დექსამეტაზონი კრკა
Deksametazon Krka
დექსამეტაზონი კრკა არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი. გლუკოკორტიკოიდები არის ჰორმონები, რომლებსაც წარმოქმნის თირკმელზედა ჯირკვლების ქერქი. პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედება და თრგუნავს იმუნურ სისტემას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034245
- რეგისტრირებულია
- 25 იანვარი 2022, მოქმედებს 25 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
დექსამეტაზონი კრკა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დექსამეტაზონი კრკა არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი. გლუკოკორტიკოიდები არის ჰორმონები, რომლებსაც წარმოქმნის თირკმელზედა ჯირკვლების ქერქი. პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედება და თრგუნავს იმუნურ სისტემას.
დექსამეტაზონი კრკა რეკომენდებულია რევმატული და აუტოიმუნური დაავადებების (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი), სასუნთქი გზების დაავადებების (მაგ. ბრონქული ასთმა, კრუპი), კანის დაავადებების (მაგ. ერითროდერმია, ვულგარული პემფიგუსი), ტუბერკულოზური მენინგიტის სამკურნალოდ, მხოლოდ ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად, სისხლის დაავადებების (მაგ. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში), ცერებრალური შეშუპების სამკურნალოდ, მრავლობითი მიელომის სიმპტომური მკურნალობისთვის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არა-ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, ნეოპლასტიკური დაავადებების პალიატიური მკურნალობისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და ოპერაციის შემდგომი ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში.
დექსამეტაზონი კრკა 4 მგ ტაბლეტი
დექსამეტაზონი კრკა გამოიყენება როგორც კორონავირუსული დაავადების 2019 (COVID-19) სამკურნალო საშუალება მოზრდილ და მოზარდ პაციენტებში (12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, სხეულის წონით არანაკლებ 40 კგ), რომლებსაც აღენიშნებათ სუნთქვის გაძნელება და ესაჭიროებათ ჟანგბადით თერაპია.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ დექსამეტაზონი კრკა მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა მიიღოთ დექსამეტაზონი. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დექსამეტაზონი კრკა წარმოდგენილია 4 მგ, 8 მგ, 20 მგ და 40 მგ ტაბლეტების სახით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ ნაწილებად, დამატებითი 2 მგ და 10 მგ დოზის მისაღებად ან გადაყლაპვის გასაადვილებლად.
დექსამეტაზონი ჩვეულებრივ მიიღება 0.5-დან 10 მგ-მდე დოზით დღეში, სამკურნალო დაავადების მიხედვით. უფრო მძიმე დაავადების შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს 10 მგ-ზე მაღალი დოზების გამოყენება დღეში. დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. გვერდითი მოვლენების შესამცირებლად, გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება დაბალი ეფექტური დოზა.
თუ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, გამოიყენება შემდეგი დოზირების რეკომენდაციები:
ქვემოთ ჩამოთვლილი დოზირების რეკომენდაციები მოცემულია მხოლოდ მითითებისთვის. საწყისი და ყოველდღიური დოზები ყოველთვის უნდა განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
ცერებრალური შეშუპება: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა (დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმეზე) 6-16 მგ (24 მგ-მდე)/დღეში პერორალურად, დაყოფილი 3-4 ინდივიდუალურ დოზად.
მწვავე ასთმა: მოზრდილებში: 16 მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში. ბავშვებში: 0.6 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით ერთი ან ორი დღის განმავლობაში.
კრუპი: ბავშვები: 0.15 მგ/კგ-0.6 მგ/კგ ერთჯერადი დოზით.
მწვავე კანისმიერი დაავადებები: დაავადების ბუნებიდან და მოცულობიდან გამომდინარე დღიური დოზა 8-40 მგ, ზოგიერთ შემთხვევაში 100 მგ-მდე, რასაც უნდა მოჰყვეს ქვედა ტიტრაცია კლინიკური საჭიროების მიხედვით.
რევმატული სისტემის დარღვევების აქტიური ფაზა: სისტემური წითელი მგლურა 6-16 მგ/დღეში.
აქტიური რევმატოიდული ართრიტი მძიმე პროგრესირებადი მიმდინარეობის ფორმით: მიმდინარე სწრაფი დესტრუქციული ფორმებით - 12-16 მგ დღეში, არასახსროვანი გამოვლინებებით - 6-12 მგ დღეში.
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა: 40 მგ 4 დღის განმავლობაში ციკლებად.
ტუბერკულოზური მენინგიტი: II ან III ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებმა გაირეს ინტრავენური მკურნალობა ოთხი კვირის განმავლობაში (0.4 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 1 კვირის განმავლობაში, 0.3 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 2 კვირის განმავლობაში, 0.2 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 3 კვირის განმავლობაში და 0.1 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 4 კვირის განმავლობაში) და შემდეგ პერორალური მკურნალობა ოთხი კვირის განმავლობაში, სულ დაწყებული 4 მგ-ით დღეში და 1 მგ-ის შემცირებით ყოველ კვირას. I ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებმა მიიღეს ორკვირიანი ინტრავენური თერაპია (0.3 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 1 კვირის განმავლობაში და 0.2 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 2 კვირის განმავლობაში) და შემდეგ ოთხი კვირის განმავლობაში - პერორალური თერაპია (0.1 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ სულ 3 მგ დღეში, 1 მგ-ის შემცირებით ყოველ კვირას).
ნეოპლასტიკური დაავადებების პალიატიური მკურნალობა: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა (დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმეზე) 3-20 მგ/დღეში. 96 მგ-მდე ძალიან მაღალი დოზები, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პალიატიური მკურნალობისთვის. ოპტიმალური დოზირებისა და ტაბლეტების რაოდენობის შემცირების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალი დოზების (4 და 8 მგ) და უფრო მაღალი დოზების (20 მგ ან 40 მგ) კომბინაცია.
ციტოსტატიკური საშუალებებით, ემეტოგენური ქიმიოთერაპიით გამოწვეული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ანტიემიტური მკურნალობის ფარგლებში: ქიმიური თერაპიის დაწყებამდე 8-20 მგ დექსამეტაზონი, შემდეგ 4-16 მგ/დღეში მე-2 და მე-3 დღეს.
პოსტოპერაციული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ანტიემიტური მკურნალობის ფარგლებში: ერთჯერადი 8 მგ დოზა ოპერაციამდე.
მრავლობითი მიელომის სიმპტომური, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არა-ჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად: ჩვეულებრივი დოზა არის 40 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში.
დოზა და მიღების სიხშირე იცვლება თერაპიული პროტოკოლისა და მასთან დაკავშირებული მკურნალობების შესაბამისად. დექსამეტაზონის მიღებისას საჭიროა დექსამეტაზონის მიღების ინსტრუქციის დაცვა, როდესაც იგი აღწერილია შესაბამისი მკურნალობის განყოფილებაში - პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებაში. თუ ეს ასე არ არის, მაშინ დაცული უნდა იყოს ადგილობრივი ან საერთაშორისო მკურნალობის პროტოკოლები და მითითებები. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ დექსამეტაზონის რომელი დოზა გამოიყენონ პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების სტატუსის გათვალისწინებით.
ხანგრძლივი მკურნალობა
ზოგიერთი მდგომარეობის ხანგძლივი მკურნალობისთვის, საწყისი თერაპიის შემდეგ, გლუკოკორტიკოიდული მკურნალობა უნდა გადავიდეს დექსამეტაზონიდან პრედნიზონზე/პრედნიზოლონზე, რათა შემცირდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.
დექსამეტაზონი კრკა 4 მგ ტაბლეტები
Covid-19-ის მკურნალობა: მოზრდილ პაციენტებში რეკომენდებულია 6 მგ დღეში ერთხელ 10 დღემდე. გამოყენება მოზარდებში: პედიატრიულ პაციენტებში (12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და სხეულის წონით არანაკლებ 40 კგ) რეკომენდებულია 6 მგ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებში
თუ ბავშვი იღებს ამ წამალს, მნიშვნელოვანია, რომ ექიმი აკონტროლებდეს მის ზრდასა და განვითარებას ხშირი ინტერვალებით.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი დექსამეტაზონი კრკა
თუ მიიღეთ ძალიან ბევრი წამალი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ დექსამეტაზონი კრკას მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო არ არის მოახლოებული.
თუ შეწყვეტთ დექსამეტაზონი კრკას მიღებას
თუ თქვენი მკურნალობა უნდა შეწყდეს მიჰყევით ექიმის რჩევას. მან შეიძლება გირჩიოთ, რომ შეამციროთ მიღებული მედიკამენტების რაოდენობა თანდათანობით, სანამ საერთოდ არ შეწყვეტთ მათ მიღებას. სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდა, მკურნალობის ძალიან სწრაფად შეწყვეტისას, მოიცავდა - დაბალ არტერიულ წნევას და ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადების რეციდივს, რომლის გამოც მკურნალობა ჩატარდა.
ასევე, შეიძლება აღინიშნოს „მოხსნის სინდრომი“, რომელიც მოიცავს: ცხელებას, კუნთების და სახსრების ტკივილს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას (რინიტი), წონის დაკლებას, კანის ქავილს და თვალის ანთებას (კონიუნქტივიტი). თუ თქვენ შეწყვეტთ მკურნალობას ძალიან ადრე და გამოგივლინდებათ ზოგიერთი აღნიშნული სიმპტომი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია დექსამეტაზონზე ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტებზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ გაქვთ ინფექცია, რომელიც აზიანებს მთელ სხეულს (თუ არ გადიხართ მკურნალობას).
თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
თუ აპირებთ აცრას ცოცხალი ვაქცინით.
სიფრთხილის ზომები
თუ მკურნალობთ COVID-19-ზე, არ უნდა შეწყვიტოთ სხვა სტეროიდული მედიკამენტების მიღება, თუ ექიმი არ მოგცემთ ასეთ მითითებას.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან დექსამეტაზონი კრკას მიღებამდე:
თუ ოდესმე გქონიათ მძიმე დეპრესია ან მანიაკალური დეპრესია (ბიპოლარული აშლილობა). აღნიშნული მოიცავს დეპრესიის ქონას სტეროიდული მედიკამენტების, როგორიცაა დექსამეტაზონი, მიღებამდე ან მიღების დროს.
თუ რომელიმე თქვენს ახლო ოჯახის წევრს ჰქონდა ეს დაავადებები.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება წარმოშვას ისეთი სტეროიდების მიღებისას, როგორიცაა დექსამეტაზონი კრკა.
ეს დაავადებები შეიძლება იყოს სერიოზული.
როგორც წესი, ისინი ვლინდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.
ისინი სავარაუდოდ, უფრო ხშირად აღინიშნება მაღალი დოზების მიღებისას.
ამ პრობლემების უმეტესობა ქრება დოზის შემცირების ან წამლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. თუმცა, თუ პრობლემები წარმოიქმნება, შეიძლება საჭირო გახდეს მათი მკურნალობა.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ (ან ვინმეს, ვინც იღებს ამ წამალს) აღგენიშნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რაიმე ნიშნები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დეპრესიაში ხართ, ან ფიქრობთ თვითმკვლელობაზე. რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დოზის შემცირების ან შეწყვეტის დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ:
გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა),
გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება ან ბოლო დროს გქონდათ გულის შეტევა (აღინიშნა მიოკარდიუმის რღვევა),
გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში,
გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლების დათხელება), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხართ მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალი,
გაწუხებდათ კუნთების სისუსტე წარსულში, ამ ან სხვა სტეროიდების მიღებისას,
გაქვთ გლაუკომა (თვალის წნევის მომატება) ან გაქვთ გლაუკომა, კატარაქტა ოჯახურ ანამნეზში (თვალის ბროლის დაბინდვა, რაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას),
გაქვთ მიასთენია (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს),
გაქვთ დარღვევები ნაწლავის მხრივ ან კუჭის (პეპტიკური) წყლული,
გაქვთ ფსიქიატრიული პრობლემები ან გქონდათ ფსიქიატრიული დაავადებები, რომლებიც გამწვავდა ამ ტიპის პრეპარატებით,
გაქვთ ეპილეფსია (მდგომარეობა, როდესაც გაქვთ განმეორებითი შეტევები ან კრუნჩხვები),
გაქვთ შაკიკი,
გაქვთ არააქტიური ფარისებრი ჯირკვალი,
გაქვთ პარაზიტული ინფექცია,
გაქვთ ტუბერკულოზი, სეპტიცემია ან სოკოვანი ინფექცია თვალში,
გაქვთ ცერებრალური მალარია,
გაქვთ ჰერპესი (ჰერპესული გამონაყარი ან გენიტალური ჰერპესი და თვალის მარტივი ჰერპესი რქოვანას შესაძლო პერფორაციის გამო),
გაქვთ ასთმა,
მკურნალობთ სისხლძარღვების ბლოკირებას სისხლის კოლტების გამო (თრომბოემბოლია),
გაქვთ რქოვანას წყლულები და რქოვანას დაზიანებები.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს თქვენი სხეულის ბრძოლისუნარიანობა ინფექციის მიმართ. ამან შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს მიკრობებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც იშვიათად იწვევენ ინფექციას ნორმალურ პირობებში (ეწოდებათ ოპორტუნისტული ინფექციები). თუ ამ პრეპარატით მკურნალობისას გამოგივლინდებათ ნებისმიერი სახის ინფექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ შეამჩნევთ პნევმონიის ნიშნებს: ხველას, ცხელებას, ქოშინს და ტკივილს გულმკერდის არეში. თქვენ, ასევე, შეიძლება შენიშნოთ დაბნეულობა, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ასაკის. ასევე, თუ გქონდათ ტუბერკულოზი ან იმყოფებოდით რეგიონებში, სადაც ხშირია მრგვალი ჭიებით ინფიცირება, უნდა აცნობოთ ექიმს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პრეპარატის მიღებისას თავი აარიდოთ კონტაქტს ისეთ პირებთან, რომლებსაც აქვთ ჩუტყვავილა, ქუნთრუშა ან წითელა. თუ ფიქრობთ, რომ დაინფიცირდით რომელიმე ამ დაავადებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გქონიათ ოდესმე ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა წითელა ან ჩუტყვავილა და გაგიკეთებიათ ნებისმიერი ვაქცინაცია.
აუცილებლად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ სიმსივნური ლიზისის სინდრომის რაიმე სიმპტომი, როგორიცაა კუნთების კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევები და ქოშინი, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გივლინდებათ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობითი დარღვევა. ამ პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის დაბინდვას ან დამახინჯებას. ეს ჩვეულებრივ ხდება ერთ თვალში.
ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მყესის ანთება. უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია მყესის გაწყვეტაც. ეს რისკი იზრდება გარკვეული ანტიბიოტიკებით მკურნალობისას და თირკმლის პრობლემების დროს. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ სახსრების ან მყესების ტკივილი, გაშეშება ან შეშუპება.
დექსამეტაზონი კრკათი მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ადრენოკორტიკალური უკმარისობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს წამლის ეფექტურობის ცვლილება, სტრესის და ტრავმის, ოპერაციის, მშობიარობის ან ავადმყოფობის შემდეგ და თქვენმა სხეულმა შეიძლება ვერ შეძლოს ჩვეული რეაგირება მძიმე სტრესზე, როგორიცაა უბედური შემთხვევები, ოპერაცია, მშობიარობა ან ავადმყოფობა.
თუ შეგემთხვათ უბედური შემთხვევა, ხართ ავად, გაქვთ სხვა სპეციფიკური ფიზიკური სტრესი, ან გჭირდებათ რაიმე ოპერაცია (თუნდაც სტომატოლოგიური), ან გჭირდებათ ვაქცინაცია (განსაკუთრებით „ცოცხალი ვირუსის“ ვაქცინებით), დექსამეტაზონი კრკას მიღებისას ან მისი მიღების დასრულებისას, აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ ან იღებდით სტეროიდებს.
თუ უნდა გაიკეთოთ სუპრესიის ტესტები (ტესტი ორგანიზმში ჰორმონების რაოდენობაზე), კანის ტესტი ალერგიაზე ან ტესტი ბაქტერიული ინფექციაზე, აუცილებლად აცნობეთ პირს, რომელიც გიკეთებთ ტესტს, რომ იღებთ დექსამეტაზონს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს შედეგებს.
ასევე, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ მარილის რაოდენობა საკვებში და დაგინიშნოთ კალიუმის დანამატები ამ პრეპარატის მიღებისას.
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის, ამ პრეპარატის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს უფრო სერიოზულად გამოხატული, განსაკუთრებით ძვლების დათხელება (ოსტეოპოროზი), მაღალი არტერიული წნევა, კალიუმის დაბალი დონე, დიაბეტი, ინფექციისადმი მგრძნობელობა და კანის გათხელება. თქვენი ექიმი უფრო ყურადღებით დაგაკვირდებათ.
ბავშვები
თუ ბავშვი იღებს ამ წამალს, მნიშვნელოვანია, რომ ექიმი აკონტროლებდეს მის ზრდასა და განვითარებას ხშირი ინტერვალებით. დექსამეტაზონი არ უნდა იქნას გამოყენებული რეგულარულად დღენაკლულ ჩვილებში, რომლებსაც აქვთ რესპირატორული პრობლემები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები:
ანტიკოაგულანტები, პრეპარატები, რომლებიც ათხელებს სისხლს (მაგ. ვარფარინი);
აცეტილსალიცილის მჟავა ან მსგავსი საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) მაგ. ინდომეტაცინი;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;
დიურეზული საშუალებებები (წყლის ტაბლეტები);
ამფოტერიცინი B-ის ინექცია;
ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);
რიფაბუტინი, რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
ანტაციდები - განსაკუთრებით ისინი, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ტრისილიკატს;
ბარბიტურატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძილის გასაუმჯობესებლად და შფოთვის მოსახსნელად);
ამინოგლუტეთიმიდი (კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა);
კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);
ეფედრინი (ცხვირის დახშობა);
აცეტაზოლამიდი (გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის დროს);
ჰიდროკორტიზონი, კორტიზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები;
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების დროს);
რიტონავირი (აივ ინფექციის დროს);
ანტიბიოტიკები ერითრომიცინის, ფტორქინოლონების ჩათვლით;
მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების მოძრაობას მიასთენიის დროს (მაგ. ნეოსტიგმინი);
ქოლესტირამინი (ქოლესტერინის მაღალი დონისთვის);
ესტროგენის ჰორმონები კონტრაცეპტული აბების ჩათვლით;
ტეტრაკოსაქტიდი, რომელიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად;
სულტოპრიდი, გამოიყენება ემოციების დასამშვიდებლად;
ციკლოსპორინი, გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდგომ ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად;
თალიდომიდი, გამოიყენება მაგ. მრავლობითი მიელომის დროს;
პრაზიკვანტელი, ინიშნება ჭიების გარკვეული ინფექციების დროს;
ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით;
ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი და მეფლოქინი (მალარიისთვის);
სომატოტროპინი;
პროტირელინი.
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებსაც. თქვენ შეიძლება გქონდეთ სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი, თუ იღებთ დექსამეტაზონს ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად:
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონი კრკას ეფექტი და თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება, თუ იღებთ ამ პრეპარატებს (მათ შორის აივ ინფექციის ზოგიერთი პრეპარატი: რიტონავირი, კობიცისტატი);

ანტიბიოტიკები, ფტორქინოლონების ჩათვლით.
აუცილებლად გაეცანით დექსამეტაზონი კრკასთან ერთად მისაღები ყველა სამკურნალო საშუალების ფურცელ-ჩანართს, ამ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, სანამ დაიწყებთ დექსამეტაზონი კრკათი მკურნალობას. როდესაც გამოიყენება თალიდომიდი, ლენალიდომიდი ან პომალიდომიდი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობის ტესტირებასა და პრევენციის მოთხოვნებს.
დექსამეტაზონი კრკა საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
დექსამეტაზონი მიიღება საკვებთა ერთად ან მის შემდეგ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების შესამცირებლად. თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველი სასმელების მიღება. მცირე, ხშირი კვება რეკომენდებულია და შესაძლოა ანტაციდების მიღებაც, თუ ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.
დექსამეტაზონი კრკა შეიძლება დაინიშნოს ორსულობის დროს და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკს დედისა და ბავშვისთვის. თუ ამ პრეპარატის გამოყენებისას დაორსულდებით, არ შეწყვიტოთ დექსამეტაზონი კრკას მიღება, მაგრამ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ ხართ ორსულად.
კორტიკოსტეროიდები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან დექსამეტაზონით თერაპიის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის დექსამეტაზონის თერაპიით გამოწვეული სარგებლის გათვალისწინებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება, არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტი ან დანადგარი ან შეასრულოთ რაიმე საშიში დავალება, თუკი აღგენიშნებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: დაბნეულობა, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობის დაბინდვა.
დექსამეტაზონ კრკა შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. მათ შეიძლება გავლენა იქონიონ 100-დან დაახლოებით ყოველ 5 ადამიანზე, რომლებიც იღებენ ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა დექსამეტაზონი. ეს პრობლემები მოიცავს:
დეპრესიის შეგრძნებას, მათ შორის თვითმკვლელობაზე ფიქრს,
ამაღლებულ შეგრძნებას (მანია) ან განწყობას, რომელიც მატულობს და კლებულობს,
შფოთვის შეგრძნებას, ძილის პრობლემებს, აზროვნების გაძნელებას ან დაბნეულობას და მეხსიერების დაკარგვას,
ისეთი რაღაცების გრძნობას, დანახვას ან მოსმენას, რაც არ არსებობს. უცნაურ და საშიშ აზრებს, მოქმედებების შეცვლას ან მარტოობის განცდას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ:
მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთების ღრმა სისუსტე და დაღლილობა, უკიდურესად დაბალი არტერიული წნევა, წონის დაკლება და ცხელება, რადგან ეს შეიძლება იყოს ადრენოკორტიკალური უკმარისობის ნიშნები;
მუცლის მოულოდნელი ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ცხელება და სისხლი განავალში, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის გასკდომაზე, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ ნაწლავის დაავადება
ამ პრეპარატმა შეიძლება გააუარესოს თქვენი არსებული გულის პრობლემა. თუ თქვენ აღგენიშნებათ ქოშინი ან ტერფის შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს (სიხშირე უცნობია):
დაინფიცირების მეტი შანსი, მათ შორის ვირუსული და სოკოვანი ინფექციებით მაგ. რძიანა; ასევე, ტუბერკულოზის ან ზოგიერთი სხვა ინფექციის რეციდივი, მაგ. თვალის ინფექციები, თუ უკვე გქონდათ წარსულში;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა, პათოლოგიური კოაგულაცია;
ალერგიული რეაქცია პრეპარატზე, მათ შორის სერიოზული, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქციის ჩათვლით (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც გამონაყარი და ყელის ან ენის შეშუპება, ხოლო მძიმე შემთხვევებში სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა);
სხეულის ჰორმონების რეგულირების დარღვევა, სხეულის შეშუპება და წონის მომატება, მთვარისებრი სახე (კუშინგოიდური მდგომარეობა), ენდოკრინების ეფექტურობის ცვლილება სტრესისა და ტრავმის, ოპერაციის, მშობიარობის ან ავადმყოფობის შემდგომ, თქვენმა სხეულმა შეიძლება ვერ შეძლოს ჩვეული რეაგირება მძიმე სტრესზე, როგორიცაა უბედური შემთხვევები, ოპერაცია, მშობიარობა ან ავადმყოფობა, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი (პერიოდები) და მისი არარსებობა, სხეულზე ზედმეტი თმის გაჩენა (განსაკუთრებით ქალებში);
წონის მომატება, ცილებისა და კალციუმის ბალანსის დარღვევა, მადის მომატება, მარილის დისბალანსი, ორგანიზმში წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რიტმის დარღვევა, დიაბეტის სამკურნალო საშუალებებისადმი მოთხოვნილების გაზრდა, ფარული დიაბეტის გამოვლენა, სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია);
განწყობის მკვეთრი ცვალებადობა, შიზოფრენია (ფსიქიკური აშლილობა) შეიძლება გაუარესდეს, დეპრესია, ძილის უუნარობა;
მწვავე უჩვეულო თავის ტკივილი მხედველობითი დარღვევებით, რომელიც დაკავშირებულია მკურნალობის შეწყვეტასთან, ეპილეფსიის შეტევებთან და გაუარესებასთან, თავბრუსხვევასთან;
თვალში წნევის მომატება, პაპილოედემა, თვალის მემბრანის დათხელება, თვალის ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების მომატება, რქოვანას წყლულებთან დაკავშირებული სიმპტომების გაუარესება, არსებული თვალის ინფექციების გაუარესება, თვალის კაკლების გამობერვა, კატარაქტა, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა, ბუნდოვანი მხედველობა;
გულის შეგუბებითი უკმარისობა მგრძნობიარე პირებში, გულის კუნთის გაწყვეტა ბოლო პერიოდში გადატანილი გულის შეტევის შემდეგ, გულის დეკომპენსაცია;
მაღალი არტერიული წნევა, სისხლის კოლტები: სისხლის კოლტების წარმოქმნა, რამაც შეიძლება დაბლოკოს სისხლძარღვები, მაგალითად ფეხებში ან ფილტვებში (თრომბოემბოლიური გართულებები);
სლოკინი;
გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭის არეში და მუცლის შებერილობა, საყლაპავის ანთება და წყლულები, პეპტიკური წყლულები, რომლებიც შეიძლება გაიყოს და გამოიწვიოს სისხლდენა, პანკრეასის ანთება (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ტკივილით ზურგისა და მუცლის არეში), მეტეორიზმი, საყლაპავის კანდიდოზი;
თხელი ფაქიზი კანი, უჩვეულო ნიშნები კანზე, სისხლჩაქცევები, კანის სიწითლე და ანთება, სტრიები, შესამჩნევი შეშუპება, კაპილარები, აკნე, მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, თმის ცვენა, უჩვეულო ცხიმოვანი გროვები, ჭარბთმიანობა, ორგანიზმში წყლის შეკავება, პიგმენტური დარღვევები, შესუსტებული კაპილარები, რომლებიც ადვილად წყდება, აღინიშნება კანის ქვეშ სისხლდენით (მომატებული კაპილარული სიმყიფე), კანის გაღიზიანება პირის ღრუს გარშემო (პერიორალური დერმატიტი);
ძვლის დათხელება მოტეხილობების (ოსტეოპოროზის) მომატებული რისკით, ძვლის ნეკროზი, ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, კუნთების გამოფიტვა, მიოპათია, კუნთების სისუსტე, ძვლის ზრდის ადრეული შეწყვეტა (ეპიფიზის ნაადრევი დახურვა);
ცვლილებები სპერმის რაოდენობასა და მოძრაობაში, იმპოტენცია;
რეაქციის დარღვევა ვაქცინაციასა და კანის ტესტებზე, ჭრილობების შენელებული შეხორცება, დისკომფორტი, სისუსტე.
ასევე, შეიძლება აღინიშნოს „მოხსნის სინდრომი“, რომელიც მოიცავს: ცხელებას, კუნთების და სახსრების ტკივილს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას (რინიტი), წონის დაკლებას, მტკივნეულ კვანძებს კანზე ქავილით და თვალის ანთებას (კონიუნქტივიტი).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახება პირდაპირ:
Javna agencija Republike Slovenije za zdravila in medicinske pripomočke
Sektor za farmakovigilanco
Nacionalni center za farmakovigilanco
Slovenčeva ulica 22
SI-1000 ლუბლიანა
ტელ: +386 (0)8 2000 500
ფაქსი: +386 (0)8 2000 510
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ. გვერდი: www.jazmp.si
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა დექსამეტაზონი.
დექსამეტაზონი კრკა 4 მგ ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ დექსამეტაზონს.
დექსამეტაზონი კრკა 8 მგ ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ დექსამეტაზონს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი (E470b). იხ. პარაგრაფი 2 „დექსამეტაზონი კრკა შეიცავს ლაქტოზას“.
დექსამეტაზონი კრკას გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
4 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ტაბლეტები დამრეცი კიდეებით და ცალ მხარეს ღარით (სისქე: 2.5-3.5 მმ; დიამეტრი: 5.7-6.3 მმ). ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
8 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი, ოვალური ტაბლეტები ცალ მხარეს ღარით (სისქე: 3.5-5.5 მმ; სიგრძე: 8.7-9.3 მმ). ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
დექსამეტაზონი კრკა 4 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია ყუთებში, რომლებიც შეიცავს 10, 20, 28, 30, 50, 56, 60, 100, 10x1, 20x1, 28x1, 30x1, 50x1, 56x1, 60x და 100x1 ტაბლეტებს ბლისტერებში.
დექსამეტაზონი კრკა 8 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია ყუთებში, რომლებიც შეიცავს 10, 20, 30, 50, 60, 100, 10x1, 20x1, 30x1, 50x1, 60x და 100x1 ტაბლეტებს ბლისტერებში.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
პრეპარატის გაცემის წესი და ადგილი
პრეპარატი ექვემდებარება რეცეპტით გაცემას აფთიაქიდან.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
KRKA, tovama zdravil, d.d. (კრკა, ტოვამა ზდრავილ, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
მწარმოებლები

წინამდებარე სამკურნალო საშუალება ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:
უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ლიეტუვა, პოლონეთი
Dexamethasone Krka
ბულგარეთი
Дексаметазон Крка
ესტონეთი, ლატვია
Dexamethason Krka
ხორვატია, სლოვენია
Deksametazon Krka
რუმინეთი
Dexametazona Krka
სლოვაკეთი
Dexametazon Krka
გერმანია
Dexamethason TAD
პორტუგალია
Dexametasona Krka
ესპანეთი
Dexametasona TAD
გაერთიანებული სამეფო
Dexamethasone
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 11.12.2020
/ყველა გვერდი ხელმოწერილია, დასმულია შტამპი: KRKA, tovama zdravil, d.d. (კრკა, ტოვამა ზდრავილ, დ.დ.), ნოვო მესტო, 6204)/
თარგმანი სწორია:
შენახვის პირობები
შეინახეთ წინამდებარე პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
სინათლისა და ნესტისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
დექსამეტაზონი კრკა 4 მგ ტაბლეტები
დექსამეტაზონი კრკა 8 მგ ტაბლეტები
დექსამეტაზონი
ამ პრეპარატის მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს დექსამეტაზონი კრკა და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ დექსამეტაზონი კრკას მიღებამდე
როგორ უნდა მიიღოთ დექსამეტაზონი კრკა
შესაძლო გვერდითი მოვლენები
დექსამეტაზონი კრკას შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს დექსამეტაზონი კრკა და რისთვის გამოიყენება
დექსამეტაზონი კრკა არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი. გლუკოკორტიკოიდები არის ჰორმონები, რომლებსაც წარმოქმნის თირკმელზედა ჯირკვლების ქერქი. პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედება და თრგუნავს იმუნურ სისტემას.
დექსამეტაზონი კრკა რეკომენდებულია რევმატული და აუტოიმუნური დაავადებების (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი), სასუნთქი გზების დაავადებების (მაგ. ბრონქული ასთმა, კრუპი), კანის დაავადებების (მაგ. ერითროდერმია, ვულგარული პემფიგუსი), ტუბერკულოზური მენინგიტის სამკურნალოდ, მხოლოდ ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად, სისხლის დაავადებების (მაგ. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში), ცერებრალური შეშუპების სამკურნალოდ, მრავლობითი მიელომის სიმპტომური მკურნალობისთვის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არა-ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, ნეოპლასტიკური დაავადებების პალიატიური მკურნალობისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და ოპერაციის შემდგომი ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში.
დექსამეტაზონი კრკა 4 მგ ტაბლეტი
დექსამეტაზონი კრკა გამოიყენება როგორც კორონავირუსული დაავადების 2019 (COVID-19) სამკურნალო საშუალება მოზრდილ და მოზარდ პაციენტებში (12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, სხეულის წონით არანაკლებ 40 კგ), რომლებსაც აღენიშნებათ სუნთქვის გაძნელება და ესაჭიროებათ ჟანგბადით თერაპია.
რა უნდა იცოდეთ დექსამეტაზონი კრკას მიღებამდე
არ მიიღოთ დექსამეტაზონი კრკა:
თუ გაქვთ ალერგია დექსამეტაზონზე ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტებზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ გაქვთ ინფექცია, რომელიც აზიანებს მთელ სხეულს (თუ არ გადიხართ მკურნალობას).
თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
თუ აპირებთ აცრას ცოცხალი ვაქცინით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თუ მკურნალობთ COVID-19-ზე, არ უნდა შეწყვიტოთ სხვა სტეროიდული მედიკამენტების მიღება, თუ ექიმი არ მოგცემთ ასეთ მითითებას.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან დექსამეტაზონი კრკას მიღებამდე:
თუ ოდესმე გქონიათ მძიმე დეპრესია ან მანიაკალური დეპრესია (ბიპოლარული აშლილობა). აღნიშნული მოიცავს დეპრესიის ქონას სტეროიდული მედიკამენტების, როგორიცაა დექსამეტაზონი, მიღებამდე ან მიღების დროს.
თუ რომელიმე თქვენს ახლო ოჯახის წევრს ჰქონდა ეს დაავადებები.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება წარმოშვას ისეთი სტეროიდების მიღებისას, როგორიცაა დექსამეტაზონი კრკა.
ეს დაავადებები შეიძლება იყოს სერიოზული.
როგორც წესი, ისინი ვლინდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.
ისინი სავარაუდოდ, უფრო ხშირად აღინიშნება მაღალი დოზების მიღებისას.
ამ პრობლემების უმეტესობა ქრება დოზის შემცირების ან წამლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. თუმცა, თუ პრობლემები წარმოიქმნება, შეიძლება საჭირო გახდეს მათი მკურნალობა.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ (ან ვინმეს, ვინც იღებს ამ წამალს) აღგენიშნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რაიმე ნიშნები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დეპრესიაში ხართ, ან ფიქრობთ თვითმკვლელობაზე. რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დოზის შემცირების ან შეწყვეტის დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ:
გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა),
გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება ან ბოლო დროს გქონდათ გულის შეტევა (აღინიშნა მიოკარდიუმის რღვევა),
გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში,
გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლების დათხელება), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხართ მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალი,
გაწუხებდათ კუნთების სისუსტე წარსულში, ამ ან სხვა სტეროიდების მიღებისას,
გაქვთ გლაუკომა (თვალის წნევის მომატება) ან გაქვთ გლაუკომა, კატარაქტა ოჯახურ ანამნეზში (თვალის ბროლის დაბინდვა, რაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას),
გაქვთ მიასთენია (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს),
გაქვთ დარღვევები ნაწლავის მხრივ ან კუჭის (პეპტიკური) წყლული,
გაქვთ ფსიქიატრიული პრობლემები ან გქონდათ ფსიქიატრიული დაავადებები, რომლებიც გამწვავდა ამ ტიპის პრეპარატებით,
გაქვთ ეპილეფსია (მდგომარეობა, როდესაც გაქვთ განმეორებითი შეტევები ან კრუნჩხვები),
გაქვთ შაკიკი,
გაქვთ არააქტიური ფარისებრი ჯირკვალი,
გაქვთ პარაზიტული ინფექცია,
გაქვთ ტუბერკულოზი, სეპტიცემია ან სოკოვანი ინფექცია თვალში,
გაქვთ ცერებრალური მალარია,
გაქვთ ჰერპესი (ჰერპესული გამონაყარი ან გენიტალური ჰერპესი და თვალის მარტივი ჰერპესი რქოვანას შესაძლო პერფორაციის გამო),
გაქვთ ასთმა,
მკურნალობთ სისხლძარღვების ბლოკირებას სისხლის კოლტების გამო (თრომბოემბოლია),
გაქვთ რქოვანას წყლულები და რქოვანას დაზიანებები.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს თქვენი სხეულის ბრძოლისუნარიანობა ინფექციის მიმართ. ამან შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს მიკრობებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც იშვიათად იწვევენ ინფექციას ნორმალურ პირობებში (ეწოდებათ ოპორტუნისტული ინფექციები). თუ ამ პრეპარატით მკურნალობისას გამოგივლინდებათ ნებისმიერი სახის ინფექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ შეამჩნევთ პნევმონიის ნიშნებს: ხველას, ცხელებას, ქოშინს და ტკივილს გულმკერდის არეში. თქვენ, ასევე, შეიძლება შენიშნოთ დაბნეულობა, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ასაკის. ასევე, თუ გქონდათ ტუბერკულოზი ან იმყოფებოდით რეგიონებში, სადაც ხშირია მრგვალი ჭიებით ინფიცირება, უნდა აცნობოთ ექიმს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პრეპარატის მიღებისას თავი აარიდოთ კონტაქტს ისეთ პირებთან, რომლებსაც აქვთ ჩუტყვავილა, ქუნთრუშა ან წითელა. თუ ფიქრობთ, რომ დაინფიცირდით რომელიმე ამ დაავადებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გქონიათ ოდესმე ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა წითელა ან ჩუტყვავილა და გაგიკეთებიათ ნებისმიერი ვაქცინაცია.
აუცილებლად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ სიმსივნური ლიზისის სინდრომის რაიმე სიმპტომი, როგორიცაა კუნთების კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევები და ქოშინი, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გივლინდებათ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობითი დარღვევა. ამ პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის დაბინდვას ან დამახინჯებას. ეს ჩვეულებრივ ხდება ერთ თვალში.
ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მყესის ანთება. უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია მყესის გაწყვეტაც. ეს რისკი იზრდება გარკვეული ანტიბიოტიკებით მკურნალობისას და თირკმლის პრობლემების დროს. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ სახსრების ან მყესების ტკივილი, გაშეშება ან შეშუპება.
დექსამეტაზონი კრკათი მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ადრენოკორტიკალური უკმარისობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს წამლის ეფექტურობის ცვლილება, სტრესის და ტრავმის, ოპერაციის, მშობიარობის ან ავადმყოფობის შემდეგ და თქვენმა სხეულმა შეიძლება ვერ შეძლოს ჩვეული რეაგირება მძიმე სტრესზე, როგორიცაა უბედური შემთხვევები, ოპერაცია, მშობიარობა ან ავადმყოფობა.
თუ შეგემთხვათ უბედური შემთხვევა, ხართ ავად, გაქვთ სხვა სპეციფიკური ფიზიკური სტრესი, ან გჭირდებათ რაიმე ოპერაცია (თუნდაც სტომატოლოგიური), ან გჭირდებათ ვაქცინაცია (განსაკუთრებით „ცოცხალი ვირუსის“ ვაქცინებით), დექსამეტაზონი კრკას მიღებისას ან მისი მიღების დასრულებისას, აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ ან იღებდით სტეროიდებს.
თუ უნდა გაიკეთოთ სუპრესიის ტესტები (ტესტი ორგანიზმში ჰორმონების რაოდენობაზე), კანის ტესტი ალერგიაზე ან ტესტი ბაქტერიული ინფექციაზე, აუცილებლად აცნობეთ პირს, რომელიც გიკეთებთ ტესტს, რომ იღებთ დექსამეტაზონს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს შედეგებს.
ასევე, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ მარილის რაოდენობა საკვებში და დაგინიშნოთ კალიუმის დანამატები ამ პრეპარატის მიღებისას.
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის, ამ პრეპარატის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს უფრო სერიოზულად გამოხატული, განსაკუთრებით ძვლების დათხელება (ოსტეოპოროზი), მაღალი არტერიული წნევა, კალიუმის დაბალი დონე, დიაბეტი, ინფექციისადმი მგრძნობელობა და კანის გათხელება. თქვენი ექიმი უფრო ყურადღებით დაგაკვირდებათ.
ბავშვები
თუ ბავშვი იღებს ამ წამალს, მნიშვნელოვანია, რომ ექიმი აკონტროლებდეს მის ზრდასა და განვითარებას ხშირი ინტერვალებით. დექსამეტაზონი არ უნდა იქნას გამოყენებული რეგულარულად დღენაკლულ ჩვილებში, რომლებსაც აქვთ რესპირატორული პრობლემები.
სხვა პრეპარატები და დექსამეტაზონი კრკა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები:
ანტიკოაგულანტები, პრეპარატები, რომლებიც ათხელებს სისხლს (მაგ. ვარფარინი);
აცეტილსალიცილის მჟავა ან მსგავსი საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) მაგ. ინდომეტაცინი;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;
დიურეზული საშუალებებები (წყლის ტაბლეტები);
ამფოტერიცინი B-ის ინექცია;
ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);
რიფაბუტინი, რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
ანტაციდები - განსაკუთრებით ისინი, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ტრისილიკატს;
ბარბიტურატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძილის გასაუმჯობესებლად და შფოთვის მოსახსნელად);
ამინოგლუტეთიმიდი (კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა);
კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);
ეფედრინი (ცხვირის დახშობა);
აცეტაზოლამიდი (გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის დროს);
ჰიდროკორტიზონი, კორტიზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები;
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების დროს);
რიტონავირი (აივ ინფექციის დროს);
ანტიბიოტიკები ერითრომიცინის, ფტორქინოლონების ჩათვლით;
მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების მოძრაობას მიასთენიის დროს (მაგ. ნეოსტიგმინი);
ქოლესტირამინი (ქოლესტერინის მაღალი დონისთვის);
ესტროგენის ჰორმონები კონტრაცეპტული აბების ჩათვლით;
ტეტრაკოსაქტიდი, რომელიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად;
სულტოპრიდი, გამოიყენება ემოციების დასამშვიდებლად;
ციკლოსპორინი, გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდგომ ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად;
თალიდომიდი, გამოიყენება მაგ. მრავლობითი მიელომის დროს;
პრაზიკვანტელი, ინიშნება ჭიების გარკვეული ინფექციების დროს;
ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით;
ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი და მეფლოქინი (მალარიისთვის);
სომატოტროპინი;
პროტირელინი.
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებსაც. თქვენ შეიძლება გქონდეთ სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი, თუ იღებთ დექსამეტაზონს ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად:
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონი კრკას ეფექტი და თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება, თუ იღებთ ამ პრეპარატებს (მათ შორის აივ ინფექციის ზოგიერთი პრეპარატი: რიტონავირი, კობიცისტატი);
აცეტილსალიცილის მჟავა ან მსგავსი საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) მაგ. ინდომეტაცინი;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;
დიურეზული საშუალებებები (წყლის ტაბლეტები);
ამფოტერიცინი B-ის ინექცია;
აცეტაზოლამიდი (გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის დროს);
ტეტრაკოსაქტიდი, რომელიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად;
კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);
ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი და მეფლოქინი (მალარიისთვის);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
თალიდომიდი, გამოიყენება მაგ. მრავლობითი მიელომის დროს;
ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით;
მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების მოძრაობას მიასთენიის დროს (მაგ. ნეოსტიგმინი);
ანტიბიოტიკები, ფტორქინოლონების ჩათვლით.
აუცილებლად გაეცანით დექსამეტაზონი კრკასთან ერთად მისაღები ყველა სამკურნალო საშუალების ფურცელ-ჩანართს, ამ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, სანამ დაიწყებთ დექსამეტაზონი კრკათი მკურნალობას. როდესაც გამოიყენება თალიდომიდი, ლენალიდომიდი ან პომალიდომიდი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობის ტესტირებასა და პრევენციის მოთხოვნებს.
დექსამეტაზონი კრკა საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
დექსამეტაზონი მიიღება საკვებთა ერთად ან მის შემდეგ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების შესამცირებლად. თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველი სასმელების მიღება. მცირე, ხშირი კვება რეკომენდებულია და შესაძლოა ანტაციდების მიღებაც, თუ ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.
დექსამეტაზონი კრკა შეიძლება დაინიშნოს ორსულობის დროს და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკს დედისა და ბავშვისთვის. თუ ამ პრეპარატის გამოყენებისას დაორსულდებით, არ შეწყვიტოთ დექსამეტაზონი კრკას მიღება, მაგრამ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ ხართ ორსულად.
კორტიკოსტეროიდები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან დექსამეტაზონით თერაპიის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის დექსამეტაზონის თერაპიით გამოწვეული სარგებლის გათვალისწინებით.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება, არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტი ან დანადგარი ან შეასრულოთ რაიმე საშიში დავალება, თუკი აღგენიშნებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: დაბნეულობა, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობის დაბინდვა.
დექსამეტაზონ კრკა შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
როგორ უნდა მიიღოთ დექსამეტაზონი კრკა
მიიღეთ დექსამეტაზონი კრკა მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა მიიღოთ დექსამეტაზონი. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დექსამეტაზონი კრკა წარმოდგენილია 4 მგ, 8 მგ, 20 მგ და 40 მგ ტაბლეტების სახით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ ნაწილებად, დამატებითი 2 მგ და 10 მგ დოზის მისაღებად ან გადაყლაპვის გასაადვილებლად.
დექსამეტაზონი ჩვეულებრივ მიიღება 0.5-დან 10 მგ-მდე დოზით დღეში, სამკურნალო დაავადების მიხედვით. უფრო მძიმე დაავადების შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს 10 მგ-ზე მაღალი დოზების გამოყენება დღეში. დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. გვერდითი მოვლენების შესამცირებლად, გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება დაბალი ეფექტური დოზა.
თუ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, გამოიყენება შემდეგი დოზირების რეკომენდაციები:
ქვემოთ ჩამოთვლილი დოზირების რეკომენდაციები მოცემულია მხოლოდ მითითებისთვის. საწყისი და ყოველდღიური დოზები ყოველთვის უნდა განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
ცერებრალური შეშუპება: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა (დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმეზე) 6-16 მგ (24 მგ-მდე)/დღეში პერორალურად, დაყოფილი 3-4 ინდივიდუალურ დოზად.
მწვავე ასთმა: მოზრდილებში: 16 მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში. ბავშვებში: 0.6 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით ერთი ან ორი დღის განმავლობაში.
კრუპი: ბავშვები: 0.15 მგ/კგ-0.6 მგ/კგ ერთჯერადი დოზით.
მწვავე კანისმიერი დაავადებები: დაავადების ბუნებიდან და მოცულობიდან გამომდინარე დღიური დოზა 8-40 მგ, ზოგიერთ შემთხვევაში 100 მგ-მდე, რასაც უნდა მოჰყვეს ქვედა ტიტრაცია კლინიკური საჭიროების მიხედვით.
რევმატული სისტემის დარღვევების აქტიური ფაზა: სისტემური წითელი მგლურა 6-16 მგ/დღეში.
აქტიური რევმატოიდული ართრიტი მძიმე პროგრესირებადი მიმდინარეობის ფორმით: მიმდინარე სწრაფი დესტრუქციული ფორმებით - 12-16 მგ დღეში, არასახსროვანი გამოვლინებებით - 6-12 მგ დღეში.
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა: 40 მგ 4 დღის განმავლობაში ციკლებად.
ტუბერკულოზური მენინგიტი: II ან III ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებმა გაირეს ინტრავენური მკურნალობა ოთხი კვირის განმავლობაში (0.4 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 1 კვირის განმავლობაში, 0.3 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 2 კვირის განმავლობაში, 0.2 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 3 კვირის განმავლობაში და 0.1 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 4 კვირის განმავლობაში) და შემდეგ პერორალური მკურნალობა ოთხი კვირის განმავლობაში, სულ დაწყებული 4 მგ-ით დღეში და 1 მგ-ის შემცირებით ყოველ კვირას. I ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებმა მიიღეს ორკვირიანი ინტრავენური თერაპია (0.3 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 1 კვირის განმავლობაში და 0.2 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 2 კვირის განმავლობაში) და შემდეგ ოთხი კვირის განმავლობაში - პერორალური თერაპია (0.1 მგ კილოგრამზე გადაანგარიშებით დღეში 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ სულ 3 მგ დღეში, 1 მგ-ის შემცირებით ყოველ კვირას).
ნეოპლასტიკური დაავადებების პალიატიური მკურნალობა: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა (დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმეზე) 3-20 მგ/დღეში. 96 მგ-მდე ძალიან მაღალი დოზები, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პალიატიური მკურნალობისთვის. ოპტიმალური დოზირებისა და ტაბლეტების რაოდენობის შემცირების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალი დოზების (4 და 8 მგ) და უფრო მაღალი დოზების (20 მგ ან 40 მგ) კომბინაცია.
ციტოსტატიკური საშუალებებით, ემეტოგენური ქიმიოთერაპიით გამოწვეული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ანტიემიტური მკურნალობის ფარგლებში: ქიმიური თერაპიის დაწყებამდე 8-20 მგ დექსამეტაზონი, შემდეგ 4-16 მგ/დღეში მე-2 და მე-3 დღეს.
პოსტოპერაციული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ანტიემიტური მკურნალობის ფარგლებში: ერთჯერადი 8 მგ დოზა ოპერაციამდე.
მრავლობითი მიელომის სიმპტომური, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არა-ჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად: ჩვეულებრივი დოზა არის 40 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში.
დოზა და მიღების სიხშირე იცვლება თერაპიული პროტოკოლისა და მასთან დაკავშირებული მკურნალობების შესაბამისად. დექსამეტაზონის მიღებისას საჭიროა დექსამეტაზონის მიღების ინსტრუქციის დაცვა, როდესაც იგი აღწერილია შესაბამისი მკურნალობის განყოფილებაში - პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებაში. თუ ეს ასე არ არის, მაშინ დაცული უნდა იყოს ადგილობრივი ან საერთაშორისო მკურნალობის პროტოკოლები და მითითებები. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ დექსამეტაზონის რომელი დოზა გამოიყენონ პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების სტატუსის გათვალისწინებით.
ხანგრძლივი მკურნალობა
ზოგიერთი მდგომარეობის ხანგძლივი მკურნალობისთვის, საწყისი თერაპიის შემდეგ, გლუკოკორტიკოიდული მკურნალობა უნდა გადავიდეს დექსამეტაზონიდან პრედნიზონზე/პრედნიზოლონზე, რათა შემცირდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.
დექსამეტაზონი კრკა 4 მგ ტაბლეტები
Covid-19-ის მკურნალობა: მოზრდილ პაციენტებში რეკომენდებულია 6 მგ დღეში ერთხელ 10 დღემდე. გამოყენება მოზარდებში: პედიატრიულ პაციენტებში (12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და სხეულის წონით არანაკლებ 40 კგ) რეკომენდებულია 6 მგ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებში
თუ ბავშვი იღებს ამ წამალს, მნიშვნელოვანია, რომ ექიმი აკონტროლებდეს მის ზრდასა და განვითარებას ხშირი ინტერვალებით.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი დექსამეტაზონი კრკა
თუ მიიღეთ ძალიან ბევრი წამალი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ დექსამეტაზონი კრკას მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო არ არის მოახლოებული.
თუ შეწყვეტთ დექსამეტაზონი კრკას მიღებას
თუ თქვენი მკურნალობა უნდა შეწყდეს მიჰყევით ექიმის რჩევას. მან შეიძლება გირჩიოთ, რომ შეამციროთ მიღებული მედიკამენტების რაოდენობა თანდათანობით, სანამ საერთოდ არ შეწყვეტთ მათ მიღებას. სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდა, მკურნალობის ძალიან სწრაფად შეწყვეტისას, მოიცავდა - დაბალ არტერიულ წნევას და ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადების რეციდივს, რომლის გამოც მკურნალობა ჩატარდა.
ასევე, შეიძლება აღინიშნოს „მოხსნის სინდრომი“, რომელიც მოიცავს: ცხელებას, კუნთების და სახსრების ტკივილს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას (რინიტი), წონის დაკლებას, კანის ქავილს და თვალის ანთებას (კონიუნქტივიტი). თუ თქვენ შეწყვეტთ მკურნალობას ძალიან ადრე და გამოგივლინდებათ ზოგიერთი აღნიშნული სიმპტომი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. მათ შეიძლება გავლენა იქონიონ 100-დან დაახლოებით ყოველ 5 ადამიანზე, რომლებიც იღებენ ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა დექსამეტაზონი. ეს პრობლემები მოიცავს:
დეპრესიის შეგრძნებას, მათ შორის თვითმკვლელობაზე ფიქრს,
ამაღლებულ შეგრძნებას (მანია) ან განწყობას, რომელიც მატულობს და კლებულობს,
შფოთვის შეგრძნებას, ძილის პრობლემებს, აზროვნების გაძნელებას ან დაბნეულობას და მეხსიერების დაკარგვას,
ისეთი რაღაცების გრძნობას, დანახვას ან მოსმენას, რაც არ არსებობს. უცნაურ და საშიშ აზრებს, მოქმედებების შეცვლას ან მარტოობის განცდას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ:
მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთების ღრმა სისუსტე და დაღლილობა, უკიდურესად დაბალი არტერიული წნევა, წონის დაკლება და ცხელება, რადგან ეს შეიძლება იყოს ადრენოკორტიკალური უკმარისობის ნიშნები;
მუცლის მოულოდნელი ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ცხელება და სისხლი განავალში, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის გასკდომაზე, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ ნაწლავის დაავადება
ამ პრეპარატმა შეიძლება გააუარესოს თქვენი არსებული გულის პრობლემა. თუ თქვენ აღგენიშნებათ ქოშინი ან ტერფის შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს (სიხშირე უცნობია):
დაინფიცირების მეტი შანსი, მათ შორის ვირუსული და სოკოვანი ინფექციებით მაგ. რძიანა; ასევე, ტუბერკულოზის ან ზოგიერთი სხვა ინფექციის რეციდივი, მაგ. თვალის ინფექციები, თუ უკვე გქონდათ წარსულში;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა, პათოლოგიური კოაგულაცია;
ალერგიული რეაქცია პრეპარატზე, მათ შორის სერიოზული, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქციის ჩათვლით (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც გამონაყარი და ყელის ან ენის შეშუპება, ხოლო მძიმე შემთხვევებში სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა);
სხეულის ჰორმონების რეგულირების დარღვევა, სხეულის შეშუპება და წონის მომატება, მთვარისებრი სახე (კუშინგოიდური მდგომარეობა), ენდოკრინების ეფექტურობის ცვლილება სტრესისა და ტრავმის, ოპერაციის, მშობიარობის ან ავადმყოფობის შემდგომ, თქვენმა სხეულმა შეიძლება ვერ შეძლოს ჩვეული რეაგირება მძიმე სტრესზე, როგორიცაა უბედური შემთხვევები, ოპერაცია, მშობიარობა ან ავადმყოფობა, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი (პერიოდები) და მისი არარსებობა, სხეულზე ზედმეტი თმის გაჩენა (განსაკუთრებით ქალებში);
წონის მომატება, ცილებისა და კალციუმის ბალანსის დარღვევა, მადის მომატება, მარილის დისბალანსი, ორგანიზმში წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რიტმის დარღვევა, დიაბეტის სამკურნალო საშუალებებისადმი მოთხოვნილების გაზრდა, ფარული დიაბეტის გამოვლენა, სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია);
განწყობის მკვეთრი ცვალებადობა, შიზოფრენია (ფსიქიკური აშლილობა) შეიძლება გაუარესდეს, დეპრესია, ძილის უუნარობა;
მწვავე უჩვეულო თავის ტკივილი მხედველობითი დარღვევებით, რომელიც დაკავშირებულია მკურნალობის შეწყვეტასთან, ეპილეფსიის შეტევებთან და გაუარესებასთან, თავბრუსხვევასთან;
თვალში წნევის მომატება, პაპილოედემა, თვალის მემბრანის დათხელება, თვალის ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების მომატება, რქოვანას წყლულებთან დაკავშირებული სიმპტომების გაუარესება, არსებული თვალის ინფექციების გაუარესება, თვალის კაკლების გამობერვა, კატარაქტა, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა, ბუნდოვანი მხედველობა;
გულის შეგუბებითი უკმარისობა მგრძნობიარე პირებში, გულის კუნთის გაწყვეტა ბოლო პერიოდში გადატანილი გულის შეტევის შემდეგ, გულის დეკომპენსაცია;
მაღალი არტერიული წნევა, სისხლის კოლტები: სისხლის კოლტების წარმოქმნა, რამაც შეიძლება დაბლოკოს სისხლძარღვები, მაგალითად ფეხებში ან ფილტვებში (თრომბოემბოლიური გართულებები);
სლოკინი;
გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭის არეში და მუცლის შებერილობა, საყლაპავის ანთება და წყლულები, პეპტიკური წყლულები, რომლებიც შეიძლება გაიყოს და გამოიწვიოს სისხლდენა, პანკრეასის ანთება (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ტკივილით ზურგისა და მუცლის არეში), მეტეორიზმი, საყლაპავის კანდიდოზი;
თხელი ფაქიზი კანი, უჩვეულო ნიშნები კანზე, სისხლჩაქცევები, კანის სიწითლე და ანთება, სტრიები, შესამჩნევი შეშუპება, კაპილარები, აკნე, მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, თმის ცვენა, უჩვეულო ცხიმოვანი გროვები, ჭარბთმიანობა, ორგანიზმში წყლის შეკავება, პიგმენტური დარღვევები, შესუსტებული კაპილარები, რომლებიც ადვილად წყდება, აღინიშნება კანის ქვეშ სისხლდენით (მომატებული კაპილარული სიმყიფე), კანის გაღიზიანება პირის ღრუს გარშემო (პერიორალური დერმატიტი);
ძვლის დათხელება მოტეხილობების (ოსტეოპოროზის) მომატებული რისკით, ძვლის ნეკროზი, ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, კუნთების გამოფიტვა, მიოპათია, კუნთების სისუსტე, ძვლის ზრდის ადრეული შეწყვეტა (ეპიფიზის ნაადრევი დახურვა);
ცვლილებები სპერმის რაოდენობასა და მოძრაობაში, იმპოტენცია;
რეაქციის დარღვევა ვაქცინაციასა და კანის ტესტებზე, ჭრილობების შენელებული შეხორცება, დისკომფორტი, სისუსტე.
ასევე, შეიძლება აღინიშნოს „მოხსნის სინდრომი“, რომელიც მოიცავს: ცხელებას, კუნთების და სახსრების ტკივილს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას (რინიტი), წონის დაკლებას, მტკივნეულ კვანძებს კანზე ქავილით და თვალის ანთებას (კონიუნქტივიტი).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახება პირდაპირ:
Javna agencija Republike Slovenije za zdravila in medicinske pripomočke
Sektor za farmakovigilanco
Nacionalni center za farmakovigilanco
Slovenčeva ulica 22
SI-1000 ლუბლიანა
ტელ: +386 (0)8 2000 500
ფაქსი: +386 (0)8 2000 510
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ. გვერდი: www.jazmp.si
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
დექსამეტაზონი კრკას შენახვის პირობები
შეინახეთ წინამდებარე პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
სინათლისა და ნესტისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დექსამეტაზონი კრკა
მოქმედი ნივთიერებაა დექსამეტაზონი.
დექსამეტაზონი კრკა 4 მგ ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ დექსამეტაზონს.
დექსამეტაზონი კრკა 8 მგ ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ დექსამეტაზონს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი (E470b). იხ. პარაგრაფი 2 „დექსამეტაზონი კრკა შეიცავს ლაქტოზას“.
დექსამეტაზონი კრკას გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
4 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ტაბლეტები დამრეცი კიდეებით და ცალ მხარეს ღარით (სისქე: 2.5-3.5 მმ; დიამეტრი: 5.7-6.3 მმ). ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
8 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი, ოვალური ტაბლეტები ცალ მხარეს ღარით (სისქე: 3.5-5.5 მმ; სიგრძე: 8.7-9.3 მმ). ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
დექსამეტაზონი კრკა 4 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია ყუთებში, რომლებიც შეიცავს 10, 20, 28, 30, 50, 56, 60, 100, 10x1, 20x1, 28x1, 30x1, 50x1, 56x1, 60x და 100x1 ტაბლეტებს ბლისტერებში.
დექსამეტაზონი კრკა 8 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია ყუთებში, რომლებიც შეიცავს 10, 20, 30, 50, 60, 100, 10x1, 20x1, 30x1, 50x1, 60x და 100x1 ტაბლეტებს ბლისტერებში.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
პრეპარატის გაცემის წესი და ადგილი
პრეპარატი ექვემდებარება რეცეპტით გაცემას აფთიაქიდან.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
KRKA, tovama zdravil, d.d. (კრკა, ტოვამა ზდრავილ, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
მწარმოებლები
KRKA, tovama zdravil, d.d. (კრკა, ტოვამა ზდრავილ, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
წინამდებარე სამკურნალო საშუალება ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:
უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ლიეტუვა, პოლონეთი
Dexamethasone Krka
ბულგარეთი
Дексаметазон Крка
ესტონეთი, ლატვია
Dexamethason Krka
ხორვატია, სლოვენია
Deksametazon Krka
რუმინეთი
Dexametazona Krka
სლოვაკეთი
Dexametazon Krka
გერმანია
Dexamethason TAD
პორტუგალია
Dexametasona Krka
ესპანეთი
Dexametasona TAD
გაერთიანებული სამეფო
Dexamethasone
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 11.12.2020
/ყველა გვერდი ხელმოწერილია, დასმულია შტამპი: KRKA, tovama zdravil, d.d. (კრკა, ტოვამა ზდრავილ, დ.დ.), ნოვო მესტო, 6204)/
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.