პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დესლოდექსი

Deslodex

ურეცეპტოდ2.5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დესლოდექსი ხელმისაწვდომია 150 მლ ბოთლში შეფუთვით, რომელსაც აქვს თავსახური ჩამკეტი სისტემით. დესლოდექსი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის გვეხმარება გავაკონტროლოთ ალერგიული რეაქციები და მისი სიმპტომები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესლორატადინი (desloratadine)
ფორმა და შეფუთვა
2.5მგ/5მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
მწარმოებელი
VEM İLAÇ San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX27
რეგისტრაციის ნომერი
რ-039331
რეგისტრირებულია
13 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
VEM İLAÇ San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „იუნაითედ კომპანი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადესლოდექსი და სხვა წამალი ერთად

დესლოდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დესლოდექსი ხელმისაწვდომია 150 მლ ბოთლში შეფუთვით, რომელსაც აქვს თავსახური ჩამკეტი სისტემით.

დესლოდექსი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის გვეხმარება გავაკონტროლოთ ალერგიული რეაქციები და მისი სიმპტომები.

დესლოდექსი ხსნის ალერგიულ რინიტთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, სურდო და ქავილი, სასის ქავილი და თვალების ქავილი, სიწითლე ან ცრემლდენა (მაგ. თივის ცხელება, ალერგია სახლის მტვრის ტკიპებზე).

დესლოდექსი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციების დროს ქავილის მოსახსნელად და ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა შეშუპება და სიწითლე კანზე.

ამ სიმპტომების შემსუბუქება გრძელდება მთელი დღის განმავლობაში და გეხმარებათ გააგრძელოთ თქვენი ნორმალური ყოველდღიური საქმიანობა და ძილი.

  • დესლოდექსის მიღების წინ

არ გამოიყენოთ დესლოდექსი შემდეგ შემთხვევებში.

თუ, ხართ ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) დესლორატადინის, ლორატადინის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ.

დესლოდექსი ინიშნება 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზარდებში (12 წლის და მეტი), მოზრდილებში და მოხუცებში.

ყურადღებით გამოიყენეთ დესლოდექსი შემდეგ სიტუაციებში

თუ,

თქვენი თირკმლის ფუნქციები სუსტია.

თუ რომელიმე ეს გაფრთხილება ვრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

დესლოდექსის მიღება საკვებთან და სასმელებთან.

დესლოდექსის მიღება შეიძლება საჭმლისგან დამოუკიდებლად.

მიღების წესი და დოზირება

სწორი მიღების წესი და დოზა

6-დან 11 თვის ბავშვები; მიიღეთ 2 მლ სიროფი 1-ჯერ დღეში. მიიღეთ 2 მლ საზომი კოვზით.

1-დან 5-მდე წლის ბავშვები; მიიღეთ 2,5 მლ 1-ჯერ დღეში. მიიღეთ 2,5 მლ საზომი კოვზით.

6-დან 11-მდე წლის ბავშვები; მიიღეთ 5 მლ 1-ჯერ დღეში. მიიღეთ 5 მლ საზომი კოვზით.

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: მიიღეთ 10 მლ 1-ჯერ დღეში. მიიღეთ 5 მლ საზომი კოვზით, ორი დოზა.

თქვენი ექიმი დაადგენს, თუ რა ტიპის ალერგიული რინიტი გაწუხებთ და რამდენი ხანი უნდა მიიღოთ დესლოდექსი.

თუ თქვენი რინიტი არის პერიოდული (სიმპტომების არებობისას კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში), თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი ავადმყოფობის ისტორიაზე იქნება დამოკიდებული.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი არის მუდმივი (სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღე ან მეტი ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში), შესაძლებელია, თქვენმა ექიმმა დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა პაციენტთან, ამიტომ უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.

გამოყენების და მიღების წესი

მიიღეთ სიროფი და დააყოლეთ წყალი. დესლოდექსის მიღება შეიძლება საჭმლისგან დამოუკიდებლად.

ასკობრივი ჯგუფი:

ბავშვები:

დესლოდექსი შეიძლება მისცეთ ბავშვებს 6 თვიდან.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში დესლოდექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

სპეციალური შემთხვევები:

ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების მონაცემები.

თირკმლის უკმარისობა

ყურადღებით გამოიყენთ დესლოდექსი თირკმლის უკმარისობის მძიმე შემთხვევაში.

თუ მიგაჩნიათ, რომ დესლოდექსის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ უფრო მეტი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ:

მიიღეთ დესლოდექსი ისე როგორც დაგინიშნათ ექიმმა. არანაირი სერიოზული პრობლემა არ არის მოსალოდნელი თუ შემთხვევით გადააჭარბეეთ დოზას.

თუ მეთი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დესლოდექსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი ამის შესაძლებლობა გექნებათ და შემდეგ დაუბრუნდით რეგულარული დოზის მიღებას დანიშნულებისამებრ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტი, რომელიც შეიძლება მოხდეს დესლოდექსით მკურნალობის შეწყვეტისას

არ არსებობს ინფორმაცია.

უკუჩვენებები

დესლოდექსი სიროფი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებმაც გამოავლინეს ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან ლორატადინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

6 თვემდე ასაკის ბავშვებში დესლოდექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. (იხილეთ ნაწილი 5.1)

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ალერგიული რინიტის დიაგნოზის გარჩევა რინიტის სხვა ფორმებისგან განსაკუთრებით რთულია . გათვალისწინებული უნდა იყოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ან სტრუქტურული დარღვევების არარსებობა, ასევე პაციენტის ისტორია, ფიზიკური გამოკვლევები და შესაბამისი ლაბორატორიული და კანის ტესტები.

2-დან 11 წლამდე მოზრდილებისა და ბავშვების დაახლოებით 6% არის დესლორატადინის ფენოტიპურად სუსტი მეტაბოლიზატორები და ავლენენ უფრო მაღალ ექსპოზიციას. დესლორატადინის უსაფრთხოება 2-დან 11 წლამდე ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ცუდი მეტაბოლიზმი, იგივეა, რაც ნორმალური მეტაბოლიზმის მქონე ბავშვებში. დელოდექსის ეფექტურობა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დესლორატადინის მეტაბოლიზება, შესწავლილი არ არის.

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში დესლოდექსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. (იხ. განყოფილება 5.2)

საქაროზა და სორბიტოლი:

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს; ამგვარად, პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით ფრუქტოზას აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს წამალი.

ნატრიუმი:

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ნატრიუმზე დამოკიდებული ეფექტები მოსალოდნელი არ არის ამ დოზით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის ცნობილი დესლოდექსის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოგიყენებიათ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც ექიმის დანიშნულებით ან მისი დანიშნულების გარეშე გაქვთ მიღებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ორსულად არ მიიღოთ დესლოდექსი.

თუ შენიშნეთ მკურნალობის პერიოდში რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

არ მიიღოთ დესლოდექსი ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი ძილიანობა ან ყურადღების დაქვეითება რეკომენდებული დოზების მიღებისას. მაგრამ ძალიან იშვიათად დესლოდექსი იწვევს ძილიანობას ზოგიერთ პაციენტში. ამ სიტუაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესლოდექსის დამხმარე ნივთიერებაზე

დესლოდექსი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა , მიმართეთ ექიმს ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ დოზაში, ამ დოზით ნატრიუმთან დაკავშირებული რაიმე ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან დესლოდექსში არსებულ ნივთიერებების მიმართ. გვერდითი მოვლენები პლაცებოს მსგავსია (წამლის ტიპი, რომელიც არ აქვს სამკურნალო თვისებები) მოზრდილებში. თუმცა დიარეა, ცხელება და უძილობა გვერდითი მოვლენებია, რომლებიც ჩვეულებრივ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში აღინიშნება. მოზრდილებში გვერდითი მოვლენებია - დაღლილობა, ქსეროსტომია და თავის ტკივილი, რომელიც უფრო ხშირად ხდება ვიდრე პლაცებო.

კვლევების დროს გამოვლენილი არასასურველი რეაქციები მითითებულია ქვემოთ გამოვლენის სიხშირისა და სისტემების მიხედვით:

სხვადასხვა ორგანული სისტემები:

ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია).

ხშირად: დაღლა

არცთუ ხშირად: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი

ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები (სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, უეცარი შეტევა, ჰალუცინაცია, მოუსვენრობა მოძრაობის მომატებით, ტაქიკარდია, გულისცემის რითმის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ჰეპათიტი, ძილიანობა, ფიზიკური და ფსიკიკური ჰიპერაქტივობა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, უძილობა, მოშვება, კუნთების ტკივილი, დისპეფსია.

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ბროშურაში მიმართეთ თქვენ ექიმს, ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გვერდითი მოვლენა, რომელიც არის ან არ არის ნახსენები ამ ბროშურაში, გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, შეატყობინეთ გვერდით მოვლენებზე თურქეთის ფარმაკოვიგილანსის ცენტრს (TUFAM) გამოსახულება „გვერდითი მოვლენების შეტყობინება“–ზე დაწკაპუნებით ვებგვერდზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზია. გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი შეისწავლონ იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გაითვალისწინეთ სტანდარტული ზომები არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების მოსაშორებლად. რეკომენდებულია სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

მოზრდილებში და მოზარდებში მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაზე დაყრდნობით, რომელშიც შეყვანილი იყო 45 მგ-მდე დესლორატადინი (ცხრაჯერ მეტი კლინიკური დოზა), კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით; არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პერიტონეალური დიალიზით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

ყოველი 1 მლ შეიცავს 0,5 მგ დესლორატადინს.

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა………………………….500 მგ/მლ

სორბიტოლი (E 420)……………..400 მგ/მლ

ნატრიუმის ბენზოატი (E 211)……4 მგ/მლ

ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი…….5 მგ/მლ

დინატრიუმის ედეტატი…………….1 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1

  • ფარმაკოლოგიური ფორმა

სიროფი

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 º C –მდე ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

დესლოდექსი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დესლოდექსი თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას გარეგნულად და აცნობეთ ფარმაცევტს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებადი წამალი. გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემას.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:

VEM İLAÇ San. ve Tic. A.Ş.

Maslak Mahallesi AOS 55. Sokak

42 Maslak A Blok Sit. No: 2/134

Sarıyer/სტამბოლი/თურქეთი

წარმოების ადგილი:

VEM İLAÇ San. ve Tic. A.Ş.

Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi

Karaağac Mah. Fatih Blv. Bo: 38

Kapakli/TEKIRDAĞ/თურქეთი

ეს ბროშურა დამოწმებულია 16.01.2018

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული კლასი: სხვა ანტიჰისტამინები სისტემური გამოყენებისთვის

ათქ კოდი: R06AX27

მოქმედების მექანიზმი:

დესლორატადინი არის არა სედაციური, ხანგრძლივი მოქმედების ჰისტამინის ანტაგონისტი, სელექციური პერიფერიული H1 რეცეპტორების ანტაგონისტური აქტივობით. დესლორატადინი შერჩევით ბლოკავს პერიფერიულ ჰისტამინის H1 რეცეპტორებს პერორალური მიღების შემდეგ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეღწევის შეუძლებლობის გამო.

დესლორატადინმა აჩვენა ანტიალერგიული თვისებები ინ ვიტრო კვლევებიდან. ეს მოიცავს პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლების ინჰიბირებას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13 ადამიანის უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან, ასევე ადჰეზიური მოლეკულის P-სელექტინის ექსპრესიის დათრგუნვა ენდოთელიალურ უჯრედებზე. ამ დაკვირვებების კლინიკური რელევანტურობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია.

დესლორატადინის სიროფის ეფექტურობა არ არის გამოკვლეული ცალკეულ პედიატრიულ კვლევებში. დესლორატადინის უსაფრთხოება გამოვლინდა სამ პედიატრიულ კვლევაში. 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იყვნენ ანტიჰისტამინური თერაპიის კანდიდატები, იღებდნენ დესლორატადინის დღიურ დოზას 1 მგ (6-დან 11 თვემდე), 1.25 მგ (1-დან 5 წლამდე) ან 2.5 მგ (6-დან 11 წლამდე). ასაკის). მკურნალობამ კარგად ჩაიარა როგორც ეს დადასტურებულია კლინიკური ლაბორატორიული ტესტებით, სასიცოცხლო ნიშნებით და ეკგ ინტერვალის მონაცემებით, მათ შორის QTc. რეკომენდებული დოზებით მიღებისას, დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკური აქტივობა შედარებადი იყო პედიატრიულ და ზრდასრულ პოპულაციაში. ამრიგად, ვინაიდან ალერგიული რინიტის/ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მიმდინარეობა და დესლორატადინის პროფილი მსგავსია მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში, მოზრდილებში დესლორატადინის ეფექტურობის მონაცემები შეიძლება ექსტრაპოლირებული იყოს პედიატრიულ პოპულაციაში.

მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 20 მგ-მდე დესლორატადინი შეყვანილი იყო ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი კარდიოვასკულარული ეფექტი. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში, რომელშიც დესლორატადინი შეჰყავდათ მოზრდილებში 45 მგ დოზით დღეში (ცხრაჯერ მეტი კლინიკური დოზა) ათი დღის განმავლობაში, არ გამოვლენილა QTc -ს (დრო Q ტალღასა და T ტალღას შორის ეკგ-ში) ინტერვალის გახანგრძლივება.

დესლორატადინი ადვილად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში, არ იყო ძილიანობის ჭარბი სიხშირე პლაცებოსთან შედარებით. დესლორატადინმა, რომლებიც მიცემული იყო 7,5 მგ ერთჯერადი დღიური დოზით, არ იმოქმედა ფსიქომოტორულ მუშაობაზე კლინიკურ კვლევებში. ერთჯერადი დოზის კვლევაში, დესლორატადინი 5 მგ არ იმოქმედა ფრენის შესრულების სტანდარტულ ზომებზე, სუბიექტური ძილიანობის გამწვავების ჩათვლით ან ფრენასთან დაკავშირებული ამოცანების ჩათვლით.

კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში, ალკოჰოლთან ერთდროულმა გამოყენებამ არ გაზარდა ალკოჰოლით გამოწვეული მუშაობის დაქვეითება ან ძილიანობის გაზრდა. არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქომოტორული ტესტის შედეგებში დესლორატადინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, ცალკე თუ ალკოჰოლთან ერთად.

კეტოკონაზოლისა და ერითრომიცინის ურთიერთქმედების მრავალჯერადი დოზის კვლევებში დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებში, დესლორატადინი ეფექტური იყო ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, შეშუპება/ცხვირის შეშუპება, აგრეთვე თვალის ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე და სასის ქავილი.

გარდა სეზონური და მრავალწლიანი დადგენილი კლასიფიკაციისა, ალერგიული რინიტი ალტერნატიულად შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ქრონიკული ალერგიული რინიტი და მუდმივი ალერგიული რინიტი სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით. ქრონიკული ალერგიული რინიტი განისაზღვრება, როგორც სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები. მუდმივი ალერგიული რინიტი განისაზღვრება, როგორც სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღე ან მეტი და 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

დესლორატადინის ეფექტური იყო სეზონური ალერგიული რინიტის შესამსუბუქებლად, როგორც ნაჩვენებია რინო-კონიუნქტივიტის ცხოვრების ხარისხის კითხვარის საერთო ქულით. ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა პრაქტიკული პრობლემებისა და სიმპტომებით შეზღუდული ყოველდღიური საქმიანობის სფეროებში.

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილი იყო, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობების კლინიკური მოდელი, ვინაიდან ძირითადი პათოფიზიოლოგია მსგავსია, ეტიოლოგიის მიუხედავად, და იმის გამო, რომ ქრონიკული პაციენტები შეიძლება უფრო ადვილად მიიჩნიონ პერსპექტიულად. ვინაიდან ჰისტამინის გამოყოფა არის გამომწვევი ფაქტორი ყველა ჭინჭრის ციების დაავადებაში, მოსალოდნელია, რომ დესლორატადინი ეფექტური იყოს სხვა ჭინჭრის ციების მდგომარეობის სიმპტომატური შემსუბუქების მიზნით, გარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისა, როგორც ეს რეკომენდებულია კლინიკურ გაიდლაინებში.

ორ პლაცებოზე კონტროლირებად ექვსკვირიან კვლევაში პაციენტებში ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით, დესლორატადინი ეფექტური იყო ქავილის შესამსუბუქებლად და ჭინჭრის ციების ზომისა და რაოდენობის შემცირებაში პირველი დოზირების ინტერვალის ბოლოს. თითოეულ კვლევაში ეფექტი შენარჩუნდა დოზირების 24 საათის ინტერვალით. როგორც სხვა ანტიჰისტამინური კვლევების დროს ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება, გამორიცხული იყო პაციენტთა უმცირესობა, რომლებიც იდენტიფიცირებულნი იყვნენ ანტიჰისტამინებზე არარეაგირებულად. 50%-ზე მეტი ქავილის გაუმჯობესება დაფიქსირდა პაციენტების 55%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით, პლაცებოთი მკურნალი პაციენტების 19%-თან შედარებით. დესლორატადინით მკურნალობამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ჩარევა ძილსა და დღის ფუნქციებზე, რაც იზომება ოთხბალიანი სკალის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ამ ცვლადების შესაფასებლად.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გამოვლინდეს მოზრდილებში და მოზარდებში დესლორატადინის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება მაქსიმალური კონცენტრაციით მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ; ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის დაგროვების ხარისხი შეესაბამებოდა მის ნახევარგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და დღეში ერთხელ დოზის სიხშირეს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციული იყო 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.

დისტრიბუცია:

ფარმაკოკინეტიკური და კლინიკური კვლევების სერიაში, სუბიექტების 6%-მა მიაღწია დესლორატადინის უფრო მაღალ კონცენტრაციას. ამ ცუდი მეტაბოლიზატორის ფენოტიპის პრევალენტობა შედარებადი იყო მოზრდილებში (6%) და პედიატრიულ სუბიექტებში 2-დან 11 წლამდე (6%) და უფრო მეტი შავკანიანებში (18% ზრდასრული, 16% პედიატრიული), ვიდრე კავკასიელებში (2% ზრდასრული, 3% პედიატრიული) ორივე პოპულაციაში.

მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევაში, რომელიც ჩატარდა ტაბლეტის ფორმულირებით ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში, აღმოჩნდა, რომ ოთხი სუბიექტი იყო დესლორატადინის ცუდი მეტაბოლიზმი. ამ სუბიექტებს ჰქონდათ Cmax კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ მეტი დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 89 საათი.

მსგავსი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები დაფიქსირდა მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევაში, რომელიც ჩატარდა სიროფის ფორმულირებით პედიატრიულ სუბიექტებში 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ალერგიული რინიტის დიაგნოზი. დესლორატადინის ექსპოზიცია (AUC) იყო დაახლოებით 6-ჯერ უფრო მაღალი, ხოლო Cmax იყო დაახლოებით 3-4-ჯერ მეტი 3-6 საათის შემდეგ, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 120 საათის განმავლობაში. ექსპოზიცია ერთნაირი იყო მოზრდილებში და პედიატრიულ სუსტ მეტაბოლიზატორებში, როდესაც მკურნალობდნენ ასაკის შესაბამისი დოზებით. ამ სუბიექტების უსაფრთხოების საერთო პროფილი არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისგან. დესლორატადინის ზემოქმედება სუსტი მეტაბოლიზატორების < 2 წლის ასაკში არ არის შესწავლილი.

დესლორატადინი ზომიერად უკავშირდება (83% - 87%) პლაზმის ცილებს. არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტიური ნივთიერების დაგროვების მტკიცებულება მოზრდილებში და მოზარდებში დესლორატადინის (5 მგ-დან 20 მგ-მდე) დღეში ერთხელ მიღების შემდეგ 14 დღის განმავლობაში.

ერთჯერადი დოზით, დესლორატადინის, ტაბლეტისა და სიროფის ფორმულირებების კროსოვერი შესწავლა აღმოჩნდა ბიოექვივალენტური.

ცალკეულ ერთჯერადი დოზის კვლევებში, რეკომენდებული დოზებით, პედიატრიულ პაციენტებს ჰქონდათ დესლორატადინის შედარებადი AUC და Cmax მნიშვნელობები მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინის სიროფის 5 მგ დოზას.

ბიოტრანსფორმაცია:

დესლორატადინის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ფერმენტი ჯერ არ არის გამოვლენილი და, შესაბამისად, ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან სრულად არ არის გამორიცხული. დესლორატადინი არ აინჰიბირებს CYP3A4 in vivo პირობებში და in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სამკურნალო პროდუქტი არ თრგუნავს CYP2D6. ის არ არის P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატი და არც ინჰიბიტორი.

აღმოფხვრა:

დესლორატადინის 7,5 მგ ერთჯერადი დოზის გამოყენების კვლევისას, საკვების (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) არანაირი გავლენა არ გამოვლენილა დესლორატადინზე. სხვა კვლევაში, გრეიფრუტის წვენს არ ჰქონდა გავლენა დესლორატადინზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი

დესლოდექსი 2.5 მგ /5 მლ სიროფი

პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: თითოეული 5 მლ სიროფი (1 დოზა) შეიცავს 2,5 მგ დესლორატადინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას.

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (E 420), ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი (E 211), დინატრიუმის ედეტატი, საქაროზა, ბანანის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი

ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, პრეპარატის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ბროშურა. შეიძლება ის კვლავ გადაიკითხოთ.

თუ გაგიჩნდებათ კითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვას.

პრეპარატის გამოყენების დროს თუ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ მათ მისი გამოყენების შესახებ.

დაიცავით ზუსტად ის მითითებები, რომელიც მოყვანილია ამ ინსტრუქციაში. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზები, გარდა თქვენთვის რეკომენდებული დოზისა.

ეს ბროშურა შეიცავს შემდეგ თემებს:

1- რა არის დესლოდექსი და რისთვის გამოიყენება?

2-დესლოდექსის მიღების წინ

3-როგორ გამოვიყენოთ დესლოდექსი?

4- შესაძლო გვერდითი ეფექტები

5- როგორ შევინახოთ დესლოდექსი?

  • რა არის დესლოდექსი და რისთვის გამოიყენება?

დესლოდექსი ხელმისაწვდომია 150 მლ ბოთლში შეფუთვით, რომელსაც აქვს თავსახური ჩამკეტი სისტემით.

დესლოდექსი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის გვეხმარება გავაკონტროლოთ ალერგიული რეაქციები და მისი სიმპტომები.

დესლოდექსი ხსნის ალერგიულ რინიტთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, სურდო და ქავილი, სასის ქავილი და თვალების ქავილი, სიწითლე ან ცრემლდენა (მაგ. თივის ცხელება, ალერგია სახლის მტვრის ტკიპებზე).

დესლოდექსი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციების დროს ქავილის მოსახსნელად და ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა შეშუპება და სიწითლე კანზე.

ამ სიმპტომების შემსუბუქება გრძელდება მთელი დღის განმავლობაში და გეხმარებათ გააგრძელოთ თქვენი ნორმალური ყოველდღიური საქმიანობა და ძილი.

  • დესლოდექსის მიღების წინ

არ გამოიყენოთ დესლოდექსი შემდეგ შემთხვევებში.

თუ, ხართ ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) დესლორატადინის, ლორატადინის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ.

დესლოდექსი ინიშნება 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზარდებში (12 წლის და მეტი), მოზრდილებში და მოხუცებში.

ყურადღებით გამოიყენეთ დესლოდექსი შემდეგ სიტუაციებში

თუ,

თქვენი თირკმლის ფუნქციები სუსტია.

თუ რომელიმე ეს გაფრთხილება ვრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

დესლოდექსის მიღება საკვებთან და სასმელებთან.

დესლოდექსის მიღება შეიძლება საჭმლისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ორსულად არ მიიღოთ დესლოდექსი.

თუ შენიშნეთ მკურნალობის პერიოდში რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

არ მიიღოთ დესლოდექსი ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

არ არის მოსალოდნელი ძილიანობა ან ყურადღების დაქვეითება რეკომენდებული დოზების მიღებისას. მაგრამ ძალიან იშვიათად დესლოდექსი იწვევს ძილიანობას ზოგიერთ პაციენტში. ამ სიტუაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესლოდექსის დამხმარე ნივთიერებაზე

დესლოდექსი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა , მიმართეთ ექიმს ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ დოზაში, ამ დოზით ნატრიუმთან დაკავშირებული რაიმე ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

გამოყენება სხვა წამლებთან

არ არის ცნობილი დესლოდექსის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოგიყენებიათ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც ექიმის დანიშნულებით ან მისი დანიშნულების გარეშე გაქვთ მიღებული.

  • როგორ გამოვიყენოთ დესლოდექსი

სწორი მიღების წესი და დოზა

6-დან 11 თვის ბავშვები; მიიღეთ 2 მლ სიროფი 1-ჯერ დღეში. მიიღეთ 2 მლ საზომი კოვზით.

1-დან 5-მდე წლის ბავშვები; მიიღეთ 2,5 მლ 1-ჯერ დღეში. მიიღეთ 2,5 მლ საზომი კოვზით.

6-დან 11-მდე წლის ბავშვები; მიიღეთ 5 მლ 1-ჯერ დღეში. მიიღეთ 5 მლ საზომი კოვზით.

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: მიიღეთ 10 მლ 1-ჯერ დღეში. მიიღეთ 5 მლ საზომი კოვზით, ორი დოზა.

თქვენი ექიმი დაადგენს, თუ რა ტიპის ალერგიული რინიტი გაწუხებთ და რამდენი ხანი უნდა მიიღოთ დესლოდექსი.

თუ თქვენი რინიტი არის პერიოდული (სიმპტომების არებობისას კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში), თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი ავადმყოფობის ისტორიაზე იქნება დამოკიდებული.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი არის მუდმივი (სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღე ან მეტი ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში), შესაძლებელია, თქვენმა ექიმმა დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა პაციენტთან, ამიტომ უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.

გამოყენების და მიღების წესი

მიიღეთ სიროფი და დააყოლეთ წყალი. დესლოდექსის მიღება შეიძლება საჭმლისგან დამოუკიდებლად.

ასკობრივი ჯგუფი:

ბავშვები:

დესლოდექსი შეიძლება მისცეთ ბავშვებს 6 თვიდან.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში დესლოდექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

სპეციალური შემთხვევები:

ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების მონაცემები.

თირკმლის უკმარისობა

ყურადღებით გამოიყენთ დესლოდექსი თირკმლის უკმარისობის მძიმე შემთხვევაში.

თუ მიგაჩნიათ, რომ დესლოდექსის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ უფრო მეტი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ:

მიიღეთ დესლოდექსი ისე როგორც დაგინიშნათ ექიმმა. არანაირი სერიოზული პრობლემა არ არის მოსალოდნელი თუ შემთხვევით გადააჭარბეეთ დოზას.

თუ მეთი დესლოდექსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დესლოდექსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი ამის შესაძლებლობა გექნებათ და შემდეგ დაუბრუნდით რეგულარული დოზის მიღებას დანიშნულებისამებრ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტი, რომელიც შეიძლება მოხდეს დესლოდექსით მკურნალობის შეწყვეტისას

არ არსებობს ინფორმაცია.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან დესლოდექსში არსებულ ნივთიერებების მიმართ. გვერდითი მოვლენები პლაცებოს მსგავსია (წამლის ტიპი, რომელიც არ აქვს სამკურნალო თვისებები) მოზრდილებში. თუმცა დიარეა, ცხელება და უძილობა გვერდითი მოვლენებია, რომლებიც ჩვეულებრივ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში აღინიშნება. მოზრდილებში გვერდითი მოვლენებია - დაღლილობა, ქსეროსტომია და თავის ტკივილი, რომელიც უფრო ხშირად ხდება ვიდრე პლაცებო.

კვლევების დროს გამოვლენილი არასასურველი რეაქციები მითითებულია ქვემოთ გამოვლენის სიხშირისა და სისტემების მიხედვით:

სხვადასხვა ორგანული სისტემები:

ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია).

ხშირად: დაღლა

არცთუ ხშირად: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი

ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები (სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, უეცარი შეტევა, ჰალუცინაცია, მოუსვენრობა მოძრაობის მომატებით, ტაქიკარდია, გულისცემის რითმის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ჰეპათიტი, ძილიანობა, ფიზიკური და ფსიკიკური ჰიპერაქტივობა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, უძილობა, მოშვება, კუნთების ტკივილი, დისპეფსია.

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ბროშურაში მიმართეთ თქვენ ექიმს, ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გვერდითი მოვლენა, რომელიც არის ან არ არის ნახსენები ამ ბროშურაში, გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, შეატყობინეთ გვერდით მოვლენებზე თურქეთის ფარმაკოვიგილანსის ცენტრს (TUFAM) გამოსახულება „გვერდითი მოვლენების შეტყობინება“–ზე დაწკაპუნებით ვებგვერდზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზია. გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი შეისწავლონ იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • როგორ შევინახოთ დესლოდექსი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 º C –მდე ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

დესლოდექსი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დესლოდექსი თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას გარეგნულად და აცნობეთ ფარმაცევტს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებადი წამალი. გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემას.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:

VEM İLAÇ San. ve Tic. A.Ş.

Maslak Mahallesi AOS 55. Sokak

42 Maslak A Blok Sit. No: 2/134

Sarıyer/სტამბოლი/თურქეთი

წარმოების ადგილი:

VEM İLAÇ San. ve Tic. A.Ş.

Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi

Karaağac Mah. Fatih Blv. Bo: 38

Kapakli/TEKIRDAĞ/თურქეთი

ეს ბროშურა დამოწმებულია 16.01.2018

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა