პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ერიუსი

AERIUS®

ურეცეპტოდ5მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ერიუსი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დესლორატადინს, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას. დესლორატადინი თრგუნავს ნივთიერებას, რომლის დასახელებაა „ჰისტამინი“, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში ალერგიული რეაქციებისას და ალერგიის ძირითადი სომპტომების გაჩენის მიზეზს წარმოადგენს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესლორატადინი (desloratadine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Bayer Bitterfeld GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX27
რეგისტრაციის ნომერი
რ-037635
რეგისტრირებულია
23 მარტი 2023, მოქმედებს 23 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG-ს მინდობილი პირი სალომე მესხი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაერიუსი და სხვა წამალი ერთად

ერიუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ერიუსი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დესლორატადინს, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას.

დესლორატადინი თრგუნავს ნივთიერებას, რომლის დასახელებაა „ჰისტამინი“, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში ალერგიული რეაქციებისას და ალერგიის ძირითადი სომპტომების გაჩენის მიზეზს წარმოადგენს.

დესლორატადინი ამსუბუქებს ალერგიული რეაქციების მიმდინარეობას, ამცირებს ქავილს და შეშუპებას.

პრეპარატი პრაქტიკულად არ იწვევს ძილიანობას და არ მოქმედებს რეაქციების სისწრაფეზე. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ერიუსი® გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში ალერგიული რინიტისას (ცემინების, ცხვირის გაჭედვის, ცხვირიდან ლორწოს გამონადენის, ცხვირის ქავილის, სასის ქავილის, თვალების ქავილის და სიწითლის, ცრემლდენის აღმოფხვრა); ჭინჭრის ციებისას (კანის ქავილის, გამონაყარის შემცირება ან აღმოფზვრა).

თუ გაუმჯობესება არ მოხდა ან იგრძენით გაუარესება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ერიუსის® გამოყენების წინ.

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღებად. ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით. სასურველია პრეპარატის მიღება რეგულარულად ერთი და იგივე დროს, მიუხედავად საკვების მიღების დროისა.

თერაპიის ხანგრძლივობა

ალერგიული რინიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპზე. ალერგიული რინიტის ტიპს განსაზღვრავს ექიმი. სეზონური ალერგიული რინიტისას (ანუ სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში) ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გირჩევთ მკურნალობის შესაბამისს გრაფიკს. როგორც წესი, სიმპტომების გაქრობისას მკურნალობა შეიძლება შეწყდეს და განახლდეს მათი განმეორებით გაჩენისას.

მთელი წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტისას (ანუ სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე მეტი ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში) ექიმმა შეიძლება დანიშნოს ხანგრძლივი მკურნალობა ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ჭინჭრის ციებისას მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ერიუსის® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ პრეპარატი ერიუსი® საჭიროზე მეტი გამოიყენეთ

პრეპარატის დიდი რაოდენობის შიგნით შემთხვევით მიღებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

თუ პრეპარატის ზედოზირების მომენტიდან ცოტა დრო გავიდა, რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება (სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად).

შეძლებისდაგვარად თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა, რათა აჩვენოთ ექიმს, რომელი პრეპარატი მიიღეთ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია დესლორატადინზე ან ლორატიდინზე და/ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 განყოფილებაში);

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ერიუსის® გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ გაქვთ:

თირკმელების მძიმე დაავადება მათი ფუნქციის დარღვევით;

თუ თქვენ (ან ბავშვს, რომელსაც უნდა მისცეთ პრეპარატი) ოდესმე გქონიათ კრუნჩხვითი შეტევები. თუ რუნჩხხვითი შეტევა ხდება პრეპარატ ერიუსის მიღების პერიოდში, აუცილებელია მისი მიღების შეწყვეტა.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ პრეპარატი 12 წელზე უმცროს ბავშვებს იმასთან დაკავშირებით, რომ დოზირების რეჟიმის უზრუნველყოფა შეუძლებელია. პრეპარატის სხვა ფორმა შეიძლება უკეთ მოუხდეს ბავშვებს, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.

პრეპარატი ერიუსი® და ალკოჰოლი

საჭიროა პრეპარატ ერიუსის® სიფრთხილით გამოყენება ალკოჰოლთან ერთად, ვინაიდან დესლორატადინის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას აღინიშნებოდა ალკოჰოლის და ალკოჰოლური თრობის აუტანლობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ერიუსი® ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეკომენდებული დოზებით სწორი გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე, თუმცა, პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და ძილიანობა (იხ. განყ. 4). თუ განიცდით მსგავს არასასურველ ეფექტებს, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან ან მექანიზმებთან მუშაობისგან.

პრეპარატი ერიუსი® შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ მკურნალ ექიმს აღნიშნული სამკურნალწამლო პრეპარატის მიღებამდე.

პრეპარატ ერიუსის® გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართთან ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობით. ეჭვის გაჩენისას გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის და 12 წლიდან ბავშებისთვის - 1 ტაბლეტი (5 მგ) 1-ხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების მსგავსად, პრეპარატ ერიუსს® შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველაში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული არასასურველი რეაქციებიდან - შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

ძალზე იშვიათად (შეიძლება წარმოეშვას 10 000-დან არაუმეტეს 1 აადამიანს):

კანის საფარი ხდება ცივი, ნოტიო და მოლურჯო, დაბლდება არტერიული წნევა, გონების დაკარგვა, ქოშინი (ანაფილაქსია);

გამოხატული შეშუპებები ტუჩებზე, ქუთუთოებზე, ლოყებზე, პირის ლორწოვანზე, შეიძლება გავრცელდეს საყლაპავის ლორწოვან გარსზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩვა, მყეფარი ხველა (ანგიონევროტიკული შეშუპება);

კრუნჩხვები;

ჰალუცინაციები;

ყრუ ტკივილი მარჯვენა ნეკნის ქვეშ, ღვიძლის ზომების გადიდება (ჰეპატიტი).

უცნობია (ცვალებადი მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

არაადეკვატური ქცევა;

აგრესია;

გულის ელექტრული აქტივობის დარღვევა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გულის რიტმზე (QT ინტერვალის გაძრდა ელექტროკარდიოგრამაზე);

კანის, თვალის კაკლების მოყვითალო ელფერი (სიყვითლე).

სხვა არასასურველი რეაქციები

ხშირად (შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 10-დან):

თავის ტკივილი,

პირის სიმშრალე,

მომატებული დაღლილობა,

ძალზე იშვიათად (შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 10 000-დან):

თავბრუსხვევა,

ძილიანობა,

უძილობა,

უზომო მოძრაობითი აქტიურობა და მომატებული აღგზნებადობა (ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა),

გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდა (ტაქიკარდია),

გულისცემის შეგრძნება,

მუცლის ტკივილი,

გულისრევა,

ღებინება,

დისკომფორტი და ტკივილი მუცელში (დისპეფსია),

დიარეა,

მომატებული მადა,

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება (სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში),

ბილირუბინის კონცენტრაციის მატება სისხლში (სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში),

კუნთების ტკივილი (მიალგია),

ქოშინი,

კანის ქავილი,

გამონაყარი, მათ შორის ჭინჭრის ციება,

ხასიათის დათრგუნვა;

თვალების სიმშრალე;

კანის და ლორწოვანის მგრძნობელობის გაზრდა მზის სინათლისადმი (ფოტოსენსიბილიზაცია);

ზოგადი სისუსტე (ასთენია);

სხეულის მასის მატება.

დაამატებითი არასასურველი რეაქციები 12 წლიდან ბავშვებში

გულის რიტმის დარღვევა (არითმია);

გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია).

შეტყობინება არასასურველ რეაქციებზე

თუ პრეპარატ ერიუსის® მიღებისას წარმოგეშვათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს ასევე ეხება არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების წარმოშობის შესახებ პირდაპირ შეტყობინების სისტემით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, ნაგ. 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

ცხელი ხაზის ტელ.: 8 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru/

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკი შესახვევი 2ა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ექსპერტიზის და ჯანდაცვაში კვლევების ცენტრი“

ტელ.: + 375 12 242 00 29

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/5

„წამლების ექსპერტიზის და სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი“

ცხელი ხაზის ტელეფონი: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://pharm.am

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

პრეპარატ ერიუსის® შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი. არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა), რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვა „ვარგისია“-ს შემდეგ.

ვადის ამოწურვის თარიღს წარმოადგენს მოცემული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

არ ჩააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატი, რომელიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

რეკომენდებულზე 5-ჯერ მეტი დოზის მიღებას არ გამოუწვევია რაიმე სიმპტომების გამოვლენა. კლინიკური გამოცდების მსვლელობისას დესლოროტადინის ყოველდღიურ მიღებას მოზრდილებსა და მოზარდებში დოზით 20 მგ-მდე 14 დღის განმავლობაში არ ახლდა სტატისტიკურად ან კლკინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევაში დესლორატადინის გამოყენებას დოზით 45 მგ დღე-ღამეში (რეკომენდებულზე 9-ჯერ მეტი) 10 დღის განმავლობაში არ გამოუწვევია QT ინტერვალის გაზრდა და არ ახლდა სერიოზული გვერდითი ეფექტები.

მკურნალობა

პრეპარატის დიდი რაოდენობის შიგნით შემთხვევით მიღებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება; აუცილებლობის შემთხვევაში - სიმპტომატური თერაპია. დესლორატადინი არ იდევნება ჰემოდიალიზით, პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა დადგენილია არაა.

შემადგენლობა

პრეპარატი ერიუსი® შეიცავს

მოქმედი ნივთიერებაა დესლორატადინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5,0 მგ მიკრონიზირებულ დესლორატადინს.

სხვა იგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს) წარმოადგენს:

კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა 102, სიმინდის სახამებელი, ტალკი;

ტაბლეტის აპკიანი გარსი: ოპადრაი II ცისფერი 32B10817 (ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, FD&C ცისფერი №2 / ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი), კარნაუბის ცვილი.

პრეპარატ ერიუსის® გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მრგვალი ორმხრივად ამობურცული ცისფერი ტაბლეტები. ტაბლეტს ერთ მხარეს აქვს მცირე ჩაღრმავება ცენტრში, მეორე მხარე გლუვია.

10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის/პოლიქლორტრიფტორეთილენის/A1 ფოლგის ბლისტერში. 1, 2, 3, 4 ან 10 ბლესტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს ყუთში პირველი გახსნის კონტროლით.

შენახვის პირობები

2 წელი.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 30оС ტემპერატურაზე.

პირველადი შეფუთვის ხაასიათი და შემცველობა

10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის/პოლიქლორტრიფტორეთილენის/A1 ფოლგის ბლისტერში, 1,2,3,4 ან 10 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს ყუთში პირველი გახსნის კონტროლით.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალწამლო პრეპარატის ან სამკურნალწამლო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან.

განსაკუთრებული მოთხოვნები უტილიზაციისადმი არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალებები; სისტემური მოქმედების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები.

ათქ კოდი: R06AX27.

მოქმედების მექანიზმი, ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატი. არის პირველადი აქტიური ლორატადინის მეტაბოლიტი. ახდენს ალერგიული ანთების რექციების კასკადის ინჰიბირებას, მათ შორის - ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამოთავისუფლებას, IL-4, IL-6, IL-8 და IL-13 -ის ჩათვლით, ანთების საწინააღმდეგო ჰემოკინების (RANTES) გამოთავისუფლებას, აგრეთვე ახდენს ეოზინოფილების ადგეზიას და ჰემოტაქსისს, ადგეზიის მოლეკულების გამოყოფას, როგორიცაა P-სელექტინი, ჰისტამინის IgE-უშუალო გამოთავისუფლებას, D2 პროსტაგლანდინის და C4 ლეიკოტრიენატის გამოთავისუფლებას. ამგვარად, ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მიმდინარეობას, აქვს ქავილის საწინააღმდეგო და ექსუდატის საწინააღმდეგო ქმედება, ამცირებს კაპილარების გამტარიანობას, ხელს უშლის ქსოვილის შეშუპებას, გლუვი კუნთების სპაზმს.

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, პრაქტიკულად არ აქვს სედატიური ეფექტი (არ იწვევს ძილიანობას) და არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე. კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევებში ეკგ-ზე QT ინტერვალის გაგრძელება არ გამოვლენილა.

პრეპარატ ერიუსის მოქმედება იწყება მისი შიგნით მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

დესლორატადინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. განისაზღვრება სისხლის პლაზმაში მიღებიდან 30 წუთში. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა საშუალოდ მიღებიდან 3 საათში.

განაწილება

არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 83-87%-ს. უფროსებსა და მოზარდებში 14 დღის განმავლობაში გამოყენებისას დოზით 5 მგ-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი კუმულაცია არ გამოვლენილა. პრეპარატთან ერთად საკვების ან გრეიპფრუტის წვენის მიღება გავლენას არ ახდენს დესლორატადინის განაწილებაზე დღეში ერთხელ 7,5 მგ დოზის მიღებისას.

ბიოტრანსფორმაცია

დესლორატადინი არ თრგუნავს CYP3A4 ან CYP2D6 მოქმედებას და არ არის არც სუბსტრატი, არც P-გლიკოპროტეიდის ინჰიბიტორი. ინტენსიურად მეტაბოლიზდება თირკმელში ჰიდროქსილირების გზით 3-OH-დესლორატადინის წარმოქმნით, რომელიც შეერთებულია გლუკორონიდთან.

ელიმინაცია

მიღებული დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმლების მიერ (<2%) და ნაწლავებიდან (<7%). ნახევრადგამოყოფის პერიოდი - 20-30 საათი (საშუალოდ 27 საათი).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისთვის

ერიუსი®, 5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: დესლორატადინი

პრეპარატის გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რამდენადაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართის, მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების სიზუსტით.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა, კიდევ დაგჭირდეთ წასაკითხად.

თუ გჭირდებათ დამატებითი ცნობები ან რეკომენდაციები, მიმართეთ აფთიაქის თანამშრომელს.

რაიმე არასასურველი რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომელიც არაა ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 განყოფილებაში.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან იგი გაუარესდება, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

რას წარმოადგენს პრეპარატი ერიუსი® და რისთვის გამოიყენება.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ერიუსის® გამოყენების წინ.

პრეპარატ ერიუსის® მიღება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატ ერიუსის® შენახვა.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ცნობები.

რას წარმოადგენს პრეპარატი ერიუსი® და რისთვის გამოიყენება.

პრეპარატი ერიუსი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დესლორატადინს, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას.

დესლორატადინი თრგუნავს ნივთიერებას, რომლის დასახელებაა „ჰისტამინი“, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში ალერგიული რეაქციებისას და ალერგიის ძირითადი სომპტომების გაჩენის მიზეზს წარმოადგენს.

დესლორატადინი ამსუბუქებს ალერგიული რეაქციების მიმდინარეობას, ამცირებს ქავილს და შეშუპებას.

პრეპარატი პრაქტიკულად არ იწვევს ძილიანობას და არ მოქმედებს რეაქციების სისწრაფეზე. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ერიუსი® გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში ალერგიული რინიტისას (ცემინების, ცხვირის გაჭედვის, ცხვირიდან ლორწოს გამონადენის, ცხვირის ქავილის, სასის ქავილის, თვალების ქავილის და სიწითლის, ცრემლდენის აღმოფხვრა); ჭინჭრის ციებისას (კანის ქავილის, გამონაყარის შემცირება ან აღმოფზვრა).

თუ გაუმჯობესება არ მოხდა ან იგრძენით გაუარესება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ერიუსის® გამოყენების წინ.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ პრეპარატი ერიუსი®:

თუ გაქვთ ალერგია დესლორატადინზე ან ლორატიდინზე და/ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 განყოფილებაში);

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ ერიუსის® გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ გაქვთ:

თირკმელების მძიმე დაავადება მათი ფუნქციის დარღვევით;

თუ თქვენ (ან ბავშვს, რომელსაც უნდა მისცეთ პრეპარატი) ოდესმე გქონიათ კრუნჩხვითი შეტევები. თუ რუნჩხხვითი შეტევა ხდება პრეპარატ ერიუსის მიღების პერიოდში, აუცილებელია მისი მიღების შეწყვეტა.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ პრეპარატი 12 წელზე უმცროს ბავშვებს იმასთან დაკავშირებით, რომ დოზირების რეჟიმის უზრუნველყოფა შეუძლებელია. პრეპარატის სხვა ფორმა შეიძლება უკეთ მოუხდეს ბავშვებს, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ერიუსი®

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.

პრეპარატი ერიუსი® და ალკოჰოლი

საჭიროა პრეპარატ ერიუსის® სიფრთხილით გამოყენება ალკოჰოლთან ერთად, ვინაიდან დესლორატადინის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას აღინიშნებოდა ალკოჰოლის და ალკოჰოლური თრობის აუტანლობა.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ერიუსი® ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან

რეკომენდებული დოზებით სწორი გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე, თუმცა, პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და ძილიანობა (იხ. განყ. 4). თუ განიცდით მსგავს არასასურველ ეფექტებს, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან ან მექანიზმებთან მუშაობისგან.

პრეპარატი ერიუსი® შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ მკურნალ ექიმს აღნიშნული სამკურნალწამლო პრეპარატის მიღებამდე.

პრეპარატ ერიუსის® გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართთან ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობით. ეჭვის გაჩენისას გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის და 12 წლიდან ბავშებისთვის - 1 ტაბლეტი (5 მგ) 1-ხელ დღეში.

შეყვანის გზა და ხერხი

შიგნით მისაღებად. ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით. სასურველია პრეპარატის მიღება რეგულარულად ერთი და იგივე დროს, მიუხედავად საკვების მიღების დროისა.

თერაპიის ხანგრძლივობა

ალერგიული რინიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპზე. ალერგიული რინიტის ტიპს განსაზღვრავს ექიმი. სეზონური ალერგიული რინიტისას (ანუ სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში) ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გირჩევთ მკურნალობის შესაბამისს გრაფიკს. როგორც წესი, სიმპტომების გაქრობისას მკურნალობა შეიძლება შეწყდეს და განახლდეს მათი განმეორებით გაჩენისას.

მთელი წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტისას (ანუ სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე მეტი ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში) ექიმმა შეიძლება დანიშნოს ხანგრძლივი მკურნალობა ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ჭინჭრის ციებისას მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ერიუსის® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ პრეპარატი ერიუსი® საჭიროზე მეტი გამოიყენეთ

პრეპარატის დიდი რაოდენობის შიგნით შემთხვევით მიღებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

თუ პრეპარატის ზედოზირების მომენტიდან ცოტა დრო გავიდა, რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება (სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად).

შეძლებისდაგვარად თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა, რათა აჩვენოთ ექიმს, რომელი პრეპარატი მიიღეთ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების მსგავსად, პრეპარატ ერიუსს® შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველაში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული არასასურველი რეაქციებიდან - შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

ძალზე იშვიათად (შეიძლება წარმოეშვას 10 000-დან არაუმეტეს 1 აადამიანს):

კანის საფარი ხდება ცივი, ნოტიო და მოლურჯო, დაბლდება არტერიული წნევა, გონების დაკარგვა, ქოშინი (ანაფილაქსია);

გამოხატული შეშუპებები ტუჩებზე, ქუთუთოებზე, ლოყებზე, პირის ლორწოვანზე, შეიძლება გავრცელდეს საყლაპავის ლორწოვან გარსზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩვა, მყეფარი ხველა (ანგიონევროტიკული შეშუპება);

კრუნჩხვები;

ჰალუცინაციები;

ყრუ ტკივილი მარჯვენა ნეკნის ქვეშ, ღვიძლის ზომების გადიდება (ჰეპატიტი).

უცნობია (ცვალებადი მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

არაადეკვატური ქცევა;

აგრესია;

გულის ელექტრული აქტივობის დარღვევა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გულის რიტმზე (QT ინტერვალის გაძრდა ელექტროკარდიოგრამაზე);

კანის, თვალის კაკლების მოყვითალო ელფერი (სიყვითლე).

სხვა არასასურველი რეაქციები

ხშირად (შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 10-დან):

თავის ტკივილი,

პირის სიმშრალე,

მომატებული დაღლილობა,

ძალზე იშვიათად (შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 10 000-დან):

თავბრუსხვევა,

ძილიანობა,

უძილობა,

უზომო მოძრაობითი აქტიურობა და მომატებული აღგზნებადობა (ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა),

გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდა (ტაქიკარდია),

გულისცემის შეგრძნება,

მუცლის ტკივილი,

გულისრევა,

ღებინება,

დისკომფორტი და ტკივილი მუცელში (დისპეფსია),

დიარეა,

მომატებული მადა,

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება (სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში),

ბილირუბინის კონცენტრაციის მატება სისხლში (სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში),

კუნთების ტკივილი (მიალგია),

ქოშინი,

კანის ქავილი,

გამონაყარი, მათ შორის ჭინჭრის ციება,

უცნობია (ცვალებადი მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

ხასიათის დათრგუნვა;

თვალების სიმშრალე;

კანის და ლორწოვანის მგრძნობელობის გაზრდა მზის სინათლისადმი (ფოტოსენსიბილიზაცია);

ზოგადი სისუსტე (ასთენია);

სხეულის მასის მატება.

დაამატებითი არასასურველი რეაქციები 12 წლიდან ბავშვებში

უცნობია (ცვალებადი მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

გულის რიტმის დარღვევა (არითმია);

გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია).

შეტყობინება არასასურველ რეაქციებზე

თუ პრეპარატ ერიუსის® მიღებისას წარმოგეშვათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს ასევე ეხება არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების წარმოშობის შესახებ პირდაპირ შეტყობინების სისტემით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, ნაგ. 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

ცხელი ხაზის ტელ.: 8 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru/

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკი შესახვევი 2ა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ექსპერტიზის და ჯანდაცვაში კვლევების ცენტრი“

ტელ.: + 375 12 242 00 29

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/5

„წამლების ექსპერტიზის და სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი“

ცხელი ხაზის ტელეფონი: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05

ელექტრონულილ ფოსტა: [email protected]

http://pharm.am

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

პრეპარატ ერიუსის® შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი. არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა), რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვა „ვარგისია“-ს შემდეგ.

ვადის ამოწურვის თარიღს წარმოადგენს მოცემული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

არ ჩააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატი, რომელიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ცნობები

პრეპარატი ერიუსი® შეიცავს

მოქმედი ნივთიერებაა დესლორატადინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5,0 მგ მიკრონიზირებულ დესლორატადინს.

სხვა იგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს) წარმოადგენს:

კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა 102, სიმინდის სახამებელი, ტალკი;

ტაბლეტის აპკიანი გარსი: ოპადრაი II ცისფერი 32B10817 (ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, FD&C ცისფერი №2 / ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი), კარნაუბის ცვილი.

პრეპარატ ერიუსის® გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მრგვალი ორმხრივად ამობურცული ცისფერი ტაბლეტები. ტაბლეტს ერთ მხარეს აქვს მცირე ჩაღრმავება ცენტრში, მეორე მხარე გლუვია.

10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის/პოლიქლორტრიფტორეთილენის/A1 ფოლგის ბლისტერში. 1, 2, 3, 4 ან 10 ბლესტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს ყუთში პირველი გახსნის კონტროლით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ, პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

მწარმოებელი:

ბაიერ ბიტტერფელდ გმბხ, ორტშტეილ გრეპპინ, სალეგასტერ შოსსე 1, 06803 ბიტტერფელდ-ვოლფენ, გერმანია.

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, აგრეთვე პრეტენზიების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს.

რუსეთის ფედერაციის და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

სს „ბაიერი“

107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქ. სახლი 18, ნაგ. 2, რუსეთი

ტელ.: +7 (495) 231 12 00. ელექტრონული ფოსტა: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამატებით შეიძლება მიმართოთ:

0015, ქ. ერევანი, ძორაპის ქ. 70/3, სომხეთი

ტელეფონი: +374 11 20 15 50

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

220089, ქ. მინსკი, ძეჟინსკის გამზ., ფართი 54, ბელარუსი

ტელეფონი: +375 17 239 54 20

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ფურცელ-ჩანართი გადახედილია

  • 09.2024

ინფორმაციის სხვა წყაროები

დაწვრილებით ცნობებს პრეპარატის შესახებ შეიცავს კავშირის საიტი https://eec.eaeunion.org

ყველა გვერდს ახლავს კომპანია „ბაიერ“-ის ბეჭედი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა