პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

დექსამეტაზონის ფოსფატი IBE

Dexamethasone phosphate IBE

რეცეპტით4მგ/მლინსტრუქცია ქართულადლიტვა
რისთვის გამოიყენება

დექსამეტაზონი არის სინთეტიკური კორტიკოსტეროიდი, რომელიც მიეკუთვნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების ჯგუფს. Dexamethasone phosphate IBE გამოიყენება, როდესაც პაციენტს არ შეუძლია მიიღოს დექსამეტაზონი პერორალურად და გადაუდებელ შემთხვევებში (მაგ., შოკის დროს). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსამეტაზონი (dexamethasone)
ფორმა და შეფუთვა
4მგ/მლ 1მლ ი.მ., ი.ვ. და ინტრაარტიკულარული საინექციო ხსნარი მინის ამპულა №25
მწარმოებელი
UAB Eletis Pharma, ლიტვა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043496
რეგისტრირებულია
30 ივნისი 2025, მოქმედებს 5 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ნატო ლომთათიძე
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადექსამეტაზონის ფოსფატი IBE და სხვა წამალი ერთად

დექსამეტაზონის ფოსფატი IBE — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დექსამეტაზონი არის სინთეტიკური კორტიკოსტეროიდი, რომელიც მიეკუთვნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების ჯგუფს.

Dexamethasone phosphate IBE გამოიყენება, როდესაც პაციენტს არ შეუძლია მიიღოს დექსამეტაზონი პერორალურად და გადაუდებელ შემთხვევებში (მაგ., შოკის დროს).

Dexamethasone phosphate IBE გამოიყენება:

  • ჩანაცვლებითი თერაპიისთვის ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების არასაკმარისი სეკრეციის დროს (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის დროს);
  • შეიძლება გამოყენებულ იქნას დაავადებების ფართო სპექტრის სამკურნალოდ: მაგ. ცერებრალური შეშუპება, აუტოიმუნური, რევმატული დაავადებები, კანის დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, მძიმე ინფექციური დაავადებები ანტიბიოტიკებთან ერთად, ენდოკრინული დაავადებები და კიბოს ზოგიერთი სახეობა (მისი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული, იმუნოსუპრესიული და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტების გამო) და თვალის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასთან. ანთებითი რევმატიული დაავადებების დროს (განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი), Dexamethasone phosphate IBE ჩვეულებრივ გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისთვის, სანამ არ მიიღწევა ძირითადი წამლების ეფექტი ან როდესაც ის არასაკმარისია.
  • Dexamethasone phosphate IBE-ს გამოიყენება მოზრდილებისა და მოზარდების (12 წლის და უფროსი ასაკის, წონით 40 კგ და მეტი) 2019 წლის კორონა ვირუსით დაავადებულთა (COVID-19) სამკურნალოდ, რომლებსაც უჭირთ სუნთქვა და საჭიროებენ ჟანგბადის თერაპიას.

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი ექიმის დანიშნულებით. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ დექსამეტაზონი. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები

ეს პრეპარატი შეიძლება შეიყვანოთ ინტრავენურად, ინტრამუსკულურად, სახსარში, სახსრის მახლობლად და ზოგიერთ სხვა დამუშავებულ ქსოვილში.

რეკომენდებული საშუალო საწყისი დღიური დოზაა 0,5-9მგ დექსამეტაზონის ფოსფატი ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად (საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება უფრო მაღალი დოზები).

რეკომენდებული დოზა სახსარში არის 0,4-4 მგ დექსამეტაზონის ფოსფატი (დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის ზომაზე).

დექსამეტაზონის ფოსფატის კანის დაავადებების სამკურნალო დოზა იგივეა, რაც სახსრებისთვის.

დექსამეტაზონ ფოსფატის რეკომენდებული დოზა სახსრის მახლობლად ქსოვილებში შეყვანისთვის არის 2-6 მგ.

ეს წამალი დოზირებულია დაავადების, მკურნალობის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, წამლის მიმართ ტოლერანტობისა და ორგანიზმის რეაქციის მიხედვით, ამიტომ ზუსტ დოზას, გამოყენების სიხშირეს და მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი ირჩევს.

Covid-19-ის სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 6მგ დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში.

გამოყენება მოზარდებში

ბავშვებისთვის (12 წლის და უფროსი ასაკის) რეკომენდებული დოზაა 6 მგ დღეში ერთხელ 10 დღემდე.

გამოყენება ბავშვებში

ჩანაცვლებითი თერაპიისთვის ინტრამუსკულარული დოზაა 0,02 მგ/კგ სხეულის მასაზე ან დექსამეტაზონის ფოსფატის 0,67 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (3 დოზად) ყოველ 3 დღეში.

სხვა შესაძლო დოზაა დექსამეტაზონის ფოსფატის 0,008-0,01 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 0,2-0,3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე დღეში.

სხვა ჩვენებისას რეკომენდებული დოზა არის 0,02-0,1 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 0,85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ყოველ 12-24 საათში.

პრეპარატის ზუსტ დოზას და გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

თუ ფიქრობთ, რომ წამლის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ მოვიქცეთ Dexamethasone phosphate IBE-ის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევასი? დექსამეტაზონის გადაჭარბებულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მე-4 ნაწილში ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების უმეტესობა, განსაკუთრებით კუშინგის სინდრომი, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ჩნდება მხოლოდ რამდენიმე კვირის გამოყენების შემდეგ. პრეპარატის დოზას და გამოყენების ხანგრძლივობას ირჩევს ექიმი. თუ შეამჩნევთ დოზის გადაჭარბების ნიშნებს ან ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენ მიიღეთ ინექციის ან წვეთოვანი დოზის გადაჭარბება, მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ Dexamethasone phosphate IBE-ს მიღება

თქვენი ექიმი გეტყვით, რამდენად ხშირად უნდა გაიკეთოთ აღნიშნული მედიკამენტი. თუ გამოტოვებთ ინექციას, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.

Dexamethasone phosphate IBE-ს შეწყვეტის შემდეგ

ამ მედიკამენტის თვითნებურად შეწყვეტა შეიძლება ძალიან საშიში იყოს. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უკუჩვენებები

  • თუ ხართ ალერგიული დექსამეტაზონის ან ამ მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

დამატებით, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული:

  • თუ გაქვთ მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი ინფექცია, რომელსაც არ უტარდება სათანადო მკურნალობა;
  • თუ კუშინგის სინდრომი განვითარდა კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული რაოდენობის გამო;
  • თუ თქვენ ცოტა ხნის წინ აიცერით ცოცხალი ვაქცინით;
  • მეძუძური დედებისთვის.
  • არ შეიყვანოთ ინტრამუსკულარულად, თუ თქვენ შესამჩნევად გაქვთ შემცირებული სისხლის შედედება.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს Dexamethasone phosphate IBE-ს მიღებამდე. თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ სხვა სტეროიდული მედიკამენტების მიღება, თუ ამას მითითება თავად ექიმმა არ მოგცათ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებია საჭირო, თუ:

  • დექსამეტაზონმა ან მსგავსმა მედიკამენტმა (კორტიკოსტეროიდმა) გამოიწვია სერიოზული გვერდითი მოვლენები;
  • გაქვთ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • გაქვთ ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის ქრონიკული ანთება;
  • გაქვთ ან ეჭვი გაქვთ ფეოქრომოციტომაზე (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე);
  • გაქვთ ჰიპოთირეოზი ( ფარისებრი ჯირკვალის ფუნქციის დაქვეითება);
  • მკურნალობთ მაღალი წნევის გამო;
  • მკურნალობთ გულის უკმარისობის გამო;
  • ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა;
  • მკურნალობთ დიაბეტს;
  • მკურნალობთ კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე;
  • მკურნალობთ ტუბერკულოზს;
  • მკურნალობთ ეპილეფსიაზე;
  • მკურნალობთ თრომბოემბოლიაზე (სისხლძარღვის ბლოკირება თრომბებით);
  • მკურნალობთ მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების სწრაფი დაღლილობით);
  • მკურნალობთ გლაუკომაზე;
  • მკურნალობთ ფსიქიკურ დაავადებაზე (ფსიქოზი, ფსიქონევროზი);
  • ქალებისთვის: ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას;
  • თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა.

თუ Dexamethasone phosphate IBE-ს გამოყენების დასრულების შემდეგ გაგიჩნდებათ ცხელება, ცხვირის სეკრეციის მომატება, კონიუნქტივიტური სიწითლე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, წონის კლება, სისუსტე ან კრუნჩხვები, მიმართეთ ექიმს.

თუ დაავადდებით ან გამოგივლინდებათ ინფექციური დაავადების ნიშნები (მაგ. ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სახსრების ან კუნთების ტკივილი, საჭმლის მომნელებელი პრობლემები, შარდვის გაძნელება), მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ (ან ვინმე სხვას, ვინც ღებულობს ამ მედიკამენტს) განგივითარდებათ ფსიქიკური აშლილობის რაიმე ნიშანი, უნდა მიმართოთ ექიმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

აცნობოთ ექიმს, თუ განვითარდება დეპრესია ან სუიციდური აზრები. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფსიქიკური აშლილობა განვითარდა დოზის შემცირების ან პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

ფსიქიატრული დარღვევები შეიძლება მოხდეს სისტემური სტეროიდების მიღების შეწყვეტისთანავე ან მის შემდეგ.

სანამ არ ჩაცხრება სახსრის ანთება, რომელშიც შეიყვანეს პრეპარატი, მასზე დატვირთვა უნდა იყოს შეზღუდული.

თუ სახსარზე, სადაც ეს წამალი იქნა შეყვანილი დაგეწყოთ ტკივილი, შეშუპება და სიწითლე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შაქრიანი დიაბეტი შეიძლება გამწვავდეს დექსამეტაზონის მიღებით. თუ გაწუხებთ წყურვილის მომატება, უნდა მიმართოთ ექიმს.

ცოცხალი ვირუსული ვაქცინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ Dexamethasone phosphate IBE-ს.

ინაქტივირებული ვირუსული ვაქცინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ამ მედიკამენტს ან შეწყვიტეთ მისი მიღება ბოლო 14 დღის განმავლობაში.

თუ არ გქონიათ ჩუტყვავილა ან წითელა, მოერიდეთ კონტაქტს ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ეს დაავადებები, სანამ იღებთ Dexamethasone phosphate IBE-ს. შემთხვევითი კონტაქტის შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ თქვენ მკურნალობთ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიული დოზებით და არ გქონიათ ჩუტყვავილა, რეკომენდებულია პასიური იმუნიზაცია.

თუ Dexamethasone phosphate IBE-ს მიღების პერიოდში ან მიღების დასრულების უახლოეს პერიოდში თუ სერიოზულად დაშავდით, დაავადდით ან ოპერაციის გაკეთებას აპირებთ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, რადგან დექსამეტაზონმა შეიძლება შეანელოს ჭრილობებისა და მოტეხილობების შეხორცება.

აცნობეთ ექიმს Dexamethasone phosphate IBE-ს გამოყენების შესახებ კანის ალერგიის ტესტის დაწყებამდე.

ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები, როგორიცაა კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან გაუარესება, ან ქოშინი (თუ გაქვთ სისხლის კიბო).

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფეოქრომოციტომის კრიზისი, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ფეოქრომოციტომა თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნეა. კრიზისს შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა და მაღალი არტერიული წნევა. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილ ნიშანს აღმოაჩენთ.

ბავშვებისთვის

თუ Dexamethasone phosphate IBE-ს იყენებს ბავშვი, საჭიროა მისი ზრდისა და განვითარების მონიტორინგი (ამისთვის მიმართეთ ექიმს).

დექსამეტაზონის რეგულარული გამოყენება არ შეიძლება ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში, რომლებსაც აქვთ სუნთქვის პრობლემები.

თუ დექსამეტაზონი ინიშნება დღენაკლულ ახალშობილზე, საჭიროა გულის ფუნქციის და სტრუქტურის მონიტორინგი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები, ან არ ხართ დარწმუნებული ამაში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს<

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს Dexamethasone phosphate IBE-ს ეფექტები, ამიტომ ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მდგომარეობის ყურადღებით მონიტორინგი, თუ იღებთ ასეთ მედიკამენტებს (მათ შორის, აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რიტონავირი, კობიცისტატი).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:

  • ტკივილგამაყუჩებელ ან სიცხის დამწევ მედიკამენტებს, როგორიცაა ასპირინი;
  • ტუბერკულოზის წამალს - რიფამპიცინი;
  • ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტებს - ერითრომიცინი, ინდინავირი, კეტოკონაზოლი;
  • ეპილეფსიის წამალს - კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი ან პრიმიდონი;
  • კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატ ამინოგლუტეთიმიდს;
  • დეკონგესტანტს - ეფედრინი;
  • დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს;
  • მაღალი წნევის მედიკამენტებს;
  • წამლებს, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას - შარდმდენი საშუალებები;
  • ნაწლავის პარაზიტული დაავადებების სამკურნალო საშუალებას- ალბენდაზოლი;
  • გულის უკმარისობის მედიკამენტებს - საგულე გლიკოზიდები;
  • კუჭის მჟავიანობის შესამცირებელ მედიკამენტებს (ანტაციდები);
  • მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს (კონტრაცეპტივები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს დექსამეტაზონის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ექიმი გადაწყვეტს მიზანშეწონილია თუ არა ორსული ქალისთვის ამ პრეპარატის გამოყენება.

თუ ქალი, Dexamethasone phosphate IBE-ს მიღების პერიოდში დაორსულდება, მან უნდა მიმართოს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად შემდგომი მკურნალობის შესახებ.

ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის გვიან პერიოდში იღებდნენ დექსამეტაზონს, შეიძლება ჰქონდეთ სისხლში შაქრის დაბალი დონე.

თუ ორსულობის დროს იღებდით დექსამეტაზონს, მშობიარობამდე აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

დექსამეტაზონი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ამ პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

ფერტილობის კვლევები არ ჩატარებულა.

ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ წამალის გავლენა ავტომობილის მართვისა ან მექანიზმების მუშაობის უნარზე არ დაფიქსირებულა.

Dexamethasone phosphate IBE შეიცავს ნატრიუმს

ეს წამალი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) მლ-ზე, რაც ფაქტობრივად უმნიშვნელოა.

მოზრდილებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეიცავს 1,45 მმოლ (33 მგ) ნატრიუმს, რაც ექვივალენტურია WHO-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზის 2გ ნატრიუმის.

გვერდითი მოვლენები

ამ მედიკამენტმა, ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ჩნდება, როდესაც ეს წამალი გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში და მაღალი დოზებით. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ:

  • არტერიული წნევა უეცრად გაიზარდა, დაგეწყოთ ძლიერი თავის ტკივილი, დაგეწყოთ ღებინება;
  • შეიცვალა გულისცემა;
  • დაგეწყოთ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (სისხლის ღებინება, შავი განავალი);
  • მუცლის ტკივილები;
  • მოულოდნელად დაგეწყოთ ძლიერი ტკივილი კიდურებში ან ზურგში;
  • მოულოდნელად გაჩნდა შეშუპება;
  • სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ან პიროვნების ცვლილება;
  • ინფექციური დაავადების უეცარი დაწყება.

ეს არის სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ:

  • გაგიჩნდათ უძილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • დაგეწყოთ კრუნჩხვები;
  • დაგეწყოთ სლოკინი;
  • გრძნობთ კუნთების სისუსტეს.
  • გაგიჩნდათ შეშუპება;
  • ამჩნევთ კანზე სისხლჩაქცევებს ან ძლიერ სისხლდენას კანქვეშ;
  • დაგეწყოთ თმის გადაჭარბებული ზრდა;
  • დაგერღვათ მენსტრუალური ციკლი;
  • შენელდა ბავშვის ზრდა.

ეს არის მსუბუქი გვერდითი ეფექტი.

დექსამეტაზონი ჩვეულებრივ ანელებს ჭრილობების შეხორცებას, იწვევს კანის გათხელებას, ელასტიურობის დაკარგვას და სტრიების გაჩენას, კანის სიწითლესა და ოფლიანობას. ამ

მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სტეროიდებთან დაკავშირებული აკნე.

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები მოიცავს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, სისხლის შედედებას, იმპოტენციას, გულისრევას და სისუსტეს.

უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები - მხედველობის დარღვევა, სიბრმავე, გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფული კარდიომიოპათია) დღენაკლულ ბავშვებში, რაც ჩვეულებრივ ნორმალიზდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

დექსამეტაზონის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა, კატარაქტა, ეგზოფთალმი, არტერიული წნევის ან თვალშიდა წნევის მომატება და მხედველობის დაბინდვა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ის, რაც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ შემდეგი გზებით: ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამსახურის სამკურნალო პროდუქტების საინფორმაციო სისტემაში ონლაინ ფორმის პირდაპირ შევსებით https://vapris.vvkt.lt/vvkt-web/public/nrv ან საეჭვო გვერდითი რეაქციების (SAR) პაციენტის მოხსენების ფორმის შევსებით, რომელიც გამოქვეყნებულია https://www.vvkt.lt/index.php?4004286486, და გაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით ([email protected]) ან დარეკეთ უფასო ტელეფონის ნომერზე 8 800 73 568. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა დექსამეტაზონის ფოსფატი. საინექციო ან საინფუზიო ხსნარის ყოველი მლ (ამპულა) შეიცავს 4მგ დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით).
  • დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, დინატრიუმის ედეტატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი. იხილეთ ნაწილი 2 „Dexamethasone phosphate IBE შეიცავს ნატრიუმს“.

Dexamethasone phosphate IBE შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი

Dexamethasone phosphate IBE 4 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი არის უფეროდან ღია ყვითელ გამჭვირვალემდე.

თითოეული ქარვისფერი ტიპი I მინის ამპულა გახსნის ნიშნით შეიცავს 1მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარს. ამპულები შეფუთულია PVC ჩანართში. კოლოფი შეიცავს 25 ამპულას.

ინფორმაცია დანიშნულების შესახებ

ექიმის დანიშნულებით, რომლის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ჯანდაცვის საჯარო დაწესებულებებს ან მხოლოდ უფლებამოსილ სამედიცინო პერსონალს.

რეგისტრირებული პირი და მწარმოებელი UAB Eletis Pharma

Sukileniu Ave. 61-2 LT-49333 კაუნასი ლიეტუვა

ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 17/04/2024

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მედიკამენტების სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ვებგვერდზე http://www.vvkt.lt/

108051696660

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.

შეუსაბამობა

ნალექი წარმოიქმნება, როდესაც დექსამეტაზონი შერეულია ქლორპრომაზინთან, დიფენჰიდრამინთან, დოქსაპრამთან, დოქსორუბიცინთან, დაუნორუბიცინთან, იდარუბიცინთან, ჰიდრომორფონთან, ონდანსეტრონთან, პროქლორპერაზინთან, გალიუმის ნიტრატთან ან ვანკომიცინთან.

2,5% გლუკოზის და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ამიკაცინთან ერთად დექსამეტაზონის კონცენტრაცია მცირდება დაახლოებით 16%-ით.

ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ლორაზეპამი, შეიძლება შერეული იყოს დექსამეტაზონთან მინის ბოთლებში, მაგრამ არა პლასტმასის ჩანთებში (PVC ჩანთებში ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას ლორაზეპამის წინა კონცენტრაციის 90%-ზე ნაკლები რჩება 3-4 საათის განმავლობაში).

როდესაც დექსამეტაზონი შერეულია ზოგიერთ წამალთან, როგორიცაა მეტარამინოლი, და ინახება 24 საათის განმავლობაში, ხდება "ნელი შეუთავსებლობა".

დექსამეტაზონის ხსნარი გლიკოპიროლატთან არასტაბილურია. მიღებული ხსნარის pH არის

  • 4 (სტაბილურობის დიაპაზონის გარეთ).

ბეჭედი

ხელმოწერა

დირექტორი

ედმუნდას კაბისევიჩიუსი

შენახვის პირობები

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნებელ ადგილას.

მუყაოს კოლოფზე და ამპულაზე მითითებული "EXP"-ის შემდეგ არ გამოიყენოთ მედიკამენტი. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ამპულები გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

არ გადააგდოთ წამალი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

Dexamethasone phosphate IBE 4 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი Dexamethasone phosphate

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტუქცია, სანამ დაიწყებთ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • არ გადააგდოთ ეს ფურცელი, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენის მსგავსი იყოს.
  • თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა (ისეთი გვერდითი მოვლენის ჩათვლით, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში), გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ ნაწილი 4.

შეფუთვის ჩანართის შინაარსი:

რა არის Dexamethasone phosphate IBE და რისთვის გამოიყენება ის.

რა უნდა იცოდეთ Dexamethasone phosphate IBE-ს მიღებამდე.

როგორ მივიღოთ Dexamethasone phosphate IBE.

შესაძლო გვერდითი მოვლენები.

როგორ უნდა შეინახოთ Dexamethasone phosphate IBE.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რა არის Dexamethasone phosphate IBE და რისთვის გამოიყენება

დექსამეტაზონი არის სინთეტიკური კორტიკოსტეროიდი, რომელიც მიეკუთვნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების ჯგუფს.

Dexamethasone phosphate IBE გამოიყენება, როდესაც პაციენტს არ შეუძლია მიიღოს დექსამეტაზონი პერორალურად და გადაუდებელ შემთხვევებში (მაგ., შოკის დროს).

Dexamethasone phosphate IBE გამოიყენება:

  • ჩანაცვლებითი თერაპიისთვის ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების არასაკმარისი სეკრეციის დროს (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის დროს);
  • შეიძლება გამოყენებულ იქნას დაავადებების ფართო სპექტრის სამკურნალოდ: მაგ. ცერებრალური შეშუპება, აუტოიმუნური, რევმატული დაავადებები, კანის დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, მძიმე ინფექციური დაავადებები ანტიბიოტიკებთან ერთად, ენდოკრინული დაავადებები და კიბოს ზოგიერთი სახეობა (მისი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული, იმუნოსუპრესიული და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტების გამო) და თვალის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასთან. ანთებითი რევმატიული დაავადებების დროს (განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი), Dexamethasone phosphate IBE ჩვეულებრივ გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისთვის, სანამ არ მიიღწევა ძირითადი წამლების ეფექტი ან როდესაც ის არასაკმარისია.
  • Dexamethasone phosphate IBE-ს გამოიყენება მოზრდილებისა და მოზარდების (12 წლის და უფროსი ასაკის, წონით 40 კგ და მეტი) 2019 წლის კორონა ვირუსით დაავადებულთა (COVID-19) სამკურნალოდ, რომლებსაც უჭირთ სუნთქვა და საჭიროებენ ჟანგბადის თერაპიას.

რა უნდა იცოდეთ Dexamethasone phosphate IBE-ს გამოყენებამდე

Dexamethasone phosphate IBE გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ხართ ალერგიული დექსამეტაზონის ან ამ მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

დამატებით, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული:

  • თუ გაქვთ მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი ინფექცია, რომელსაც არ უტარდება სათანადო მკურნალობა;
  • თუ კუშინგის სინდრომი განვითარდა კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული რაოდენობის გამო;
  • თუ თქვენ ცოტა ხნის წინ აიცერით ცოცხალი ვაქცინით;
  • მეძუძური დედებისთვის.
  • არ შეიყვანოთ ინტრამუსკულარულად, თუ თქვენ შესამჩნევად გაქვთ შემცირებული სისხლის შედედება.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს Dexamethasone phosphate IBE-ს მიღებამდე. თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ სხვა სტეროიდული მედიკამენტების მიღება, თუ ამას მითითება თავად ექიმმა არ მოგცათ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებია საჭირო, თუ:

  • დექსამეტაზონმა ან მსგავსმა მედიკამენტმა (კორტიკოსტეროიდმა) გამოიწვია სერიოზული გვერდითი მოვლენები;
  • გაქვთ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • გაქვთ ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის ქრონიკული ანთება;
  • გაქვთ ან ეჭვი გაქვთ ფეოქრომოციტომაზე (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე);
  • გაქვთ ჰიპოთირეოზი ( ფარისებრი ჯირკვალის ფუნქციის დაქვეითება);
  • მკურნალობთ მაღალი წნევის გამო;
  • მკურნალობთ გულის უკმარისობის გამო;
  • ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა;
  • მკურნალობთ დიაბეტს;
  • მკურნალობთ კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე;
  • მკურნალობთ ტუბერკულოზს;
  • მკურნალობთ ეპილეფსიაზე;
  • მკურნალობთ თრომბოემბოლიაზე (სისხლძარღვის ბლოკირება თრომბებით);
  • მკურნალობთ მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების სწრაფი დაღლილობით);
  • მკურნალობთ გლაუკომაზე;
  • მკურნალობთ ფსიქიკურ დაავადებაზე (ფსიქოზი, ფსიქონევროზი);
  • ქალებისთვის: ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას;
  • თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა.

თუ Dexamethasone phosphate IBE-ს გამოყენების დასრულების შემდეგ გაგიჩნდებათ ცხელება, ცხვირის სეკრეციის მომატება, კონიუნქტივიტური სიწითლე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, წონის კლება, სისუსტე ან კრუნჩხვები, მიმართეთ ექიმს.

თუ დაავადდებით ან გამოგივლინდებათ ინფექციური დაავადების ნიშნები (მაგ. ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სახსრების ან კუნთების ტკივილი, საჭმლის მომნელებელი პრობლემები, შარდვის გაძნელება), მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ (ან ვინმე სხვას, ვინც ღებულობს ამ მედიკამენტს) განგივითარდებათ ფსიქიკური აშლილობის რაიმე ნიშანი, უნდა მიმართოთ ექიმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

აცნობოთ ექიმს, თუ განვითარდება დეპრესია ან სუიციდური აზრები. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფსიქიკური აშლილობა განვითარდა დოზის შემცირების ან პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

ფსიქიატრული დარღვევები შეიძლება მოხდეს სისტემური სტეროიდების მიღების შეწყვეტისთანავე ან მის შემდეგ.

სანამ არ ჩაცხრება სახსრის ანთება, რომელშიც შეიყვანეს პრეპარატი, მასზე დატვირთვა უნდა იყოს შეზღუდული.

თუ სახსარზე, სადაც ეს წამალი იქნა შეყვანილი დაგეწყოთ ტკივილი, შეშუპება და სიწითლე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შაქრიანი დიაბეტი შეიძლება გამწვავდეს დექსამეტაზონის მიღებით. თუ გაწუხებთ წყურვილის მომატება, უნდა მიმართოთ ექიმს.

ცოცხალი ვირუსული ვაქცინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ Dexamethasone phosphate IBE-ს.

ინაქტივირებული ვირუსული ვაქცინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ამ მედიკამენტს ან შეწყვიტეთ მისი მიღება ბოლო 14 დღის განმავლობაში.

თუ არ გქონიათ ჩუტყვავილა ან წითელა, მოერიდეთ კონტაქტს ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ეს დაავადებები, სანამ იღებთ Dexamethasone phosphate IBE-ს. შემთხვევითი კონტაქტის შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ თქვენ მკურნალობთ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიული დოზებით და არ გქონიათ ჩუტყვავილა, რეკომენდებულია პასიური იმუნიზაცია.

თუ Dexamethasone phosphate IBE-ს მიღების პერიოდში ან მიღების დასრულების უახლოეს პერიოდში თუ სერიოზულად დაშავდით, დაავადდით ან ოპერაციის გაკეთებას აპირებთ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, რადგან დექსამეტაზონმა შეიძლება შეანელოს ჭრილობებისა და მოტეხილობების შეხორცება.

აცნობეთ ექიმს Dexamethasone phosphate IBE-ს გამოყენების შესახებ კანის ალერგიის ტესტის დაწყებამდე.

ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები, როგორიცაა კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან გაუარესება, ან ქოშინი (თუ გაქვთ სისხლის კიბო).

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფეოქრომოციტომის კრიზისი, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ფეოქრომოციტომა თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნეა. კრიზისს შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა და მაღალი არტერიული წნევა. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილ ნიშანს აღმოაჩენთ.

ბავშვებისთვის

თუ Dexamethasone phosphate IBE-ს იყენებს ბავშვი, საჭიროა მისი ზრდისა და განვითარების მონიტორინგი (ამისთვის მიმართეთ ექიმს).

დექსამეტაზონის რეგულარული გამოყენება არ შეიძლება ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში, რომლებსაც აქვთ სუნთქვის პრობლემები.

თუ დექსამეტაზონი ინიშნება დღენაკლულ ახალშობილზე, საჭიროა გულის ფუნქციის და სტრუქტურის მონიტორინგი.

სხვა მედიკამენტები და Dexamethasone phosphate IBE

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები, ან არ ხართ დარწმუნებული ამაში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს<

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს Dexamethasone phosphate IBE-ს ეფექტები, ამიტომ ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მდგომარეობის ყურადღებით მონიტორინგი, თუ იღებთ ასეთ მედიკამენტებს (მათ შორის, აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რიტონავირი, კობიცისტატი).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:

  • ტკივილგამაყუჩებელ ან სიცხის დამწევ მედიკამენტებს, როგორიცაა ასპირინი;
  • ტუბერკულოზის წამალს - რიფამპიცინი;
  • ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტებს - ერითრომიცინი, ინდინავირი, კეტოკონაზოლი;
  • ეპილეფსიის წამალს - კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი ან პრიმიდონი;
  • კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატ ამინოგლუტეთიმიდს;
  • დეკონგესტანტს - ეფედრინი;
  • დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს;
  • მაღალი წნევის მედიკამენტებს;
  • წამლებს, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას - შარდმდენი საშუალებები;
  • ნაწლავის პარაზიტული დაავადებების სამკურნალო საშუალებას- ალბენდაზოლი;
  • გულის უკმარისობის მედიკამენტებს - საგულე გლიკოზიდები;
  • კუჭის მჟავიანობის შესამცირებელ მედიკამენტებს (ანტაციდები);
  • მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს (კონტრაცეპტივები).

ორსულობა და ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად, მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს დექსამეტაზონის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ექიმი გადაწყვეტს მიზანშეწონილია თუ არა ორსული ქალისთვის ამ პრეპარატის გამოყენება.

თუ ქალი, Dexamethasone phosphate IBE-ს მიღების პერიოდში დაორსულდება, მან უნდა მიმართოს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად შემდგომი მკურნალობის შესახებ.

ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის გვიან პერიოდში იღებდნენ დექსამეტაზონს, შეიძლება ჰქონდეთ სისხლში შაქრის დაბალი დონე.

თუ ორსულობის დროს იღებდით დექსამეტაზონს, მშობიარობამდე აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

დექსამეტაზონი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ამ პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

ფერტილობის კვლევები არ ჩატარებულა.

ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ წამალის გავლენა ავტომობილის მართვისა ან მექანიზმების მუშაობის უნარზე არ დაფიქსირებულა.

Dexamethasone phosphate IBE შეიცავს ნატრიუმს

ეს წამალი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) მლ-ზე, რაც ფაქტობრივად უმნიშვნელოა.

მოზრდილებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეიცავს 1,45 მმოლ (33 მგ) ნატრიუმს, რაც ექვივალენტურია WHO-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზის 2გ ნატრიუმის.

Dexamethasone phosphate IBE გამოყენების წესი:

გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი ექიმის დანიშნულებით. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ დექსამეტაზონი. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები

ეს პრეპარატი შეიძლება შეიყვანოთ ინტრავენურად, ინტრამუსკულურად, სახსარში, სახსრის მახლობლად და ზოგიერთ სხვა დამუშავებულ ქსოვილში.

რეკომენდებული საშუალო საწყისი დღიური დოზაა 0,5-9მგ დექსამეტაზონის ფოსფატი ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად (საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება უფრო მაღალი დოზები).

რეკომენდებული დოზა სახსარში არის 0,4-4 მგ დექსამეტაზონის ფოსფატი (დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის ზომაზე).

დექსამეტაზონის ფოსფატის კანის დაავადებების სამკურნალო დოზა იგივეა, რაც სახსრებისთვის.

დექსამეტაზონ ფოსფატის რეკომენდებული დოზა სახსრის მახლობლად ქსოვილებში შეყვანისთვის არის 2-6 მგ.

ეს წამალი დოზირებულია დაავადების, მკურნალობის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, წამლის მიმართ ტოლერანტობისა და ორგანიზმის რეაქციის მიხედვით, ამიტომ ზუსტ დოზას, გამოყენების სიხშირეს და მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი ირჩევს.

Covid-19-ის სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 6მგ დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში.

გამოყენება მოზარდებში

ბავშვებისთვის (12 წლის და უფროსი ასაკის) რეკომენდებული დოზაა 6 მგ დღეში ერთხელ 10 დღემდე.

გამოყენება ბავშვებში

ჩანაცვლებითი თერაპიისთვის ინტრამუსკულარული დოზაა 0,02 მგ/კგ სხეულის მასაზე ან დექსამეტაზონის ფოსფატის 0,67 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (3 დოზად) ყოველ 3 დღეში.

სხვა შესაძლო დოზაა დექსამეტაზონის ფოსფატის 0,008-0,01 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 0,2-0,3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე დღეში.

სხვა ჩვენებისას რეკომენდებული დოზა არის 0,02-0,1 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 0,85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ყოველ 12-24 საათში.

პრეპარატის ზუსტ დოზას და გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

თუ ფიქრობთ, რომ წამლის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ მოვიქცეთ Dexamethasone phosphate IBE-ის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევასი? დექსამეტაზონის გადაჭარბებულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მე-4 ნაწილში ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების უმეტესობა, განსაკუთრებით კუშინგის სინდრომი, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ჩნდება მხოლოდ რამდენიმე კვირის გამოყენების შემდეგ. პრეპარატის დოზას და გამოყენების ხანგრძლივობას ირჩევს ექიმი. თუ შეამჩნევთ დოზის გადაჭარბების ნიშნებს ან ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენ მიიღეთ ინექციის ან წვეთოვანი დოზის გადაჭარბება, მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ Dexamethasone phosphate IBE-ს მიღება

თქვენი ექიმი გეტყვით, რამდენად ხშირად უნდა გაიკეთოთ აღნიშნული მედიკამენტი. თუ გამოტოვებთ ინექციას, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.

Dexamethasone phosphate IBE-ს შეწყვეტის შემდეგ

ამ მედიკამენტის თვითნებურად შეწყვეტა შეიძლება ძალიან საშიში იყოს. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ამ მედიკამენტმა, ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ჩნდება, როდესაც ეს წამალი გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში და მაღალი დოზებით. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ:

  • არტერიული წნევა უეცრად გაიზარდა, დაგეწყოთ ძლიერი თავის ტკივილი, დაგეწყოთ ღებინება;
  • შეიცვალა გულისცემა;
  • დაგეწყოთ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (სისხლის ღებინება, შავი განავალი);
  • მუცლის ტკივილები;
  • მოულოდნელად დაგეწყოთ ძლიერი ტკივილი კიდურებში ან ზურგში;
  • მოულოდნელად გაჩნდა შეშუპება;
  • სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ან პიროვნების ცვლილება;
  • ინფექციური დაავადების უეცარი დაწყება.

ეს არის სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ:

  • გაგიჩნდათ უძილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • დაგეწყოთ კრუნჩხვები;
  • დაგეწყოთ სლოკინი;
  • გრძნობთ კუნთების სისუსტეს.
  • გაგიჩნდათ შეშუპება;
  • ამჩნევთ კანზე სისხლჩაქცევებს ან ძლიერ სისხლდენას კანქვეშ;
  • დაგეწყოთ თმის გადაჭარბებული ზრდა;
  • დაგერღვათ მენსტრუალური ციკლი;
  • შენელდა ბავშვის ზრდა.

ეს არის მსუბუქი გვერდითი ეფექტი.

დექსამეტაზონი ჩვეულებრივ ანელებს ჭრილობების შეხორცებას, იწვევს კანის გათხელებას, ელასტიურობის დაკარგვას და სტრიების გაჩენას, კანის სიწითლესა და ოფლიანობას. ამ

მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სტეროიდებთან დაკავშირებული აკნე.

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები მოიცავს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, სისხლის შედედებას, იმპოტენციას, გულისრევას და სისუსტეს.

უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები - მხედველობის დარღვევა, სიბრმავე, გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფული კარდიომიოპათია) დღენაკლულ ბავშვებში, რაც ჩვეულებრივ ნორმალიზდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

დექსამეტაზონის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა, კატარაქტა, ეგზოფთალმი, არტერიული წნევის ან თვალშიდა წნევის მომატება და მხედველობის დაბინდვა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ის, რაც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ შემდეგი გზებით: ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამსახურის სამკურნალო პროდუქტების საინფორმაციო სისტემაში ონლაინ ფორმის პირდაპირ შევსებით https://vapris.vvkt.lt/vvkt-web/public/nrv ან საეჭვო გვერდითი რეაქციების (SAR) პაციენტის მოხსენების ფორმის შევსებით, რომელიც გამოქვეყნებულია https://www.vvkt.lt/index.php?4004286486, და გაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით ([email protected]) ან დარეკეთ უფასო ტელეფონის ნომერზე 8 800 73 568. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

Dexamethasone phosphate IBE შენახვის წესი:

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნებელ ადგილას.

მუყაოს კოლოფზე და ამპულაზე მითითებული "EXP"-ის შემდეგ არ გამოიყენოთ მედიკამენტი. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ამპულები გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

არ გადააგდოთ წამალი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია Dexamethasone phosphate IBE-ს შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა დექსამეტაზონის ფოსფატი. საინექციო ან საინფუზიო ხსნარის ყოველი მლ (ამპულა) შეიცავს 4მგ დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით).
  • დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, დინატრიუმის ედეტატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი. იხილეთ ნაწილი 2 „Dexamethasone phosphate IBE შეიცავს ნატრიუმს“.

Dexamethasone phosphate IBE შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი

Dexamethasone phosphate IBE 4 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი არის უფეროდან ღია ყვითელ გამჭვირვალემდე.

თითოეული ქარვისფერი ტიპი I მინის ამპულა გახსნის ნიშნით შეიცავს 1მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარს. ამპულები შეფუთულია PVC ჩანართში. კოლოფი შეიცავს 25 ამპულას.

ინფორმაცია დანიშნულების შესახებ

ექიმის დანიშნულებით, რომლის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ჯანდაცვის საჯარო დაწესებულებებს ან მხოლოდ უფლებამოსილ სამედიცინო პერსონალს.

რეგისტრირებული პირი და მწარმოებელი UAB Eletis Pharma

Sukileniu Ave. 61-2 LT-49333 კაუნასი ლიეტუვა

ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 17/04/2024

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მედიკამენტების სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ვებგვერდზე http://www.vvkt.lt/

108051696660

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.

შეუსაბამობა

ნალექი წარმოიქმნება, როდესაც დექსამეტაზონი შერეულია ქლორპრომაზინთან, დიფენჰიდრამინთან, დოქსაპრამთან, დოქსორუბიცინთან, დაუნორუბიცინთან, იდარუბიცინთან, ჰიდრომორფონთან, ონდანსეტრონთან, პროქლორპერაზინთან, გალიუმის ნიტრატთან ან ვანკომიცინთან.

2,5% გლუკოზის და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ამიკაცინთან ერთად დექსამეტაზონის კონცენტრაცია მცირდება დაახლოებით 16%-ით.

ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ლორაზეპამი, შეიძლება შერეული იყოს დექსამეტაზონთან მინის ბოთლებში, მაგრამ არა პლასტმასის ჩანთებში (PVC ჩანთებში ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას ლორაზეპამის წინა კონცენტრაციის 90%-ზე ნაკლები რჩება 3-4 საათის განმავლობაში).

როდესაც დექსამეტაზონი შერეულია ზოგიერთ წამალთან, როგორიცაა მეტარამინოლი, და ინახება 24 საათის განმავლობაში, ხდება "ნელი შეუთავსებლობა".

დექსამეტაზონის ხსნარი გლიკოპიროლატთან არასტაბილურია. მიღებული ხსნარის pH არის

  • 4 (სტაბილურობის დიაპაზონის გარეთ).

ბეჭედი

ხელმოწერა

დირექტორი

ედმუნდას კაბისევიჩიუსი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა