 3%). მაგრამ ამ პირების უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისგან.

გამოყოფა

ერთჯერადი დოზის კვლევაში, რომელშიც გამოიყენებოდა 7.5 მგ დესლორატადინი, არ აღინიშნა საკვების (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) ეფექტი დესლორატადინის დისპოზიციაზე. მეორე კვლევაში გრეიფრუტის წვენს არ ჰქონდა ეფექტი დესლორატადინის დისპოზიციაზე.

წრფივობა/არაწრფივობა

დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციულია 5-20 მგ-ის დიაპაზონში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

ალცეტინი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

დესლორატადინი ------------------ 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი----------2,8 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისათვის იხ. პარაგრაფი 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ალცეტინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ცისფერი, მრგვალი ფორმის ტაბლეტი.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

ალცეტინი ნაჩვენებია ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ცხვირის გაჭედვა, ასევე თვალების ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა, სასის ქავილი და ხველა.

ალცეტინი ასევე ნაჩვენებია ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ჭინჭრის ციებით გამოწვეული ქავილი, შეშუპება და კანის სიწითლე.

დოზირება და მიღების მეთოდი

დოზირება/მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა:

მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკის ზემოთ)

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.

ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში) მართვა უნდა მოხდეს პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შეფასების საფუძველზე; მკურნალობა უნდა შეწყდეს სიმპტომების მოხსნის შემდეგ და ხელახლა დაიწყოს მათი განვითარების შემთხვევაში

ხანგრძლივი ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში) პაციენტისათვის შეთავაზებული უნდა იქნეს ხანგრძლივი მკურნალობა ალერგიების განვითარების შემთხვევაში.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური კვლევის ეფექტიანობის შეზღუდული გამოცდილებაა დესლორატადინის გამოყენებისას 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფები 4.8 და 5.1).

დესლორატადინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მიღების მეთოდი:

შიგნით მისაღებად.

დოზა მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:

ღვიძლის უკმარისობა

არ არის მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ.

თირკმლის უკმარისობა

ალცეტინი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.

პედიატრიული პოპულაცია

ალცეტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები.

კლინიკური კვლევის ეფექტიანობის შეზღუდული გამოცდილებაა დესლორატადინის გამოყენებისას 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფები 4.8 და 5.1).

გერიატრიული პოპულაცია

არ არის სპეციფიკური კვლევები ჩატარებული გერიატრიულ პოპულაციაში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, 6.1. პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან ლორატადინის მიმართ.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში ალცეტინი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული (იხ. პარაგრაფი 5.2).

ალცეტინის ტაბლეტის ფორმების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 2,8 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს ერთ დოზაში. გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზის სრული უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

არ არის აღწერილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები დესლორატადინის ტაბლეტებით კლინიკურ კვლევაში, სადაც ასევე ხდებოდა ერითრომიცინის ან კეტოკონაზოლის ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი 5.1).

ფარმაკოლოგიურ კვლევაში დესლორატადინის მიღებისას ალკოჰოლთან ერთად, დესლორატადინმა არ გააძლიერა ალკოჰოლის ეფექტის გაუარესება ქცევაზე (იხ. პარაგრაფი 5.1).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის კატეგორია: C

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეპცია

არ არის მონაცემები შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალების რეპროდუქციულ უნარზე ეფექტების შესახებ.

ორსულობა

მცირე რაოდენობით მონაცემებია ფეხმძიმე ქალებში (300-ზე ნაკლები მშობიარობა) დესლორატადინის გამოყენების შესაახებ. ცხოველებზე კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ საზიანო ეფექტებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).

პოტენციური რისკი ადამიანისათვის უცნობია. ალცეტინი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არ არის ამის საჭიროება.

ლაქტაცია

დესლორატადინი აღმოჩენილ იქნა ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში, რომელთა დედები მკურნალობდნენ დესლორატადინით. დესლორატადინის ეფექტი ახალშობილებზე/ჩვილებზე უცნობია. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან ალცეტინით თერაპიის შეწყვეტის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

რეპროდუქციული უნარი.ნაყოფიერება

არ არის მონაცემები ხელმისაწვდომი მამაკაცების ან ქალების რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

დესლორატადინს მცირე გავლენა აქვს ან საერთოდ არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, კლინიკური კვლევების მიხედვით. პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ უმეტესობა პაციენტებს არ აღენიშნებათ ძილიანობა. თუმცა, რადგან ყველა სამკურნალო პროდუქტის მიმართ პასუხი ინდივიდუალურია, რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა არ შეასრულონ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოითხოვენ ფხიზლად ყოფნას, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ არ ეცოდინებათ, როგორ რეაგირებენ ისინი მედიკამენტზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების უსაფრთხოების პროფილი

კლინიკურ კვლევებში, თერაპიული ჩვენებების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა ალერგიულ რინიტსა და ქრონიკულ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებას, რეკომენდებული დოზით, 5 მგ დღეში, დესლორატადინის გამოყენებისას, არასასურველი მოვლენები აღინიშნა 3%-ით მეტ პაციენტში, პლაცებოსთან შედარებით.

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღინიშნა პლაცებოსთან შედარებით, იყო დაღლილობა (1.2%), პირის სიმშრალე (0.8%) და თავის ტკივილი (0.6%).

კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 578 მოზარდი პაციენტი 12-დან 17 წლის ჩათვლით, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო თავის ტკივილი; ის აღინიშნა 5.9% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით და 6.9% პაციენტში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

კლინიკური კვლევებში აღწერილი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პლაცებოზე ჭარბად და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მოცემულია ქვემოთ ცხრილში. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი ((≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

ფსიქიკური დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰალუცინაციები

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი

ძალიან იშვიათი: თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, გულყრები

გულის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ტაქიკარდია, გულის ფრიალი

სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: პირის სიმშრალე

ძალიან იშვიათი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ბილირუბინის დონის გაზრდა, ჰეპატიტი.

სიხშირე უცნობია: სიყვითლე

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

სიხშირე უცნობია: ფოტომგრძნობელობა

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათი: მიალგია

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები

ხშირი: დაღლილობა

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება)

სიხშირე უცნობია: ასთენია

პედიატრიული პოპულაცია

სხვა არასასურველი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში პედიატრიულ პაციენტებში უცნობი სიხშირით, მოიცავდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას, არითმიას და ბრადიკარდიას.

დოზის გადაჭარბება და მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში განხილულ უნდა იქნეს სტანდარტული ზომების მიღება არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების მოსაცილებლად. რეკომენდებულია სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა.

მრავლჯერადი დოზების კლინიკურ კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა 45 მგ-მდე დესლორატადინი (9-ჯერ მეტი კლინიკურ დოზაზე), არ იქნა აღწერილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები.

დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით; არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პერიტონეალური დიალიზით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინები – H1 ანტაგონისტები

ათქ კოდი: R06AX27.

მოქმედების მექანიზმი

დესლორატადინი არის არასედატიური, ხანგრძლივი მოქმედების, პერიფერიული H1-რეცეპტორის სელექტიური ანტაგონისტი. შიგნით მიღების შემდეგ დესლორატადინი სელექტიურად ბლოკავს ჰისტამინის H1-რეცეპტორებს, ამიტომ ეს ნივთიერება არ ხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

დესლორატადინმა გამოავლინა ანნტიალერგიული თვისებები in vitro კვლევებში. ეს მოიცავს ანთების წინამორბედი ციტოკინების გამოთავისუფლების დათრგუნვას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8, და IL-13, ადამიანის პოხიერი უჯრედებიდან, ასევე თრგუნავს ენდოთელურ უჯრედებზე მოლეკულა P-სელექტინის ადჰეზიის ექსპრესიას. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა საჭიროებს შემდგომ დადასტურებას.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 20 მგ დესლორატადინი მიიღებოდა 14 დღის განმავლობაში, არ აღინიშნა სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი კარდიოვასკულარული ეფექტები. ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში, სადაც დესლორატადინი მიიღებოდა დოზით 45 მგ დღეში (ცხრაჯერ მეტი კლინიკურ დოზაზე) 10 დღის განმავლობაში, არ აღინიშნა QTc ინტერვალის გახანგრძლივება.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები დესლორატადინის პლაზმურ კონცენტრაციებშე არ იქნა აღწერილ კეტოკონაზოლისა და ერითრომიცინის მრავალდოზიან ურთიერთქმედების კვლევებში.

დესლორატადინი სწრაფად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გაკონტროლებულ კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში, არ აღინიშნა ძილიანობის შემთხვების სიჭარბე პლაცებოსთან შედარებით. დესლორატადინმა, ერთჯერადი დოზით 7.5 მგ მიღებისას, არ მოახდინა ფსიქომოტორულ აქტივობაზე გავლენა კლინიკურ კვლევებში. ერთჯერადი დოზის კვლევამ, რომელიც ჩატარდა მოზრდილებში, აჩვენა, რომ 5 მგ დესლორატადინმა არ მოახდინა გავლენა ფრენის უნარის სტანდარტულ მაჩვენებლებზე, რომელიც მოიცავდა ძილიანობის სუბიექტურ გამწვავებას ან დავალებების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია ფრენასთან.

ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში ალკოჰოლის ერთდროულად მიღებამ არ გაზარდა ალკოჰოლით გამოწვეული ქცევის გაუარესება ან ძილიანობის გაზრდა. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქომოტორულ ანალიზებში დესლორატადინისა და პლაცებო ჯგუფებს შორის, მიუხედავად იმისა, ცალკე მიიღებოდა, თუ ალკოჰოლთან ერთად.

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტურად ხსნიდა სიმპტომებს, როგორიცაა ცხვირის ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ცხვირის გაჭედვა, ასევე თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, და სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტიანად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.

დესლორატადინის ტაბლეტების ეფექტიანობა ნათლად არ გამოვლინდა კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გარდა ამისა, სეზონური და წლიური ალერგიების დადგენილი კლასიფიკაციების მიხედვით, ალერგიული რინიტის კლასიფიცირება შეიძლება ხანგამოშვებით და ხაგრძლივ ალერგიულ რინიტებად, სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით. ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის დროს სიმპტომები აღინიშნება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლების დროის განმავლობაში. ხანგრძლივი ალერგიული რინიტის დროს სიმპტომები აღინიშნება კვირაში 4 ან მეტი დღის და 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში.

დესლორატადინი ეფექტიანი აღმოჩნდა სეზონური ალერგიული რინიტის სიმძიმის შემსუბუქებაში, როგორც ეს ნაჩვენები იქნა რინოკონიუნქტივიტის დროს სიცოცხლის ხარისხის კითხვარის ჯამური ქულის მიხედვით. ყველაზე მეტად გაუმჯობესება აღინიშნა პრაქტიკული პრობლემების კუთხით და ყოველდღიური აქტივობის მხრივ, რომელიც იზღუდებოდა სიმპტომებით.

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილ იქნა, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობების კლინიკური მოდელი, რადგან ეტიოლოგიის მიუხედავად, მათი პათოფიზიოლოგია მსგავსია და ქრონიკული პაციენტების მოძებნა უფრო ადვილია პროსპექტულად. რადგან ყველა ჭინჭრის ციების დააავადების მიზეზი ჰისტამინის გამოთავისუფლებაა, დესლორატადინი მოსალოდნელია, რომ ეფექტური იყოს სიმპტომების მოხსნაში ჭინჭრის ციების სხვა მდგომარეობების დროს, ასევე, ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, როგორც ეს მოწოდებულია კლინიკური გაიდლაინებით.

ორ პლაცებო-გაკონტროლებულ, ექვსკვირიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში, დესლორატადინი ეფექტიანი იყო ქავილის მოხსნასა და გამონაყარის ზომისა და რაოდენობის შემცირებაში პირველი დოზის ინტერვალის ბოლოს. თითოეულ კვლევაში ეფექტები შენარჩუნდა დოზირების 24-საათიან ინტერვალში. როგროც სხვა ანტიჰისტამინების კვლევაში ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, გამოირიცხა პაციენტების უმცირესობა, რომლებიც არ პასუხობდნენ ანტიჰისტამინებით მკურნალობას. ქავილის გაუმჯობესება 50%-ზე მეტად აღინიშნა 55% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით, პლაცებოს მიმღებ 19% პაციენტთან შედარებით. დესლორატადინით მკურნალობამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა გავლენა ძილსა და დღიურ აქტივობაზე, რომელიც გაიზომა ამ ცვლადების შეფასების ოთხქულიანი შკალით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაციების აღმოჩენადია მიღებიდან 30 წუთში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს, დაახლოებით 3 საათში; ნახევარგამოყოფის პერიოდი, დაახლოებით, 27 საათია. დესლორატადინის აკუმულაციის ხარისხი შესაბამისი იყო მის ნახევარგამოყოფის პერიოდთან (დაახლოებით 27 საათი) და ერთხელ დოზირების სიხშირესთან. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა პროპორციული იყო დოზის 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.

განაწილება

დესლორატადინი ზომიერად (83%-87%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. არ არის მტკიცებულება მედიკამენტის კლინიკურად მნიშვნელოვანი აკუმულაციის შესახებ 14 დღის განმავლობაში დესლორატადინის დღეში ერთხელ დოზირების შემდეგ (5 მგ - 20 მგ).

ბიოტრანსფორმაცია

ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, ჯერ-ჯერობით არ არის იდენტიფიცირებული და ამიტომ, ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან სრულად არ უნდა გამოირიცხოს. in vivo, კვლევებში CYP3A4-ის და CYP2D6-ის სპეციფიკური ინჰიბიტორებით არ იქნა ნაჩვენები, რომ ეს ფერმეტები აქტიურები არიან დესლორატადინის მეტაბოლიზმში. დესლორატადინი არ თრგუნავს CYP3A4-ს და CYP2D6-ს და არ არის P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატი და არც ინჰიბიტორი.

ფარმაკონეტიკულ კვლევაში, რომელშიც პაციენტების დემოგრაფიული მონაცემები შედარებულ იქნა სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგად პოპულაციასთან, პირების 4%-ში მიღწეულ იქნა დესლორატადინის უფრო მაღალი კონცენტრაცია. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო დაახლოებით 7 საათის შემდეგ, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდით, დაახლოებით, 89 საათი.

რიგ ფარმაკოლოგიურ და კლინიკურ კვლევებში სუბიექტების 6%-მა მიაღწია დესლორატადინის უფრო მაღალ პლაზმურ კონცენტრაციას. ამ დაბალი მეტაბოლიზების ფენოტიპის პრევალენტობა მსგავსია მოზრიდლებში (6%) და პედიატრიულ (6%) შემთხვევებში, 2-11 წლის ასაკის, და უფრო მაღალია შავკანიანებში (მოზრდილები 18%, პედიატრიული შემთხვევები 16%), ვიდრე თეთრკანიანებში (მოზრდილები 2%, პედიატრიული შემთხვევეები 3%). მაგრამ ამ პირების უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისგან.

გამოყოფა

ერთჯერადი დოზის კვლევაში, რომელშიც გამოიყენებოდა 7.5 მგ დესლორატადინი, არ აღინიშნა საკვების (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) ეფექტი დესლორატადინის დისპოზიციაზე. მეორე კვლევაში გრეიფრუტის წვენს არ ჰქონდა ეფექტი დესლორატადინის დისპოზიციაზე.

წრფივობა/არაწრფივობა

დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციულია 5-20 მგ-ის დიაპაზონში.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

დესლორატადინი არის ლორატადინის ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი. არ არის კლინიკური კვლევები ჩატარებული დესლორატადინით და ლორატადინით, რომელიც აჩვენებდა თვისობრივ ან რაოდენობრივს განსხვავებას დესლორატადინისა და ლორატადინის ტოქსიკურობის პროფილს შორის, დესლორატადინის ზემოქმედების მსგავსი დონეების მიხედვით.

დესლორატადინის კლასიკურმა კვლევებმა, რომელიც გაკეთდა პრეკლინიკურ მონაცემებზე, არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისათვის უსაფრთხოების, ფარმაკოლოგიური, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების მიხედვით. კანცეროგენული პოტენციალი არ იქნა ნაჩვენები კვლევებში, რომლებიც ჩატარდა დესლორატადინითა და ლორატადინით.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი

ლაქტოზის მონოჰიდრატი

ჰიპრომელოზა

მიკროკრისტალური ცელულოზა

სიმინდის სახამებელი

ტალკი

ტიტანის დიოქსიდი

პოლიეთილენგლიკოლი

FD&C ლურჯო #2

შეუთავსებლობაები

არ არის ცნობილი შეუთავსებლობები.

შენახვის ვადა

36 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება 25ºC-ის ქვემოთ, ოთახის ტემპერატურაზე, ნესტისაგან დასაცავად.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

პროდუქტი მოწოდებულია კოლოფში, პვქ/პვდქ-ალუმინის ბლისტერებით, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს.

განადგურებისა და სხვა მოხმარების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები და ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს “სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების” და “შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების” თანახმად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No: 10

34885 Sancaktepe / İstanbul, Turkey

Phone: +90 (216) 564 80 00

Fax: +90 (216) 564 80 99

ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

ვეისელ კარანი მაჰ. ჩოლაკოღლუ სოკ. #10

34885 სანკაკტეპე /სტამბოლი, თურქეთი

ტელ.: +90 (216) 564 80 00

ფაქსი: +90 (216) 564 80 99

ვაჭრობის ლიცენზიის ნომერი

ლიცენზიის პირველად მინიჭების/განახლების თარიღი

ლიცენზიის პირველად მინიჭების თარიღი: 25.09.2014

ლიცენზიის განახლების თარიღი: 11.05.2020

ტექსტის შესწორების თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა