დესლორადინი
DESLORADIN®
დესლორადინი შეიცავს დესლორატადინს, რომელიც არის ანტიჰისტამინი. დესლორადინი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რაც არ იწვევს ძილიანობას. იგი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და სიმპტომების კონტროლს. დესლორადინი 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერში 20 ტაბლეტით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დესლორატადინი (desloratadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- BIOFARMA ILAC SANAYI VE TICARET A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- R06AX27
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039879
- რეგისტრირებულია
- 28 დეკემბერი 2023, მოქმედებს 28 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BIOFARMA ILAC SANAYI VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს “ეიჩ ბი-ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დესლორადინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დესლორადინი შეიცავს დესლორატადინს, რომელიც არის ანტიჰისტამინი.
დესლორადინი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რაც არ იწვევს ძილიანობას. იგი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და სიმპტომების კონტროლს.
დესლორადინი 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერში 20 ტაბლეტით.
ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, რომელიც მიღებულია რქოსანი პირუტყვის რძისგან.
დესლორადინი ხსნის სიმპტომებს, რომელიც ასოცირდება ალერიგულ რინიტთან, როგორიცაა ცემინება, სისველე ან ქავილი ცხვირში, ხახის ქავილი, თვალების სიწითლე ან წყლიანობა (მაგ. თივის ცხელება ან მტვრის ტკიპას მიმართ ალერგია).
დესლორადინი ასევე ინიშნება ჭინჭრის ციებასთან ასოცირებული სიმპტომების მოხსნასთან (კანის დაავადება გამოწვეული ალერგიით) როგორიცაა ქავილი და შეშუპება და თივის ცხელება)
მოცემული სიმპტომების მოხსნა გრძელდება მთელი დღე და ხელს უწყობს დღის მანძილზე ნორმალური საქმიანობის წარმართვას და ძილს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
მთლიანი ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით ჭამის წინ ან შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
არ მისცეთ ეს პრეპარატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
გამოყენება ხანდაზმულებში:
დესლორადინის ეფექტურობა და უსაფრთხოება გერიატრიულ პოპულაციაში არ დადგენილა.
უკუჩვენებები
- თუ ხართ ალერგიული დესლორატადინის, ლორატადინის ან პრეპარატის რომელიმე ნივთიერების მიმართ.
გარფთხილებები და სიფრთხილის ზომები
- აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს დესლორატადინის მიღებამდე, თუ გაქვთ თირკმლის დარღვეული ფუნქცია.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი თუ მოცემული მტკიცებულებები გეხებოდათ წარსულშიც კი.
დესლორადინი საკვებთან და სასმელთან ერთად
დესლორადინის მიღება შესაძლებელია საკვების გარეშე.
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში:
არ არსებობს მოანცემები მისი გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით.
თირკმლის უკამრისობის დროს:
დესლორადინი გამოიყენება სიფრთხილით თირკმლის მწვავე უკამრისობის დროს.
თუ შეამჩნევთ, რომ დესლორადინი ძალიან ძლიერ ან სუსტად მოქმედებს თქვენზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ დესლორადინს:
მიიღეთ დესლორადინი მხოლოდ ისე, როგორც გამოწერილია თვენთვის. არ არის მოსალოდნელი სერიოზული პრობლემები შემთხვევით ჭარბი დოზირებისას.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დესლორადინი აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დესლორადინის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ დაუყოვნებლივ ან დაუბრუნდით რეგულარულ დოზირების განრიგს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფქტები დესლორადინის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:
არ შეინიშნებოდა ეფექტები.
თუ შეწყვიტეთ დესლორადინის მიღება
დამატებითი კითხვებისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უცნობია დესლორადინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
როგორ მიიღოთ დესლორადინი
პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით.
თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან:
რეკომენდებულია ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მოცემული პრეპარატი მიიღება პერორალურად. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით ჭამის წინ ან შემდეგ.
მკურნალობის სიხშირესთან დაკავშირებით, ექიმი გადაწყვეტს ალერგიული რინიტის ტიპს და განსაზღვრავს დესლორადინის მიღების ხანგრძლივობას.
თუ თქვენი ალერგიული რინიტი წყვეტილია (სიმპტომები არსებობს <4 დღე კვირაში ან <4 კვირა), ექიმი გირჩევთ მკურნალობის განრიგს, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ისტორიაზე.
თუ თქვენი ალერიგული რინიტი მუდმივია (სიმპტომების არსებობს 4 დღე ან მეტი კვირაში და >4 კვირა), ექიმი დაგინიშნავთ უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.
ჭინჭრის ციებისთვის, მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებს შორის და ამიტომ უნდა დაიცვათ ექიმის ინსტრუქციები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის მიღების შესახებ.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულათ ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის მიღებამდე.
თუ დაფეხმძიმდით მკურნალობის პერიოდში დაუყონებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დესლორადინის მიღება არ არის რეკომენდებული თუ ხართ ორსულად.
ლაქტაცია
ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა პრეარატის მიღებამდე.
დესლორადინის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
რეკომედებული დოზებით მოცემული პრეპარატი არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა არ განიცდის ძილიანობას, რეკომენდებულია არ განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რაც მოითხოვს გონებრივ ყურადღებას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მეაქნაიმზების მართვა .
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესლორადინის ზოგიერთი ნივთიერების მიმართ
თუ გაცნობეს, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
დესლორადინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიულირ რექციები ვინაიდან შეიცავს სანსეტ ყვითელ FCF ალუმინის ლაქს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დესლორადინის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არის დაფიქსირებული. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ძალიან იშვიათადაც კი, პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ დესლორადინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვედითი ეფექტები.
არასასურველი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სიხშირის მიხედვით:
- ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში.
- ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანი, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე მეტ ადამიანზე.
- არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანი, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-ზე მეტ ადამიანზე.
- იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანი, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანზე.
- ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1-მდე ადამიანში.
- უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
დესლორადინის გაყიდვაში არსებობისას მწვავე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, თივის ცხელება და შეშუპება) შეინიშნებოდა ძალიან იშვიათად. თუ შენიშნავთ რომელიმე სერიოზულ გევრდით ეფექტს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
კლინიკურ კვლევებში მოზრდილებში, გვერდითი ეფექტები იგივე იყო ფიქტიური ტაბლეტის მიღებისას. თუმცა, დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი ძალიან ხშირი იყო ფიქტიური ტაბლეტის მიღებისას.
დესლორატადინით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა:
ხშირი:
- დაღლილობა
- პირის სიმშრალე
- თავის ტკივილი
ესენია დესლორადინის მსუბუქი ეფექტები.
დესლორადინის გაყიდვაში არსებობისას შეინიშნებოდა შემდეგი სახის გვერდითი ეფქტები:
ძალიან იშვიათი:
- მწვავე ალერგიული რეაქციები
- გამონაყარი
- მოუსვენრობა სხეულის გაძლიერებული მოძრაობით
- სწრაფი გულსიცემა
- ღვიძლის ფუნქციის დარღვეული ტესტები
- ღვიძლის ანთება
- კუჭის ტკივილი
- გულისრევა
- ღებინება
- დიარეა
- უძილობა
- ძილიანობა
- კუნთების ტკივილი
- კუჭის დისკომფორტი
- ჰალუცინაციები
- კრუნჩხვები
უცნობია:
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ (სუსტი მზის დროსაც) და UV სინათლის მიმართ (სოლარიუმი)
- გულისცემის ცვლილება
- კანის და/ან თვალების გაყვითლება
- უჩვეულო სისუსტე
თუ განვითარდება გვერდითი ეფექტი, რაც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული სტანდარტული სიფრთხილის ზომები, რომლებსაც შეუძლიათ არაშეწოვილი სამკურნალო საშულების ნივთიერების ამოღება.
რეკომენდებულია სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.
დესლორატადინის მრავალდოზიანი კლინიკურ კვლევაში, რომელიც შეყვანილი იქნა მოზრდილებში და მოზარდებში 45 მგ დოზამდე (9-ჯერ კლინიკურ დოზა), კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. უცნობია შესაძლებელია თუ არა მისი აღმოფხვრა პერიტონეალური დიალიზით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება : დესლორატადინი .......................................5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძისგან) ...........1,8 მგ
სანსეთ ყვითელი FCF ალუმინის ლაქი ............................................... 0,009 მგ
იხილეთ 6.1 დამხმარე ნივთიერებებისთვის
შენახვის პირობები
დესლორადინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25℃-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ დესლორადინი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
თუ შენიშნავთ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე დეფექტებს არ გამოიყენოთ დესლორადინი.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
ბიოფარმა ილაჩ სან. ვე ტიქ. ა.შ.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად N: 156
სანჯაკტეპე/სტამბული
ტელ.: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის
ათქ კოდი: R06AX27
მოქმედების მექანიზმი:
დესლორატადინი არის ჰისტამინის არამდგრადი, ხანგრძლივი მოქმედების, ძლიერი ანტაგონისტი, სელექციური პერიფერიული H1 რეცეპტორების ანტაგონისტური აქტივობით. პერორალური მიღების შემდეგ, დესლორატადინი შერჩევით ბლოკავს პერიფერიულ ჰისტამინის H1-რეცეპტორებს, რადგან ის გამორიცხულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შესვლისგან.
დესლორატადინმა აჩვენა ანტიალერგიული თვისებები ინ ვიტრო კვლევებიდან. ეს მოიცავს პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლების ინჰიბირებას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13 ადამიანის მასტის უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან, ასევე ადჰეზიური მოლეკულის P-სელექტინის ექსპრესიის დათრგუნვა ენდოთელიალურ უჯრედებზე. . ამ დაკვირვებების კლინიკური მნიშვნელობა ჯერ არ არის დადასტურებული.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
დესლორატადინის მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაში, 20 მგ დესლორატადინის მიღებით დღიური დოზით 14 დღის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვთა ეფექტები. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში, რომელშიც დესლორატადინი შეყვანილი იყო დღიური დოზით 45 მგ (9-ჯერ კლინიკურ დოზა) ათი დღის განმავლობაში, QTc ინტერვალის გახანგრძლივება არ დაფიქსირებულა.
მრავალდოზიანი, ერითრომიცინის ან კეტოკონაზოლის ურთიერთქმედების კვლევებში არ იქნა ნაპოვნი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დესლორატადინის პლაზმურ კონცენტრაციებში.
დესლორატადინი ადვილად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში, არ იყო ძილიანობის სიხშირე პლაცებოსთან შედარებით. დესლორატადინის ტაბლეტებმა არ იმოქმედა ფსიქომეტრიულ ეფექტურობაზე კლინიკურ კვლევებში, თუნდაც 7,5 მგ დღიური დოზით. ერთჯერადი დოზის კვლევაში, 5 მგ დესლორატადინმა არ იმოქმედა ფრენის შესრულების სტანდარტულ ზომებზე, სუბიექტური ძილიანობის გამწვავების ჩათვლით ან ფრენასთან დაკავშირებული ამოცანების ჩათვლით.
კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში, ალკოჰოლთან ერთდროულმა გამოყენებამ არ გამოიწვია მუშაობის შესუსტება ან უძილობის გაზრდა, რაც დაკავშირებულია ალკოჰოლთან. არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქომოტორული ტესტის შედეგებში დესლორატადინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, ცალკე თუ ალკოჰოლთან ერთად.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტური იყო ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, შეშუპება/ცხვირის გაჭედვა, ასევე თვალის ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე და სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტურად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში. დესლორატადინის ტაბლეტების ეფექტურობა ნათლად არ იყო ნაჩვენები 12-დან 17 წლამდე მოზარდებში ჩატარებულ კვლევებში.
ალერგიული რინიტი კლასიფიცირდება როგორც სეზონური და მორეციდივე ალერგიული რინიტი, ხოლო ის ასევე შეიძლება კლასიფიცირებული იყოს როგორც წყვეტილი და მუდმივი ალერგიული რინიტი. წყვეტილი ალერგიული რინიტი შეიძლება განისაზღვროს სიმპტომებით, რომლებიც გრძელდება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები. მუდმივი ალერგიული რინიტი შეიძლება განისაზღვროს სიმპტომებით, რომლებიც გრძელდება კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი.
დესლორატადინის ტაბლეტები ეფექტურია რინო-კონიუნქტივიტის სიცოცხლის ხარისხის შეფასებისას სეზონური ალერგიული რინიტის გამწვავების შესამცირებლად. ყველაზე დიდი განკურნება დაფიქსირდა ყოველდღიურ საქმიანობაში და პრაქტიკულ პრობლემებში, რომლებიც შეზღუდულია სიმპტომებით.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილი იყო, როგორც ჭინჭრის ციების კლინიკური მოდელი, ვინაიდან ფიზიოპათოლოგია ფონურად მსგავსია ნებისმიერ ეტიოლოგიაში და უფრო ადვილია ქრონიკული პაციენტების რეკრუტირება პერსპექტიული კვლევებისთვის. ვინაიდან ჰისტამინის გამოყოფა არის ჭინჭრის ციების ყველა დაავადების მიზეზი, როგორც რეკომენდებულია დესლორატადინის კლინიკურ გაიდლაინებში, მოსალოდნელია, რომ ის ეფექტური იქნება ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების გარდა სხვა ურტიკარიული დაავადებების სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში პლაცებოზე კონტროლირებად ორ ექვსკვირიან კვლევაში დესლორატადინი ეფექტური იყო ქავილის შესამსუბუქებლად და კანზე შეშუპებისა და სიწითლის ზომისა და რაოდენობის შემცირებაში მკურნალობის პირველი დღიდან. ორივე კვლევაში ეფექტები შენარჩუნებული იყო ცვლილების გარეშე 24 საათიანი დოზირების ინტერვალის განმავლობაში. ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სხვა ანტიჰისტამინურ კვლევებში, ზოგიერთი პაციენტი, რომლებმაც არ უპასუხეს ანტიჰისტამინურ საშუალებებზე, გამოირიცხა. ქავილის შემცირება დაფიქსირდა პაციენტთა 50%-ში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს, შემთხვევების 55%-ში, პლაცებოს მიღებისას პაციენტების 19%-თან შედარებით.
დესლორატადინით მკურნალობამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ზემოქმედება ძილისა და დღის ფუნქციონირებაზე, რაც იზომება ამ ცვლადების შესაფასებლად გამოყენებული ოთხპუნქტიანი სკალის მიხედვით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
აბსორბცია:
დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გამოვლინდეს დესლორატადინის გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში მოზრდილებში და მოზარდებში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევით დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის დაგროვების ხარისხი შეესაბამებოდა მის ნახევარგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და დოზის „ერთჯერადად“ სიხშირეს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციული იყო 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.
დისტრიბუცია:
დესლორატადინი ზომიერად (83% - 87%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. დღეში ერთხელ დოზის (5 მგ და 20 მგ) დესლორატადინის 14 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ, კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის დაგროვების ნიშნები არ დაფიქსირებულა.
ბიოტრანსფორმაცია:
ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, ჯერ არ არის გამოვლენილი, შესაბამისად არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან შესაძლო ურთიერთქმედების სრულიად უგულებელყოფა.
CYP3A4 და CYP2D6 სპეციფიკური ინჰიბიტორებით in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ფერმენტები არ არის ეფექტური დესლორატადინის მეტაბოლიზმში. დესლორატადინი არ აინჰიბირებს CYP3A4 ან CYP2D6 და ის არ არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი ან ინჰიბიტორი.
ჯანმრთელ მოზრდილებში ტაბლეტების ფორმულირებით ჩატარებული მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევაში აღმოჩნდა, რომ ოთხი პაციენტი ნელა მეტაბოლიზებდა დესლორატადინს, რომელიც შეიცვლებოდა 4%-მდე. ამ შემთხვევებში Cmax კონცენტრაცია იყო დაახლოებით 3-ჯერ მეტი დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 89 საათი.
ფარმაკოლოგიური და კლინიკური კვლევების სერიაში დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო შემთხვევების 6%-ში. ეს ნელი მეტაბოლური ფენოტიპის პრევალენტობა შედარებადი იყო მოზრდილებში (6%) და პედიატრიულ შემთხვევებში 2-11 წლის ასაკში (6%) და უფრო მაღალი იყო შავკანიანებში (18% მოზრდილებში და 16% პედიატრიულ შემთხვევებში) თეთრკანიანებთან შედარებით (2% მოზრდილები და 3% პედიატრიულ შემთხვევებში); მაგრამ ამ სუბიექტების უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისგან.
აღმოფხვრა:
დესლორატადინის ერთჯერადი დოზის შესწავლისას 7,5 მგ დოზით, ნაჩვენები იყო, რომ საკვები (ცხიმებითა და კალორიებით მდიდარი საუზმე) გავლენას არ ახდენს დესლორატადინის გამოყოფაზე. სხვა კვლევაში აღმოჩნდა, რომ გრეიფრუტის წვენს არ აქვს გავლენა დესლორატადინის გამოყოფაზე.
ხაზოვნება / არახაზოვნება:
დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციულია 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
დესლორადინი 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისთვის.
- აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ დესლორატადინს.
- დამხმარე ნივთიერებები: ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი (E553b), ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძისგან), ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენ გლიკოლი, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი (E132) და სანსეთ ყვითელი FCF ალუმინის ლაქი (E110).
ფრთხილად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი პრეპარატის გამოყენებამდე. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
- მოცემული პრეპარატის გამოყენებისას, ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტის
დროს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
- დაიცავით მოცემულ ფურცელ-ჩანართში მითითებული დირექტივები. არ
გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვისაა რეკომენდებული.
აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში:
- რა არის დესლორადინი და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ დესლორადინის მიღებამდე
- როგორ უნდა მიიღოთ დესლორადინი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ უნდა შეინახოთ დესლორადინი
თემები შეიცავს.
რა არის დესლორადინი და რისთვის გამოიყენება ის?
დესლორადინი შეიცავს დესლორატადინს, რომელიც არის ანტიჰისტამინი.
დესლორადინი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რაც არ იწვევს ძილიანობას. იგი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და სიმპტომების კონტროლს.
დესლორადინი 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერში 20 ტაბლეტით.
ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, რომელიც მიღებულია რქოსანი პირუტყვის რძისგან.
დესლორადინი ხსნის სიმპტომებს, რომელიც ასოცირდება ალერიგულ რინიტთან, როგორიცაა ცემინება, სისველე ან ქავილი ცხვირში, ხახის ქავილი, თვალების სიწითლე ან წყლიანობა (მაგ. თივის ცხელება ან მტვრის ტკიპას მიმართ ალერგია).
დესლორადინი ასევე ინიშნება ჭინჭრის ციებასთან ასოცირებული სიმპტომების მოხსნასთან (კანის დაავადება გამოწვეული ალერგიით) როგორიცაა ქავილი და შეშუპება და თივის ცხელება)
მოცემული სიმპტომების მოხსნა გრძელდება მთელი დღე და ხელს უწყობს დღის მანძილზე ნორმალური საქმიანობის წარმართვას და ძილს.
რა უნდა იცოდეთ დესლორადინის მიღებამდე
არ მიიღოთ დესლორადინი:
- თუ ხართ ალერგიული დესლორატადინის, ლორატადინის ან პრეპარატის რომელიმე ნივთიერების მიმართ.
გარფთხილებები და სიფრთხილის ზომები
- აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს დესლორატადინის მიღებამდე, თუ გაქვთ თირკმლის დარღვეული ფუნქცია.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი თუ მოცემული მტკიცებულებები გეხებოდათ წარსულშიც კი.
დესლორადინი საკვებთან და სასმელთან ერთად
დესლორადინის მიღება შესაძლებელია საკვების გარეშე.
ორსულობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის მიღების შესახებ.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულათ ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის მიღებამდე.
თუ დაფეხმძიმდით მკურნალობის პერიოდში დაუყონებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დესლორადინის მიღება არ არის რეკომენდებული თუ ხართ ორსულად.
ლაქტაცია
ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა პრეარატის მიღებამდე.
დესლორადინის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
რეკომედებული დოზებით მოცემული პრეპარატი არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა არ განიცდის ძილიანობას, რეკომენდებულია არ განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რაც მოითხოვს გონებრივ ყურადღებას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მეაქნაიმზების მართვა .
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესლორადინის ზოგიერთი ნივთიერების მიმართ
თუ გაცნობეს, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
დესლორადინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიულირ რექციები ვინაიდან შეიცავს სანსეტ ყვითელ FCF ალუმინის ლაქს.
სხვა პრეპარატები და დესლორადინი
უცნობია დესლორადინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
როგორ მიიღოთ დესლორადინი
პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით.
თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან:
რეკომენდებულია ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მოცემული პრეპარატი მიიღება პერორალურად. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით ჭამის წინ ან შემდეგ.
მკურნალობის სიხშირესთან დაკავშირებით, ექიმი გადაწყვეტს ალერგიული რინიტის ტიპს და განსაზღვრავს დესლორადინის მიღების ხანგრძლივობას.
თუ თქვენი ალერგიული რინიტი წყვეტილია (სიმპტომები არსებობს <4 დღე კვირაში ან <4 კვირა), ექიმი გირჩევთ მკურნალობის განრიგს, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ისტორიაზე.
თუ თქვენი ალერიგული რინიტი მუდმივია (სიმპტომების არსებობს 4 დღე ან მეტი კვირაში და >4 კვირა), ექიმი დაგინიშნავთ უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.
ჭინჭრის ციებისთვის, მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებს შორის და ამიტომ უნდა დაიცვათ ექიმის ინსტრუქციები.
მიღების მეთოდი:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
მთლიანი ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით ჭამის წინ ან შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
არ მისცეთ ეს პრეპარატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
გამოყენება ხანდაზმულებში:
დესლორადინის ეფექტურობა და უსაფრთხოება გერიატრიულ პოპულაციაში არ დადგენილა.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში:
არ არსებობს მოანცემები მისი გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით.
თირკმლის უკამრისობის დროს:
დესლორადინი გამოიყენება სიფრთხილით თირკმლის მწვავე უკამრისობის დროს.
თუ შეამჩნევთ, რომ დესლორადინი ძალიან ძლიერ ან სუსტად მოქმედებს თქვენზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ დესლორადინს:
მიიღეთ დესლორადინი მხოლოდ ისე, როგორც გამოწერილია თვენთვის. არ არის მოსალოდნელი სერიოზული პრობლემები შემთხვევით ჭარბი დოზირებისას.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დესლორადინი აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დესლორადინის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ დაუყოვნებლივ ან დაუბრუნდით რეგულარულ დოზირების განრიგს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფქტები დესლორადინის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:
არ შეინიშნებოდა ეფექტები.
თუ შეწყვიტეთ დესლორადინის მიღება
დამატებითი კითხვებისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვედითი ეფექტები.
არასასურველი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სიხშირის მიხედვით:
- ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში.
- ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანი, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე მეტ ადამიანზე.
- არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანი, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-ზე მეტ ადამიანზე.
- იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანი, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანზე.
- ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1-მდე ადამიანში.
- უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
დესლორადინის გაყიდვაში არსებობისას მწვავე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, თივის ცხელება და შეშუპება) შეინიშნებოდა ძალიან იშვიათად. თუ შენიშნავთ რომელიმე სერიოზულ გევრდით ეფექტს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
კლინიკურ კვლევებში მოზრდილებში, გვერდითი ეფექტები იგივე იყო ფიქტიური ტაბლეტის მიღებისას. თუმცა, დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი ძალიან ხშირი იყო ფიქტიური ტაბლეტის მიღებისას.
დესლორატადინით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა:
ხშირი:
- დაღლილობა
- პირის სიმშრალე
- თავის ტკივილი
ესენია დესლორადინის მსუბუქი ეფექტები.
დესლორადინის გაყიდვაში არსებობისას შეინიშნებოდა შემდეგი სახის გვერდითი ეფქტები:
ძალიან იშვიათი:
- მწვავე ალერგიული რეაქციები
- გამონაყარი
- მოუსვენრობა სხეულის გაძლიერებული მოძრაობით
- სწრაფი გულსიცემა
- ღვიძლის ფუნქციის დარღვეული ტესტები
- ღვიძლის ანთება
- კუჭის ტკივილი
- გულისრევა
- ღებინება
- დიარეა
- უძილობა
- ძილიანობა
- კუნთების ტკივილი
- კუჭის დისკომფორტი
- ჰალუცინაციები
- კრუნჩხვები
უცნობია:
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ (სუსტი მზის დროსაც) და UV სინათლის მიმართ (სოლარიუმი)
- გულისცემის ცვლილება
- კანის და/ან თვალების გაყვითლება
- უჩვეულო სისუსტე
თუ განვითარდება გვერდითი ეფექტი, რაც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დესლორადინის შენახვის პირობები
დესლორადინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25℃-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ დესლორადინი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
თუ შენიშნავთ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე დეფექტებს არ გამოიყენოთ დესლორადინი.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
ბიოფარმა ილაჩ სან. ვე ტიქ. ა.შ.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად N: 156
სანჯაკტეპე/სტამბული
ტელ.: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20
მწარმოებელი:
ბიოფარმა ილაჩ სან. ვე ტიქ. ა.შ.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად N: 156
სანჯაკტეპე/სტამბული
ტელ.: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი დამტკიცებულია 04/08/2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


