ელსანტი
ELSANT
ელსანტი გაყიდვაშია 150 მლ-იან ბოთლებში. ელსანტი წარმოადგენს ანტიალერგიულ პრეპარატს, რომელიც არ იწვევს თავბრუსხვევას. ის ხელს უწყოს ალერგიურლი რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დესლორატადინი (desloratadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 2.5მგ/5მლ 150მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- DEVA HOLDING A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- R06AX27
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039924
- რეგისტრირებულია
- 11 იანვარი 2024, მოქმედებს 11 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DEVA HOLDING A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ელსანტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ელსანტი გაყიდვაშია 150 მლ-იან ბოთლებში.
ელსანტი წარმოადგენს ანტიალერგიულ პრეპარატს, რომელიც არ იწვევს თავბრუსხვევას. ის ხელს უწყოს ალერგიურლი რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს.
ელსანტი ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, სასის ქავილი, და წითელი ან წყლიანი თვალები და ქავილი, რაც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან (მაგ. თივის ცხელება, ალერგია მტვრის ტკიპას მიმართ).
ელსანტი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და სიწითლე.
აღნიშნული სიმპტომების მოხსნა გრძელდება მთელი დღე და დაგეხმარებათ დაუბრუნდეთ ნორმალურ დღიურ საქმიანობას და ძილს.
- ელსანტის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
სწორის გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე
ბავშვებში 6-დან 11 თვემდე: 2 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენეთ 2 მლ-იანი საზომი კოვზი.
ბავშვები 1-დან 5 წლამდე: 2.5 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენება 2.5 მლ-იანი საზომი კოვზი.
ბავშვები 6-დან 11 წლამდე: 5 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენეთ 5 მლ-იანი საზომი კოვზი.
ზრდასრულები და მოზარდები (≥ 12 წლის): 10 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენეთ 5 მლ-იანი საზომი კოვზი ორჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, თქვენი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის ტიპს და ხანგრძლივობას, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ელსანტი.
თუ გაქვთ ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა <4 დღე კვირაში ან < 4 კვირაში), თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის გეგმას, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ისტორიის შეფასებაზე.
თუ გაქვთ პერსისტიული ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 ან მეტი დღის და 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.
ჭინჭრის ციებისათვის, მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში; შესაბამისად უნდა დაიცვათ თქვენი ექიმის ინსტრუქციები.
მიღების წესი
გადაყლაპეთ სიროფი და მიაყოლეთ წყალი. ელსანტის მიღება შეიძლება საკვებთან ან საკვების გარეშე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ელსანტის მიღება შეიძლება 6 თვის ასაკიდან.
გამოყენება ხანდაზმულებში
ელსანტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ არ არის დადგენილი ხანდაზმულებში.
სპეციალური პირობები
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, ელსანტის მიღებისას სიფრთხილე არის საჭირო.
თუ ფიქრობთ, რომ ელსანტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ელსანტს
ელსანტი მიიღეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ. შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს მძიმე პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ელსანტი, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ელსანტის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსნედებათ, და შემდეგ დაუბრუნდით რეგულარულ დოზირებას.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ელსანტის მიღება
დაფიქსირებული ეფექტები არ არსებობს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დესლორატადინის, ლორატადინის ან ელსანტში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის, განსაკუთრებით საღებავი სანსეტ ყვითელის მიმართ.
ელსანტი გამოიყენება ბავშვებში 6 თვის ასაკიდან 11 წლამდე, მოზრდილებში (≥12წლიდან) და ზრდასრულებში ხანდაზმულების ჩათვლით.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ელსანტით მკურნალობის დროს
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
თუ რომელიმე ამ გაფრთხილებებიდან გეხებათ თქვენ, მაშინაც კი თუ წარსულში გეხებოდათ ნებისმიერ დორს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ელსანტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ელსანტის მიღება შეიძლება ჭამის შემდეგ ან უზმოზე.
სიფრთხილის ზომები
ელსანტის ეფექტურობა და უსაფრთხოება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი (იხ. პუნქტი 5.1.).
2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ალერგიული რინიტის დიაგნოზის განსხვავება განსაკუთრებით ძნელია რინიტის სხვა ფორმებისაგან. გასათვალისწინებელია ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ან სტრუქტურული პათოლოგიების არარსებობა, ასევე პაციენტის ისტორია, ფიზიკური გამოკვლევა და შესაბამისი ლაბორატორიული და კანის სინჯები.
ზრდასრულებისა და 2-11 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით 6% არიან დესლორატადინის ფენოტიპურად სუსტი მეტაბოლიზატორები და ავლენენ უფრო მაღალ ექსპოზიციას. ელსანტის ეფექტურობა 2-11 წლის ბავშვებში, რომლებიც არიან სუსტი მეტაბოლიზატორები, ისეთივეა, როგორც ბავშვებში, რომლებიც არიან ნორმალური მეტაბოლიზატორები. ელსანტის ეფექტი დესლორატადინის სუსტ მეტაბოლიზატორებში 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, ელსანტი სიფრთხილით გამოიყენება (იხ. პუნქტი 5.2).
საქაროზა და სორბიტოლი:
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს; ამრიგად, პაციენტებმა ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
სანსეტ ყვითელი
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს სანსეტ ყვითელს საღებავის სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ნატრიუმი:
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაში, ანუ ფაქტიურად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დესლორატადინთან კლინიკურ კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა ერითრომიცინსა თუ კეტოკონაზოლთან კომბინირებისას.
კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევაში ელსანტის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად არ აძლიერებდა ალკოჰოლის მავნე ეფექტებს (იხ. პუნქტი 5.1).
ელსანტი ურთიერთქმედებს პერორალურ კონტრაცეპტივებთან. შესაბამისად, მკურნალობის დროს უნდა იქნეს გამოყენებული ალტერნატიული, ეფექტური და უსაფრთხო კონტრაცეპტული მეთოდი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.
თუ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ ელსანტი.
თუ აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
თუ ხართ მეძუძური დედა, არ გამოიყენოთ ელსანტი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რეკომენდებულ დოზაზე, არ არის მოსალოდნელი, რომ ელსანტი გამოიწვევს ძილიანობას ან სიფხიზლის დარღვევას. თუმცა ძალიან იშვიათად ზოგიერთ პირს აღენიშნება ძილიანობა ელსანტის გამოყენებისას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელსანტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ელსანტის სიროფი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს. თუ ექიმს ნათქვამი აქვს თქვენთვის, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
ელსანტის სიროფი შეიცავს სანსეტ ყვითელს საღებავის სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს ნატრიუმს.
სხვა მედიკამენტების მიღება
სხვა მედიკამენტებთან ელსანტის ურთიერთქმედებების შესახებ ცნობილი არ არის.
გთხოვთ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე მიღებული გაქვთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ელსანტის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში. ზრდასრულებში, ელსანტის ჯგუფის გვერდითი მოვლენები ისეთივეა, როგორც პლაცებოს ჯგუფში (არათერაპიული მედიკამენტის ტიპი). თუმცა ხშირი გვერდითი მოვლენები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არის ფაღარათი, ცხელება და უძილობა, მაშინ როდესაც ზრდასრულებში სისუსტე, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
გვერდითი მოვლენები ქვემოთ მოცემულია სისტემათა ორგანოების კლასების მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
სხვადასხვა ორგანოთა სისტემებში:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; < 1/100), იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
ხშირი : სისუსტე,
არახშირი : პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი : ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი), ჰალუცინაციები, ინსულტი, მოუსვენრობა სხეულის გაზრდილი მოძრაობებით, გულის ფრიალი, გულისცემის გახშირება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, ჰეპატიტი ძილიანობა, ფიზიკური და გონებრივი ჰიპერაქტივობა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უძილობა, ძილიანობა, კუნთების ტკივილი, მეტეორიზმი.
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
საეჭვო გვერდითი მოვლენების რეპორტინგი
თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩათვლით, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. შეტყობინების გაკეთება შეიძლება ასევე თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM), www.titck.gov.tr-ში „მედიკამენტებისათვის გვერდითი მოვლენები რეპორტინგი“-ზე ხატულაზე დაჭერით, ან დარეკვით 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მიზანშეწონილია სტანდარტული ზომების გატარება არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების ამოღების მიზნით. რეკომენდებულია სიმპტომური და დამხმარე თერაპია.
მრავალჯერადი დოზირების კლინიკურ კვლევაზე დაფუძნებით, რომელშიც გამოიყენებოდა 45 მგ დესლორატადინი (კლინიკურ დოზაზე 9--ჯერ უფრო მაღალი), კლინიკურად მნიშვნელოვანი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
დესლორატადინის მოცილება არ ხდება ჰემოდიალიზით; უცნობია გამოიყოფა თუ არა ის პეროტონეალური დიალიზით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე < 250C.
ეს მედიკამენტი გამოიყენეთ ვარგისობის თარიღის მიხედვით.
არ გამოიყენოთ ელსანტის სიროფი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია კოლოფზე.
არ გამოიყენოთ ელსანტის სიროფი, თუ შენიშნავთ პროდუქტის და/ამ მისი ბოთლის ნებისმიერ დეფექტს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:
Deva Holding A.Ş.
Halkali Merkez Mah. Basin Ekpres Cad. No: 1
34303 Küçükçekmece-სტამბოლი-თურქეთი
ტელ: + 90 212 692 92 92
ფაქსი: +90 212 697 00 24
საწარმოო ობიექტი:
DEVA Holding A.Ş.
Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi,
Karaağaç Mah. Atatürk Cad. No:32
Kapakli – Tekirdağ/თურქეთი
პაციენტების ეს საინფორმაციო ბროშურა დამტკიცდა 09.06.2017-ში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინები
ათქ კოდი: R06AX27
მოქმედების მექანიზმი
დესლორატადინი არის არასედატიური ხანგრძლივი მოქმედების ჰისტამინური ანტაგონისტი ძლიერი, სელექტიური პერიფერიული H1-რეცეპტორის ანტაგონისტური აქტივობით. პერორალური მიღების შემდეგ, დესლორატადინი სელექტიურად თრგუნავს პერიფერიულ ჰისტამინის H1 რეცეპტორებს, ვინაიდან გამორიცხულია ნივთიერების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შესვლა.
დესლორატადინმა გამოავლინა ანტიალერგიული თვისებები In vitro კვლევებში. ეს მოიცავს პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლების ინჰიბირებას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13 ადამიანის ფოყიერი უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან, ისევე როგორც ადჰეზიური მოლეკულის P-სელექტინის ექსპრესიის ინჰიბირებას ენდოთელურ უჯრედებზე. აღნიშნული დაკვირვებების კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
პედიატრიული პოპულაცია
დესლორატადინის სიროფის ეფექტურობა არ არის შესწავლილი ცალკე პედიატრიულ კვლევაში. მიუხედავად ამისა, დესლორატადინის სიროფის უსაფრთხოება გამოვლინდა სამ პედიატრიულ კვლევაში.
6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც არიან ანტიჰისტამინური თერაპიის კანდიდატები, მიიღეს დესლორატადინის დღიური დოზა 1 მგ (6-11 თვე), 1.25მგ (1-5 წლის) ან 2.5 მგ (6-დან 11 წლამდე ასაკის). მკურნალობა კარგად იყო ათვისებული, რაც დადასტურდა კლინიკური ლაბორატორიული ანალიზებით, სასიცოცხლო ნიშნებით, და ეკგ ინტერვალის მონაცემებით, QTc ინტერვალის (კორეგირებული QT) ჩათვლით. რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას, დესლორატადინის ფარმაკოლოგიური აქტივობა მსგავსი იყო პედიატრიულ და ზრდასრულთა პოპულაციაში. ამრიგად, ვინაიდან სეზონური ალერგიული რინიტის/ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მიმდინარეობა და დესლორატადინის პროფილი მსგავსია ზრდასრულ და პედიატრიულ პაციენტებში, შეიძლება ზრდასრულების დესლორატადინის ეფექტურობის მონაცემების ექსტრაპოლირება პედიატრიულ პოპულაციაზე.
ზრდასრულები და მოზარდები
მრავალჯერადი დოზირების კლინიკურ კვლევაში, რომელშიც გამოიყენეს დღეში 20 მგ დესლორატადინი 14 დღის განმავლობაში, სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი გულსისხლძარღვოვანი ეფექტი არ დაფიქსირებულა. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში, რომელშიც დესლორატადინი გამოიყენეს დღეში 45 მგ დოზით (კლინიკურ დოზაზე 9-ჯერ მაღალი) 10 დღის განმავლობაში, QTc ინტერვალის (ეკზ-ზე დრო Q ტალღიდან T ტალღიდან) გახანგრძლივება არ აღინიშნებოდა.
დესლორატადინი თავისუფლად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რეკომენდებული დოზებით 5 მგ დღეში, არ აღინიშნებოდა ძილიანობის მომატება, პლაცებოსთან შედარებით. დესლორატადინის ტაბლეტები, მიღებული ერთჯერადი დღიური დოზით 7.5 მგ, არ ახდენდა გავლენას ფსიქომოტორულ აქტივობაზე კლინიკურ კვლევებში. ერთჯერადი დოზის კვლევაში, რომელიც ჩატარდა ზრდასრულებში, 5 მგ დესლორატადინმა არ იმოქმედა ფრენის შესრულების სტანდარტულ ზომებზე, მათ შორის სუბიექტური ძილიანობის გამწვავებასა თუ ფრენასთან დაკავშირებული ამოცანებზე.
კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში, ალკოჰოლთან ერთად მიღებამ არ გაზარდა ალკოჰოლით-გამოწვეული ქმედუნარიანობის დარღვევა ან ძილიანობის ზრდა. არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქომოტორული ტესტის შედეგებში დესლორატადინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, ცალკე თუ ალკოჰოლთან ერთად. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში დესლორატადინმა ალკოჰოლთან ერთად მიღებულმა არ გააძლიერა ალკოჰოლის ეფექტურობის დაქვეითება.
კეტოკონაზოლისა და ერითრომიცინის ურთიერთქმედების მრავალჯერადი დოზის კვლევებში დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებში, დესლორატადინის ტაბლეტები ეფექტური იყო ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, შეშუპება/შეგუბება, აგრეთვე თვალის ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე და სასის ქავილი.
გარდა სეზონური და მრავალწლიანი დადგენილი კლასიფიკაციისა, ალერგიული რინიტი ალტერნატიულად შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტი და პერსისტიული ალერგიული რინიტი სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით. ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტი განისაზღვრება, როგორც სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები. პერსისტიული ალერგიული რინიტი განისაზღვრება, როგორც სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღე ან მეტი და 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
დესლორატადინის ტაბლეტები ეფექტური იყო სეზონური ალერგიული რინიტის შესამსუბუქებლად, როგორც ნაჩვენებია რინო-კონიუნქტივიტის ცხოვრების ხარისხის კითხვარის საერთო მაჩევნებელით. ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა პრაქტიკული პრობლემებისა და სიმპტომებით შეზღუდული ყოველდღიური საქმიანობის სფეროებში.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილი იყო, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობების კლინიკური მოდელი, ვინაიდან ძირითადი პათოფიზიოლოგია მსგავსია, ეტიოლოგიის მიუხედავად, და იმის გამო, რომ ქრონიკული პაციენტები შეიძლება უფრო ადვილად დაიქირავონ პერსპექტიულად. ვინაიდან ჰისტამინის გამოყოფა არის გამომწვევი ფაქტორი ყველა ჭინჭრის ციების დაავადებაში, მოსალოდნელია, რომ დესლორატადინი ეფექტური იყოს სხვა ჭინჭრის ციების სიმპტომატური შემსუბუქების მიზნით, გარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისა, როგორც ეს რეკომენდებულია კლინიკურ გაიდლაინებში.
ორ პლაცებოზე კონტროლირებად ექვსკვირიან კვლევაში პაციენტებში ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიით, დესლორატადინი ეფექტური იყო ქავილის შესამსუბუქებლად და ჭინჭრის ციების ზომისა და რაოდენობის შემცირებაში პირველი დოზირების ინტერვალის ბოლოს. თითოეულ კვლევაში ეფექტი შენარჩუნებული იყო დოზირების 24-საათიანი ინტერვალით. როგორც სხვა ანტიჰისტამინური კვლევების დროს ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება, გამორიცხული იყო პაციენტთა უმცირესობა, რომლებიც იდენტიფიცირებულნი იყვნენ, როგორც არ რეაგირებდნენ ანტიჰისტამინებზე. 50%-ზე მეტი ქავილის გაუმჯობესება დაფიქსირდა პაციენტების 55%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით, პლაცებოთი მკურნალი პაციენტების 19%-თან შედარებით. დესლორატადინით მკურნალობამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ჩარევა ძილისა და დღის ფუნქციონირებაში, რაც იზომება ოთხბალიანი სკალის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ამ ცვლადების შესაფასებლად.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
შეწოვა:
დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება მაქსიმალური კონცენტრაციით დაახლოებით 3 საათის შემდეგ; ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის დაგროვების ხარისხი შეესაბამებოდა მის ნახევარგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და დღეში ერთხელ დოზის სიხშირეს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციული იყო 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.
ფარმაკოკინეტიკური და კლინიკური კვლევების სერიაში, სუბიექტების 6%-მა მიაღწია დესლორატადინის უფრო მაღალ კონცენტრაციას. ამ ცუდი მეტაბოლიზატორის ფენოტიპის პრევალენტობა შედარებადი იყო მოზრდილებში (6%) და პედიატრიულ სუბიექტებში 2-დან 11 წლამდე (6%) და უფრო მეტი შავკანიანებში (18% ზრდასრული, 16% პედიატრიული), ვიდრე კავკასიელებში (2% ზრდასრული, 3% პედიატრიული) ორივე პოპულაციაში.
მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა ტაბლეტის ფორმულირებით ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში, აღმოჩნდა, რომ ოთხი სუბიექტი იყო დესლორატადინის ცუდი მეტაბოლიზატორი ამ სუბიექტებს ჰქონდათ Cmax კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ მეტი დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 89 საათია.
მსგავსი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები დაფიქსირდა მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევაში, რომელიც ჩატარდა სიროფის ფორმულირებით პედიატრიულ სუბიექტებში 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ალერგიული რინიტის დიაგნოზი. დესლორატადინის ექსპოზიცია (AUC) იყო დაახლოებით 6-ჯერ უფრო მაღალი, ხოლო Cmax იყო დაახლოებით 3-4-ჯერ მეტი 3-6 საათში, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 120 საათის განმავლობაში. ექსპოზიცია ერთნაირი იყო მოზრდილებში და პედიატრიულ სუსტ მეტაბოლიზატორებში, როდესაც მკურნალობდნენ ასაკის შესაბამისი დოზებით. ამ სუბიექტების უსაფრთხოების საერთო პროფილი არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისგან. დესლორატადინის მოქმედება 2 წელზე ნაკლები ასაკის სუსტ მეტაბოლიზატორებზე არ არის შესწავლილი.
განაწილება
დესლორატადინი ზომიერად უკავშირდება (83-87%) პლაზმის ცილებს. არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტიური ნივთიერების დაგროვების მტკიცებულება მოზრდილებში და მოზარდებში დესლორატადინის (5 მგ-დან 20 მგ-მდე) დღეში ერთხელ მიღების შემდეგ 14 დღის განმავლობაში.
ერთჯერადი დოზით, დესლორატადინის, ტაბლეტისა და სიროფის ფორმულირებების კროსოვერი შესწავლა აღმოჩნდა ეკვივალენტური.
ცალკეულ ერთჯერადი დოზის კვლევებში, რეკომენდებული დოზებით, პედიატრიულ პაციენტებს ჰქონდათ დესლორატადინის შედარებადი AUC და Cmax მნიშვნელობები მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინის სიროფის 5 მგ დოზას.
ბიოტრანსფორმაცია:
დესლორატადინის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ფერმენტი ჯერ არ არის გამოვლენილი და, შესაბამისად, ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან სრულად არ არის გამორიცხული. CYP3A და CYP2D6 სპეციფიკურ ინჰიბიტორებთან in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ფერმენტები არ არის ეფექტური დესლორატადინის მეტაბოლიზმში და in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სამკურნალო პროდუქტი არ აინჰიბირებს CYP3A4 ან CYP2D6 და არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატს და არც ინჰიბიტორს.
გამოყოფა
დესლორატადინის 7,5 მგ დოზის ერთჯერადი დოზის კვლევაში, საკვების (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) არანაირი გავლენა არ ყოფილა დესლორატადინის დისპოზიციაზე. სხვა კვლევაში, გრეიფრუტის წვენს არ ჰქონდა გავლენა დესლორატადინის დისპოზიციაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ელსანტი
- 5 მგ/5 მლ, სიროფი
პერორალური
აქტიური ნივთიერება: სიროფის 5 მლ შეიცავს 2.5 მგ დესლორატადინს.
სხვა ინგრედიენტები: პროპილენ გლიკოლი, სორბიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის EDTA, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საქაროზა, მარწყვის არომატი, სანსეტ ყვითელი, დეიონიზირებული წყალი.
მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით და ბოლომდე წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვას.
თუ მკურნალობისას, წახვალთ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ ღებულობთ ამ მედიკამენტს.
დაიცავით გამოყენების ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა.
ინსტრუქციის შინაარსი:
რა არის ელსანტი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ელსანტის მიღებამდე
ელსანტის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ელსანტის შენახვის პირობები
- რა არის ელსანტი და რისთვის გამოიყენება
ელსანტი გაყიდვაშია 150 მლ-იან ბოთლებში.
ელსანტი წარმოადგენს ანტიალერგიულ პრეპარატს, რომელიც არ იწვევს თავბრუსხვევას. ის ხელს უწყოს ალერგიურლი რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს.
ელსანტი ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, სასის ქავილი, და წითელი ან წყლიანი თვალები და ქავილი, რაც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან (მაგ. თივის ცხელება, ალერგია მტვრის ტკიპას მიმართ).
ელსანტი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და სიწითლე.
აღნიშნული სიმპტომების მოხსნა გრძელდება მთელი დღე და დაგეხმარებათ დაუბრუნდეთ ნორმალურ დღიურ საქმიანობას და ძილს.
- ელსანტის მიღებამდე
არ მიიღოთ ელსანტი
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დესლორატადინის, ლორატადინის ან ელსანტში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის, განსაკუთრებით საღებავი სანსეტ ყვითელის მიმართ.
ელსანტი გამოიყენება ბავშვებში 6 თვის ასაკიდან 11 წლამდე, მოზრდილებში (≥12წლიდან) და ზრდასრულებში ხანდაზმულების ჩათვლით.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ელსანტით მკურნალობის დროს
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
თუ რომელიმე ამ გაფრთხილებებიდან გეხებათ თქვენ, მაშინაც კი თუ წარსულში გეხებოდათ ნებისმიერ დორს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ელსანტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ელსანტის მიღება შეიძლება ჭამის შემდეგ ან უზმოზე.
ორსულობა
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.
თუ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ ელსანტი.
თუ აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
თუ ხართ მეძუძური დედა, არ გამოიყენოთ ელსანტი.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რეკომენდებულ დოზაზე, არ არის მოსალოდნელი, რომ ელსანტი გამოიწვევს ძილიანობას ან სიფხიზლის დარღვევას. თუმცა ძალიან იშვიათად ზოგიერთ პირს აღენიშნება ძილიანობა ელსანტის გამოყენებისას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელსანტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ელსანტის სიროფი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს. თუ ექიმს ნათქვამი აქვს თქვენთვის, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
ელსანტის სიროფი შეიცავს სანსეტ ყვითელს საღებავის სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს ნატრიუმს.
სხვა მედიკამენტების მიღება
სხვა მედიკამენტებთან ელსანტის ურთიერთქმედებების შესახებ ცნობილი არ არის.
გთხოვთ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე მიღებული გაქვთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.
- ელსანტის მიღების წესი
სწორის გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე
ბავშვებში 6-დან 11 თვემდე: 2 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენეთ 2 მლ-იანი საზომი კოვზი.
ბავშვები 1-დან 5 წლამდე: 2.5 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენება 2.5 მლ-იანი საზომი კოვზი.
ბავშვები 6-დან 11 წლამდე: 5 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენეთ 5 მლ-იანი საზომი კოვზი.
ზრდასრულები და მოზარდები (≥ 12 წლის): 10 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენეთ 5 მლ-იანი საზომი კოვზი ორჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, თქვენი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის ტიპს და ხანგრძლივობას, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ელსანტი.
თუ გაქვთ ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა <4 დღე კვირაში ან < 4 კვირაში), თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის გეგმას, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ისტორიის შეფასებაზე.
თუ გაქვთ პერსისტიული ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 ან მეტი დღის და 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.
ჭინჭრის ციებისათვის, მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში; შესაბამისად უნდა დაიცვათ თქვენი ექიმის ინსტრუქციები.
მიღების წესი
გადაყლაპეთ სიროფი და მიაყოლეთ წყალი. ელსანტის მიღება შეიძლება საკვებთან ან საკვების გარეშე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ელსანტის მიღება შეიძლება 6 თვის ასაკიდან.
გამოყენება ხანდაზმულებში
ელსანტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ არ არის დადგენილი ხანდაზმულებში.
სპეციალური პირობები
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, ელსანტის მიღებისას სიფრთხილე არის საჭირო.
თუ ფიქრობთ, რომ ელსანტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ელსანტს
ელსანტი მიიღეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ. შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს მძიმე პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ელსანტი, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ელსანტის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსნედებათ, და შემდეგ დაუბრუნდით რეგულარულ დოზირებას.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ელსანტის მიღება
დაფიქსირებული ეფექტები არ არსებობს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ელსანტის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში. ზრდასრულებში, ელსანტის ჯგუფის გვერდითი მოვლენები ისეთივეა, როგორც პლაცებოს ჯგუფში (არათერაპიული მედიკამენტის ტიპი). თუმცა ხშირი გვერდითი მოვლენები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არის ფაღარათი, ცხელება და უძილობა, მაშინ როდესაც ზრდასრულებში სისუსტე, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
გვერდითი მოვლენები ქვემოთ მოცემულია სისტემათა ორგანოების კლასების მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
სხვადასხვა ორგანოთა სისტემებში:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; < 1/100), იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
ხშირი : სისუსტე,
არახშირი : პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი : ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი), ჰალუცინაციები, ინსულტი, მოუსვენრობა სხეულის გაზრდილი მოძრაობებით, გულის ფრიალი, გულისცემის გახშირება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, ჰეპატიტი ძილიანობა, ფიზიკური და გონებრივი ჰიპერაქტივობა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უძილობა, ძილიანობა, კუნთების ტკივილი, მეტეორიზმი.
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
საეჭვო გვერდითი მოვლენების რეპორტინგი
თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩათვლით, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. შეტყობინების გაკეთება შეიძლება ასევე თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM), www.titck.gov.tr-ში „მედიკამენტებისათვის გვერდითი მოვლენები რეპორტინგი“-ზე ხატულაზე დაჭერით, ან დარეკვით 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ელსანტის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე < 250C.
ეს მედიკამენტი გამოიყენეთ ვარგისობის თარიღის მიხედვით.
არ გამოიყენოთ ელსანტის სიროფი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია კოლოფზე.
არ გამოიყენოთ ელსანტის სიროფი, თუ შენიშნავთ პროდუქტის და/ამ მისი ბოთლის ნებისმიერ დეფექტს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:
Deva Holding A.Ş.
Halkali Merkez Mah. Basin Ekpres Cad. No: 1
34303 Küçükçekmece-სტამბოლი-თურქეთი
ტელ: + 90 212 692 92 92
ფაქსი: +90 212 697 00 24
საწარმოო ობიექტი:
DEVA Holding A.Ş.
Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi,
Karaağaç Mah. Atatürk Cad. No:32
Kapakli – Tekirdağ/თურქეთი
პაციენტების ეს საინფორმაციო ბროშურა დამტკიცდა 09.06.2017-ში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


