დეკორტი წარმოადგენს თითქმის უფეროდან ძალიან ღია ყვითელ შეფერილობამდე გამჭვირვალე ხსნარს, დამახასიათებელი სუნით (ფენილეთილის სპირტი). დეკორტი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. ის ხელს უწყობს თვალსა და ყურის ანთების პრევენციას ან შემცირებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/5მლ (1მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Deva Holding A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური და ოტოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
- ATC კოდი
- S03BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044887
- რეგისტრირებულია
- 25 თებერვალი 2026, მოქმედებს 25 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
დეკორტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დეკორტი წარმოადგენს თითქმის უფეროდან ძალიან ღია ყვითელ შეფერილობამდე გამჭვირვალე ხსნარს, დამახასიათებელი სუნით (ფენილეთილის სპირტი).
დეკორტი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. ის ხელს უწყობს თვალსა და ყურის ანთების პრევენციას ან შემცირებას.
დეკორტი გამოიყენება ყურის, თვალის ზედაპირისა და თვალის შიდა წინა ნაწილის (წინა სეგმენტი) ანთების სამკურნალოდ და ოპერაციის შემდგომი ანთების პრევენციის ან მკურნალობისთვის. ის ხელს უწყობს ანთების სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა სიწითლე, ტკივილი და შეშუპება.
დეკორტი მოწოდებულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (LDPE) დამზადებული გაუმჭვირვალე სტერილური 5 მლ ბოთლში, თეთრი სტერილური შიდა საცობით, რომელიც პიპეტის ფუნქციას ასრულებს და დალუქულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით და დამცავი რგოლით.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/შეყვანის სიხშირე
დეკორტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ქრონიკული ანთების დროს ზრდასრულებს, როგორც წესი, ენიშნებათ 1 ან 2 წვეთი თითოეულ თვალში ყოველ 3-6 საათში ერთხელ. მძიმე ანთების დროს ექიმმა თავდაპირველად შეიძლება გაზარდოს დოზა 1-2 წვეთით თითოეულ თვალში ყოველ 30-60 წუთში ერთხელ, დადებითი ეფექტის მიიღწევამდე. მიღების სიხშირე თანდათანობით მცირდება მკურნალობის სრულ შეწყვეტამდე.
ალერგიის ან მსუბუქი ანთების დროს, ჩვეულებრივი დოზაა 1-2 წვეთი თვალში(ებში) ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
ყურის გამოყენებისას, ყურის საფუძვლიანად გაწმენდისა და გაშრობის შემდეგ, ჩაიწვეთეთ 3-4 წვეთი ყურის არხში დღეში 2-3-ჯერ. ეფექტის მიღწევის შემდეგ, თანდათან შეამცირეთ დოზა.
თითოეულ შემთხვევაში, ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა.
დეკორტი გამოიყენეთ მხოლოდ თვალებისა ან ყურებისთვის. არ გამოიყენოთ პროდუქტი სხვა გზით.
მიღების მეთოდი და გზა
- აიღეთ დეკორტის ფლაკონი და სარკე.
- დაიბანეთ ხელები.
- კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
- მოხსენით ფლაკონს თავსახური.
- დაიჭირეთ ფლაკონი ცერა თითსა და სხვა თითებს შორის, ქვემოთ მიმართული (სურათი 1).
- თავი უკან გადახარეთ. სუფთა თითით ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, სანამ ქუთუთოსა და თვალს შორის „ჯიბე“ არ გამოჩნდება. წვეთი უნდა მოახვედროთ იქ (სურათი 2). თუ ყურისთვისაა, წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ ყურის არხში, როგორც ეს მე-2 სურათზეა ნაჩვენები.
- მიიტანეთ ფლაკონის თავი თვალთან ახლოს. თუ ეს დაგეხმარებათ, გააკეთეთ ეს სარკის წინ.
- არ შეეხოთ პიპეტით თვალს, ქუთუთოს, მიმდებარე ადგილებს, ყურებს ან მათ გარშემო ან სხვა ზედაპირებს. ამან შეიძლება დააინფიციროს წვეთები.
- ფრთხილად დააჭირეთ ფლაკონის ძირს საჩვენებელი თითით, რათა წვეთობით გამოუშვათ დეკორტი (სურათი 3).
- დეკორტის გამოყენების შემდეგ, ჩამოუშვით ქუთუთო, დახუჭეთ თვალი, დაიდეთ თითი თვალის შიდა კუთხეზე და შემდეგ დააჭირეთ ცხვირს (სურათი 4). ეს ხელს შეუშლის დეკორტის გაჟონვას სხეულის სხვა ნაწილებში. თუ მას ყურისთვის იყენებთ, დაელოდეთ დაახლოებით 60 წამი, რათა თავიდან აიცილოთ წამლის გარეთ გადმოღვრა.
- თუ წვეთებს ორივე თვალში/ყურში იყენებთ, იგივე ნაბიჯები მეორე თვალში/ყურშიც გაიმეორეთ.
- გამოყენებისთანავე მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ფლაკონს.
- ერთდროულად გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ფლაკონი. (არ გახსნათ ახალი ფლაკონი გახსნილი ფლაკონის შიგთავსის სრულად ამოწურვამდე)
თუ წვეთი თვალში ან ყურში არ მოხვდება, სცადეთ ხელახლა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოიყენება ბავშვებში
უსაფრთხოებისა და/ან ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, არ არის რეკომენდირებული ბავშვებში დეკორტის გამოყენება.
დეკორტის გამოყენება ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში რეკომენდებული არ არის, გარდა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებისა.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში მისი გამოყენება იგივეა, რაც ზრდასრულებში.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დექსამეტაზონის, სულფიდების ან დეკორტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
- თუ გაქვთ რქოვანას (თვალის წინა ნაწილის გამჭვირვალე ნაწილი) ან კონიუნქტივას (თვალის წინა ნაწილის დამფარავი ლორწოვანი გარსი) სწრაფად განვითარებული ვირუსული ინფექცია ან თვალის ფერადი ნაწილის დამფარავი გამჭვირვალე გარსის ანთება (ჰერპესული კერატიტი)
- თუ გაქვთ თვალის ბაქტერიული ინფექცია
- თუ გაქვთ თვალის ან ყურის სოკოვანი დაავადება ან თუ გაქვთ არანამკურნალევი პარაზიტული ინფექცია
- თუ თქვენი დაფის აპკი პერფორირებულია
- თუ გაქვთ ჰერპესი (მარტივი ჰერპესის ვირუსი), ყვავილი, ჩუტყვავილა (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი) ან სხვა ვირუსული თვალის ინფექციები, გარდა ზოსტერისა (ჰერპეს ზოსტერის ვირუსი)
- თუ გაქვთ ტუბერკულოზი (თვალის დაავადება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ბაქტერიით)
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ დეკორტის გამოყენებისას,
- თუ ადრე გქონდათ მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული თვალის ინფექცია და თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
- დეკორტის ხანგრძლივმა ან ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, კატარაქტა ან თვალის ინფექციები. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ თვალების რეგულარული გამოკვლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ზრდასრულებისთვის, რომლებსაც აქვთ კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა ჰიპერტენზიის (თვალში წნევის მომატება) რისკი. დეკორტის გამოყენება არ არის დამტკიცებული ბავშვებში. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ წინასწარგანწყობის ფაქტორები (მაგალითად, დიაბეტი), აქვთ კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის და/ან კატარაქტის მომატებული რისკი.
- თუ მომატებული გაქვთ თვალის შიდა წნევა (გლაუკომა), გთხოვთ, მიმართოთ ექიმს რეგულარული შემოწმების საჭიროების შესახებ, რადგან დეკორტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება.
- პრეპარატის სისხლში მოხვედრისას შეიძლება განვითარდეს კუშინგის სინდრომი. თუ ტანისა და სახის მიდამოების შეშუპებას და წონაში მატებას განიცდით, ეს, როგორც წესი, კუშინგის სინდრომის სახელით ცნობილი სინდრომის პირველი ნიშნებია. თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია შეიძლება განვითარდეს დეკორტით ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მკურნალობის დამოუკიდებლად შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და რიტონავირის მკურნალობის მქონე პაციენტებისთვის.
- თუ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რადგან მათ შეიძლება შენიღბონ, პროვოცირება მოახდინონ ან გააუარესონ თვალის მძიმე ანთებითი ინფექციები.
- თუ გაქვთ ისეთი დაავადება, რომელიც იწვევს თვალის ქსოვილების (რქოვანას ან სკლერის) გათხელებას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი შემდგომი გათხელება და შესაძლო პერფორაცია.
- მიიღეთ ეს მედიკამენტი ექიმის დანიშნულებისამებრ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად. თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება, მიმართეთ ექიმს. ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება უფრო მეტად იყოთ მიდრეკილი თვალის ინფექციებისკენ.
- ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გააუარესოს თვალის ინფექციები და შეაფერხოს თვალში ჭრილობის შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) აფერხებენ ან ანელებენ შეხორცებას. ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს რქოვანას შეხორცების პრობლემები.
- თუ იყენებთ რამოდენიმე ტიპის თვალის წვეთებს, მათ გამოყენებებს შორის დაიცავით 5 წუთიანი ინტერვალი.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი მხოლოდ წარსულში გეხებოდათ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
დეკორტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
დეკორტი გამოიყენება თვალში ან ყურში ჩასაწვეთებლად. არ გამოიყენოთ პროდუქტი სხვა გზით.
თუ პროდუქტი გამოიყენება რეკომენდებული წესით, საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს მასზე.
სიფრთხილის ზომები
არ არსებობს გამოყენების განსაკუთრებული პირობები.
თუ ფიქრობთ, რომ დეკორტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დეკორტი
საჭიროების შემთხვევაში, დეკორტის მოსაშორებლად, თვალი(ები) ან ყურები თბილი წყლით გამოირეცხეთ.
თუ მიიღეთ დეკორტის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დეკორტის გამოყენება
ჩაიწვეთეთ ერთი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე მცირე დროა დარჩენილი, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა; განაგრძეთ მედიკამენტის მიღება ჩვეული გრაფიკით.
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ დეკორტის გამოყენებას
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მის დასრულებამდე. სტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა იწვევს დაავადების რეგრესიას და პროგრესირებას.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დეკორტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ გვერდითი მოვლენები ძალიან სერიოზული არ არის, შეგიძლიათ გააგრძელოთ პრეპარატის გამოყენება. თუ შეშფოთებული ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტოთ დეკორტის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულ ქალებში დექსამეტაზონის გამოყენების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციაა. ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია. დეკორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ დედის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს დეკორტით მკურნალობას.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

უცნობია, იწვევს თუ არა დეკორტის ადგილობრივი (გარეგანი) გამოყენება სისტემურ შეწოვას და გადადის თუ არა ის დედის რძეში.
ძუძუთი კვების შეწყვეტის, მკურნალობის შეწყვეტის ან მკურნალობის თავიდან აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და დეკორტის სარგებელი მეძუძური დედისთვის.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
დეკორტმა შესაძლოა გამოყენების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მხედველობის დაბინდვა გამოიწვიოს. თუ მხედველობა დაბინდულია, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეკორტის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების თაობაზე
თვალის ინფექციების მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ კონტაქტური ლინზების ტარებას, რადგან ამან შეიძლება გააუარესონ თქვენი მდგომარეობა.
დეკორტში შემავალმა კონსერვანტმა, ბენზალკონიუმის ქლორიდმა, შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ასევე ცნობილია, რომ რბილ კონტაქტურ ლინზებს ფერს უცვლის. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, დეკორტის ჩაწვეთებამდე ამოიღეთ კონტაქტური ლინზები და ხელახლა ჩასმამდე დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი.
სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენება
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ადგილობრივ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს - მედიკამენტებს). გარეგანი გამოყენების ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდები შეიძლება გააუარესოს თვალის ინფექციები და შეაფერხოს თვალის ჭრილობის შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - მედიკამენტებს) ანელებენ ან აჭიანურებენ შეხორცებას. ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას შეხორცების პრობლემები.
რიტონავირის გამოყენების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს, რადგან მან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის დონე სისხლში.
თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს ან მალამოებს, თითოეულ წასმას შორის დაიცავით მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები ბოლოს უნდა წაისვათ.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: ვითარდება 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში
ხშირი: ვითარდება 100-დან 1-დან 10 პაციენტში
არახშირი: ვითარდება 1000-დან 1-დან 10 პაციენტში
იშვიათი: ვითარდება 1000-დან 1-დან 10 პაციენტში
ძალიან იშვიათი: ვითარდება 10000-დან 1-დან 10 პაციენტში
უცნობი: არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია.
დექსამეტაზონის კლინიკურ კვლევებში აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი
- უსიამოვნო შეგრძნებები თვალებში
არახშირი
- გემოს აღქმის დარღვევები
- თვალის გამჭვირვალე გარსის (რქოვანას) ანთება (კერატიტი)
- თვალის კონიუნქტივის შრის ანთება (კონიუნქტივიტი)
- მშრალი თვალის სინდრომი
- რქოვანას შეფერილობა
- სინათლის ან დღის სინათლის მიმართ მგრძნობელობა
- მხედველობის დაბინდვა
- თვალის ქავილი
- თვალში უცხო სხეულის შეგრძნება
- ცრემლდენის მომატება
- უჩვეუ;ლო შეგრძნებები თვალში
- ქუთუთოებზე ქერქის წარმოქმნა
- თვალის გაღიზიანება
- თვალის სიწითლე
პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღწერილი უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
უცნობია:
- მომატებული მგრძნობელობა
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- თვალშიდა წნევის მომატება
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
- რქოვანას ეროზია
- თვალის ტკივილი
- გუგების გაფართოება
- ქუთუთოს დაწევა
- რქოვანას წყლული (წყლულოვანი კერატიტი)
- კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთ პაციენტს, რომელთაც თვალის წინა ნაწილის (რქოვანას) გამჭვირვალე შრის მძიმე დაზიანება აღენიშნებათ, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო რქოვანაზე მღვრიე ლაქები განუვითარდათ.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შენახვის პირობები
შეინახეთ დეკორტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ დეკორტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინფექციების თავიდან ასაცილებლად, „ის უნდა იქნას გამოყენებული ფლაკონის პირველი გახსნიდან 15 დღის განმავლობაში“. ქვემოთ მოცემულ ნაწილში ჩაწერეთ ბოთლის გახსნის თარიღი.
გახსნის თარიღი:
ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.
ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში.
არ შეინახოთ მაცივარში.
ამ სამკურნალო საშუალების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
DEVA Holding A.Ş.
Küçükçekmece/İSTANBUL
ტელ: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
ელ.ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისათვის
დეკორტი 5 მგ/5 მლ თვალისა და ყურის წვეთები, ხსნარი
თვალებსა და ყურში ჩასაწვეთებლად.
სტერილური
აქტიური სუბსტანცია: ყოველი მლ შეიცავს დექსამეტაზონ 21-ფოსფატ დინატრიუმს, რაც 1 მგ დექსამეტაზონ 21-ფოსფატის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: კრეატინინი, ცელიტი 512, ტვინ 80, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბისულფიტი, ნატრიუმის ბორატის დეკაჰიდრატი, დინატრიუმის EDTA, 2-ფენილ ეთანოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს.
- ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
- ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული წესები. არ მიიღოთ ამ მედიკამენტის თქვენთვის რეკომენდებული დოზისგან განსხვავებული არც უფრო მაღალი და არც უფრო დაბალი დოზა.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი
- რა არის დეკორტი და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ დეკორტის გამოყენებამდე
- როგორ გამოვიყენოთ დეკორტი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება დეკორტი
- რა არის დეკორტი და რისთვის გამოიყენება იგი
დეკორტი წარმოადგენს თითქმის უფეროდან ძალიან ღია ყვითელ შეფერილობამდე გამჭვირვალე ხსნარს, დამახასიათებელი სუნით (ფენილეთილის სპირტი).
დეკორტი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. ის ხელს უწყობს თვალსა და ყურის ანთების პრევენციას ან შემცირებას.
დეკორტი გამოიყენება ყურის, თვალის ზედაპირისა და თვალის შიდა წინა ნაწილის (წინა სეგმენტი) ანთების სამკურნალოდ და ოპერაციის შემდგომი ანთების პრევენციის ან მკურნალობისთვის. ის ხელს უწყობს ანთების სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა სიწითლე, ტკივილი და შეშუპება.
დეკორტი მოწოდებულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (LDPE) დამზადებული გაუმჭვირვალე სტერილური 5 მლ ბოთლში, თეთრი სტერილური შიდა საცობით, რომელიც პიპეტის ფუნქციას ასრულებს და დალუქულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით და დამცავი რგოლით.
- რა უნდა იცოდეთ დეკორტის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დეკორტი,
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დექსამეტაზონის, სულფიდების ან დეკორტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
- თუ გაქვთ რქოვანას (თვალის წინა ნაწილის გამჭვირვალე ნაწილი) ან კონიუნქტივას (თვალის წინა ნაწილის დამფარავი ლორწოვანი გარსი) სწრაფად განვითარებული ვირუსული ინფექცია ან თვალის ფერადი ნაწილის დამფარავი გამჭვირვალე გარსის ანთება (ჰერპესული კერატიტი)
- თუ გაქვთ თვალის ბაქტერიული ინფექცია
- თუ გაქვთ თვალის ან ყურის სოკოვანი დაავადება ან თუ გაქვთ არანამკურნალევი პარაზიტული ინფექცია
- თუ თქვენი დაფის აპკი პერფორირებულია
- თუ გაქვთ ჰერპესი (მარტივი ჰერპესის ვირუსი), ყვავილი, ჩუტყვავილა (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი) ან სხვა ვირუსული თვალის ინფექციები, გარდა ზოსტერისა (ჰერპეს ზოსტერის ვირუსი)
- თუ გაქვთ ტუბერკულოზი (თვალის დაავადება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ბაქტერიით)
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ დეკორტის გამოყენებისას,
- თუ ადრე გქონდათ მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული თვალის ინფექცია და თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
- დეკორტის ხანგრძლივმა ან ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, კატარაქტა ან თვალის ინფექციები. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ თვალების რეგულარული გამოკვლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ზრდასრულებისთვის, რომლებსაც აქვთ კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა ჰიპერტენზიის (თვალში წნევის მომატება) რისკი. დეკორტის გამოყენება არ არის დამტკიცებული ბავშვებში. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ წინასწარგანწყობის ფაქტორები (მაგალითად, დიაბეტი), აქვთ კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის და/ან კატარაქტის მომატებული რისკი.
- თუ მომატებული გაქვთ თვალის შიდა წნევა (გლაუკომა), გთხოვთ, მიმართოთ ექიმს რეგულარული შემოწმების საჭიროების შესახებ, რადგან დეკორტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება.
- პრეპარატის სისხლში მოხვედრისას შეიძლება განვითარდეს კუშინგის სინდრომი. თუ ტანისა და სახის მიდამოების შეშუპებას და წონაში მატებას განიცდით, ეს, როგორც წესი, კუშინგის სინდრომის სახელით ცნობილი სინდრომის პირველი ნიშნებია. თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია შეიძლება განვითარდეს დეკორტით ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მკურნალობის დამოუკიდებლად შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და რიტონავირის მკურნალობის მქონე პაციენტებისთვის.
- თუ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რადგან მათ შეიძლება შენიღბონ, პროვოცირება მოახდინონ ან გააუარესონ თვალის მძიმე ანთებითი ინფექციები.
- თუ გაქვთ ისეთი დაავადება, რომელიც იწვევს თვალის ქსოვილების (რქოვანას ან სკლერის) გათხელებას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი შემდგომი გათხელება და შესაძლო პერფორაცია.
- მიიღეთ ეს მედიკამენტი ექიმის დანიშნულებისამებრ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად. თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება, მიმართეთ ექიმს. ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება უფრო მეტად იყოთ მიდრეკილი თვალის ინფექციებისკენ.
- ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გააუარესოს თვალის ინფექციები და შეაფერხოს თვალში ჭრილობის შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) აფერხებენ ან ანელებენ შეხორცებას. ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს რქოვანას შეხორცების პრობლემები.
- თუ იყენებთ რამოდენიმე ტიპის თვალის წვეთებს, მათ გამოყენებებს შორის დაიცავით 5 წუთიანი ინტერვალი.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი მხოლოდ წარსულში გეხებოდათ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
დეკორტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
დეკორტი გამოიყენება თვალში ან ყურში ჩასაწვეთებლად. არ გამოიყენოთ პროდუქტი სხვა გზით.
თუ პროდუქტი გამოიყენება რეკომენდებული წესით, საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს მასზე.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულ ქალებში დექსამეტაზონის გამოყენების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციაა. ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია. დეკორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ დედის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს დეკორტით მკურნალობას.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უცნობია, იწვევს თუ არა დეკორტის ადგილობრივი (გარეგანი) გამოყენება სისტემურ შეწოვას და გადადის თუ არა ის დედის რძეში.
ძუძუთი კვების შეწყვეტის, მკურნალობის შეწყვეტის ან მკურნალობის თავიდან აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და დეკორტის სარგებელი მეძუძური დედისთვის.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
დეკორტმა შესაძლოა გამოყენების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მხედველობის დაბინდვა გამოიწვიოს. თუ მხედველობა დაბინდულია, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეკორტის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების თაობაზე
თვალის ინფექციების მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ კონტაქტური ლინზების ტარებას, რადგან ამან შეიძლება გააუარესონ თქვენი მდგომარეობა.
დეკორტში შემავალმა კონსერვანტმა, ბენზალკონიუმის ქლორიდმა, შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ასევე ცნობილია, რომ რბილ კონტაქტურ ლინზებს ფერს უცვლის. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, დეკორტის ჩაწვეთებამდე ამოიღეთ კონტაქტური ლინზები და ხელახლა ჩასმამდე დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი.
სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენება
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ადგილობრივ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს - მედიკამენტებს). გარეგანი გამოყენების ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდები შეიძლება გააუარესოს თვალის ინფექციები და შეაფერხოს თვალის ჭრილობის შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - მედიკამენტებს) ანელებენ ან აჭიანურებენ შეხორცებას. ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას შეხორცების პრობლემები.
რიტონავირის გამოყენების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს, რადგან მან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის დონე სისხლში.
თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს ან მალამოებს, თითოეულ წასმას შორის დაიცავით მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები ბოლოს უნდა წაისვათ.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.
- როგორ გამოვიყენოთ დეკორტი
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/შეყვანის სიხშირე
დეკორტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ქრონიკული ანთების დროს ზრდასრულებს, როგორც წესი, ენიშნებათ 1 ან 2 წვეთი თითოეულ თვალში ყოველ 3-6 საათში ერთხელ. მძიმე ანთების დროს ექიმმა თავდაპირველად შეიძლება გაზარდოს დოზა 1-2 წვეთით თითოეულ თვალში ყოველ 30-60 წუთში ერთხელ, დადებითი ეფექტის მიიღწევამდე. მიღების სიხშირე თანდათანობით მცირდება მკურნალობის სრულ შეწყვეტამდე.
ალერგიის ან მსუბუქი ანთების დროს, ჩვეულებრივი დოზაა 1-2 წვეთი თვალში(ებში) ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
ყურის გამოყენებისას, ყურის საფუძვლიანად გაწმენდისა და გაშრობის შემდეგ, ჩაიწვეთეთ 3-4 წვეთი ყურის არხში დღეში 2-3-ჯერ. ეფექტის მიღწევის შემდეგ, თანდათან შეამცირეთ დოზა.
თითოეულ შემთხვევაში, ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა.
დეკორტი გამოიყენეთ მხოლოდ თვალებისა ან ყურებისთვის. არ გამოიყენოთ პროდუქტი სხვა გზით.
მიღების მეთოდი და გზა
- აიღეთ დეკორტის ფლაკონი და სარკე.
- დაიბანეთ ხელები.
- კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
- მოხსენით ფლაკონს თავსახური.
- დაიჭირეთ ფლაკონი ცერა თითსა და სხვა თითებს შორის, ქვემოთ მიმართული (სურათი 1).
- თავი უკან გადახარეთ. სუფთა თითით ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, სანამ ქუთუთოსა და თვალს შორის „ჯიბე“ არ გამოჩნდება. წვეთი უნდა მოახვედროთ იქ (სურათი 2). თუ ყურისთვისაა, წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ ყურის არხში, როგორც ეს მე-2 სურათზეა ნაჩვენები.
- მიიტანეთ ფლაკონის თავი თვალთან ახლოს. თუ ეს დაგეხმარებათ, გააკეთეთ ეს სარკის წინ.
- არ შეეხოთ პიპეტით თვალს, ქუთუთოს, მიმდებარე ადგილებს, ყურებს ან მათ გარშემო ან სხვა ზედაპირებს. ამან შეიძლება დააინფიციროს წვეთები.
- ფრთხილად დააჭირეთ ფლაკონის ძირს საჩვენებელი თითით, რათა წვეთობით გამოუშვათ დეკორტი (სურათი 3).
- დეკორტის გამოყენების შემდეგ, ჩამოუშვით ქუთუთო, დახუჭეთ თვალი, დაიდეთ თითი თვალის შიდა კუთხეზე და შემდეგ დააჭირეთ ცხვირს (სურათი 4). ეს ხელს შეუშლის დეკორტის გაჟონვას სხეულის სხვა ნაწილებში. თუ მას ყურისთვის იყენებთ, დაელოდეთ დაახლოებით 60 წამი, რათა თავიდან აიცილოთ წამლის გარეთ გადმოღვრა.
- თუ წვეთებს ორივე თვალში/ყურში იყენებთ, იგივე ნაბიჯები მეორე თვალში/ყურშიც გაიმეორეთ.
- გამოყენებისთანავე მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ფლაკონს.
- ერთდროულად გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ფლაკონი. (არ გახსნათ ახალი ფლაკონი გახსნილი ფლაკონის შიგთავსის სრულად ამოწურვამდე)
თუ წვეთი თვალში ან ყურში არ მოხვდება, სცადეთ ხელახლა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოიყენება ბავშვებში
უსაფრთხოებისა და/ან ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, არ არის რეკომენდირებული ბავშვებში დეკორტის გამოყენება.
დეკორტის გამოყენება ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში რეკომენდებული არ არის, გარდა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებისა.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში მისი გამოყენება იგივეა, რაც ზრდასრულებში.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები
არ არსებობს გამოყენების განსაკუთრებული პირობები.
თუ ფიქრობთ, რომ დეკორტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დეკორტი
საჭიროების შემთხვევაში, დეკორტის მოსაშორებლად, თვალი(ები) ან ყურები თბილი წყლით გამოირეცხეთ.
თუ მიიღეთ დეკორტის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დეკორტის გამოყენება
ჩაიწვეთეთ ერთი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე მცირე დროა დარჩენილი, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა; განაგრძეთ მედიკამენტის მიღება ჩვეული გრაფიკით.
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ დეკორტის გამოყენებას
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მის დასრულებამდე. სტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა იწვევს დაავადების რეგრესიას და პროგრესირებას.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დეკორტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ გვერდითი მოვლენები ძალიან სერიოზული არ არის, შეგიძლიათ გააგრძელოთ პრეპარატის გამოყენება. თუ შეშფოთებული ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტოთ დეკორტის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად არის ჩამოთვლილი:
ძალიან ხშირი: ვითარდება 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში
ხშირი: ვითარდება 100-დან 1-დან 10 პაციენტში
არახშირი: ვითარდება 1000-დან 1-დან 10 პაციენტში
იშვიათი: ვითარდება 1000-დან 1-დან 10 პაციენტში
ძალიან იშვიათი: ვითარდება 10000-დან 1-დან 10 პაციენტში
უცნობი: არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია.
დექსამეტაზონის კლინიკურ კვლევებში აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი
- უსიამოვნო შეგრძნებები თვალებში
არახშირი
- გემოს აღქმის დარღვევები
- თვალის გამჭვირვალე გარსის (რქოვანას) ანთება (კერატიტი)
- თვალის კონიუნქტივის შრის ანთება (კონიუნქტივიტი)
- მშრალი თვალის სინდრომი
- რქოვანას შეფერილობა
- სინათლის ან დღის სინათლის მიმართ მგრძნობელობა
- მხედველობის დაბინდვა
- თვალის ქავილი
- თვალში უცხო სხეულის შეგრძნება
- ცრემლდენის მომატება
- უჩვეუ;ლო შეგრძნებები თვალში
- ქუთუთოებზე ქერქის წარმოქმნა
- თვალის გაღიზიანება
- თვალის სიწითლე
პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღწერილი უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
უცნობია:
- მომატებული მგრძნობელობა
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- თვალშიდა წნევის მომატება
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
- რქოვანას ეროზია
- თვალის ტკივილი
- გუგების გაფართოება
- ქუთუთოს დაწევა
- რქოვანას წყლული (წყლულოვანი კერატიტი)
- კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთ პაციენტს, რომელთაც თვალის წინა ნაწილის (რქოვანას) გამჭვირვალე შრის მძიმე დაზიანება აღენიშნებათ, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო რქოვანაზე მღვრიე ლაქები განუვითარდათ.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება დეკორტი
შეინახეთ დეკორტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ დეკორტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინფექციების თავიდან ასაცილებლად, „ის უნდა იქნას გამოყენებული ფლაკონის პირველი გახსნიდან 15 დღის განმავლობაში“. ქვემოთ მოცემულ ნაწილში ჩაწერეთ ბოთლის გახსნის თარიღი.
გახსნის თარიღი:
ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.
ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში.
არ შეინახოთ მაცივარში.
ამ სამკურნალო საშუალების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
DEVA Holding A.Ş.
Küçükçekmece/İSTANBUL
ტელ: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
DEVA Holding A.Ş.
Kapaklı/TEKİRDAĞ
ეს ბროშურა ბოლოს გადაიხედა 21/02/2020.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.