პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დესლოდექსი

Deslodex

ურეცეპტოდ5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დესლოდექსი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს დესლორატადინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიჰისტამინური ჯგუფის მედიკამენტებს. დესლოდექსი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის გვეხმარება გავაკონტროლოთ ალერგიული რეაქცია და მისი სიმპტომები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესლორატადინი (desloratadine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
VEM Ilac San. ve. Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX27
რეგისტრაციის ნომერი
რ-038646
რეგისტრირებულია
17 ივლისი 2023, მოქმედებს 17 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
VEM Ilac San. ve. Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „იუნაითედ კომპანი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადესლოდექსი და სხვა წამალი ერთად

დესლოდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დესლოდექსი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს დესლორატადინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიჰისტამინური ჯგუფის მედიკამენტებს.

დესლოდექსი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის გვეხმარება გავაკონტროლოთ ალერგიული რეაქცია და მისი სიმპტომები.

დესლოდექსი 5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს.

დესლოდექსი აღმოფხვრის ისეთ სიმპტომებს როგორიცაა ცემინება, ქავილი და სურდო, სასის ქავილი, თვალის ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა რომლებიც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან (მაგ. თივის ცხელება, სახლის მტვრის ტკიპას მიმართ ალერგია).

დესლოდექსი ასევე ინიშნება ისეთი სიმპტომების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და სიწითლე კანზე, რომლებიც ვლინდება ჭინჭრის ციებით. (კანის ალერგიული დაავადება).

ამ სიმპტომების შემსუბუქება გრძელდება მთელი დღის განმავლობაში და დაგეხმარებათ გააგრძელოთ ნორმალური ყოველდღიური აქტივობა და ძილი.

  • დესლოდექსის მიღების წინ

არ გამოიყენოთ დესლოდექსი შემდეგ შემთხვევებში.

თუ;

ხართ ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) დესლორატადინის, ლორატადინის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ.

ყურადღებით გამოიყენეთ დესლოდექსი შემდეგ სიტუაციებში.

თუ;

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დესლოდექსის მიღების დაწყებამდე.

თუ თქვენ გაქვთ კრუნჩხვების სამედიცინო ან ოჯახური ანამნეზი გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან დესლოდექსის მიღების წინ.

თუ რომელიმე ამ გაფრთხილებიდან თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში გთხოვთ, გაირეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

დესლოდექსის მიღება საკვებთან და სასმელებთან.

დესლოდექსის მიღება შესაძლებელია ცარიელ ან სავსე კუჭზე.

სიფთხილე გამოიჩინეთ დესლოდექსის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაბამისი გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის და ზემოთ:

მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ტაბლეტი მიიღეთ წყალთან, საკვებთან ერთად ან ცალკე.

ეს მედიკამენტი მიიღება პერორალურად. ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ ჭიქა წყალთან ერთად ცარიელ ან სავსე კუჭზე .

რაც შეეხება მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობას, თქვენი ექიმი დაადგენს, თუ რა ტიპის ალერგიული რინიტი გაწუხებთ და რამდენი ხანი უნდა მიიღოთ დესლოდექსი.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი არის პერიოდული (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები), თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენი დაავადების ისტორიას და ამის მიხედვით გირჩევთ მკურნალობის განრიგს.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი არის მუდმივი (სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში), შესაძლებელია, თქვენმა ექიმმა დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

ჭინჭრის ციების მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა პაციენტთან, ამიტომ უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.

მიღების წესი და მეთოდი:

ეს მედიკამენტი მიიღება პერორალურად.

ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ ჭიქა წყალთან ერთად ცარიელ ან სავსე კუჭზე .

სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფი:

ბავშვები:

ეს მედიკამეტი არ მისცეთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში დესლოდექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

გამოყენება სპეციალური შემთხვევების დროს:

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს

არ არსებობს ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების მონაცემები .

თირკმლის უკმარისობა

ყურადღებით გამოიყენთ დესლოდექსი თირკმლის უკმარისობის მძიმე შემთხვევაში.

თუ მიგაჩნიათ, რომ დესლოდექსის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ:

მიიღეთ დესლოდექსი ისე როგორც დაგინიშნათ ექიმმა. არანაირი სერიოზული პრობლემა არ არის მოსალოდნელი თუ შემთხვევით გადააჭარბეთ დოზას.

თუ მეტი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დესლოდექსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი ამის შესაძლებლობა გექნებათ და შემდეგ დაუბრუნდით რეგულარული დოზის მიღებას დანიშნულებისამებრ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზაურებლად.

ეფექტი, რომელიც შეიძლება მოხდეს დესლოდექსით მკურნალობის შეწყვეტისას

არ არსებობს შეტყობინება ეფექტის შესახებ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1-ში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან ლორატადინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში დესლოდექსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. (იხ. განყოფილებები 5.2).

დესლორატადინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში სამედიცინო ან ოჯახური კრუნჩხვებით ანამნეზში, რომლებიც უფრო მიდრეკილნი არიან განვითარდეს ახალი კრუნჩხვები დესლორატადინით თერაპიის დროს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში. ჯანდაცვის პროფესიონალებმა შეიძლება განიხილონ დესლორატადინით თერაპიის შეწყვეტა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრუნჩხვები მკურნალობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის ცნობილი დესლოდექსის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოგიყენებიათ ნებისმიერი მედიკამენტი, ექიმის დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე .

ორსულობა და ძუძუთი კვება

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ორსულად, ან თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ , ან თუ

გსურთ დაორსულება, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ან ფარმაცევტთან ამ მედიკამენტის მიღებამდე.

თუ თქვენ ხართ ორსულად არ გირჩევთ დესლოდექსის გამოყენებას.

თუ შენიშნეთ მკურნალობის პერიოდში რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

არ მიიღოთ დესლოდექსი ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეკომენდებული დოზის მიღებისას ეს მედიკამენტი არ მოქმედებს მანქანის მართვის უნარზე და მის გამოყენებაზე. პაციენტების უმრავლესობას ურჩევენ მოერიდონ აქტივობებს, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ სიფხიზლეს, მაგალითად, მანქანის ან ხელსაწყოების გამოყენებას, თუნდაც ისინი არ გრძნობენ ძილიანობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესლოდექსის დამხმარე ნივთიერებაზე

ის არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შემდეგი სიხშირის მიხედვით

ძალიან ხშირი (უვითარდება 10 პაციენტიდან სულ მცირე 1 )

ხშირი (10–დან 1–ზე ნაკლებ შემთხვევაში, მაგრამ 100–დან ერთზე მეტს)

ნაკლებად ხშირი (100–დან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000–დან ერთზე მეტს)

იშვიათი: (1000–დან ერთზე ნაკლებს, 10000–დან 1–ზე მეტს)

ძალიან იშვიათი: (10000–დან 1 შემთხვევაში)

უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან

თუ მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს შეგაწუხებთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, შეწყვიტეთ დესლოდექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დესლორატადინის მარკეტინგის პერიოდში ძალიან იშვიათი იყო შეტყობინება მძიმე ალერგიული რეაქციების შესახებ (სუნთქვის უკმარისობა, ქშინვა, ქავილი, გამონაყარი და შეშუპება). თუ შეამჩნიეთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი მათგანი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დესლოდექსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

დესლორატადინთან ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი:

დაღლილობა

პირი სიმშრალე

თავის ტკივილი

მოზრდილები:

დესლორატადინის მარკეტინგის პერიოდში შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლინდა:

ძალიან იშვიათი

მძიმე ალერგიული რეაქციები

გამონაყარი

მოუსვენრობა სხეულის გაზრდილი მოძრაობებით

აჩქარებული გულისცემა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ანთება ღვიძლში

კუჭის ტკივილი

გულისრევა (ავადობის განცდა)

ღებინება

დიარეა

უძილობა

ძილიანობა

კუნთების ტკივილი

კუჭის ანომალიები

ჰალუცინაციები

კრუნჩხვები

თავბრუსხვევა

პალპიტაცია ან არარეგულარული გულისცემა

უცნობია:

გაზრდილი კანის მგრძნობელობა მზის მიმართ (მაშინაც კი, თუ ის ღრუბელშია) და ულტრაიისფერი სხივების მიმართ (მაგალითად, UV სხივები სოლარიუმში).

გულისცემის რიტმის ცვლილება

კანის ან / და თვალის გადატვირთვა

განსაკუთრებული დაღლილობა

არანორმალური ქცევები

აგრესია

წონის მომატება, მადის მომატება

ბავშვები:

უცნობი:

  • ნელი გულისცემა
  • გულისცემის ცვლილება
  • არანორმალური ქცევები
  • აგრესია

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ბროშურაში. მიმართეთ თქვენ ექიმს, ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გვერდითი მოვლენა, რომელიც არის ან არ არის ნახსენები ამ ბროშურაში, გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, შეატყობინეთ გვერდით მოვლენებზე თურქეთის ფარმაკოვიგილანსის ცენტრს (TUFAM) იკონკა „გვერდითი მოვლენების შეტყობინება“–ზე დაწკაპუნებით ვებგვერდზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზია. გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი შეისწავლონ იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ.

ჭარბი დოზა

როგორც ჩანს პოსტმარკეტინგული გამოყენებისას, დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენის პროფილი მსგავსია თერაპიული დოზების დროს, მაგრამ ეფექტის სიმძლავრე შეიძლება იყოს უფრო დიდი.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული სტანდარტული ზომები აქტიური ნივთიერების მოსაშორებლად, რომელიც არ შეიწოვება. რეკომენდებულია სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით; არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პერიტონეალური დიალიზით.

სიმპტომები

მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაზე დაყრდნობით, რომელშიც შეყვანილი იყო 45 მგ-მდე დესლორატადინი (ცხრაჯერ მეტი კლინიკური დოზა), კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

პედიატრიული მოსახლეობა

როგორც ჩანს პოსტმარკეტინგული გამოყენებისას, დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენის პროფილი მსგავსია თერაპიული დოზების დროს, მაგრამ ეფექტის სიმძლავრე შეიძლება იყოს უფრო დიდი.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

თითოეული 1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1

  • ფარმაკოლოგიური ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ღია ლურჯი ფერის მრგვალი გარსით დაფარული ტაბლეტი

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 º C –მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ტენიანობისგან დაცვით.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

დესლოდექსი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დესლოდექსი თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას გარეგნულად და აცნობეთ ფარმაცევტს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებადი წამალი. გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:

VEM ILAC San. ve Tic. A.S.

Maslak Mahallesi AOS 55. Sokak

42 Maslak A Blok Sit. No: 2/134

Sarıyer/სტამბოლი/თურქეთი

წარმოება:

VEM İLAÇ San. ve Tic. A.Ş.

Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi

Karaağac Mah. Fatih Bulv. Bo: 38

Kapakli/TEKIRDAĞ/თურქეთი

ბროშურა დამტკიცდა 17/02/2020.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული კლასი: სხვა ანტიჰისტამინები სისტემური გამოყენებისთვის

ათქ კოდი: R06AX27

მოქმედების მექანიზმი:

დესლორატადინი არის არა სედაციური, ხანგრძლივი მოქმედების ჰისტამინის ანტაგონისტი, სელექციური პერიფერიული H1 რეცეპტორების ანტაგონისტური აქტივობით. პერორალური მიღების შემდეგ, დესლორატადინი შერჩევით ბლოკავს პერიფერიულ ჰისტამინის H1 რეცეპტორებს, რადგან ნივთიერება გამორიცხულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შესვლისგან.

დესლორატადინმა აჩვენა ანტიალერგიული თვისებები ინ ვიტრო კვლევებიდან. ეს მოიცავს პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლების ინჰიბირებას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13 ადამიანის უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან, ასევე ადჰეზიური მოლეკულის P-სელექტინის ექსპრესიის დათრგუნვა ენდოთელიალურ უჯრედებზე. . ამ დაკვირვებების კლინიკური რელევანტურობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 20 მგ-მდე დესლორატადინი შეყვანილი იყო ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი კარდიოვასკულარული ეფექტი. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში, რომელშიც დესლორატადინი შეყვანილი იყო დოზით 45 მგ დღეში (ცხრაჯერ მეტი კლინიკური დოზა) ათი დღის განმავლობაში, QTc ინტერვალის გახანგრძლივება არ დაფიქსირებულა.

კეტოკონაზოლისა და ერითრომიცინის ურთიერთქმედების მრავალჯერადი დოზის კვლევებში დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

დესლორატადინი ადვილად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში, არ იყო მიღებული ძილიანობის შემთხვევა პლაცებოსთან შედარებით. დესლორატადინმა 7,5 მგ ერთჯერადი დღიური დოზით, არ იმოქმედა ფსიქომოტორულ მუშაობაზე კლინიკურ კვლევებში. მოზრდილებში ჩატარებული ერთჯერადი დოზის კვლევაში, დესლორატადინმა 5 მგ არ იმოქმედა ფრენის შესრულების სტანდარტულ ნორმებზე, ძილიანობის გამწვავების ან ფრენასთან დაკავშირებული ამოცანების ჩათვლით.

კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში, ალკოჰოლთან ერთდროულმა გამოყენებამ არ გაზარდა ალკოჰოლით გამოწვეული მუშაობის დაქვეითება ან ძილიანობის გაზრდა. არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქომოტორული ტესტის შედეგებში დესლორატადინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, ცალკე თუ ალკოჰოლთან ერთად.

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტური იყო ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, აგრეთვე თვალის ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე და სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტურად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში. დესლორატადინის ტაბლეტების ეფექტურობა ნათლად არ იყო ნაჩვენები 12-დან 17 წლამდე მოზარდებში ჩატარებულ კვლევებში.

გარდა სეზონური და მრავალწლიანი დადგენილი კლასიფიკაციისა, ალერგიული რინიტი ალტერნატიულად შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ქრონიკული ალერგიული რინიტი და მუდმივი ალერგიული რინიტი სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით. ქრონიკული ალერგიული რინიტი განისაზღვრება, როგორც სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები. მუდმივი ალერგიული რინიტი განისაზღვრება, როგორც სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღე ან მეტი და 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

დესლორატადინის ეფექტურობა სეზონური ალერგიული რინიტის გამო ჩივილების შესამსუბუქებლად ნაჩვენებია რინო-კონიუნქტივიტის ცხოვრების ხარისხის კითხვარში საერთო ქულით. ყველაზე დიდი გამოჯანმრთელება დაფიქსირდა პრაქტიკული პრობლემებისა და სიმპტომებით შეზღუდული ყოველდღიური საქმიანობის სფეროებში.

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილი იყო, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობების კლინიკური მოდელი, ვინაიდან ძირითადი პათოფიზიოლოგია მსგავსია, ეტიოლოგიის მიუხედავად, და იმის გამო, რომ ქრონიკული პაციენტები შეიძლება უფრო ადვილად გამოჯანმრთელდნენ მომავალში. ვინაიდან ჰისტამინის გამოყოფა არის გამომწვევი ფაქტორი ყველა ჭინჭრის ციების დაავადებაში, მოსალოდნელია, რომ დესლორატადინი ეფექტური იყოს სხვა ჭინჭრის ციების მდგომარეობის სიმპტომატური შემსუბუქების მიზნით, გარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისა, როგორც ეს რეკომენდებულია კლინიკურ გაიდლაინებში.

ორ პლაცებოზე კონტროლირებად ექვსკვირიან კვლევაში პაციენტებში ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიით, დესლორატადინი ეფექტური იყო ქავილის შესამსუბუქებლად და ჭინჭრის ციების ზომისა და რაოდენობის შემცირებაში პირველი დოზირების ინტერვალის ბოლოს. თითოეულ კვლევაში ეფექტი შენარჩუნდა დოზირების 24 საათის ინტერვალით. როგორც სხვა ანტიჰისტამინური კვლევების დროს ასევე ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისას, გამოირიცხა პაციენტთა მცირე რაოდენობა, რომლებიც იდენტიფიცირებულნი იყვნენ, როგორც არ რეაგირებდნენ ანტიჰისტამინებზე. პაციენტების 55%-დან რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით 50%-ზე მეტში დაფიქსირდა გაუმჯობესება ქავილის შემთხვევაში პლაცებოთი მკურნალი პაციენტების 19%-თან შედარებით. დესლორატადინით მკურნალობამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ჩარევა ძილსა და დღის ფუნქციებში, ოთხბალიანი საზომი სკალის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ამ ცვლადების შესაფასებლად.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება მაქსიმალური კონცენტრაციით მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ; ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის დაგროვების ხარისხი შეესაბამებოდა მის ნახევარგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და დღეში ერთხელ დოზის სიხშირეს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციული იყო 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.

ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, რომელშიც პაციენტთა დემოგრაფია შედარებული იყო ზოგადად სეზონური ალერგიული რინიტის პოპულაციასთან, სუბიექტების 4%-მა მიაღწია დესლორატადინის მაღალ კონცენტრაციას. ეს პროცენტი შეიძლება განსხვავდებოდეს ეთნიკურობის მიხედვით. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ მეტია დაახლოებით 7 საათში, ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 89 საათია. მათი უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდება ზოგადი პოპულაციისგან.

დისტრიბუცია:

დესლორატადინი ზომიერად უკავშირდება (83% - 87%) პლაზმის ცილებს. არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი მედიკამენტების დაგროვების მტკიცებულება დესლორატადინის (5 მგ-დან 20 მგ-მდე) დღეში ერთხელ მიღების შემდეგ 14 დღის განმავლობაში.

ბიოტრანსფორმაცია:

დესლორატადინის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ფერმენტი ჯერ არ არის გამოვლენილი და, შესაბამისად, ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან სრულად არ არის გამორიცხული. დესლორატადინი არ აინჰიბირებს CYP3A4 in vivo პირობებში და in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სამკურნალო პროდუქტი არ თრგუნავს CYP2D6. ის არ არის P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატი და არც ინჰიბიტორი.

მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევაში, რომელიც ჩატარდა ტაბლეტის ფორმულირებით ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში, აღმოჩნდა, რომ ოთხი სუბიექტი იყო დესლორატადინის ცუდი მეტაბოლიზატორი, რომელიც შეიცვლება ოთხ პროცენტამდე. ამ სუბიექტებს ჰქონდათ Cmax კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ მეტი დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 89 საათი.

ფარმაკოკინეტიკური და კლინიკური კვლევების სერიაში, სუბიექტების 6%-მა მიაღწია დესლორატადინის უფრო მაღალ კონცენტრაციას. ამ ცუდი მეტაბოლიზატორის ფენოტიპის პრევალენტობა შედარებადი იყო მოზრდილებში (6%) და პედიატრიულ სუბიექტებში 2-დან 11 წლამდე (6%) და უფრო მეტი შავკანიანებში (18% ზრდასრული, 16% პედიატრიული), ვიდრე კავკასიელებში (2% ზრდასრული, 3% პედიატრიული) ორივე პოპულაციაში. ამ სუბიექტების უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისგან.

აღმოფხვრა:

დესლორატადინის 7,5 მგ ერთჯერადი დოზის გამოყენების კვლევისას, საკვების (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) არანაირი გავლენა არ გამოვლენილა დესლორატადინზე. სხვა კვლევაში, გრეიფრუტის წვენს არ ჰქონდა გავლენა დესლორატადინზე.

ხაზოვნება / არახაზოვნება:

დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციულია 5-20 მგ დიაპაზონში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით (CKD) შედარებული იყო სუბიექტებთან, რომლებიც ჯანმრთელები იყვნენ ერთჯერადი და მრავალდოზის კვლევაში. ერთჯერადი დოზის კვლევაში, დესლორატადინის ზემოქმედება იყო დაახლოებით 2 და 2,5-ჯერ უფრო მაღალი, შესაბამისად, მსუბუქი და ზომიერი და მძიმე CKF მქონე პირებში, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. მრავალდოზიან კვლევაში წონასწორობის მდგომარეობა მიღწეული იყო მე-11 დღის შემდეგ და დესლორატადინის ექსპოზიცია იყო ~ 1,5-ჯერ მეტი ადამიანებში მსუბუქი CKF და ~ 2,5-ჯერ მაღალი მძიმე CKD-ის მქონე ადამიანებში ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. ორივე კვლევაში დესლორატადინისა და 3-ჰიდროქსიდლორატადინის (AUC და Cmax) ექსპოზიციის ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი

დესლოდექსი 5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

DESLODEX

მიიღება – პერორალურად.

აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კროსკარმელოზის ნატრიუმი, ტალკი, კალციუმის წყალბადის ფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი. ჰიდროქსიპროპილური მეთილცელელოზა, სტეარინის მჟავა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ინდიგო კარმინი (E 132) როგორც საფარი მასალა.

ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, პრეპარატის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ბროშურა. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გაგიჩნდებათ კითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვას.

თუ პრეპარატის გამოყენების დროს მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ მათ მისი გამოყენების შესახებ.

დაიცავით ზუსტად ინსტრუქციაში მოყვანილი მითითებები. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზები, გარდა თქვენთვის რეკომენდებული დოზისა.

ეს ბროშურა შეიცავს შემდეგ თემებს:

1 . რა არის დესლოდექსი და რისთვის გამოიყენება?

  • დესლოდექსის მიღების წინ
  • როგორ გამოვიყენოთ დესლოდექსი ?

4 . შესაძლო გვერდითი ეფექტები

  • როგორ შევინახოთ დესლოდექსი?
  • რა არის დესლოდექსი და რისთვის გამოიყენება?

დესლოდექსი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს დესლორატადინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიჰისტამინური ჯგუფის მედიკამენტებს.

დესლოდექსი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის გვეხმარება გავაკონტროლოთ ალერგიული რეაქცია და მისი სიმპტომები.

დესლოდექსი 5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს.

დესლოდექსი აღმოფხვრის ისეთ სიმპტომებს როგორიცაა ცემინება, ქავილი და სურდო, სასის ქავილი, თვალის ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა რომლებიც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან (მაგ. თივის ცხელება, სახლის მტვრის ტკიპას მიმართ ალერგია).

დესლოდექსი ასევე ინიშნება ისეთი სიმპტომების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და სიწითლე კანზე, რომლებიც ვლინდება ჭინჭრის ციებით. (კანის ალერგიული დაავადება).

ამ სიმპტომების შემსუბუქება გრძელდება მთელი დღის განმავლობაში და დაგეხმარებათ გააგრძელოთ ნორმალური ყოველდღიური აქტივობა და ძილი.

  • დესლოდექსის მიღების წინ

არ გამოიყენოთ დესლოდექსი შემდეგ შემთხვევებში.

თუ;

ხართ ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) დესლორატადინის, ლორატადინის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ.

ყურადღებით გამოიყენეთ დესლოდექსი შემდეგ სიტუაციებში.

თუ;

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დესლოდექსის მიღების დაწყებამდე.

თუ თქვენ გაქვთ კრუნჩხვების სამედიცინო ან ოჯახური ანამნეზი გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან დესლოდექსის მიღების წინ.

თუ რომელიმე ამ გაფრთხილებიდან თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში გთხოვთ, გაირეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

დესლოდექსის მიღება საკვებთან და სასმელებთან.

დესლოდექსის მიღება შესაძლებელია ცარიელ ან სავსე კუჭზე.

სიფთხილე გამოიჩინეთ დესლოდექსის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.

ორსულობა

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ორსულად, ან თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ , ან თუ

გსურთ დაორსულება, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ან ფარმაცევტთან ამ მედიკამენტის მიღებამდე.

თუ თქვენ ხართ ორსულად არ გირჩევთ დესლოდექსის გამოყენებას.

თუ შენიშნეთ მკურნალობის პერიოდში რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

არ მიიღოთ დესლოდექსი ძუძუთი კვების დროს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

რეკომენდებული დოზის მიღებისას ეს მედიკამენტი არ მოქმედებს მანქანის მართვის უნარზე და მის გამოყენებაზე. პაციენტების უმრავლესობას ურჩევენ მოერიდონ აქტივობებს, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ სიფხიზლეს, მაგალითად, მანქანის ან ხელსაწყოების გამოყენებას, თუნდაც ისინი არ გრძნობენ ძილიანობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესლოდექსის დამხმარე ნივთიერებაზე

ის არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.

გამოყენება სხვა წამლებთან

არ არის ცნობილი დესლოდექსის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოგიყენებიათ ნებისმიერი მედიკამენტი, ექიმის დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე .

  • როგორ გამოვიყენოთ დესლოდექსი

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაბამისი გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის და ზემოთ:

მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ტაბლეტი მიიღეთ წყალთან, საკვებთან ერთად ან ცალკე.

ეს მედიკამენტი მიიღება პერორალურად. ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ ჭიქა წყალთან ერთად ცარიელ ან სავსე კუჭზე .

რაც შეეხება მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობას, თქვენი ექიმი დაადგენს, თუ რა ტიპის ალერგიული რინიტი გაწუხებთ და რამდენი ხანი უნდა მიიღოთ დესლოდექსი.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი არის პერიოდული (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები), თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენი დაავადების ისტორიას და ამის მიხედვით გირჩევთ მკურნალობის განრიგს.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი არის მუდმივი (სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში), შესაძლებელია, თქვენმა ექიმმა დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

ჭინჭრის ციების მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა პაციენტთან, ამიტომ უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.

მიღების წესი და მეთოდი:

ეს მედიკამენტი მიიღება პერორალურად.

ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ ჭიქა წყალთან ერთად ცარიელ ან სავსე კუჭზე .

სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფი:

ბავშვები:

ეს მედიკამეტი არ მისცეთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში დესლოდექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

გამოყენება სპეციალური შემთხვევების დროს:

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს

არ არსებობს ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების მონაცემები .

თირკმლის უკმარისობა

ყურადღებით გამოიყენთ დესლოდექსი თირკმლის უკმარისობის მძიმე შემთხვევაში.

თუ მიგაჩნიათ, რომ დესლოდექსის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ:

მიიღეთ დესლოდექსი ისე როგორც დაგინიშნათ ექიმმა. არანაირი სერიოზული პრობლემა არ არის მოსალოდნელი თუ შემთხვევით გადააჭარბეთ დოზას.

თუ მეტი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დესლოდექსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი ამის შესაძლებლობა გექნებათ და შემდეგ დაუბრუნდით რეგულარული დოზის მიღებას დანიშნულებისამებრ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზაურებლად.

ეფექტი, რომელიც შეიძლება მოხდეს დესლოდექსით მკურნალობის შეწყვეტისას

არ არსებობს შეტყობინება ეფექტის შესახებ.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შემდეგი სიხშირის მიხედვით

ძალიან ხშირი (უვითარდება 10 პაციენტიდან სულ მცირე 1 )

ხშირი (10–დან 1–ზე ნაკლებ შემთხვევაში, მაგრამ 100–დან ერთზე მეტს)

ნაკლებად ხშირი (100–დან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000–დან ერთზე მეტს)

იშვიათი: (1000–დან ერთზე ნაკლებს, 10000–დან 1–ზე მეტს)

ძალიან იშვიათი: (10000–დან 1 შემთხვევაში)

უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან

თუ მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს შეგაწუხებთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, შეწყვიტეთ დესლოდექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დესლორატადინის მარკეტინგის პერიოდში ძალიან იშვიათი იყო შეტყობინება მძიმე ალერგიული რეაქციების შესახებ (სუნთქვის უკმარისობა, ქშინვა, ქავილი, გამონაყარი და შეშუპება). თუ შეამჩნიეთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი მათგანი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დესლოდექსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

დესლორატადინთან ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი:

დაღლილობა

პირი სიმშრალე

თავის ტკივილი

მოზრდილები:

დესლორატადინის მარკეტინგის პერიოდში შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლინდა:

ძალიან იშვიათი

მძიმე ალერგიული რეაქციები

გამონაყარი

მოუსვენრობა სხეულის გაზრდილი მოძრაობებით

აჩქარებული გულისცემა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ანთება ღვიძლში

კუჭის ტკივილი

გულისრევა (ავადობის განცდა)

ღებინება

დიარეა

უძილობა

ძილიანობა

კუნთების ტკივილი

კუჭის ანომალიები

ჰალუცინაციები

კრუნჩხვები

თავბრუსხვევა

პალპიტაცია ან არარეგულარული გულისცემა

უცნობია:

გაზრდილი კანის მგრძნობელობა მზის მიმართ (მაშინაც კი, თუ ის ღრუბელშია) და ულტრაიისფერი სხივების მიმართ (მაგალითად, UV სხივები სოლარიუმში).

გულისცემის რიტმის ცვლილება

კანის ან / და თვალის გადატვირთვა

განსაკუთრებული დაღლილობა

არანორმალური ქცევები

აგრესია

წონის მომატება, მადის მომატება

ბავშვები:

უცნობი:

  • ნელი გულისცემა
  • გულისცემის ცვლილება
  • არანორმალური ქცევები
  • აგრესია

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ბროშურაში. მიმართეთ თქვენ ექიმს, ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გვერდითი მოვლენა, რომელიც არის ან არ არის ნახსენები ამ ბროშურაში, გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, შეატყობინეთ გვერდით მოვლენებზე თურქეთის ფარმაკოვიგილანსის ცენტრს (TUFAM) იკონკა „გვერდითი მოვლენების შეტყობინება“–ზე დაწკაპუნებით ვებგვერდზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზია. გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი შეისწავლონ იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ.

  • როგორ შევინახოთ დესლოდექსი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 º C –მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ტენიანობისგან დაცვით.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

დესლოდექსი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დესლოდექსი თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას გარეგნულად და აცნობეთ ფარმაცევტს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებადი წამალი. გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:

VEM ILAC San. ve Tic. A.S.

Maslak Mahallesi AOS 55. Sokak

42 Maslak A Blok Sit. No: 2/134

Sarıyer/სტამბოლი/თურქეთი

წარმოება:

VEM İLAÇ San. ve Tic. A.Ş.

Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi

Karaağac Mah. Fatih Bulv. Bo: 38

Kapakli/TEKIRDAĞ/თურქეთი

ბროშურა დამტკიცდა 17/02/2020.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა