დექსამეტაზონი
Dexamethasone
დექსამეტაზონი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად ექსტრემალურ შემთხვევებში ან როდესაც პერორალური მკურნალობა შეუძლებელია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ/1მლ 1მლ ი.მ., ი.ვ. და სახსარში შესაყვანი საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №25 (5X5)
- მწარმოებელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045250
- რეგისტრირებულია
- 16 აპრილი 2026, მოქმედებს 16 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დექსამეტაზონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დექსამეტაზონი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად ექსტრემალურ შემთხვევებში ან როდესაც პერორალური მკურნალობა შეუძლებელია.
ენდოკრინული დარღვევები:
თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის პირველადი და მეორეული (ჰიპოფიზური) უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია (თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის გარდა, რომლის დროსაც გამოიყენება კორტიზონი ან ჰიდროკორტიზონი ძლიერი მინერალოკორტიკოიდულ მოქმედებასთან დაკავშირებით).
თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია.
ქვემწვავე თირეოიდიტი და სხივური თირეოიდიტის მძიმე ფორმები.
რევმატოიდული დაავადებები: (გარდამავალი თერაპიის სახით იმ დროის განმავლობაში, როდესაც ძირითადი თერაპია ჯერ კიდევ არაეფექტურია, ასევე იმ პაციენტების თერაპიისას, რომლებზეც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები არადამაკმაყოფილებელ გამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენენ).
რევმატოიდული ართრიტი (იუვენილური ქრონიკული ართრიტის ჩათვლით) და სახსარგარე დაზიანებები რევმატოიდული ართრიტისას (ფილტვები, გული, თვალები, კანის ვასკულიტი).
შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, ვასკულიტები.
კანის დაავადებები:
ბუშტუკოვანი დერმატოზი.
მულტიფორმული ერითემის მძიმე ფორმა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
ექსფოლიაციური დერმატიტი.
ჰერპესული ფორმის ბულოზური დერმატიტი.
ექსუდაციური ერითემა (მძიმე ფორმები).
კვანძოვანი ერითემა.
სებორეული დერმატიტი (მძიმე ფორმები).
ფსორიაზი (მძიმე ფორმები).
ჭინჭრის ციება (სტანდარტული მკურნალობისას გაუმჯობესების არქონისას).
ფუნგოიდური მიკოზები.
დერმატომიოზიტი.
სკლეროდერმია.
კვინკეს შეშუპება.
ალერგიული დაავადებები (რომლებიც არ რეაგირებენ სტანდარტულ თერაპიაზე):
ბრონქული ასთმა.
კონტაქტური დერმატიტი.
ატოპიური დერმატიტი.
შრატისმიერი დაავადება.
ალერგიული რინიტი.
მომტებული მგრძნობელობა სამკურნალო პრეპარატების მიმართ.
ჭინჭრის ციება სისხლის გადასხმის შემდეგ.
თვალების დაავადებები:
დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა (მწვავე ცენტრალური ქორიორეტინიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი), ალერგიული დაავადებები (კონიუნქტივიტი, უვეიტი, სკლერიტი, კერატიტი, ირიტი).
სისტემური იმუნური დარღვევები (სარკოიდოზი, საფეთქლის არტერიიტი).
პროლიფერაციული ცვლილებები ორბიტაში (ენდოკრინული ოფთალმოპათიები, ფსევდოსიმსივნე).
სიმპათიური ოფთალმია.
იმუნოსუპრესიული თერაპია რქოვანას ტრანსპლანტაციის დროს.
პრეპარატის სისტემური ან ადგილობრივი გამოყენება (სუბკონიუნქტივალურად, რეტრობულბარულად ან პარაბულბარულად).
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი (მძიმე გამწვავებები).
კრონის დაავადება (მძიმე გამწვავებები).
ქრონიკული აუტოიმუნური ჰეპატიტი.
უარყოფის რეაქცია ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ.
სასუნთქი ორგანოების დაავადებები:
სარკოიდოზი (სიმპტომური).
მწვავე ტოქსიკური ბრონქიოლიტი.
ქრონიკული ბრონქიტი და ასთმა (გამწვავების სტადიაში).
ფილტვების ფულმინანტური ან დისემინირებული ტუბერკულოზი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო შესაბამის ქიმიოთერაპიასთან ერთად).
ბერილიოზი (გრანულომატოზური ანთება).
სხივური ან ასპირაციული პნევმონია.
სისხლის დაავადებები:
თანდაყოლილი ან შეძენილი აპლასტიკური ანემია.
აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია.
განმეორებითი თრომბოციტოპენიები ზრდასრულებში.
ერითრობლასტოპენია.
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი (ინდუქციური თერაპია).
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა (მხოლოდ ინტრავენური შეყვანა; ინტრამუსკულური შეყვანა უკუნაჩვენებია).
თირკმელების დაავადებები:
იმუნოსუპრესიული თერაპია თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ.
დიურეზის ინდუცირება ან პროტეინურიის შემცირება იდიოპათიური ნეფროზული სინდრომის დროს (ურემიის გარეშე) და თირკმელების დაზიანებისას სისტემური წითელი მგლურას ფონზე.
ავთვისებიანი დაავადებები:
ლეიკოზისა და ლიმფომას პალიატიური თერაპია ზრდასრულებში.
მწვავე ლეიკოზი ბავშვებში.
ჰიპერკალციემია ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს.
თავის ტვინის შეშუპება:
თავის ტვინის შეშუპება თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის, თავის ქალას ტრეპანაციის ან ქალა-ტვინის ტრავმების გამო.
შოკი:
შოკი, რომელიც არ რეაგირებს სტანდარტულ თერაპიაზე.
შოკი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ანაფილაქსიური შოკი (შეიყვანება ინტრავენურად ადრენალინის შემდეგ).
ოპერაციის წინ პაციენტებში თირკმლეზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობით ან ეჭვით თირკმლეზედა ჯირკვლის ქერის უკმარისობაზე.
კორონავირუსის დაავადება 2019 (COVID-19):
დექსამეტაზონი ინიშნება კორონავირუსის დაავადების (COVID-19) სამკურნალოდ ზრდასრულებში და მოზარდებში (12 წლის და უფროსი ასაკის სხეულის მასით არა ნაკლებ 40 კგ), რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი თერაპია ჟანგბადით.
სხვა ჩვენებები:
ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკადით (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ადეკვატურ თერაპიასთან ერთად).
ტრიქინელოზი ნევროლოგიური ან მიოკარდიული გამოვლინებებით.
კისტური წარმონაქმნი აპონევროზიდან ან მყესიდან (განგლია).
დექსამეტაზონის სახსარშიდა შეყვანის ან რბილ ქსოვილებში შეყვანის ჩვენებები:
რევმატოიდული ართრიტი (ცალკეული სახსრის მძიმე ანთება).
ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი (სტანდარტული მკურნალობისას გაუმჯობესების არქონის დროს).
ფსორიაზული ართრიტი (ოლიგოარტიკულური დაზიანება და ტენდოსინოვიტი).
მონოართრიტი (სახსრიდან სითხის ამოღების შემდეგ).
სახსრების ართროზი (მხოლოდ სინოვიტი და ექსუდაცია).
არასახსრისმიერი რევმატიზმი (ეპიკონდილიტი, ტენდოსინოვიტი, ბურსიტი).
ადგილობრივად შეყვანა (კერასშიდა ინექციები)
კელოიდური ნაწიბურები.
ჰიპერტროფიკული, ანთებითი და ინფილტრაციული ლიქენური დაზიანებები, ფსორიაზი, რგოლისებრი გრანულომა, მასკლეროზირებადი ფოლიკულიტი, დუსკოიდური წითელი მგლურა, კანის სარკოიდოზი.
ლოკალური ალოპეცია.
მიღების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი
დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად დაავადების, მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობის, პრეპარატის ამტანობის და მკურნალობაზე პასუხიდან გამომდინარე.
პარენტერალური გამოყენება
დექსამეტაზონი გამოიყენება პარენტერალურად ექსტრემალურ შემთხვევებში, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პერორალური თერაპია შეუძლებელია და ისეთი მდგომარეობების დროს, რომლებიც მითითებულია თავში „ჩვენებები“.
საინექციო ხსნარი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად, ან ინტრავენური ინფუზიების სახით (გლუკოზაზე ან ფიზიოლოგიურ ხსნარზე).
ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად შესაყვანი რეკომენდებული საშუალო საწყისი სადღეღამისო დოზები შეადგენენ 0,5 მგ - 9 მგ ან მეტს აუცილებლობიდან გამომდინარე. თავიდან დექსამეტაზონის დოზა მიიღება კლინიკური პასუხის მიღწევამდე, შემდეგ დოზას თანდათან ამცირებენ ყველაზე დაბალ დონემდე, რომლის დროსაც დოზა კლინიკურად ეფექტური რჩება. თუ მაღალი დოზებით მკურნალობა რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გრძელდება, მაშინ დოზის შემცირება უნდა მოხდეს რამოდენიმე თანმიმდევრული დღის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც კი.
კოვიდ-19-ის მკურნალობა
ზრდასრული პაციენტები - 6 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ 10 დღემდე.
დოზირება ბავშვებისთვის
12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზაა - 6 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ 10 დღემდე.
მკურნალობის ხანგრძლივობის დადგენა ხდება კლინიკური პასუხის და პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.
ხანდაზმული პაციენტები, პაციენტები ღვიძლის და თირკმელების დაავადებებით
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ადგილობრივი გამოყენება
დექსამეტაზონის რეკომენდებული ერთჯერადი დოზა სახსარში შესაყვანად შეადგენს 0,4 მგ - 4 მგ. დოზა დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის ზომაზე. დექსამეტაზონის ჩვეულებრივი დოზა მსხვილი სახსრებისთვის შეადგენს 2 მგ-4 მგ და 0,8 მგ-1 მგ წვრილი სახსრებისთვის. სახსარშიდა შეყვანის გამეორება შეიძლება 3-4 თვის შემდეგ. ინექციების შეყვანა შეიძლება მხოლოდ 3-დან 4-ჯერამდე ცალკე აღებულ სახსარში სიცოცხლის განმავლობაში და არ შეიძლება შეყვანილი იყოს ერთდროულად ორზე მეტ სახსარში. უფრო ხშირად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრის ხრტილის დაზიანება და ძვლების ნეკროზი.
დექსამეტაზონის ჩვეულებრივი დოზა სასახსრე ჩანთაში შესაყვანად შეადგენს 2 მგ-3 მგ, მყესის გარსში - 0,4 მგ-1 მგ და მყესებისთვის - 1 მგ-2 მგ.
ჭრილობის შიგნით ინექციისთვის იყენებენ დექსამეტაზონის იმავე დოზას, როგორსაც სახსარშიდა შეყვანისთვის. დექსამეტაზონის ერთდროულად შეყვანა შეიძლება არა უმეტეს ორი ჭრილობისა. რეკომენდებული დოზები რბილ ქსოვილებში ინფილტრაციისთვის (პერიარტიკულურად) შეადგენდნენ 2-6 მგ დექსამეტაზონს.
დოზირება ბავშვებისთვის
რეკომენდებული დოზა ინტრამუსკულარულად შესაყვანად ჩანაცვლებითი თერაპიისას შეადგენს 0,02 მგ/სხეულის მასის კგ-ზე ან 0,67 მგ/სხეულის ზედაპირის მ2, გაყოფილი სამ მიღებად, ყოველ მესამე დღეს ან 0,008 მგ-0,01 მგ/სხეულის მასის კგ-ზე, ან 0,2 მგ-0,3 მგ/სხეულის ზედაპირის მ2 ყოველდღე.
სხვა ჩვენებებით რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,02 მგ-0,1 მგ/სხეულის მასის კგ-ზე ან 0,8 მგ-5 მგ/სხეულის ზედაპირის მ2 ყოველ 12-24 საათში.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის), პაციენტები ღვიძლის და თირკმელების დაავადებებით
დექსამეტაზონის დანიშვნისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე და გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობა 65 წელზე უფროსი პაციენტებისთვის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებისთვის (იხ. თავი 4.4).
კორტიკოსტეროიდების ეკვივალენტური დოზები
დექსამეტაზონი 0,75 მგ
პრედნიზოლონი 5 მგ
კორტიზონი 25 მგ
მეთილპრედნიზოლონი 4 მგ
ჰიდროკორტიზონი 20 მგ
ტრიამცინოლონი 4 მგ
პრედნიზოლონი 5 მგ
ბეტამეტაზონი 0,75 მგ
გამოყენების წესი
ხსნარის შეყვანა შეიძლება ინტრავენურად (ინექციურად ან ინფუზიურად გლუკოზის ხსნართან ან ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად), ინტრამუსკულურად და ადგილობრივად (სახსარშიდა, კანის დაზიანებულ მონაკვეთებში, რბილ ქსოვილებში).
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია დექსამეტაზონის ფოსფატზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- მწვავე ვირუსული, ბაქტერიული და სისტემური სოკოვანი ინფექციების დროს (შესაბამისი მკურნალობის გარეშე),
- კუშინგის სინდრომით (ჰორმონალური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სისხლში კორტიზოლის მაღალი დონით),
- ცოცხალი ვაქცინის გამოყენებით ვაქცინაციის დროს,
- რიტოდრინთან ერთდროულად (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად);
- თუ გაქვთ სისხლის შედედების მძიმე დარღვევები, პრეპარატის ინტრამუსკულური შეყვანა უკუნაჩვენებია.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ დექსამეტაზონის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან:
- თუ წარსულში დექსამეტაზონით ან სხვა ნებისმიერი გლუკოკორტიკოიდით მკურნალობის დროს გქონიათ სერიოზული არასასურველი რეაქციები,
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
- თუ გაქვთ ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
- თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა ან გაქვთ ეჭვი მის არსებობაზე (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე),
- თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი),
- თუ თქვენ მკურნალობთ მაღალ არტერიულ წნევას,
- თუ მკურნალობთ გულის უკმარისობას,
- თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა,
- თუ თქვენ მკურნალობთ დიაბეტს,
- თუ მკურნალობთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს,
- თუ თქვენ მკურნალობთ ტუბერკულოზს,
- თუ თქვენ მკურნალობთ ოსტეოპოროზს,
- თუ თქვენ მკურნალობთ ეპილეფსიას,
- თუ იღებთ სამკურნალო საშუალებებს სისხლძარღვების სისხლის კოლტებით გამოწვეული ჩაკეტვის (თრომბოემბოლია) სამკურნალოდ,
- თუ სწრაფად გეღლებათ კუნთები (მიასთენია),
- თუ გაქვთ გლაუკომა (თვალის დაავადება, რომელიც ხასიათდება თვალშიდა წნევის მომატებით, რაც იწვევს თვალებში პათოლოგიურ ცვლილებებს, მხედველობის ველის დაკარგვას და ძლიერ ტკივილს),
- თუ გაქვთ ფსიქიკური აშლილობები (ფსიქოზი ან ფსიქონევროზი).
კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ დექსამეტაზონით მკურნალობის დასრულების შემდეგ გექნებათ ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, კონიუნქტივის სიწითლე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გაღიზიანებადობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, წონის დაკლება, სისუსტე ან კრუნჩხვები. ეს არის გლუკოკორტიკოიდების მოხსნის სინდრომის შესაძლო შედეგები; ამიტომ პრეპარატის დოზა ძალიან ნელა უნდა შემცირდეს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ დექსამეტაზონით მკურნალობისას წარმოიქმნება ინფექციური დაავადების ნიშნები (მაგალითად, ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუჭ-ნაწლავის დარღვევები ან შარდვის გაძნელება).
რეკომენდებულია თავი შეიკავოთ იმ სახსრების დატვირთვისგან, სადაც შეყვანილი იყო ინექცია, ანთებითი პროცესის სრულად გაქრობამდე. თუ ინექციის შემდეგ ვითარდება სახსრების ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ხშირი სახსარშიდა ინექციები შეიძლება გახდეს სასახსრე ხრტილის დაზიანებისა და ძვლის ასეპტიკური ნეკროზის მიზეზი. თავი უნდა აარიდოთ კორტიკოსტეროიდების ინფიცირებულ სახსრებში შეყვანას.
სახსარშიდა შეყვანის წინ სახსრიდან სინოვიალური სითხე უნდა იქნას ევაკუირებული და გამოკვლეული (შესაძლო ინფექციის გამოსავლენად).
ცოცხალი ვირუსული ვაქცინის შეყვანის წინ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ მკურნალობთ დექსამეტაზონით. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ პრეპარატის მიღება შეწყვიტეთ ვაქცინაციამდე 14 დღეზე ნაკლები ხნით ადრე.
თუ დექსამეტაზონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ განიცდით სერიოზულ სტრესს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა საჭირო გახდეს დექსამეტაზონის ხელმეორედ შეყვანა.
თუ არ გადაგიტანიათ ჩუტყვავილა ან წითელა, დექსამეტაზონით მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ ჩუტყვავილათი დაავადებულ პაციენტებს ან კონტაქტს წითელას ვირუსით ინფიცირებულ პირებთან. თუ კონტაქტი მაინც გექნებათ, რაც შეიძლება მალე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ კოვიდ-19-ზე მკურნალობთ, არ უნდა შეწყვიტოთ ნებისმიერი სხვა სტეროიდული პრეპარატების მიღება მანამ, სანამ არ გეტყვით მკურნალი ექიმი.
აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ან ადრე იღებდით დექსამტეზონს, თუ გაქვთ სერიოზული ტრავმები, დაავადებები ან გეგმიური ოპერაციები მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.
კანის ალერგიაზე დაგეგმილი ტესტირების წინ აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ დექსამეტაზონს.
თუ გაქვთ სისხლის ავთვისებიანი დაავადება, უნდა აცნობოთ ექიმს სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომების წარმოქმნის შესახებ, ისეთების, როგორებიც არის კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ცნობიერების აღრევა, მხედველობის დარღვევა ან დაკარგვა და ქოშინი.
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
ამ პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფეოქრომოციტომული კრიზი, რომელმაც შეიძლება გამოიღოს ლეტალური შედეგი. ფეოქრომოციტომა წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათ სიმსივნეს. კრიზი შეიძლება მიმდინარეობდეს შემდეგი სიმპტომებით: თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისცემა, ჰიპერტონია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ეს ნიშნები.
ბავშვები და მოზარდები
თუ თქვენი შვილი ღებულობს დექსამეტაზონს, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ზრდას და განვითარებას მკურნალობის დროს და ეს განიხილოთ მკურნალ ექიმთან.
დექსამეტაზონი არ უნდა იქნას რეგულარულად გამოყენებული სუნთქვის პრობლემების მქონე დღენაკლულ ბავშვებში.
თუ დექსამეტაზონი შეიყვანება დღენაკლულ ბავშვს, აუცილებელია გულის ფუნქციისა და სტრუქტურის კონტროლი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ ღებულობთ, ცოტახნის წინ ღებულობდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატების მიღება, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია დექსამეტაზონის ეფექტის გაძლიერება, და მკურნალ ექიმს შეუძლია გულდასმით დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას, თუ თქვენ იღებთ ნახსენებ პრეპარატებს (მათ შორის ზოგიერთ პრეპარატს აივ-ის სამკურნალოდ: რიტონავირი, კობიცისტატი).
კერძოდ, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ ღებულობთ:
ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს ან პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ცხელების დასაწევად (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები),
ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატებს (რიფამპიცინი, რიფაბუტინი),
პრეპარატები ბაქტერიული (ერითრომიცინი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები), ვირუსული (ინდინავირი) და სოკოვანი (კეტოკონაზოლი) ინფექციების სამკურნალოდ,
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტონი, პრიმიდონი),
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (ამინოგლუტეტიმიდი (ანტიოესტროგენი), ტალიდომიდი),
სამკურნალო პრეპარატებს ცხვირის ჩაკეტვის შესამცირებლად (ეფედრინი),
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს,
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს,
დიურეზის გამაძლიერებელ პრეპარატებს (დიურეზულები),
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ჰელმინთური ინვაზიების სამკურნალოდ (ალბენდაზოლი, პრაზიკვანტელი),
გულის უკმარისობის სამკურნალოდ (სათითურას გლიკოზიდები),
კუჭის წვენის მჟავიანობის შემამცირებელ პრეპარატებს (ანტაციდები),
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად (ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები),
წამლებს, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (ჰეპარინი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან გყავთ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე, ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
ვინაიდან ორსულობის დროს დექსამეტაზონის უსფართხოება დადგენილი არ არის, გამოყენების შესაძლებლობა ორსულობის დროს განსაზღვრული იქნება ექიმის მიერ.
თუ ორსულობა დაფიქსირდა დექსამეტაზონით მკურნალობის დროს, რაც შეიძლება სწრაფად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ ორსულობის დროს ღებულობთ დექსამეტაზონს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს მშობიარობამდე
იმ დედების ახალშობილ ბავშვებს, რომლებიც ღებულობდნენ დექსამეტაზონს ორსულობის ბოლოსკენ, დაბადების შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ შაქრის დაბალი დონე სისხლში.
დექსამეტაზონი გამოიყოფა დედის რძეში; ამიტომ ძუძუთი კვება მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დექსამეტაზონი არ ახდენს გავლენას ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი დექსამეტაზონი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ესე იგი არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
პრეპარატ დექსამეტაზონის გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
დოზას ადგენს ექიმი დაავადების, მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობის, პრეპარატის ამტანობის და მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად. ამიტომ ზუსტ დოზირებას, ინექციების სიხშირეს და მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის განსაზღვრავს ექიმი.
საინექციო ხსნარი ინიშნება ინტრავენურად, ინტრამუსკულურად, სახსარში, სახსრის გარშემო მიდამოში ან რომელიმე სხვა ქსოვილში, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას, ან ინტრავენური ინფუზიების სახით (გლუკოზაზე ან ფიზიოლოგიური ხსნარზე).
ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად შესაყვანი რეკომენდებული საშუალო საწყისი სადღეღამისო დოზები შეადგენს 0,5 მგ - 9 მგ ან მეტს აუცილებლობის შემთხვევაში.
თქვენ მიიღებთ დექსამეტაზონის საწყის დოზებს ეფექტის დადგომამდე, ხოლო შემდეგ დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მანამდე, სანამ ნაპოვნი არ იქნება მინიმალური დოზა, რომელიც აუცილებელია საჭირო ეფექტის შენარჩუნებისთვის. თუ მაღალი დოზებით მკურნალობა გრძელდება უფრო დიდ ხანს, ვიდრე რამოდენიმე დღეა, მაშინ დოზა უნდა შემცირდეს რამოდენიმე მიყოლებული დღის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც კი.
დექსამეტაზონის რეკომენდებული დოზა სახსარში შესაყვანად შეადგენს 0,4 მგ - 4 მგ. დოზა დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის ზომაზე. სახსარშიდა შეყვანის გამეორება შეიძლება 3-4 თვის შემდეგ. სიცოცხლის განმავლობაში ინექციების შეყვანა შეიძლება მხოლოდ 3-დან 4-ჯერამდე ცალკე აღებულ სახსარში და არ შეიძლება იქნას შეყვანილი ერთდროულად ორზე მეტ სახსარში.
კანის დაზიანებების დროს (კანის პათოლოგიური ცვლილებების ან კანის ცვლილებებისას, რომლებიც გამოწვეულია ტრავმით). ჭრილობაში ინექციის დროს დექსამეტაზონი გამოიყენება იგივე დოზით, როგორც სახსარშიდა შეყვანისას.
რეკომენდებული საინექციო დოზა სახსრის გარშემო მიდამოში შეადგენს 2-დან 6 მგ-მდე დექსამეტაზონს.
კოვიდ-19-ის მკურნალობა
რეკომენდებული დოზა ზრდასრული პაციენტებისთვის შეადგენს 6 მგ ინტრავენურად დღე-ღამეში ერთხელ 10 დღემდე.
გამოყენება მოზარდებში
რეკომენდებული დოზა პედიატრიული პაციენტებისთვის (12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები) შეადგენს 6 მგ ინტრავენურად დღე-ღამეში ერთხელ 10 დღემდე.
გამოყენება 65 წელზე უფროსი ასაკის ან ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში
65 წელზე უფროსი ასაკის ან ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობა.
გამოყენება ბავშვებში
ინტრამუსკულური ინექციებისას დოზა ჩანაცვლებითი თერაპიისთვის შეადგენს 0,02 მგ/ სხეულის მასის კგ-ზე ან 0,67 მგ/სხეულის ზედაპირის მ2-ზე, გაყოფილი სამ მიღებაზე ყოველ 3 დღეს, ან 0,008 -0,01 მგ/ სხეულის მასის კგ-ზე ან 0,2 მგ-0,3 მგ/სხეულის ზედაპირის მ2-ზე ყოველდღიურად.
სხვა ჩვენებებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,02-0,1 მგ/სხეულის მასის კგ-ზე ან 0,8 -5 მგ/სხეულის ზედაპირის მ2 ყოველ 12-24 საათში.
ზუსტი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი დექსამეტაზონი
დოზის გადაჭარბება შეიძლება განვითარდეს, როგორც წესი, მხოლოდ რამოდენიმე კვირის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, და გამოიწვიოს ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, განსაკუთრებით კუშინგის სინდრომი. თუ გამოგივლინდათ დოზის გადაჭარბების ნიშნები ან ეჭვი გაქვთ, რომ ღებულობთ პრეპარატის საჭიროზე უფრო მაღალ დოზას, განიხილეთ ეს მკურნალ ექიმთან.
თუ პრეპარატი დექსამეტაზონი არ მიგიღიათ
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ინექციების სიხშირეს. თუ ნებისმიერი მიზეზით დანიშნულ დროს არ გაგიკეთდათ ინექცია, აცნობეთ ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად მკურნალ ექიმს.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ დექსამეტაზონის მიღება
თუ ძალიან სწრაფად ამცირებთ დოზას ან წყვეტთ მკურნალობას, შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოიდების მოხსნის სინდრომი. ამ სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, სურდოს, კონიუნქტივის სიწითლეს, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ძილიანობას ან გაღიზიანებადობას, კუნთებისა და სხსრების ტკივილს, გულისრევას, წონის დაკლებას, სისუსტეს, და ასევე კრუნჩხვებს.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 10-დან
თირკმელზედა ჯირკვლის ტრანზიტორული უკმარისობა, გლუკოზას მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, მადის გაძლიერება, წონის მომატება, ფსიქიკური აშლილობები.
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 100-დან
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ტრიგლიცერიდების დონის ზრდა პლაზმაში, წყლულოვანი დაავადება (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება.
არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია დექსამეტაზონით ხანგრძლივ მიღებასთან, მოიცავს:
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 10-დან
თირკმელზედა ჯირკვლის გრძელვადიანი უკმარისობა, ზრდის შენელება ბავშვებსა და მოზარდებში, გაცხიმოვნების ზედა ტიპი, კანის გათხელება და სიმყიფე, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი.
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 100-დან
იმუნური პასუხის დაქვეითება და მიმღეობის გაზრდა ინფექციების მიმართ, კატარაქტა, გლაუკომა, მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია), ძვლების ასეპტიკური ნეკროზი.
შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია დექსამეტაზონის მიღებასთან (წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით):
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 10-დან
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ატროფია (სტრესზე პასუხის დაქვეითება), კუშინგის სინდრომი (ჰორმონული დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სისხლში კორტიზოლის მაღალი დონით), მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი), ლატენტური დიაბეტის გადასვლა კლინიკურად გამოხატულში, ინსულინის ან შაქრის დამწევი პერორალური პრეპარატებში საჭიროების გაზრდა პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ნატრიუმისა და წყლის შეკავება, კალიუმის გაძლიერებული დაკარგვა, კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (კუნთების სისუსტე კუნთის ქსოვილის კატაბოლიზმის შედეგად), ჭრილობების ნელა შეხორცება, სტრიები, კანზე წერტილოვანი ან მასიური სისხლჩაქცევები, ჭარბი ოფლიანობა, აკნე, კანის რეაქციების დათრგუნვა ალერგოლოგიური ტესტების ჩატარებისას.
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 100-დან
თავის ტვინის შეშუპება, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან მაღალი არტერიული წნევის დროს (ჰიპერტონიული ენცეფალოპათია), მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება (პაპილოედემა), მაღალი ქალაშიდა წნევა (თავის ტვინის ფსევდოშეშუპება), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პიროვნებისა და საქციელის შეცვლა, უძილობა, აგზნებადობა, კუნთების აქტივობის ანომალური გაზრდა (ჰიპერკინეზია), დეპრესია, ღებინება, სლოკინი, წყლულოვანი დაავადება (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაავადება), მომატებული თვალშიდა წნევა.
იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 1000-დან
სისხლძარღვების დახშობა, სისხლის მაჩვენებლების ცვლილება, გამონაყარი, ბრონქების კუნთების სპაზმი (ბრონქოსპაზმი), ფსიქოზები, იმპოტენცია, მძიმე ალერგიული რეაქცია თავბრუსხვევითა და გაძნელებული სუნთქვით (ანაფილაქსიური რეაქცია).
ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 10000-დან
გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, გულის კუნთის გაგლეჯვა პაციენტებში ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, კრუნჩხვები, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, უარყოფითი აზოტური ბალანსი ცილების კატაბოლიზმის შედეგად, საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების პერფორაცია და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სისხლიანი გულისრევა, მელენა), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), ნაღვლის ბუშტის პერფორაცია, ნაწლავის პერფორაცია პაციენტებში ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებით, ჭინჭრის ციება, თვალების ამობურცვა (ეგზოფთალმი), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით ზოგიერთი ქინოლონების ერთდროულად გამოყენებისას), სახსრის ხრტილის დაზიანება და ძვლის ნეკროზი (ხშირი სახსარშიდა ინექციების დროს), სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას (ანგიონევროზული შეშუპება), შეშუპებები, კანის ჭარბი ან დაქვეითებული პიგმენტაცია, კანის ალერგიული ანთება, კანის ან კანქვეშა უჯრედისის გათხელება, არაინფექციური აბსცესი და კანის სიწითლე.
სიხშირე უცნობია
მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა, მხედველობის დაბინდვა, გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) დროზე ადრე დაბადებულ ბავშვებში, რომელიც ჩვეულებრივ ნორმალიზდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ..
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით მეტი მონაცემების მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- პრეპარატ დექსამეტაზონის შენახვა
ინახება 250C ტეპმერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი.
ჭარბი დოზა
არსებობს იშვიათი შეტყობინებები დოზის მწვავე გადაჭარბების ან სიკვდილის შემთხვევების შესახებ დოზის მწვავე გადაჭარბების გამო. დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ ვლინდება მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ ზედმეტი დოზის მიღებიდან და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტების უმეტესობა, რომლებიც მითითებულია პუქტში 4.8, უპირველეს ყოვლისა კუშინგის სინდრომი.
ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა შემანარჩუნებელი და სიმპტომურია. დექსამეტაზონის ორგანიზმიდან გამოსადევნის დასაჩქარებლად ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები, გლუკოკორტიკოიდები. ათქ კოდი [H02AB02].
მოქმედების მექანიზმი
დექსამეტაზონი წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის გლუკოკორტიკოიდული აქტივობის მქონე სინთეტიკური ჰორმონს (კორტიკოსტეროიდს). მას ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული მოქმედება გააჩნია, და ასევე ზემოქმედებას ახდენს მეტაბოლიზმზე, გლუკოზას ჰომეოსტაზზე და (უკუკავშირის უარყოფითი ეფექტის მეშვეობით) ჰიპოთალამუსის რილიზინგ-ჰორმონის და ადენოჰიპოფიზის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციაზე.
გლუკოკორტიკოიდების მოქმედება ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის. ამჟამად არსებობს საკმარისი მტკიცებულებები უჯრედულ დონეზე გლუკოკორტიკოიდების მოქმედების მექანიზმის შესახებ. უჯრედების ციტოპლაზმაში არსებობს ორი მკვეთრად განსაზღვრული რეცეპტორული სისტემა. გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორების მეშვეობით კორტიკოსტეროიდები არეგულირებენ ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიულ ეფექტებს და გლუკოზას ჰომეოსტაზს; მინერალოკორტიკოიდული რეცეპტორების მეშვეობით არეგულირებენ ნატრიუმისა და კალიუმის ცვლას, ელექტროლიტურ და წყლის ბალანსს.
გლუკოკორტიკოიდები წარმოადგენენ ცხიმში ხსნად ნივთიერებებს და ამიტომ ადვილად აღწევენ სამიზნე უჯრედებში უჯრედების მემბრანებიდან. ჰორმონის და რეცეპტორის შეერთება იწვევს რეცეპტორის კონფორმაციულ ცვლილებებს და ზრდის მის აფინურობას დნმ-სთან. ჰორმონ-რეცეპტორის კომპლექსი აღწევს უჯრედის ბირთვში და უერთდება დნმ-ს მოლეკულას მარეგულირებელ მონაკვეთს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც გლუკოკორტიკოიდული პასუხის ელემენტი (GRE). გააქტიურებული რეცეპტორი უერთდება GRE-ს ან სპეციფიკურ გენებს და არეგულირებს მატრიცული რნმ-ს (მრნმ) ტრანსკრიფციას (შეუძლია მისი გაძლიერება ან დათრგუნვა). ახლად წარმოქმნილი მრნმ ტრანსპორტირდება რიბოსომებისკენ, რომლებიც შემდეგ მონაწილეობენ ახალი ცილების წარმოქმნაში. სამიზნე უჯრედების ტიპისაგან და პროცესებიდან გამომდინარე, ახალი ცილების წარმოქმნა შეიძლება როგორც გაძლიერდეს (მაგალითად, თიროზინ-ტრანსამინაზას სინთეზი ღვიძლის უჯრედებში), და ასევე დაითრგუნოს (მაგალითად, IL-ს სინთეზი ლიმფოციტებში). ვინაიდან რეცეპტორები გლუკოკორტიკოიდების მიმართ ვლინდება ყველა ქსოვილში, მათი მოქმედების რეალიზაცია ხორციელდება ორგანიზმის უჯრედების უმეტესობაში.
ზემოქმედება მეტაბოლიზმზე და გლუკოზას ჰემოსტაზზე: ინსულინის, გლუკაგონის და კატექოლამინების მსგავსად დექსამეტაზონი არეგულირებს ენერგიის დაგროვებასა და ხარჯვას. ღვიძლში ის ასტიმულირებს გლუკოზას წარმოქმნას პირუვატისა და ამინომჟავებისგან და გლიკოგენის წარმოქმნას. პერიფერიულ ქსოვილებში, კერძოდ, კუნთებში, ის ამცირებს გლუკოზას მოხმარებას და ამობილიზებს ამინომჟავებს (ცილებიდან), რომლებიც წარმოადგენენ ღვიძლში გლუკონეოგენეზის სუბსტრატებს. უშუალო ეფექტები ცხიმების მეტაბოლიზმზე ვლინდება ცხიმოვანი ქსოვილის ცენტრალური გადანაწილებით და ლიპოლიზის გაძლიერებით კატექოლამინებზე ზემოქმედების პასუხად.
თირკმელების პროქსიმალურ არხებში რეცეპტორების მეშვეობით დექსამეტაზონი ასტიმულირებს თირკმლის სისხლდინებას და გორგლოვან ფილტრაციას, თრგუნავს ვაზოპრესინის წარმოქმნას და სექკრეციას და აუმჯობესებს თირკმელების უნარს აექსტრექტიროს მჟავები.
β-ადრენერგიული რეცეპტორების რაოდენობის და მათთან აფინურობის გაზრდის მეშვეობით, რომლებიც გადასცემენ კატექოლამინების დადებით ინოტროპულ ეფექტებს, დექსამეტაზონი უშუალოდ ზრდის გულის კუმშვადობას და პერიფერიულ სისხლძარღვოვან ტონუსს.
დექსამეტაზონი მაღალი დოზებით თრგუნავს ფიბრობლასტების მიერ I და III კოლაგენის, ასევე გლიკოზამინოგლიკანების პროდუქციას; უჯრედგარე კოლაგენის და მატრიქსის წარმოქმნის დათრგუნვის ხარჯზე ანელებენ ჭრილობების შეხორცებას. მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ძვლის ქსოვილის პროგრესირებად რეზორბციას როგორც არაპირდაპირ ეფექტს, და უშუალოდ ამცირებს მის წარმოქმნას (ასტიმულირებს პარატჰორმონის სეკრეციას და თრგუნავს კალციტონინის სეკრეციას). გარდა ამისა, იგი იწვევს კალციუმის უარყოფით ბალანსს - ამცირებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში და აძლიერებს მის გამოყოფას თირკმელების მიერ. ჩვეულებრივ ეს იწვევს მეორეულ ჰიპერპარათირეოზს და ფოსფატურიას.
მოქმედება ჰიპოთალამუსზე და ჰიპოფიზზე: დექსამეტაზონი ახდენს 30-ჯერ უფრო მეტად გამოხატულ მოქმედებას, ვიდრე ენდოგენური კორტიზოლი. ამიტომ იგი კორტიკოტროპინ-რილიზინგ-ფაქტორის (კრფ) და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) სეკრეციის უფრო ძლიერი ინჰიბიტორია. ფარმაკოლოგიური დოზებში იგი თრგუნავს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემას, ხელს უწყობს მეორეული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარებას. თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს დექსამეტაზონის შეყვანის უკვე მე-5-7 დღეს სადღეღამისო დოზებით, რომლებიც 20-30 მგ პრედნიზოლონის ეკვივალენტურია ან მცირე დოზებით თერაპიის 30 დღის შემდეგ. მაღალი დოზებით თერაპიის მოკლე კურსის (5 დღემდე) მოხსნის შემდეგ თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქცია შეიძლება აღდგეს ერთ კვირის მერე; ხანგრძლივი კურსის შემდეგ ნორმალიზება უფრო გვიან დგება, ჩვეულებრივ ეს პროცესი გრძელდება 1 წლამდე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის შეუქცევადი ატროფია.
გლუკოკორტიკოსტეროიდების ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული მოქმედება დაკავშირებულია მათ მოლეკულურ და ბიოქიმიურ ეფექტებთან. მოლეკულური ანთების საწინააღმდეგო ეფექტი არის გლუკოკორტიკოიდების გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედების და რიგი ისეთი გენების ექსპრესიის ცვლილების შედეგი, რომლებიც არეგულირებენ უამრავი ინფორმაციული მოლეკულის, ცილების და ფერმენტების წარმოქმნას, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ანთებით პროცესში. გლუკოკორტიკოიდების ბიოქიმიური ანთების საწინააღმდეგო ეფექტები წარმოადგენენ ანთების ჰუმორული მედიატორების- პროსტალგანდინების, თრომბოქსანების, ციტოკინების და ლეიკოტრიენების - წარმოქმნისა და ფუნქციის დაბლოკვის შედეგს. დექსამეტაზონი ამცირებს ლეიკოტრიენების წარმოქმნას უჯრედოვანი ფოსფოლიპიდებიდან არაქიდონის მჟავას გამოთავისუფლების დაქვეითების გზით, რაც წარმოადგენს A2 ფოსფოლიპაზას აქტივობის დათრგუნვის შედეგს. ფოსფოლიპაზაზე ზემოქმედება განპირობებულია ლიპოკორტინის (მაკროკორტინის) კონცენტრაციის გაზრდით, რომელიც არის A2 ფოსფოლიპაზას ინჰიბიტორი. პროსტალგანდინების და თრომბოქსანის სინთეზზე დექსამეტაზონის დამთრგუნველი მოქმედება სპეციფიკური მდნმ-ს სინთეზის შემცირების შედეგია, რომელიც აკოდირებს ციკლოოქსიგენეზას წარმოქმნას.
გარდა ამისა, ლიპოკორტინის კონცენტრაციის გაზრდის წყალობით დექსამეტაზონი ასევე თრგუნავს პაფ-ის წარმოქმნას. სხვა ბიოქიმიური ანთების საწინააღმდეგო ეფექტები მოიცავს TNF და IL-1 წარმოქმნის შემცირებას.
RECOVERY კვლევა (Randomised Evaluation of COVid-19 thERapY კოვიდ-19-ის თერაპიის რანდომიზირებული შეფასება)1 - ეს არის მკვლევარის მიერ ინიცირებული ინდივიდუალური რანდომიზირებული კონტროლირებადი ღია კვლევა ადაპტური პლატფორმით იმ პაციენტების მკურნალობის პოტენციური მეთოდების ეფექტების შეფასებისთვის, რომლებიც არიან ჰოსპიტალიზებულნი COVID-19-ით.
კვლევა ტარდებოდა გაერთიანებული სამეფოს 176 საავადმყოფო ორგანიზაციაში.
რანდომიზირებული იყო 6425 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ან დექსამეტაზონს (2104 პაციენტი), ან უტარდებოდათ სტანდარტული მკურნალობა (4321 პაციენტი). პაციენტთა 89%-ს ჰქონდათ ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-CoV-2 ინფექცია.
პაციენტთა 16%-ის რანდომიზაციისას ტარდებოდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ფხვ) ან ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია, 60% იღებდა მხოლოდ ჟანგბადს (არაინვაზიური ვენტილაციით ან მის გარეშე), ხოლო 24% არ იღებდა არც ერთს და არც მეორეს.
პაციენტთა საშუალო ასაკი შეადგენდა 66,1±15,7 წელს. პაციენტთა 36% შეადგენდნენ ქალები. პაციენტთა 24% ანამნეზში ჰქონდათ დიაბეტი, 27% - გულის დაავადებები და 21% - ფილტვების ქრონიკული დაავადებები.
პირველადი საბოლოო წერტილი
28 დღის შემდეგ სიკვდილობა დექსამეტაზონის ჯგუფში იყო მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში, ლეტალური შედეგი ჰქონდა 2104 პაციენტიდან 482-ს (22,9%) და 4321 პაციენტიდან 1110-ს (25,7%), შესაბამისად (ფარდობითი რისკი 0,83; 95% ნდობის ინტერვალი (ნი), 0,75-დან 0,93-მდე; P<0,001).
დექსამეტაზონის ჯგუფში ლეტალური შემთხვევების სიხშირე იყო უფრო დაბალი, ვიდრე სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში, პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ფხვ (29,3% 41,4%-ის წინააღმდეგ; ფარდობითი რისკი, 0,64; 95% ნი, 0,51-0,81), ასევე პაციენტებში, რომლებიც დამატებით იღებდნენ ჟანგბადს ფხვ-ის გარეშე (23,3% 26,2%-ის წინააღმდეგ; ფარდობითი რისკი 0,82; 95% ნი 0,72-დან 0,94-მდე).
დექსამეტაზონის აშკარა ეფექტი არ გამოვლინდა პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ რესპირატორული მხარდაჭერა რანდომიზაციის დროს (17,8% 14,0%-ის წინააღმდეგ; ფარდობითი რისკი 1,19; 95% ნი 0,91-დან 1,55-მდე).
მეორადი საბოლოო წერტილები
დექსამეტაზონის ჯგუფის პაციენტებს ჰქონდათ ჰოსპიტალიზების უფრო ხანმოკლე ხანგრძლივობა, ვიდრე სტანდარტული მკურნალობის ჯგუფის პაციენტებს (მედიანა, 12 დღე 13 დღესთან შედარებით), და ცოცხლად გადარჩენის უფრო მეტი ალბათობა 28 დღის განმავლობაში (ფარდობითი რისკი, 1,10; 95% ნი, 1,03-დან 1,17-მდე).
პირველადი საბოლოო წერტილის მონაცემების შესაბამისად საუკეთესო ეფექტი 28 დღის განმავლობაში გამოწერასთან დაკავშორებით აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ფხვ რანდომიზაციის დროს (ფარდობითი რისკი 1,48; 95% ნი 1,16, 1,90), შემდეგ მოდიოდნენ პაციენტები, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ჟანგბადს (ფარდობითი რისკი 1,15; 95% ნი 1,06-1,24) და დადებითი ეფექტის არქონა პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობდნენ ჟანგბადს (ფარდობითი რისკი 0,96; 95% ნი 0,85-1,08).
შედეგი
დექსამეტაზონი
(N=2104)
სტანდარტული მკურნალობა
(n=4321)
ფარდობითი რისკი
(95% ნი)*
პაციენტების რაოდენობა / საერთო რაოდენობა (%)
პირველადი შედეგი
სიკვდილობა 28 დღის შემდეგ
482/2104 (22,9)
1110/4321
(25,7)
0,83 (0,75-0,93)
მეორადი შედეგები
ჰოსპიტალიდან გამოწერა 28 დღის შემდეგ
1413/2104
(67,2)
2745/4321
(63,5)
1,10 (1,03-1,17)
ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ან სიკვდილი †
456/1780 (25,6)
994/3638 (27,3)
0,92 (0,84-1,01)
ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია
102/1780 (5,7)
285/3638 (7,8)
0,77 (0,62-0,95)
სიკვდილი
387/1780 (21,7)
827/3638 (22,7)
0,93 (0,84-1,03)
- ფარდობითი რისკები გათვლილი იყო ასაკისთვის 28-დღიანი სიკვდილიანობის შედეგების და ჰოსპიტალიდან გამოწერების გათვალისწინებით. ფარდობითი რისკები გათვლილი იყო ასაკისთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ან სიკვდილის და მათი ქვეკომპონენტების შედეგების გათვალისწინებით.
† ამ კატეგორიიდან ამოღებულები - ეს არიან პაციენტები, რომლებსაც უტარდებოდათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია რანდომიზაციის დროს.
უსაფრთხოება
აღნიშნული იყო საკვლევ მკურნალობასთან დაკავშირებული ოთხი სერიოზული არასასურველი მოვლენა (სამ): ჰიპერგლიკემიის ორი სამ, სტეროიდ-ინდუცირებული ფსიქოზის ერთი სამ და ერთი სამ - სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან. ყველა მოვლენა მოგვარებულია.
ქვეჯგუფების ანალიზები
დექსამეტაზონის ზეგავლენის განაწილება 28-დღიან სიკვდილობაზე ასაკის და რესპირატორული მხარდაჭერის მიხედვით რანდომიზაციის დროს2
დექსამეტაზონი
სტანდარტული მკურნალობა
205740245745
ფარდობითი რისკი (95% ნი)
ჟანგბადის გარეშე (x12=0,70; p=0,40)
<70
≥70 <80
≥80
შუალედურად
10/197 (5,1%)
25/114 (21,9%)
54/190 (28,4%)
89/501 (17,8%)
18/462 (3,9%)
35/224 (15,6%)
92/348 (26,4%)
145/1034 (14,0%)
1,31 (0,60-2.83)
1,46 (0,88-2,45)
1,06 (0,76-1,49)
1,19 (0,91-1,55)
მხოლოდ ჟანგბადი (x12=2,54; p=0,11)
<70
≥70 <80
≥80
შუალედურად
53/675 (7,9%)
104/306 (34,0%)
141/298 (47,3%)
298/1279 (23,3%)
193/1473 (13,1%)
178/531 (33,5%)
311/600 (51,8%)
682/2604 (26,2%)
0,58 (0,43-0,78)
0,98 (0,77-1,25)
0,85 (0,70-1,04)
0,82 (0,72-0,94)
ფხვ (x12=0,28; p=0,60)
<70
≥70 <80
≥80
შუალედურად
66/269 (24,5%)
26/49 (53,1%)
3/6 (50,0%)
95/324 (29,3%)
217/569 (38,1%)
58/104 (55,8%)
8/10 (80,0%)
283/683 (41,4%)
0,61 (0,46-0,81)
0,85 (0,53-1,34)
0,39 (0,10-1,47)
0,64 (0,51-0,81)
ყველა მონაწილე
482/2104 (22,9%)
1110/4321 (25,7%)
0,83 (0,75-0,93)
p<0,001
დექსამეტაზონი
უკეთესი
სტანდარტული მკურნალობა
უკეთესი
ფხვ - ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია
დექსამეტაზონის ზეგავლენის განაწილება 28-დღიან სიკვდილიანობაზე რესპირატორული მხარდაჭერით რანდომიზაციის დროს და ანამნეზში ქრონიკული დაავადებების მიხედვით 2
დექსამეტაზონი
სტანდარტული მკურნალობა
119380102870
ფარდობითი რისკი (95% ნი)
ჟანგბადის გარეშე (x12=0,08; p=0,78)
პირველადი დაავადება
არაპირველადი დაავადება
შუალედურად
65/313 (20,8%)
24/188 (12,8%)
89/501 (17,8%)
100/598 (16,7%)
45/436 (10,3%)
145/1034 (14,0%)
1,22 (0,89-1,66)
1,12 (0,68-1,83)
1,19 (0,91-1,55)
მხოლოდ ჟანგბადი (x12=2,05; p=0,15)
პირველადი დაავადება
არაპირველადი დაავადება
შუალედურად
221/702 (31,5%)
77/577 (13,3%)
298/1279 (23,3%)
481/1473 (32,7%)
201/1131 (17,8%)
682/2604 (26,2%)
0,88 (0,75-1,03)
0,70 (0,54-0,91)
0,82 (0,72-0,94)
ფხვ (x12=0,52; p=0,22)
პირველადი დაავადება
არაპირველადი დაავადება
შუალედურად
51/159 (32,1%)
44/165 (26,7%)
95/324 (29,3%)
150/346 (43,4%)
133/337 (39,5%)
283/683 (41,4%)
0,75 (0,54-1,02)
0,56 (0,40-0,78)
0,64 (0,51-0,81)
ყველა მონაწილე
482/2104 (22,9%)
1110/4321 (25,7%)
0,83 (0,75-0,93)
p<0,001
დექსამეტაზონი
უკეთესი
სტანდარტული მკურნალობა
უკეთესი
ფხვ - ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია
1 www.recoverytrial.net
2 (წყარო: Horby P. et al., 2020; https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.06.22.20137273vl; doi: https://doi.org/10.1101/2020.06.22.20137273)
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ინტრავენური გამოყენების შემდეგ დექსამეტაზონ ფოსფატი პლაზმაში აღწევს კონცენტრაციის პიკს უკვე 5 წუთში და ერთ საათში ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ. ინექციის სახით სახსარში ან რბილ ქსოვილებში (ჭრილობებში) ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აბსორბცია უფრო დაბალია, ვიდრე ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ. ინტრავენური გამოყენების შემდეგ მოქმედება სწრაფად იწყება; ინტრამუსკულური გამოყენების შემდეგ კლინიკური ეფექტი მიიღწევა 8 საათში. მოქმედება ნარჩუნდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში: 17-28 დღე კუნთში შეყვანის შემდეგ, და 3 დღე - 3 კვირა ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. დექსამეტაზონის ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი 24-72 საათს შეადგენს. პლაზმაში და სინოვიალურ სითხეში დექსამეტაზონის ფოსფატი სწრაფად გარდაიქმნება დექსამეტაზონად.
განაწილება
დექსამეტაზონის დაახლოებით 77% უერთდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. დექსამეტაზონის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი უერთდება არაალბუმინის ცილებს. ვინაიდან დექსამეტაზონი ცხიმის დამშლელი ნივთიერებაა, მას შეუძლია უჯრედგარე და უჯრედშიდა სივრცეში შეღწევა.
მეტაბოლიზმი
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი) მისი ეფექტები განპირობებულია მემბრანულ რეცეპტორებთან შეერთებით. პერიფერიულ ქსოვილებში უერთდება ციტოპლაზმურ რეცეპტორებს. დაშლა ხდება მისი მოქმედების ადგილას, ე.ი. უჯრედში.
პრეპარატი მეტაბოლიზმს ძირითადად ღვიძლში ექვემდებარება, მაგრამ ასევე მეტაბოლიზდება თირკმელებში და სხვა ქსოვილებში.
გამოყოფა
გამოიყოფა ძირითადად შარდით.
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
დექსამეტაზონის არასასურველი რეაქციები შესაძლო მნიშვნელობით კლინიკური გამოყენებისთვის აღინიშნებოდა ცხოველებში ზემოქმედების დონეებისას, რომლებიც იყო ისეთივე, როგორიც ზემოქმედების კლინიკური დონეები.
მწვავე ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა დექსამეტაზონის დაბალი ტოქსიკურობა პერორალური შეყვანის შემდეგ: LD50 მნიშვნელობები შეადგენდა >3გ/კგ ვირთხებში და 6,5 გ/კგ თაგვებში. LD50 მნიშვნელობები მუცელში და ვენაში შეყვანისას ვირთხებში შეადგენდა 54 მგ/კგ და >64 მგ/კგ შესაბამისად, მაშინ როდესაც LD50 მნიშვნელობები მუცელში შეყვანისას თაგვებში შეადგენდა 410 მგ/კგ. დექსამეტაზონის კანქვეშ შეყვანა თაგვებში, ვირთხებსა და კურდღლებში იძლეოდა LD50 მნიშვნელობებს 4400 მგ/კგ, 14 მგ/კგ და 7 მგ/კგ შესაბამისად. დექსამეტაზონის ერთჯერადი დოზის შემდეგ ტოქსიკურობის კლინიკური ნიშნები მოიცავდა ცრემლდენას, მომატებულ მოძრაობით აქტიურობას, დიარეას, წონის დაკლებას, ტრემორს და კრუნჩხვებს. ვირთხებში დექსამეტაზონის განმეორებით შეყვანა იწვევდა სხეულის ზრდის შემცირებას, ელენთის და თიმუსის წონის შეცვლას, ცვლილებებს სისხლში, მაშინ როდესაც კურდღლებში იწვევდა ღვიძლის ნეკროზს. დექსამეტაზონი აინდუცირებდა მიოკარდის ჰიპერტროფიას ახალშობილ ვირთხებში.
ორსული ქალებისთვის FDA დექსამეტაზონს ანიჭებს C კატეგორიას. ნაჩვენები იყო, რომ პრეპარატი ზრდის თანდაყოლილი დეფექტების სიხშირეს ცხოველების მრავალ ექსპერიმენტულ სახეობაში. ტერატოგენობის კვლევებმა გამოავლინა ქალა-სახის განვითარების მანკიერებები, გულის დეფექტები, სასის ნაპრალი, ნაყოფის წონის კლება, იმუნოდეფიციტი, ჩანასახგარე სტრუქტურები. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში სასის ნაპრალი აღინიშნა ვირთხებში, თაგვებში, ზაზუნებში, კურდღლებში, ძაღლებში და პრიმატებში; მაგრამ არ გამოვლენილა ცხენებსა და ცხვრებში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს გადახრები კომბინირებული იყო ცენტრალური ნერვული სისტემის და გულის დეფექტებთან. პრიმატებში გამოყენება იწვევდა ტვინზე ზემოქმედებას. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო საშვილოსნოშიდა განვითარების შეჩერება. ყველა ეს ეფექტი აღინიშნა მაღალი დოზების შეყვანისას.
დექსამეტაზონის გენოტოქსიკურობის შეფასებამ in vitro და in vivo ანალიზების გამოყენებით აჩვენა, რომ პრეპარატს შეუძლია გენეტიკურ მასალაზე ზემოქმედება; თუმცა ეიმსის ანალიზი მუტაგენური პოტენციალის აღმოსაჩენად უარყოფითი იყო.
ინდივიდუალური კლინიკამდელი კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ დექსამეტაზონი აინჰიბირებს კიბოს უჯრედების ზრდას და ანგიოგენეზს.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, დინატრიუმის ედეტატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი.
- 2 შეუთვსებლობა
პრეპარატის შერევა სხვა პრეპარატებთან არ შეიძლება, პუნქტი 4.2 ჩამოთვლილის გარდა.
დექსამეტაზონის ქლორპრომაზინთან, დიფენჰიდრამინთან, დოქსაპრამთან, დოქსორუბიცინთან, დაუნორუბიცინთან, იდარუბიცინთან, ჰიდრომორფონთან, ონდანსეტრონთან, პროქლორპერაზინთან, გალიუმის ნოტრატთან და ვანკომიცინთან შერევისას წარმოიქმნება ნალექი.
დექსამეტაზონის დაახლოებით 16% იხსნება გლუკოზის 2,5% ხსნარში და NaCl 0,9% ხსნარში ამიკაცინით.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, მაგალითად, ლორაზეპამის შერევა დექსამეტაზოთან უნდა მოხდეს შუშის ბოთლებში და არა პლასტმასის პაკეტებში (ლორაზეპამის კონცენტრაცია ხსნარის პოლივინილქლორიდის პაკეტებში ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას 3-4 საათის განმავლობაში 90%-ზე ქვევით ჩამოდის).
დექსამეტაზონთან შერევისას ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, მაგალითად, მეტარამინოლი, 24 საათის განმავლობაში ავითარებს ეგრედწოდებულ „ნელა განვითარებად შეუთავსებლობას“. დექსამეტაზონი და გლიკოპიროლატი: ხსნარის საბოლოო pH შეადგენს 6,4, რაც სტაბილურობის ზღვრებს სცილდება.
- 3 ვარგისობის ვადა
5 წელი.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ არ მოხდა, მაშინ შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და, როგორც წესი, არ აღემატება 24 საათს 2-დან 80C-მდე ტეპმერატურაზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხსნარის მომზადება ხდებოდა კონტროლირებად და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების შენახვისას
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- 5 პირველადი შეფუთვის მახასიათებელი და შიგთავსი
25 ამპულა (5 ამპულიანი 5 ბლისტერი) მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად. ქარვისფერ ამპულებზე დატანილია თეთრი ფერის წერტილი და მის ზევით მწვანე ფერის რგოლი.
- 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პრეპარატის მიღების ან მასთან მუშაობის შემდეგ დარჩენილი ნარჩენების განადგურებისას.
უტილიზების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
მთელი დარჩენილი პრეპარატი და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.
დექსამეტაზონი შეიყვანება ვენაში, ინფუზიის გზით გლუკოზასთან ან ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად. პრეპარატის გამოყენება შეიძლება თუ ხსნარი გამჭვირვალეა და არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. გამოყენებამდე კონტეინერი უნდა შემოწმდეს დაზიანების ნიშნების არსებობაზე, და არ უნდა იყოს დაბიძნურების არანაირი ხილული ნიშანი. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი ბელარუსის რესპუბლიკაში
სააქციო საზოგადოების „KRKA, TOVARNA ZDRAVIL, D. D., NOVO MESTO“ (სლოვენიის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში: ფილიმონოვის ქ. 25გ, ოფისი 315, 220114, ქ.მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა, ტელ/ფაქსი: + 375 740 740 9230. E-mail: [email protected].
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია მომხმარებლისთვის
დექსამეტაზონის საინექციო ხსნარი 4 მგ/1 მლ.
Dexamethason
ამ პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
პრეპარატი განკუთვნილია სპეციალურად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
თუ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, აფთიაქის მუშაკს ან ექთანს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებს, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი :
რას წარმოადგენს პრეპარატი დექსამეტაზონი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დექსამეტაზონის მიღებამდე
პრეპარატის დექსამეტაზონის გამოყენება
შესაძლო არასასურველი რეაქციები
პრეპარატ დექსამეტაზონის შენახვა
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი დექსამეტაზონი და რისთვის გამოიყენება
დექსამეტაზონი სინთეზური გლუკოკორტიკოიდია. გლუკოკორტიკოიდები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გამომუშავებული ჰორმონებია.
დექსამეტაზონი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად ექსტრემალურ შემთხვევებში ან მაშინ, როდესაც პერორალური მკურნალობა შეუძლებელია.
სამკურნალო საშუალება ინიშნება ჩანაცვლებითი თერაპიის სახით ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების არასაკმარისი სეკრეციის დროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დარღვევებისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დაავადების (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია) შემთხვევებში.
ვინაიდან პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედება და თრგუნავს იმუნურ სისტემას, ის რეკომენდებულია რევმატული დაავადებების, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების, ალერგიული და კანის დაავადებების, თვალის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რესპირაქტორული ტრაქტის, სისხლისა და თირკმლის დაავადებების, კიბოს გარკვეული ფორმების სამკურნალოდ და ასევე ორგანოების გადანერგვისა და შოკის შემდეგ უარყოფის რეაქციის შესამცირებლად.
ანთებითი რევმატული დაავადებების (განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის) დროს, ის რეკომენდებულია ძირითადად გარდამავალი მკურნალობის სახით (იმ პერიოდში, როდესაც ძირითადი სამკურნალო საშუალება ჯერ კიდევ არ მოქმედებს ან დადგენილი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას არ ჰქონდა დამაკმაყოფილებელი ეფექტი).
დექსამეტაზონი გამოიყენება კორონავირუსული დაავადების 2019 (კოვიდ-19) სამკურნალოდ ზრდასრულებსა და მოზარდებში (12 წლისა და უფროსი ასაკის მინიმუმ 40 კგ სხეულის მასით) გაძნელებული სუნთქვით და ჟანგბადის თერაპიის აუცილებლობით.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დექსამეტაზონის მიღების წინ
არ მიიღოთ დექსამეტაზონი:
- თუ გაქვთ ალერგია დექსამეტაზონის ფოსფატზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- მწვავე ვირუსული, ბაქტერიული და სისტემური სოკოვანი ინფექციების დროს (შესაბამისი მკურნალობის გარეშე),
- კუშინგის სინდრომით (ჰორმონალური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სისხლში კორტიზოლის მაღალი დონით),
- ცოცხალი ვაქცინის გამოყენებით ვაქცინაციის დროს,
- რიტოდრინთან ერთდროულად (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად);
- თუ გაქვთ სისხლის შედედების მძიმე დარღვევები, პრეპარატის ინტრამუსკულური შეყვანა უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ დექსამეტაზონის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან:
- თუ წარსულში დექსამეტაზონით ან სხვა ნებისმიერი გლუკოკორტიკოიდით მკურნალობის დროს გქონიათ სერიოზული არასასურველი რეაქციები,
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
- თუ გაქვთ ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
- თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა ან გაქვთ ეჭვი მის არსებობაზე (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე),
- თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი),
- თუ თქვენ მკურნალობთ მაღალ არტერიულ წნევას,
- თუ მკურნალობთ გულის უკმარისობას,
- თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა,
- თუ თქვენ მკურნალობთ დიაბეტს,
- თუ მკურნალობთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს,
- თუ თქვენ მკურნალობთ ტუბერკულოზს,
- თუ თქვენ მკურნალობთ ოსტეოპოროზს,
- თუ თქვენ მკურნალობთ ეპილეფსიას,
- თუ იღებთ სამკურნალო საშუალებებს სისხლძარღვების სისხლის კოლტებით გამოწვეული ჩაკეტვის (თრომბოემბოლია) სამკურნალოდ,
- თუ სწრაფად გეღლებათ კუნთები (მიასთენია),
- თუ გაქვთ გლაუკომა (თვალის დაავადება, რომელიც ხასიათდება თვალშიდა წნევის მომატებით, რაც იწვევს თვალებში პათოლოგიურ ცვლილებებს, მხედველობის ველის დაკარგვას და ძლიერ ტკივილს),
- თუ გაქვთ ფსიქიკური აშლილობები (ფსიქოზი ან ფსიქონევროზი).
კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ დექსამეტაზონით მკურნალობის დასრულების შემდეგ გექნებათ ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, კონიუნქტივის სიწითლე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გაღიზიანებადობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, წონის დაკლება, სისუსტე ან კრუნჩხვები. ეს არის გლუკოკორტიკოიდების მოხსნის სინდრომის შესაძლო შედეგები; ამიტომ პრეპარატის დოზა ძალიან ნელა უნდა შემცირდეს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ დექსამეტაზონით მკურნალობისას წარმოიქმნება ინფექციური დაავადების ნიშნები (მაგალითად, ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუჭ-ნაწლავის დარღვევები ან შარდვის გაძნელება).
რეკომენდებულია თავი შეიკავოთ იმ სახსრების დატვირთვისგან, სადაც შეყვანილი იყო ინექცია, ანთებითი პროცესის სრულად გაქრობამდე. თუ ინექციის შემდეგ ვითარდება სახსრების ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ხშირი სახსარშიდა ინექციები შეიძლება გახდეს სასახსრე ხრტილის დაზიანებისა და ძვლის ასეპტიკური ნეკროზის მიზეზი. თავი უნდა აარიდოთ კორტიკოსტეროიდების ინფიცირებულ სახსრებში შეყვანას.
სახსარშიდა შეყვანის წინ სახსრიდან სინოვიალური სითხე უნდა იქნას ევაკუირებული და გამოკვლეული (შესაძლო ინფექციის გამოსავლენად).
ცოცხალი ვირუსული ვაქცინის შეყვანის წინ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ მკურნალობთ დექსამეტაზონით. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ პრეპარატის მიღება შეწყვიტეთ ვაქცინაციამდე 14 დღეზე ნაკლები ხნით ადრე.
თუ დექსამეტაზონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ განიცდით სერიოზულ სტრესს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა საჭირო გახდეს დექსამეტაზონის ხელმეორედ შეყვანა.
თუ არ გადაგიტანიათ ჩუტყვავილა ან წითელა, დექსამეტაზონით მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ ჩუტყვავილათი დაავადებულ პაციენტებს ან კონტაქტს წითელას ვირუსით ინფიცირებულ პირებთან. თუ კონტაქტი მაინც გექნებათ, რაც შეიძლება მალე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ კოვიდ-19-ზე მკურნალობთ, არ უნდა შეწყვიტოთ ნებისმიერი სხვა სტეროიდული პრეპარატების მიღება მანამ, სანამ არ გეტყვით მკურნალი ექიმი.
აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ან ადრე იღებდით დექსამტეზონს, თუ გაქვთ სერიოზული ტრავმები, დაავადებები ან გეგმიური ოპერაციები მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.
კანის ალერგიაზე დაგეგმილი ტესტირების წინ აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ დექსამეტაზონს.
თუ გაქვთ სისხლის ავთვისებიანი დაავადება, უნდა აცნობოთ ექიმს სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომების წარმოქმნის შესახებ, ისეთების, როგორებიც არის კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ცნობიერების აღრევა, მხედველობის დარღვევა ან დაკარგვა და ქოშინი.
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
ამ პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფეოქრომოციტომული კრიზი, რომელმაც შეიძლება გამოიღოს ლეტალური შედეგი. ფეოქრომოციტომა წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათ სიმსივნეს. კრიზი შეიძლება მიმდინარეობდეს შემდეგი სიმპტომებით: თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისცემა, ჰიპერტონია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ეს ნიშნები.
ბავშვები და მოზარდები
თუ თქვენი შვილი ღებულობს დექსამეტაზონს, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ზრდას და განვითარებას მკურნალობის დროს და ეს განიხილოთ მკურნალ ექიმთან.
დექსამეტაზონი არ უნდა იქნას რეგულარულად გამოყენებული სუნთქვის პრობლემების მქონე დღენაკლულ ბავშვებში.
თუ დექსამეტაზონი შეიყვანება დღენაკლულ ბავშვს, აუცილებელია გულის ფუნქციისა და სტრუქტურის კონტროლი.
სხვა პრეპარატები და დექსამეტაზონი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ ღებულობთ, ცოტახნის წინ ღებულობდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატების მიღება, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია დექსამეტაზონის ეფექტის გაძლიერება, და მკურნალ ექიმს შეუძლია გულდასმით დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას, თუ თქვენ იღებთ ნახსენებ პრეპარატებს (მათ შორის ზოგიერთ პრეპარატს აივ-ის სამკურნალოდ: რიტონავირი, კობიცისტატი).
კერძოდ, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ ღებულობთ:
ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს ან პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ცხელების დასაწევად (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები),
ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატებს (რიფამპიცინი, რიფაბუტინი),
პრეპარატები ბაქტერიული (ერითრომიცინი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები), ვირუსული (ინდინავირი) და სოკოვანი (კეტოკონაზოლი) ინფექციების სამკურნალოდ,
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტონი, პრიმიდონი),
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (ამინოგლუტეტიმიდი (ანტიოესტროგენი), ტალიდომიდი),
სამკურნალო პრეპარატებს ცხვირის ჩაკეტვის შესამცირებლად (ეფედრინი),
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს,
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს,
დიურეზის გამაძლიერებელ პრეპარატებს (დიურეზულები),
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ჰელმინთური ინვაზიების სამკურნალოდ (ალბენდაზოლი, პრაზიკვანტელი),
გულის უკმარისობის სამკურნალოდ (სათითურას გლიკოზიდები),
კუჭის წვენის მჟავიანობის შემამცირებელ პრეპარატებს (ანტაციდები),
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ
პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად (ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები),
წამლებს, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (ჰეპარინი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან გყავთ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე, ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
ვინაიდან ორსულობის დროს დექსამეტაზონის უსფართხოება დადგენილი არ არის, გამოყენების შესაძლებლობა ორსულობის დროს განსაზღვრული იქნება ექიმის მიერ.
თუ ორსულობა დაფიქსირდა დექსამეტაზონით მკურნალობის დროს, რაც შეიძლება სწრაფად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ ორსულობის დროს ღებულობთ დექსამეტაზონს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს მშობიარობამდე
იმ დედების ახალშობილ ბავშვებს, რომლებიც ღებულობდნენ დექსამეტაზონს ორსულობის ბოლოსკენ, დაბადების შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ შაქრის დაბალი დონე სისხლში.
დექსამეტაზონი გამოიყოფა დედის რძეში; ამიტომ ძუძუთი კვება მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დექსამეტაზონი არ ახდენს გავლენას ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი დექსამეტაზონი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ესე იგი არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
პრეპარატ დექსამეტაზონის გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
დოზას ადგენს ექიმი დაავადების, მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობის, პრეპარატის ამტანობის და მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად. ამიტომ ზუსტ დოზირებას, ინექციების სიხშირეს და მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის განსაზღვრავს ექიმი.
საინექციო ხსნარი ინიშნება ინტრავენურად, ინტრამუსკულურად, სახსარში, სახსრის გარშემო მიდამოში ან რომელიმე სხვა ქსოვილში, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას, ან ინტრავენური ინფუზიების სახით (გლუკოზაზე ან ფიზიოლოგიური ხსნარზე).
ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად შესაყვანი რეკომენდებული საშუალო საწყისი სადღეღამისო დოზები შეადგენს 0,5 მგ - 9 მგ ან მეტს აუცილებლობის შემთხვევაში.
თქვენ მიიღებთ დექსამეტაზონის საწყის დოზებს ეფექტის დადგომამდე, ხოლო შემდეგ დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მანამდე, სანამ ნაპოვნი არ იქნება მინიმალური დოზა, რომელიც აუცილებელია საჭირო ეფექტის შენარჩუნებისთვის. თუ მაღალი დოზებით მკურნალობა გრძელდება უფრო დიდ ხანს, ვიდრე რამოდენიმე დღეა, მაშინ დოზა უნდა შემცირდეს რამოდენიმე მიყოლებული დღის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც კი.
დექსამეტაზონის რეკომენდებული დოზა სახსარში შესაყვანად შეადგენს 0,4 მგ - 4 მგ. დოზა დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის ზომაზე. სახსარშიდა შეყვანის გამეორება შეიძლება 3-4 თვის შემდეგ. სიცოცხლის განმავლობაში ინექციების შეყვანა შეიძლება მხოლოდ 3-დან 4-ჯერამდე ცალკე აღებულ სახსარში და არ შეიძლება იქნას შეყვანილი ერთდროულად ორზე მეტ სახსარში.
კანის დაზიანებების დროს (კანის პათოლოგიური ცვლილებების ან კანის ცვლილებებისას, რომლებიც გამოწვეულია ტრავმით). ჭრილობაში ინექციის დროს დექსამეტაზონი გამოიყენება იგივე დოზით, როგორც სახსარშიდა შეყვანისას.
რეკომენდებული საინექციო დოზა სახსრის გარშემო მიდამოში შეადგენს 2-დან 6 მგ-მდე დექსამეტაზონს.
კოვიდ-19-ის მკურნალობა
რეკომენდებული დოზა ზრდასრული პაციენტებისთვის შეადგენს 6 მგ ინტრავენურად დღე-ღამეში ერთხელ 10 დღემდე.
გამოყენება მოზარდებში
რეკომენდებული დოზა პედიატრიული პაციენტებისთვის (12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები) შეადგენს 6 მგ ინტრავენურად დღე-ღამეში ერთხელ 10 დღემდე.
გამოყენება 65 წელზე უფროსი ასაკის ან ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში
65 წელზე უფროსი ასაკის ან ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობა.
გამოყენება ბავშვებში
ინტრამუსკულური ინექციებისას დოზა ჩანაცვლებითი თერაპიისთვის შეადგენს 0,02 მგ/ სხეულის მასის კგ-ზე ან 0,67 მგ/სხეულის ზედაპირის მ2-ზე, გაყოფილი სამ მიღებაზე ყოველ 3 დღეს, ან 0,008 -0,01 მგ/ სხეულის მასის კგ-ზე ან 0,2 მგ-0,3 მგ/სხეულის ზედაპირის მ2-ზე ყოველდღიურად.
სხვა ჩვენებებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,02-0,1 მგ/სხეულის მასის კგ-ზე ან 0,8 -5 მგ/სხეულის ზედაპირის მ2 ყოველ 12-24 საათში.
ზუსტი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი დექსამეტაზონი
დოზის გადაჭარბება შეიძლება განვითარდეს, როგორც წესი, მხოლოდ რამოდენიმე კვირის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, და გამოიწვიოს ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, განსაკუთრებით კუშინგის სინდრომი. თუ გამოგივლინდათ დოზის გადაჭარბების ნიშნები ან ეჭვი გაქვთ, რომ ღებულობთ პრეპარატის საჭიროზე უფრო მაღალ დოზას, განიხილეთ ეს მკურნალ ექიმთან.
თუ პრეპარატი დექსამეტაზონი არ მიგიღიათ
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ინექციების სიხშირეს. თუ ნებისმიერი მიზეზით დანიშნულ დროს არ გაგიკეთდათ ინექცია, აცნობეთ ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად მკურნალ ექიმს.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ დექსამეტაზონის მიღება
თუ ძალიან სწრაფად ამცირებთ დოზას ან წყვეტთ მკურნალობას, შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოიდების მოხსნის სინდრომი. ამ სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, სურდოს, კონიუნქტივის სიწითლეს, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ძილიანობას ან გაღიზიანებადობას, კუნთებისა და სხსრების ტკივილს, გულისრევას, წონის დაკლებას, სისუსტეს, და ასევე კრუნჩხვებს.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია დექსამეტაზონით ხანმოკლე მკურნალობასთან, მოიცავს:
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 10-დან
თირკმელზედა ჯირკვლის ტრანზიტორული უკმარისობა, გლუკოზას მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, მადის გაძლიერება, წონის მომატება, ფსიქიკური აშლილობები.
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 100-დან
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ტრიგლიცერიდების დონის ზრდა პლაზმაში, წყლულოვანი დაავადება (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება.
არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია დექსამეტაზონით ხანგრძლივ მიღებასთან, მოიცავს:
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 10-დან
თირკმელზედა ჯირკვლის გრძელვადიანი უკმარისობა, ზრდის შენელება ბავშვებსა და მოზარდებში, გაცხიმოვნების ზედა ტიპი, კანის გათხელება და სიმყიფე, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი.
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 100-დან
იმუნური პასუხის დაქვეითება და მიმღეობის გაზრდა ინფექციების მიმართ, კატარაქტა, გლაუკომა, მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია), ძვლების ასეპტიკური ნეკროზი.
შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია დექსამეტაზონის მიღებასთან (წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით):
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 10-დან
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ატროფია (სტრესზე პასუხის დაქვეითება), კუშინგის სინდრომი (ჰორმონული დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სისხლში კორტიზოლის მაღალი დონით), მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი), ლატენტური დიაბეტის გადასვლა კლინიკურად გამოხატულში, ინსულინის ან შაქრის დამწევი პერორალური პრეპარატებში საჭიროების გაზრდა პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ნატრიუმისა და წყლის შეკავება, კალიუმის გაძლიერებული დაკარგვა, კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (კუნთების სისუსტე კუნთის ქსოვილის კატაბოლიზმის შედეგად), ჭრილობების ნელა შეხორცება, სტრიები, კანზე წერტილოვანი ან მასიური სისხლჩაქცევები, ჭარბი ოფლიანობა, აკნე, კანის რეაქციების დათრგუნვა ალერგოლოგიური ტესტების ჩატარებისას.
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 100-დან
თავის ტვინის შეშუპება, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან მაღალი არტერიული წნევის დროს (ჰიპერტონიული ენცეფალოპათია), მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება (პაპილოედემა), მაღალი ქალაშიდა წნევა (თავის ტვინის ფსევდოშეშუპება), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პიროვნებისა და საქციელის შეცვლა, უძილობა, აგზნებადობა, კუნთების აქტივობის ანომალური გაზრდა (ჰიპერკინეზია), დეპრესია, ღებინება, სლოკინი, წყლულოვანი დაავადება (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაავადება), მომატებული თვალშიდა წნევა.
იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 1000-დან
სისხლძარღვების დახშობა, სისხლის მაჩვენებლების ცვლილება, გამონაყარი, ბრონქების კუნთების სპაზმი (ბრონქოსპაზმი), ფსიქოზები, იმპოტენცია, მძიმე ალერგიული რეაქცია თავბრუსხვევითა და გაძნელებული სუნთქვით (ანაფილაქსიური რეაქცია).
ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 ადამიანისა 10000-დან
გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, გულის კუნთის გაგლეჯვა პაციენტებში ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, კრუნჩხვები, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, უარყოფითი აზოტური ბალანსი ცილების კატაბოლიზმის შედეგად, საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების პერფორაცია და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სისხლიანი გულისრევა, მელენა), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), ნაღვლის ბუშტის პერფორაცია, ნაწლავის პერფორაცია პაციენტებში ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებით, ჭინჭრის ციება, თვალების ამობურცვა (ეგზოფთალმი), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით ზოგიერთი ქინოლონების ერთდროულად გამოყენებისას), სახსრის ხრტილის დაზიანება და ძვლის ნეკროზი (ხშირი სახსარშიდა ინექციების დროს), სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას (ანგიონევროზული შეშუპება), შეშუპებები, კანის ჭარბი ან დაქვეითებული პიგმენტაცია, კანის ალერგიული ანთება, კანის ან კანქვეშა უჯრედისის გათხელება, არაინფექციური აბსცესი და კანის სიწითლე.
სიხშირე უცნობია
მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა, მხედველობის დაბინდვა, გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) დროზე ადრე დაბადებულ ბავშვებში, რომელიც ჩვეულებრივ ნორმალიზდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ..
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით მეტი მონაცემების მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- პრეპარატ დექსამეტაზონის შენახვა
ინახება 250C ტეპმერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ არ მოხდა, მაშინ შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და, როგორც წესი, არ აღემატება 24 საათს 2-დან 80C-მდე ტეპმერატურაზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხსნარის მომზადება ხდებოდა კონტროლირებად და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შენიშნავთ ფერის შეცვლას, ხსნარის შემღვრევას ან ხილულ მექანიკურ ნაწილაკებს ხსნარში. გამოყენების წინ კონტეინერი უნდა შემოწმდეს დაზიანების ნიშნების არსებობაზე, და არ უნდა ჰქონდეს დაზიანების არანაირი ხილული ნიშანი.
არ გადააგდოთ პრეპარატი წყალგაყვანილობაში ან კანალიზაციაში. აფთიაქის თანამშრომელთან დააზუსტეთ როგორ მოიშოროთ პრეპარატები, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატი დექსამეტაზონი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება: 1 მლ საინექციო ხსნარი (1 ამპულა) შეიცავს 4 მგ დექსამეტაზონის ფოსფატს 4,37 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით, რაც 3,32 მგ დექსამეტაზონის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, დინატრიუმის ედეტატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი.
ასევე იხ. თავი 2 „პრეპარატი დექსამეტაზონი შეიცავს ნატრიუმს“.
პრეპარატ დექსამეტაზონის გარეგნული იერი და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.
25 ამპულა (5 ამპულიანი 5 ბლისტერი) მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად. ქარვისფერ ამპულებზე დატანილია თეთრი ფერის წერტილი და მის ზევით მწვანე ფერის რგოლი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი ბელარუსის რესპუბლიკაში
სააქციო საზოგადოების „KRKA, TOVARNA ZDRAVIL, D. D., NOVO MESTO“ (სლოვენიის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში: ფილიმონოვის ქ. 25გ, ოფისი 315, 220114, ქ.მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა, ტელ/ფაქსი: + 375 740 740 9230. E-mail: [email protected].
- -----------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მედიცინის მუშაკებისთვის და ჯანდაცვის მუშაკებისთვის:
დექსამეტაზონი 4 მგ/მლ საინექციო ხსნარი
დექსამეტაზონი
ხსნარის შეყვანა შეიძლება ინტრავენურად (ინექციურად ან ინფუზიურად გლუკოზას ან ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად), ინტრამუსკულურად და ადგილობრივად (სახსარში, კანის დაზიანებულ მონაკვეთებში, რბილ ქსოვილებში).
შეუთვსებლობა
დექსამეტაზონის ქლორპრომაზინთან, დიფენჰიდრამინთან, დოქსაპრამთან, დოქსორუბიცინთან, დაუნორუბიცინთან, იდარუბიცინთან, ჰიდრომორფონთან, ონდანსეტრონთან, პროქლორპერაზინთან, გალიუმის ნოტრატთან და ვანკომიცინთან შერევისას წარმოიქმნება ნალექი.
დექსამეტაზონის დაახლოებით 16% იხსნება გლუკოზის 2,5% ხსნარში და NaCl 0,9% ხსნარში ამიკაცინთან.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, მაგალითად, ლორაზეპამის შერევა დექსამეტაზონთან უნდა მოხდეს შუშის ბოთლებში და არა პლასტმასის პაკეტებში (ლორაზეპამის კონცენტრაცია ხსნარის პოლივინილქლორიდის პაკეტებში ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას 3-4 საათის განმავლობაში 90%-ზე ქვევით ჩამოდის).
დექსამეტაზონთან შერევისას ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, მაგალითად, მეტარამინოლი, 24 საათის განმავლობაში ავითარებს ეგრეთ წოდებულ „ნელა განვითარებად შეუთავსებლობას“. დექსამეტაზონი და გლიკოპიროლატი: ხსნარის საბოლოო pH შეადგენს 6,4, რაც სცილდება სტაბილურობის ფარგლებს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



