პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ელსანტი

ELSANT

ურეცეპტოდ5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს დესლორატადინს, რომელიც არის ანტიჰისტამინური საშუალება. ელსანტი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესლორატადინი (desloratadine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
DEVA HOLDING A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX27
რეგისტრაციის ნომერი
რ-040134
რეგისტრირებულია
1 თებერვალი 2024, მოქმედებს 1 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DEVA HOLDING A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაელსანტი და სხვა წამალი ერთად

ელსანტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს დესლორატადინს, რომელიც არის ანტიჰისტამინური საშუალება.

ელსანტი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს.

ელსანტის 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოწოდებულია 20 ან 30 ტაბლეტის შეფუთვაში.

ელსანტი ხსნის ალერგიულ რინიტთან (მაგ. თივის ცხელება, ალერგია სახლის მტვრის ტკიპაზე) ასოცირებულ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, სურდო და ცხვირის ქავილი, სასის ქავილი და თვალების ქავილი, სიწითლე ან ცრემლდენა.

ელსანტი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა) დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად. ეს სიმპტომები მოიცავს ქავილს და ჭინჭრის ციებას.

ამ სიმპტომების შემსუბუქება გრძელდება მთელი დღე-ღამე და გეხმარებათ, რომ დაუბრუნდეთ ნორმალურ ყოველდღიურ საქმიანობას და ძილს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, თქვენი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის ტიპს და განსაზღვრავს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ელსანტი.

პერიოდული ალერგიული რინიტის შემთხვევაში, (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში), თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის გრაფიკს, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ისტორიის შეფასებაზე.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი მუდმივია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 ან მეტი დღე და 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში), თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

ჭინჭრის ციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტში და ამიტომ უნდა მიჰყვეთ თქვენი ექიმის მითითებებს.

მიღების გზა და მეთოდი

ეს პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით, სავსე კუჭზე ან უზმოზე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ეს პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში

ელსანტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ დადგენილი არ არის ხანდაზმულებში.

განსაკუთრებული მდგომარეობები

ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს მონაცემები მისი გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის დროს.

თირკმლის უკმარისობა

თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, ელსანტი სიფრთხილით მიიღება.

თუ ფიქრობთ, რომ ელსანტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ელსანტი, ვიდრე საჭიროა

მიიღეთ ელსანტი მხოლოდ დანიშნულების მიხედვით. შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ელსანტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ელსანტის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე და შემდეგ დაუბრუნდით დოზირების ჩვეულებრივ რეჟიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ შეწყვეტთ ელსანტის მიღებას

ეფექტების შესახებ შეტყობინებები არ არის.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დესლორატადინის, ლორატადინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ელსანტის მიღებისას

  • თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ფარმაცევტს.
  • თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა.

თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.

ელსანტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ელსანტის მიღება შესაძლებელია უზმოზე ან სავსე კუჭზე.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, ეს ტაბლეტები გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით (იხ. პუნქტი 5.2).

დესლორატადინის გამოყენება საჭიროებს გულდასმით დაკვირვებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე პაციენტებში.

დესლორატადინის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1.2 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა დესლორატადინით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, რომლის დროსაც იმავდროულად გამოიყენებოდა ერითრომიცინი ან კეტოკონაზოლი (იხ. პუნქტი 5.1).

კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში ალკოჰოლთან ერთად მიღებისას ელსანტი არ აძლიერებდა ალკოჰოლის ზემოქმედებას.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისთვის

არ არსებობს მონაცემები სპეციალურ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევების შესახებ.

პედიატრიული მოსახლეობა

არ არსებობს მონაცემები პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ელსანტის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ელსანტის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეკომენდებული დოზით, მოსალოდნელია, რომ ეს პრეპარატი არ იმოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას არ აღენიშნება ძილიანობა, რეკომენდებულია არ შეასრულოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცაა ავტომობილის ან მექანიზმების მართვა, ვიდრე არ დაადგენთ თქვენს რეაქციას სამკურნალო პროდუქტზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელსანტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ელსანტის ტაბლეტები შეიცავს 1.2 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატების მიღება

ცნობილი არ არის ელსანტის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1,000-<1/1-0), იშვიათი (>1/10,000-<1/1,000), ძალიან იშვიათი (1/10,000) და უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

ბაზარზე განთავსების შემდეგ დესლოროტადინის მიღებისას ძალიან იშვიათად დაფიქსირდა მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევები (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სერიოზულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

მოზრდილებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც პლაცებო ტაბლეტის მიღების დროს. თუმცა, დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებო ტაბლეტის მიღებისას. მოზარდებში თავის ტკივილი იყო ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა.

დესლორატიდინის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი

  • დაღლილობა
  • პირის სიმშრალე
  • თავის ტკივილი

ეს დესლოროტადინის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

დესლოროტადინის ბაზარზე რეალიზაციის დროს დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:

ძალიან იშვიათი

  • მძიმე ალერგიული რეაქციები
  • გამონაყარი
  • მოუსვენრობა სხეულის მოძრაობის გზრდით
  • სწრაფი გულისცემა
  • ღვიძლის ფუნქციის ტესტებში დარღვევები
  • ჰეპატიტი
  • კუჭის ტკივილი
  • ღებინების შეგრძნება (გულისრევა)
  • ღებინება
  • დიარეა
  • ძილის უუნარობა
  • ძილიანობა
  • კუნთების ტკივილი
  • კუჭის გაღიზიანება
  • ჰალუცინაციები
  • კრუნჩხვები

უცნობი:

  • უჩვეულო სისუსტე
  • კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, მაგალითად, სოლარიუმის ულტრაიისფერი ნათურების მიმართ
  • არითმია
  • კანის და/ან თვალების გაყვითლება

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) „წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინების“ სიმბოლოზე დაწკაპუნებით მისამართზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ +90 800 314 00 08, გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზი. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს/ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გაითვალისწინეთ სტანდარტული ზომები არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების გამოსადევნად. რეკომენდებულია სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაზე დაყრდნობით, რომლის დროსაც მიიღებოდა 45 მგ-მდე დესლორატადინი (კლინიკურ დოზაზე 9-ჯერ უფრო მეტი), კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით; არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ის პერიტონეალური დიალიზით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (1.20 მგ), ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი (2.00 მგ)

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და პრეპარატის თავდაპირველ კონტეინერში.

მიიღეთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენეთ ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თუ შენიშნავთ რაიმე დეფექტს ტაბლეტებზე/ან მის შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის

ათქ კოდი: R06AX27

მოქმედების მექანიზმი

დესლორატადინი არის არადამამშვიდებელი, ხანგრძლივი მოქმედების ჰისტამინის ანტაგონისტი ძლიერი, სელექციური პერიფერიული HI-რეცეპტორების ანტაგონისტური აქტივობით. პერორალური მიღების შემდეგ, დესლორატადინი შერჩევითად ბლოკავს პერიფერიულ ჰისტამინის HI-რეცეპტორებს, რადგან ნივთიერება არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

დესლორატადინმა აჩვენა ანტიალერგიული თვისებები ინ ვიტრო კვლევებში. ეს მოიცავს პრო-ანთებითი ციტოკინების, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13 გამოთავისუფლების ინჰიბირებას ადამიანის მასტოციტებიდან/ბაზოფილებიდან, ასევე ენდოთელიალურ უჯრედებზე ადჰეზიური მოლეკულის P-სელექტინი ექსპრესიის დათრგუნვას. ამ მონაცემების კლინიკური რელევანტურობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

პედიატრიული მოსახლეობა

დესლორატადინის სიროფის ეფექტურობა არ არის შესწავლილი ცალკეულ პედიატრიულ კვლევებში. თუმცა, დესლორატადინის სიროფის უსაფრთხოება გამოვლინდა სამ პედიატრიულ კვლევაში.

ბავშვები, 6 თვიდან 11 წლამდე, რომლებიც იყვნენ ანტიჰისტამინური თერაპიის კანდიდატები, იღებდნენ დესლორატადინის დღიურ დოზას 1 მგ (6-დან 11 თვემდე), 1.25 მგ (1-დან 5 წლამდე) ან 2.5 მგ (6-დან 11 წლამდე). პაციენტებმა მკურნალობა კარგად გადაიტანეს, რაც დადასტურებული იყო კლინიკური ლაბორატორიული ტესტებით, სასიცოცხლო ნიშნებით და ეკგ ინტერვალის მონაცემებით, მათ შორის QTc-ით (კორექტირებული QT). რეკომენდებული დოზებით მიღებისას, დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკური აქტივობა მსგავსი იყო პედიატრიულ და ზრდასრულ პოპულაციებში. ამრიგად, ვინაიდან სეზონური ალერგიული რინიტის/ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მიმდინარეობა და დესლორატადინის პროფილი მსგავსია მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში, დესლორატადინის ეფექტურობის მონაცემები მოზრდილებში შეიძლება ექსტრაპოლირებული იყოს პედიატრიულ პოპულაციაში.

მოზრდილები და მოზარდები

მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაში, რომლის დროსაც 20 მგ-მდე დესლორატადინი მიიღებოდა ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი კარდიოვასკულარული ეფექტი. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში, რომლის დროსაც დესლორატადინი შეყვანილი იყო დოზით 45 მგ დღეში (ცხრაჯერ აღემატებოდა კლინიკურ დოზას) ათი დღის განმავლობაში, არ გამოვლენილა QTc-ის (დრო Q კბილიდან T კბილამდე ეკგ-ზე) ინტერვალის გახანგრძლივება.

დესლორატადინი ადვილად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში, არ აღინიშნა ძილიანობის უფრო მეტი სიხშირე პლაცებოსთან შედარებით. დესლორატადინის ტაბლეტები, რომლებიც მიიღებოდა 7,5 მგ ერთჯერადი დღიური დოზით, არ ახდენდა გავლენას ფსიქომოტორულ ფუნქციაზე კლინიკურ კვლევებში. მოზრდილებში ჩატარებული ერთჯერადი დოზის კვლევაში, 5 მგ დესლორატადინმა არ იმოქმედა ფრენის შესრულების სტანდარტულ ზომებზე, მათ შორის არ აღინიშნა სუბიექტური ძილიანობის გამწვავება ან ფრენასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების გაძნელება.

კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში, ალკოჰოლთან ერთდროულმა გამოყენებამ არ გამოიწვია ალკოჰოლით გამოწვეული შრომისუნარიანობის დაქვეითების ან ძილიანობის გაზრდა. არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქომოტორული ტესტის შედეგებში დესლორატადინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, ცალკე თუ ალკოჰოლთან ერთად. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში დესლორატადინმა ალკოჰოლთან ერთად მიღებისას არ გამოიწვია ალკოჰოლის ეფექტების გაძლიერება.

დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა კეტოკონაზოლისა და ერითრომიცინის მრავალჯერადი დოზების ურთიერთქმედების კვლევებში.

ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებში, დესლორატადინის ტაბლეტები ეფექტური იყო ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, შეგუბება/გაჭედვა, აგრეთვე თვალის ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე და სასის ქავილი.

გარდა სეზონური და მრავალწლიანი დადგენილი კლასიფიკაციისა, ალერგიული რინიტი ალტერნატიულად შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც პერიოდული ალერგიული რინიტი და მუდმივი ალერგიული რინიტი სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით. პერიოდული ალერგიული რინიტი განისაზღვრება, როგორც სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში. მუდმივი ალერგიული რინიტი განისაზღვრება, როგორც სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღე ან მეტი და 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

დესლორატადინის ტაბლეტები ეფექტური იყო სეზონური ალერგიული რინიტის ტვირთის შესამსუბუქებლად, როგორც ნაჩვენებია რინო-კონიუნქტივიტის ცხოვრების ხარისხის კითხვარის საერთო ქულით. ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა პრაქტიკული პრობლემებისა და სიმპტომებით შეზღუდული ყოველდღიური საქმიანობის სფეროებში.

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილი იყო, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობების კლინიკური მოდელი, ვინაიდან ძირითადი პათოფიზიოლოგია მსგავსია, ეტიოლოგიის მიუხედავად, და იმის გამო, რომ ქრონიკული პაციენტების პერსპექტიული რეკრუტირება უფრო ადვილია. ვინაიდან ჰისტამინის გამოყოფა არის გამომწვევი ფაქტორი ყველა ჭინჭრის ციების დროს, მოსალოდნელია, რომ დესლორატადინი ეფექტური იქნება ჭინჭრის ციების სხვა სიმპტომების შემსუბუქებისთვის, გარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისა, როგორც ეს რეკომენდებულია კლინიკურ გაიდლაინებში.

ორ პლაცებო კონტროლირებად ექვსკვირიან კვლევაში, პაციენტებში ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით, დესლორატადინი ეფექტური იყო ქავილის შესამსუბუქებლად და გამონაყარის ზომისა და რაოდენობის შესამცირებლად პირველი დოზირების ინტერვალის ბოლოს. თითოეულ კვლევაში ეფექტები შენარჩუნდა დოზირების 24 საათის ინტერვალში. როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების კვლევებისას, ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, გამორიცხული იყო პაციენტთა მცირე რაოდენობა, რომლებიც არ რეაგირებდნენ ანტიჰისტამინებზე. ქავილის გაუმჯობესება 50%-ზე მეტით დაფიქსირდა პაციენტების 55%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით, პლაცებოთი მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 19%-თან შედარებით. დესლორატადინით მკურნალობამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ძილის და დღის მანძილზე ფუნქციონირების დარღვევა, რაც იზომება ოთხბალიანი შკალით, რომელიც გამოიყენება ამ ცვლადების შესაფასებლად.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

აბსორბცია:

დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება და მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ; ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის დაგროვების ხარისხი შეესაბამებოდა მის ნახევარგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და დღეში ერთხელ დოზის სიხშირეს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციული იყო 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.

განაწილება:

დესლორატადინი ზომიერად უკავშირდება (83-87%) პლაზმის ცილებს. არ არსებობს აქტიური ნივთიერების კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვების მტკიცებულება მოზრდილებში და მოზარდებში დესლორატადინის (5 მგ-დან 20 მგ-მდე) დღეში ერთხელ მიღების შემდეგ 14 დღის განმავლობაში.

ბიოტრანსფორმაცია:

დესლორატადინის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ფერმენტი ჯერ არ არის გამოვლენილი და, შესაბამისად, ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან სრულად არ არის გამორიცხული. CYP3A4 და CYP2D6 სპეციფიკურ ინჰიბიტორებთან in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ფერმენტები არ არის ეფექტური დესლორატადინის მეტაბოლიზმში და in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სამკურნალო პროდუქტი არ თრგუნავს CYP3A4 ან CYP2D6-ს და არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატს და არც ინჰიბიტორს.

მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა ტაბლეტის ფორმით ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტში, აღმოჩნდა, რომ ოთხი სუბიექტი იყო დესლორატადინის ცუდი მეტაბოლიზატორი. ამ სუბიექტებში Cmax კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ უფრო მაღალი იყო დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 89 საათი.

ფარმაკოკინეტიკური და კლინიკური კვლევების სერიაში, სუბიექტების 6%-მა მიაღწია დესლორატადინის უფრო მაღალ კონცენტრაციას. ამ ცუდი მეტაბოლიზატორის ფენოტიპის გავრცელება ერთნაირი იყო მოზრდილებში (6%) და 2-11 წლის ასაკის (6%) პედიატრიულ სუბიექტებში და უფრო მეტი შავკანიანებში (18% ზრდასრული, 16% პედიატრიული), ვიდრე კავკასიელებში (2% ზრდასრული, 3% პედიატრიული) ორივე პოპულაციაში.

ელიმინაცია:

დესლორატადინის 7,5 მგ დოზის ერთჯერადი დოზის კვლევისას არ აღინიშნა საკვების (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) რაიმე გავლენა დესლორატადინის დისპოზიციაზე. სხვა კვლევაში, აღინიშნა გრეიფრუტის წვენის ზემოქმედება დესლორატადინზე.

წრფივობა/არაწრფივობა

დესლორატადინის ბიოშეღწევადობა პროპორციულია 5-20 მგ-ს შორის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ელსანტი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი East Pharma

მოდული 1.3.2 შეფუთვის ფურცელი

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ელსანტი

5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის წყალბადოფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102), ტალკი, ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), FD&C ლურჯი No:2/ინდიგო კარმინი Aluminim Lake (E 132), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172)

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს შეფუთვის ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს.

ამ პრეპარატის მიღების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, უთხარით თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ამ ფურცელში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა.

ამ ფურცელში:

  • რა არის ელსანტი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ელსანტის მიღებამდე
  • როგორ მიიღება ელსანტი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება ელსანტი
  • რა არის ელსანტი და რისთვის გამოიყენება

ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს დესლორატადინს, რომელიც არის ანტიჰისტამინური საშუალება.

ელსანტი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს.

ელსანტის 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოწოდებულია 20 ან 30 ტაბლეტის შეფუთვაში.

ელსანტი ხსნის ალერგიულ რინიტთან (მაგ. თივის ცხელება, ალერგია სახლის მტვრის ტკიპაზე) ასოცირებულ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, სურდო და ცხვირის ქავილი, სასის ქავილი და თვალების ქავილი, სიწითლე ან ცრემლდენა.

ელსანტი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა) დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად. ეს სიმპტომები მოიცავს ქავილს და ჭინჭრის ციებას.

ამ სიმპტომების შემსუბუქება გრძელდება მთელი დღე-ღამე და გეხმარებათ, რომ დაუბრუნდეთ ნორმალურ ყოველდღიურ საქმიანობას და ძილს.

  • რა უნდა იცოდეთ ელსანტის მიღებამდე

არ მიიღოთ ელსანტი

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დესლორატადინის, ლორატადინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ელსანტის მიღებისას

  • თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ფარმაცევტს.
  • თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა.

თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.

ელსანტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ელსანტის მიღება შესაძლებელია უზმოზე ან სავსე კუჭზე.

ორსულობა

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ელსანტის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ელსანტის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

რეკომენდებული დოზით, მოსალოდნელია, რომ ეს პრეპარატი არ იმოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას არ აღენიშნება ძილიანობა, რეკომენდებულია არ შეასრულოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცაა ავტომობილის ან მექანიზმების მართვა, ვიდრე არ დაადგენთ თქვენს რეაქციას სამკურნალო პროდუქტზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელსანტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ელსანტის ტაბლეტები შეიცავს 1.2 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატების მიღება

ცნობილი არ არის ელსანტის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს.

  • როგორ მიიღება ელსანტი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, თქვენი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის ტიპს და განსაზღვრავს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ელსანტი.

პერიოდული ალერგიული რინიტის შემთხვევაში, (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში), თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის გრაფიკს, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ისტორიის შეფასებაზე.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი მუდმივია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 ან მეტი დღე და 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში), თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

ჭინჭრის ციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტში და ამიტომ უნდა მიჰყვეთ თქვენი ექიმის მითითებებს.

მიღების გზა და მეთოდი

ეს პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით, სავსე კუჭზე ან უზმოზე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ეს პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში

ელსანტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ დადგენილი არ არის ხანდაზმულებში.

განსაკუთრებული მდგომარეობები

ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს მონაცემები მისი გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის დროს.

თირკმლის უკმარისობა

თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, ელსანტი სიფრთხილით მიიღება.

თუ ფიქრობთ, რომ ელსანტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ელსანტი, ვიდრე საჭიროა

მიიღეთ ელსანტი მხოლოდ დანიშნულების მიხედვით. შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ელსანტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ელსანტის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე და შემდეგ დაუბრუნდით დოზირების ჩვეულებრივ რეჟიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ შეწყვეტთ ელსანტის მიღებას

ეფექტების შესახებ შეტყობინებები არ არის.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1,000-<1/1-0), იშვიათი (>1/10,000-<1/1,000), ძალიან იშვიათი (1/10,000) და უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

ბაზარზე განთავსების შემდეგ დესლოროტადინის მიღებისას ძალიან იშვიათად დაფიქსირდა მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევები (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სერიოზულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

მოზრდილებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც პლაცებო ტაბლეტის მიღების დროს. თუმცა, დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებო ტაბლეტის მიღებისას. მოზარდებში თავის ტკივილი იყო ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა.

დესლორატიდინის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი

  • დაღლილობა
  • პირის სიმშრალე
  • თავის ტკივილი

ეს დესლოროტადინის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

დესლოროტადინის ბაზარზე რეალიზაციის დროს დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:

ძალიან იშვიათი

  • მძიმე ალერგიული რეაქციები
  • გამონაყარი
  • მოუსვენრობა სხეულის მოძრაობის გზრდით
  • სწრაფი გულისცემა
  • ღვიძლის ფუნქციის ტესტებში დარღვევები
  • ჰეპატიტი
  • კუჭის ტკივილი
  • ღებინების შეგრძნება (გულისრევა)
  • ღებინება
  • დიარეა
  • ძილის უუნარობა
  • ძილიანობა
  • კუნთების ტკივილი
  • კუჭის გაღიზიანება
  • ჰალუცინაციები
  • კრუნჩხვები

უცნობი:

  • უჩვეულო სისუსტე
  • კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, მაგალითად, სოლარიუმის ულტრაიისფერი ნათურების მიმართ
  • არითმია
  • კანის და/ან თვალების გაყვითლება

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) „წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინების“ სიმბოლოზე დაწკაპუნებით მისამართზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ +90 800 314 00 08, გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზი. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს/ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება ელსანტი

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და პრეპარატის თავდაპირველ კონტეინერში.

მიიღეთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენეთ ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თუ შენიშნავთ რაიმე დეფექტს ტაბლეტებზე/ან მის შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

DEVA Holding A.Ş.

Halkali Merkez Mah. Basin Ekspres Cad. No:1

34303 Küçükçekmece-სტამბოლი/თურქეთი

წარმოების ადგილი

DEVA Holding A.Ş.

Cerkezköy Organize Sanayi Bölgesi

Karaağaç Mah. Atatürk Cad., No: 32

Kapakli – TEKIRDAG/TURKEY

ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი დამტკიცდა 20.10.2017

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა