პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ალდესი

ALDES™

ურეცეპტოდ2.5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ალერგიული რინიტებისა (მაგ.: ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაღიზიანება და გაჭედვა, თვალების გაღიზიანება და შეწითლება, ცრემლდენა, სასის გაღიზიანება, ხველა) და ჭინჭრის ციების სიმპტომების შემსუბუქება (მაგ.: კანის გაღიზიანება, შეშუპება და სიწითლე).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესლორატადინი (desloratadine)
ფორმა და შეფუთვა
2.5მგ/5მლ 150მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
მწარმოებელი
Humanis Saglik Anonim Sirketi, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX27
რეგისტრაციის ნომერი
რ-044155
რეგისტრირებულია
17 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Humanis Saglik Anonim Sirketi (თურქეთი)
განმცხადებელი
სს ასფარმა მედიკალ დენტალ ურუნლერი ვე ილაჩ სანაი თიჯარეთის საქართველოს ფილიალი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალდესი და სხვა წამალი ერთად

ალდესი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ალერგიული რინიტებისა (მაგ.: ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაღიზიანება და გაჭედვა, თვალების გაღიზიანება და შეწითლება, ცრემლდენა, სასის გაღიზიანება, ხველა) და ჭინჭრის ციების სიმპტომების შემსუბუქება (მაგ.: კანის გაღიზიანება, შეშუპება და სიწითლე).

მიღების წესი და დოზირება

ინტერმისიული ალერგიული რინიტის დროს (ანუ სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში) შესაძლებელია პრეპარატ ალდეს™-ის მიღება. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა შეიძლება შეწყდეს, მათი კვლავ გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა განახლდეს. პაციენტებისთვის პერსისტული ალერგიული რინიტით (ანუ სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღის და მეტი ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში) ალერგენებთან ზემოქმედებისას რეკომენდებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება.

სწორი დოზირებისთვის გამოიყენება თანდართული საზომი კოვზი (5 მლ). ალდესი™ სიროფის მიღება რეკომენდებულია კვებისგან დამოუკიდებლად.

ბავშვები 6-11 თვის 2 მლ (1 მგ) 1-ჯერ დღეღამეში

ბავშვები 1-5 წლის 2,5 მლ (1,25 მგ) 1-ჯერ დღეღამეში

ბავშვები 6-11 წლის 5მლ (2,5 მგ) 1-ჯერ დღეღამეში

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: 10 მლ (5 მგ) 1- ჯერ დღეღამეში

სპეციალურ ჯგუფებს მიკუთვნებულ ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

თირკმლების უკმარისობა

თირკმლების მძიმე უკმარისობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს ინფორმაცია ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით.

პედიატრიული პაციენტები

პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ბავშვებში მოყვანილია ზემოთ.

გერიატრიული პაციენტები

არ არსებობს სპეციფიკური გამოკვლევები ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერების, პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ლორატადინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები

2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ალერგიული რინიტის სხვა სახის რინიტისგან დიფერენცირება ძალიან ძნელია. ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისა და სტრუქტურული ანომალიების არარსებობის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს: ანამნეზს, პაციენტის ფიზიკალურ გამოკვლევას, შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და კანის სინჯებს.

მოზრდილებისა და 2-11 წლის ასაკის ბავშვთა დაახლოებით 6%-ს აღენიშნება მეტაბოლიზმის ფენოტიპური უკმარისობა და დეზლორატადინის მაღალი კონცენტრაცია. ნორმალური მეტაბოლიზმისა და მეტაბოლიზმის ფენოტიპური უკმარისობის მქონე 2-11 წლის ასაკის ბავშვებში დეზლორატადინის უსაფრთხოების პროფილი მსგავსია. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთაც დარღვეული აქვთ მეტაბოლიზმი, დეზლორატადინის ეფექტურობა დადგენილი არ არის.

თირკმლების მძიმე ხარისხის უკმარისობის დროს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს.

საქაროზა და სორბიტოლი: ალდესი™ სიროფი შეიცავს საქაროზასა და სორბიტოლს, რის გამოც პაციენტებს, ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორებიცაა: ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა, მედიკამენტი არ უნდა დაენიშნოთ.

ნატრიუმი: ალდესი™ სიროფის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. ამ რაოდენობის მიღებისას არ არის მოსალოდნელი ნატრიუმთან დაკავშირებული რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკური კვლევების დროს არ იქნა შემჩნეული დეზლორატადინის ტაბლეტების რაიმე ურთიერთქმედება ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან. დეზლორატადინი არ აძლიერებს ალკოჰოლის უარყოფით ეფექტს. შესაძლებელია დეზლორატადინის ურთიერთქმედება პერორალურ კონტრაცეპტივებთან. ამის გამო მკურნალობის დროს რეკომენდებულია ალტერნატიული, ეფექტური და უსაფრთხო კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები საკმარისი არ არის. ორსულობის დროს პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ არის. დეზლორატადინი აღწევს დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა პრეპარატის მიღების დროს გასათვალისწინებელია ძალიან იშვიათ შემთხვევებში ძილიანობის გამოვლენის შესაძლებლობა.

გვერდითი მოვლენები

პოსტმარკეტინგული კვლევების დროს გამოვლენილი არასასურველი რეაქციები მითითებულია ქვემოთ გამოვლენის სიხშირისა და სისტემების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია).

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: დაღლა

არცთუ ხშირად: თავის ტკივილი

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: პირის სიმშრალე.

პოსტმარკეტინგული კვლევები

ფსიქიკის მხრივ

ძალიან შვიათად: ჰალუცინაცია.

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან შვიათად: თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული აღგზნება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: აბდომინური ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა.

ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობისა და ბილირუბინის დონის მომატება, ჰეპატიტი.

ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათად: მიალგია

ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები

ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიოედემა, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება).

ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამკურნალო პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემების მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პრეპარატის მოხმარებისას განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება არააბსორბირებული ნივთიერების ორგანიზმიდან გამოდევნის სტანდარტული ზომები. რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. დეზლორატადინი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. უცნობია გამოიყოფა თუ არა პრეპარატი პერიტონეაულური დიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

5 მლ სიროფი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: დეზლორატადინი 2,5 მგ

დამხმარე ნივთიერებებს: სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ტრინატრიუმ ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, საქაროზა, მარწყვის არომატიზატორი, დეიონიზებული წყალი.

აღწერა

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორი

ათქ კოდი: R06AX27

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დეზლორატადინი არის ხანგრძლივი მოქმედების ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორი. არ გააჩნია სედაციური ეფექტი. შიგნით მიღების შემდეგ არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ მოზრდილებსა და მოზარდებში, პლაზმაში დეზლორატადინის კონცენტრაციის განსაზღვრა იწყება 30 წთ-ის შემდეგ. დეზლორატადინი კარგად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 3 სთ-ის შემდეგ მიიღწევა. ნახევრადგამოყოფის ტერმინალური პერიოდი დაახლოებით 27 სთ-ს შეადგენს.

განაწილება

პლაზმის ცილებთან შეკავშირება 83-87%-ს შეადგენს. პედიატრიულ პაციენტებში რეკომენდებული დოზებით ერთჯერადი მიღებისას და ზრდასრულებში 5 მგ დეზლორატადინის სიროფის სახით მიღების შემდეგ AUC-ისა და Cmax - ის მაჩვენებლები მსგავსია.

ბიოტრანსფორმაცია

დეზლორატადინი ღვიძლში მეტაბოლიზდება.

გამოყოფა

დეზლორატადინის 7,5 მგ დოზით ერთჯერადი მიღებისას საკვების მიღება (ცხიმებისა და კალორიების მაღალი შემცველობის მქონე საუზმე) არ ახდენს ზეგავლენას დეზლორატადინზე. გრეიპფრუტის წვენი ასევე არ ახდენს გავლენას დეზლორატადინზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ალდესი™

Aldes™

ალდესი™ სიროფი

Aldes™

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: Desloratadine

შემადგენლობა:

5 მლ სიროფი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: დეზლორატადინი 2,5 მგ

დამხმარე ნივთიერებებს: სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ტრინატრიუმ ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, საქაროზა, მარწყვის არომატიზატორი, დეიონიზებული წყალი.

აღწერა

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორი

ათქ კოდი: R06AX27

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დეზლორატადინი არის ხანგრძლივი მოქმედების ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორი. არ გააჩნია სედაციური ეფექტი. შიგნით მიღების შემდეგ არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ მოზრდილებსა და მოზარდებში, პლაზმაში დეზლორატადინის კონცენტრაციის განსაზღვრა იწყება 30 წთ-ის შემდეგ. დეზლორატადინი კარგად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 3 სთ-ის შემდეგ მიიღწევა. ნახევრადგამოყოფის ტერმინალური პერიოდი დაახლოებით 27 სთ-ს შეადგენს.

განაწილება

პლაზმის ცილებთან შეკავშირება 83-87%-ს შეადგენს. პედიატრიულ პაციენტებში რეკომენდებული დოზებით ერთჯერადი მიღებისას და ზრდასრულებში 5 მგ დეზლორატადინის სიროფის სახით მიღების შემდეგ AUC-ისა და Cmax - ის მაჩვენებლები მსგავსია.

ბიოტრანსფორმაცია

დეზლორატადინი ღვიძლში მეტაბოლიზდება.

გამოყოფა

დეზლორატადინის 7,5 მგ დოზით ერთჯერადი მიღებისას საკვების მიღება (ცხიმებისა და კალორიების მაღალი შემცველობის მქონე საუზმე) არ ახდენს ზეგავლენას დეზლორატადინზე. გრეიპფრუტის წვენი ასევე არ ახდენს გავლენას დეზლორატადინზე.

გამოყენების ჩვენებები:

ალერგიული რინიტებისა (მაგ.: ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაღიზიანება და გაჭედვა, თვალების გაღიზიანება და შეწითლება, ცრემლდენა, სასის გაღიზიანება, ხველა) და ჭინჭრის ციების სიმპტომების შემსუბუქება (მაგ.: კანის გაღიზიანება, შეშუპება და სიწითლე).

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერების, პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ლორატადინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ალერგიული რინიტის სხვა სახის რინიტისგან დიფერენცირება ძალიან ძნელია. ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისა და სტრუქტურული ანომალიების არარსებობის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს: ანამნეზს, პაციენტის ფიზიკალურ გამოკვლევას, შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და კანის სინჯებს.

მოზრდილებისა და 2-11 წლის ასაკის ბავშვთა დაახლოებით 6%-ს აღენიშნება მეტაბოლიზმის ფენოტიპური უკმარისობა და დეზლორატადინის მაღალი კონცენტრაცია. ნორმალური მეტაბოლიზმისა და მეტაბოლიზმის ფენოტიპური უკმარისობის მქონე 2-11 წლის ასაკის ბავშვებში დეზლორატადინის უსაფრთხოების პროფილი მსგავსია. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთაც დარღვეული აქვთ მეტაბოლიზმი, დეზლორატადინის ეფექტურობა დადგენილი არ არის.

თირკმლების მძიმე ხარისხის უკმარისობის დროს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს.

საქაროზა და სორბიტოლი: ალდესი™ სიროფი შეიცავს საქაროზასა და სორბიტოლს, რის გამოც პაციენტებს, ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორებიცაა: ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა, მედიკამენტი არ უნდა დაენიშნოთ.

ნატრიუმი: ალდესი™ სიროფის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. ამ რაოდენობის მიღებისას არ არის მოსალოდნელი ნატრიუმთან დაკავშირებული რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

კლინიკური კვლევების დროს არ იქნა შემჩნეული დეზლორატადინის ტაბლეტების რაიმე ურთიერთქმედება ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან. დეზლორატადინი არ აძლიერებს ალკოჰოლის უარყოფით ეფექტს. შესაძლებელია დეზლორატადინის ურთიერთქმედება პერორალურ კონტრაცეპტივებთან. ამის გამო მკურნალობის დროს რეკომენდებულია ალტერნატიული, ეფექტური და უსაფრთხო კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები საკმარისი არ არის. ორსულობის დროს პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ არის. დეზლორატადინი აღწევს დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა პრეპარატის მიღების დროს გასათვალისწინებელია ძალიან იშვიათ შემთხვევებში ძილიანობის გამოვლენის შესაძლებლობა.

მიღების წესი და დოზები

ინტერმისიული ალერგიული რინიტის დროს (ანუ სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში) შესაძლებელია პრეპარატ ალდეს™-ის მიღება. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა შეიძლება შეწყდეს, მათი კვლავ გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა განახლდეს. პაციენტებისთვის პერსისტული ალერგიული რინიტით (ანუ სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღის და მეტი ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში) ალერგენებთან ზემოქმედებისას რეკომენდებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება.

სწორი დოზირებისთვის გამოიყენება თანდართული საზომი კოვზი (5 მლ). ალდესი™ სიროფის მიღება რეკომენდებულია კვებისგან დამოუკიდებლად.

ბავშვები 6-11 თვის 2 მლ (1 მგ) 1-ჯერ დღეღამეში

ბავშვები 1-5 წლის 2,5 მლ (1,25 მგ) 1-ჯერ დღეღამეში

ბავშვები 6-11 წლის 5მლ (2,5 მგ) 1-ჯერ დღეღამეში

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: 10 მლ (5 მგ) 1- ჯერ დღეღამეში

სპეციალურ ჯგუფებს მიკუთვნებულ ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

თირკმლების უკმარისობა

თირკმლების მძიმე უკმარისობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს ინფორმაცია ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით.

პედიატრიული პაციენტები

პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ბავშვებში მოყვანილია ზემოთ.

გერიატრიული პაციენტები

არ არსებობს სპეციფიკური გამოკვლევები ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები

პოსტმარკეტინგული კვლევების დროს გამოვლენილი არასასურველი რეაქციები მითითებულია ქვემოთ გამოვლენის სიხშირისა და სისტემების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია).

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: დაღლა

არცთუ ხშირად: თავის ტკივილი

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: პირის სიმშრალე.

პოსტმარკეტინგული კვლევები

ფსიქიკის მხრივ

ძალიან შვიათად: ჰალუცინაცია.

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან შვიათად: თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული აღგზნება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: აბდომინური ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა.

ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობისა და ბილირუბინის დონის მომატება, ჰეპატიტი.

ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათად: მიალგია

ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები

ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიოედემა, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება).

ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამკურნალო პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემების მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პრეპარატის მოხმარებისას განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება არააბსორბირებული ნივთიერების ორგანიზმიდან გამოდევნის სტანდარტული ზომები. რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. დეზლორატადინი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. უცნობია გამოიყოფა თუ არა პრეპარატი პერიტონეაულური დიალიზის საშუალებით.

გამოშვების ფორმა

ალდესი™ სიროფი 150 მლ (2,5 მგ/5 მლ) შუშის ფლაკონში. 1 ფლაკონი კომპლექტში საზომ კოვზთან (5 მლ) და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

ჰუმანის სარლიქ ა.შ

ქარააღაჩ მაჰალესი, ფატიჰ ბულვარი №32

ჩერქეზქოი ორგანიზე სანაი ბელგესი

ქაფაქლი/თექირდაღი/თურქეთი

მარკეტინგული უფლებების მფლობელი

ფირმა ასფარმა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა