დესალერგანი
DESALLERGAN
დესალერგანის პერორალური ხსნარის აქტიური ნივთიერებაა დესლორატადინი. ეს არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ეს სამკურნალო საშუალება ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების კონტროლს და მათი მოვლენების კუპირებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დესლორატადინი (desloratadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.5მგ/მლ 120მლ შიგნით მისაღები ხსნარი ბოთლი №1 საზომი ჭიქით
- მწარმოებელი
- VETPROM AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- R06AX27
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041116
- რეგისტრირებულია
- 27 მაისი 2024, მოქმედებს 27 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- -
დესალერგანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დესალერგანის პერორალური ხსნარის აქტიური ნივთიერებაა დესლორატადინი. ეს არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ეს სამკურნალო საშუალება ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების კონტროლს და მათი მოვლენების კუპირებას.
დესალერგანი ნაჩვენებია შემდეგი სიმპტომებისას:
ალერგიული რინიტი (ცხვირის გზების ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგიით, მაგალითად, სეზონური ალერგია ან ალერგია სახლის მტვერზე), ცემინების და ქავილის, ცხვირის სეკრეტის, სასის ქავილის, თვალების ან ეპიფორის სიწითლის შესამსუბუქებლად.
ჭინჭრის ციება (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა ქავილთან, გამონაყართან და სიწითლესთან ერთად)
დესლორატადინს აქვს ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში; ამდენად, ეს პრეპარატი დაგეხმარებათ აღადგინოთ თქვენი ყოველდღიური ნორმალური აქტივობა და ძილის რეჟიმი.
ეს პრეპარატი განკუთვნილია 1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და მოზარდებისთვის (12 წლის და ზემოთ) და მოზრდილებისთვის ხანდაზმულების ჩათვლით.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და მოზარდებში (12 წლის და ზემოთ) არის: 10 მლ პერორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
გამოყენება ბავშვებში
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2,5 მლ პერორალური სუსპენზია დღეში ერთჯერ.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5 მლ პერორალური სუსპენზია დღეში ერთჯერ.
მიღების წესი და ხანგრძლივობა
ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ხსნარის სახით მიღებული დოზის გადაყლაპვის შემდეგ უნდა დალიოთ წყალი.
გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი რინიტის ტიპის მიხედვით. თუ გაწუხებთ პერიოდული ალერგიული რინიტი (სიმპტომები გაქვთ კვირაში არანაკლებ 4 დღე ან 4 კვირაზე ნაკლები), თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის სქემას თქვენი დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად.
თუ გაწუხებთ მუდმივი ალერგიული რინიტი (სიმპტომები გაქვთ კვირაში 4 ან მეტი დღის განმავლობაში ან 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ მკურნალობის განსხვავებული ხანგრძლივობა, ამიტომ აუცილებელია მკაცრად დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებები.
თუ მიიღეთ დესალერგანის ზედმეტი დოზირება
ეს პრეპარატი უნდა იქნას მიღებული თქვენი ექიმის დანიშულების შესაბამისად. შემთხვევითი დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზირება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დესალერგანის მიღება
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოტოვეთ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა დადგენილი რეჟიმის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია დესლორატადინის მიმართ, ასევე ამ მედიკამენტში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6) ან ლორატადინის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დესალერგანის გამოყენებამდე შემდეგ შემთხვევებში:
თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან მიიღეთ ან აპირებთ სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას.
არ მოიპოვება ცნობები დესლორატადინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.
დესალერგანის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დესლორატადინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოსალოდნელი, რომ დესალერგანის რეკომენდებული დოზები იწვევდეს ძილიანობის ან ყურადღების დაქვეითებას. ყოველ შემთხვევაში, თუმცა ძალიან იშვიათად, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობის შეგრძნება, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესალერგანის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
უმეტეს ბავშვებსა და მოზრდილებში არასასურველი პრეპარატები პრაქტიკულად იგივეა, რაც პლაცებოს მიღებისას (ხსნარის ან ტაბლეტი, რომელიც არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას). ნებისმიერ შემთხვევაში, 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი არასასურველი ეფექტებია დიარეა, მაღალი ტემპერატურა და უძილობა, ხოლო მოზრდილებში ეს არის სისუსტე, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი.
დესლორატადინის ბაზარზე გამოტანის შემდეგ ძალიან იშვიათად იყო ცნობები გამწვავებული ალერგიული რეაქციების შესახებ (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). ძალიან იშვიათად დაფიქსირდა ცნობები ტაქიკარდიის, აჩქარებული გულის აქტივობის, კუჭის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, დიარეის, თავბრუსხვევის, ძილიანობის, უძილობის, კუნთების ტკივილის, ჰალუცინაციების, კრუნჩხვების, გაძლიერებული მოძრაობების შედეგად დისკომფორტის, ღვიძლის ანთების და ღვიძლის ტესტებში ანომალიების შემთხვევების შესახებ.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ წამლის რაიმე არასასურველ ეფექტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ უშუალოდ მისამართზე:
ბულგარეთის წამლის სააგენტო
8 "დამიან გრუევის" ქ.
1303 სოფია
ტელეფონი: +35 928903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის დესლორატადინი 0,5 მგ/მლ.
სხვა (დამხმარე) ნივთერებებია სორბტოლი, თხევადი (არაკრისტალიზებული) (E420), პროპილენგლიკოლი (E1520), სუკრალოზა (Е 955), ჰიპრომელოზა 2910 (464), ნატრიუმის ციტრატი (E331), ლიმონმჟავა, უწყლო (E330) ტუტი-ფრუტტის არომატი (სურნელოვანი ნივთიერებებისა და პროპილენგლიკოლის ნაზავი), დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.
დესალერგანის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
დესალერგანის პერორალური ხსნარი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ხსნარს ხილის არომატით.
120 მლ პერორალური ხსნარი მუქი შუშის ბოთლებში. ერთი ბოთლი მოთავსებულია შეფუთვაში საზომი ჭიქის თავსახურით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე და ბოთლზე შემდეგი „ვარგისიანობის ვადა:“.
ვარგისიანობის ვადა მოქმედებს მითითებული თვის ბოლო დღემდე.
ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ მასზე ვიზუალურად გარეგნულ ცვლილებებს.
სამკურნალო საშუალება არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს გამოიყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის
დესალერგანი 0.5 მგ/მლ პერორალური ხსნარი
დესლორატადინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მოგვიანებით მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის. მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ წამლის გვერდით ეფექტებს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს დესალერგანი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია დესალერგანის გამოყენებამდე
- დესალერგანის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- დესალერგანის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს დესალერგანი და რისთვის გამოიყენება
დესალერგანის პერორალური ხსნარის აქტიური ნივთიერებაა დესლორატადინი. ეს არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ეს სამკურნალო საშუალება ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების კონტროლს და მათი მოვლენების კუპირებას.
დესალერგანი ნაჩვენებია შემდეგი სიმპტომებისას:
ალერგიული რინიტი (ცხვირის გზების ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგიით, მაგალითად, სეზონური ალერგია ან ალერგია სახლის მტვერზე), ცემინების და ქავილის, ცხვირის სეკრეტის, სასის ქავილის, თვალების ან ეპიფორის სიწითლის შესამსუბუქებლად.
ჭინჭრის ციება (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა ქავილთან, გამონაყართან და სიწითლესთან ერთად)
დესლორატადინს აქვს ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში; ამდენად, ეს პრეპარატი დაგეხმარებათ აღადგინოთ თქვენი ყოველდღიური ნორმალური აქტივობა და ძილის რეჟიმი.
ეს პრეპარატი განკუთვნილია 1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და მოზარდებისთვის (12 წლის და ზემოთ) და მოზრდილებისთვის ხანდაზმულების ჩათვლით.
- ინფორმაცია დესალერგანის გამოყენებამდე
არ შეიძლება დესალერგანის გამოყენება:
თუ გაქვთ ალერგია დესლორატადინის მიმართ, ასევე ამ მედიკამენტში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6) ან ლორატადინის მიმართ.
გაფრთხილებებები და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დესალერგანის გამოყენებამდე შემდეგ შემთხვევებში:
თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
სხვა პრეპარატები და დესალერგანი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან მიიღეთ ან აპირებთ სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას.
არ მოიპოვება ცნობები დესლორატადინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.
დესალერგანის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დესლორატადინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არის მოსალოდნელი, რომ დესალერგანის რეკომენდებული დოზები იწვევდეს ძილიანობის ან ყურადღების დაქვეითებას. ყოველ შემთხვევაში, თუმცა ძალიან იშვიათად, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობის შეგრძნება, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესალერგანის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
- დესალერგანის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და მოზარდებში (12 წლის და ზემოთ) არის: 10 მლ პერორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
გამოყენება ბავშვებში
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2,5 მლ პერორალური სუსპენზია დღეში ერთჯერ.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5 მლ პერორალური სუსპენზია დღეში ერთჯერ.
მიღების წესი და ხანგრძლივობა
ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ხსნარის სახით მიღებული დოზის გადაყლაპვის შემდეგ უნდა დალიოთ წყალი.
გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი რინიტის ტიპის მიხედვით. თუ გაწუხებთ პერიოდული ალერგიული რინიტი (სიმპტომები გაქვთ კვირაში არანაკლებ 4 დღე ან 4 კვირაზე ნაკლები), თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის სქემას თქვენი დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად.
თუ გაწუხებთ მუდმივი ალერგიული რინიტი (სიმპტომები გაქვთ კვირაში 4 ან მეტი დღის განმავლობაში ან 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ მკურნალობის განსხვავებული ხანგრძლივობა, ამიტომ აუცილებელია მკაცრად დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებები.
თუ მიიღეთ დესალერგანის ზედმეტი დოზირება
ეს პრეპარატი უნდა იქნას მიღებული თქვენი ექიმის დანიშულების შესაბამისად. შემთხვევითი დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზირება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დესალერგანის მიღება
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოტოვეთ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა დადგენილი რეჟიმის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
უმეტეს ბავშვებსა და მოზრდილებში არასასურველი პრეპარატები პრაქტიკულად იგივეა, რაც პლაცებოს მიღებისას (ხსნარის ან ტაბლეტი, რომელიც არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას). ნებისმიერ შემთხვევაში, 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი არასასურველი ეფექტებია დიარეა, მაღალი ტემპერატურა და უძილობა, ხოლო მოზრდილებში ეს არის სისუსტე, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი.
დესლორატადინის ბაზარზე გამოტანის შემდეგ ძალიან იშვიათად იყო ცნობები გამწვავებული ალერგიული რეაქციების შესახებ (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). ძალიან იშვიათად დაფიქსირდა ცნობები ტაქიკარდიის, აჩქარებული გულის აქტივობის, კუჭის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, დიარეის, თავბრუსხვევის, ძილიანობის, უძილობის, კუნთების ტკივილის, ჰალუცინაციების, კრუნჩხვების, გაძლიერებული მოძრაობების შედეგად დისკომფორტის, ღვიძლის ანთების და ღვიძლის ტესტებში ანომალიების შემთხვევების შესახებ.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ წამლის რაიმე არასასურველ ეფექტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ უშუალოდ მისამართზე:
ბულგარეთის წამლის სააგენტო
8 "დამიან გრუევის" ქ.
1303 სოფია
ტელეფონი: +35 928903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- დესალერგანის შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე და ბოთლზე შემდეგი „ვარგისიანობის ვადა:“.
ვარგისიანობის ვადა მოქმედებს მითითებული თვის ბოლო დღემდე.
ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ მასზე ვიზუალურად გარეგნულ ცვლილებებს.
სამკურნალო საშუალება არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს გამოიყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს დესალერგანი
აქტიური ნივთიერება არის დესლორატადინი 0,5 მგ/მლ.
სხვა (დამხმარე) ნივთერებებია სორბტოლი, თხევადი (არაკრისტალიზებული) (E420), პროპილენგლიკოლი (E1520), სუკრალოზა (Е 955), ჰიპრომელოზა 2910 (464), ნატრიუმის ციტრატი (E331), ლიმონმჟავა, უწყლო (E330) ტუტი-ფრუტტის არომატი (სურნელოვანი ნივთიერებებისა და პროპილენგლიკოლის ნაზავი), დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.
დესალერგანის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
დესალერგანის პერორალური ხსნარი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ხსნარს ხილის არომატით.
120 მლ პერორალური ხსნარი მუქი შუშის ბოთლებში. ერთი ბოთლი მოთავსებულია შეფუთვაში საზომი ჭიქის თავსახურით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
DANHSON-BG OOD
26, ოტეტს პაისიი სტრ.,
2400 რადომირი, ბულგარეთი,
ტელეფონი: +35924519300
ელ. ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
VETPROM AD
26, ოტეტს პაისიი სტრ.,
2400 რადომირი, ბულგარეთი
ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღია 11/2022.
საბუთს ახლავს ბეჭედი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


