დექსალცექსი
Dexalcex
დექსალცექსი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს დექსამეტაზონის ფოსფატს (შემდგომში წოდებული, როგორც დექსამეტაზონი). დექსამეტაზონი არის სინთეტიკური გლუკოკორტიკოიდი (ადრენოკორტიკალური ჰორმონი). იგი ამცირებს ანთებით სიმპტომებს და ზემოქმედებას ახდენს ძირითად მეტაბოლურ პროცესებზე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო, ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და სახსარში შესაყვანი ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- HBM Pharma s.r.o., სლოვაკეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046583
- რეგისტრირებულია
- 2 ნოემბერი 2026, მოქმედებს 2 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
დექსალცექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დექსალცექსი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს დექსამეტაზონის ფოსფატს (შემდგომში წოდებული, როგორც დექსამეტაზონი). დექსამეტაზონი არის სინთეტიკური გლუკოკორტიკოიდი (ადრენოკორტიკალური ჰორმონი). იგი ამცირებს ანთებით სიმპტომებს და ზემოქმედებას ახდენს ძირითად მეტაბოლურ პროცესებზე.
დექსალცექსში შემავალი დექსამეტაზონის ფოსფატი შეიძლება ასევე გამოიყენებოდეს სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც წინამდებარე ფურცელ-ჩანართში მითითებული არ არის. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სხვა სპეციალისტს და ყოველთვის მიჰყევით მათ მითითებებს.
სისტემური გამოყენება (ზემოქმედებას ახდენს მთელ ორგანიზმზე)
დექსალცექსი ხშირად გამოიყენება გადაუდებელი მკურნალობის დროს, დაწყებული მაღალი დოზებით:
ცერებრალური შეშუპების (თავის ტვინის შეშუპების) მკურნალობა და პროფილაქტიკა თავის ტვინის სიმსივნისის დროს (ოპერაციის შემდეგ და რენტგენის დასხივების შემდეგ) და ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ.
შოკის მდგომარეობა მძიმე ალერგიული რეაქციის გამო, რომელსაც ეწოდება „ანაფილაქსიური შოკი“ (მაგ. რეაქცია საკონტრასტო საშუალებაზე).
შოკის მდგომარეობა მძიმე დაზიანების შემდეგ, პოსტ-ტრავმული „ფილტვის შოკის“ (მწვავე რესპირატორული უკმარისობის) პრევენცია.
ასთმის შეტევების მუდმივი მძიმე სიმპტომები.
ზოგიერთი გავრცელებული, მწვავე, მძიმე კანის დაავადებების საწყისი მკურნალობა (მაგ. ვულგარული პემფიგუსი, ერითროდერმია).
სისხლის მძიმე დაავადებები (მაგ. მწვავე თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰემოლიზური ანემია, როგორც დამატებითი პრეპარატი ლეიკემიის მკურნალობისას).
როგორც მეორადი მკურნალობა პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დაქვეითებული ფუნქცია ან ასეთი ფუნქცია საერთოდ არ აქვთ (ადრენოკორტიკალური უკმარისობა, ადისონის კრიზისი).
დექსალცექსი გამოიყენება 2019 წლის კორონავირუსის დაავადების (COVID-19) მკურნალობისთვის მოზრდილ და მოზარდ (12 წლის და მეტი ასაკის, სხეულის წონით მინიმუმ 40 კგ) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გაძნელებული სუნთქვა და სჭირდებათ ჟანგბადით თერაპია.
ადგილობრივი გამოყენება (ზემოქმედებას ახდენს სხეულის შეზღუდულ ნაწილზე)
ინექცია სახსრებთან ახლოს (პერიარტიკულარული) და მკურნალობა, რომელიც აღწევს ქსოვილში (ინფილტრაციული), მაგ. მხრის სახსრის (periarthritis scapulohumeralis), იდაყვის სახსრის (ეპიკონდილიტი), სახსრის სინოვიური ჩანთის (ბურსიტი), მყესის ბუდის (ტენდოვაგინიტი) და მაჯის (სტილოიდიტი) ანთება.
ინექცია სახსარში (ინტრაარტიკულარული ინექცია), მაგ. რევმატოიდური ართრიტის დროს, როდესაც დაზიანებულია ცალკეული სახსრები ან ისინი არაადეკვატურად რეაგირებენ სისტემურ მკურნალობაზე; თანმხლები ანთებითი რეაქციები სახსრის დეგენერაციული დაავადების დროს (რევმატოიდური ართრიტი).
მიღების წესი და დოზირება
ვენაში, კუნთში, სახსარში ან ადგილობრივი გამოყენებისთვის (ინფილტრაცია).
დექსალცექსის საინექციო/საინფუზიო ხსნარი ჩვეულებრივ შეყავთ ნელა (2-3 წუთი), ვენაში, მწვავე დაავადებების დროს, ინექციით ან ინფუზიით. თუმცა, იგი ასევე შეიძლება შევიყვანოთ კუნთში (მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში), ლოკალური ინფილტრაციის სახით ან სახსარში.
გამოყენების ინსტრუქცია და სხვა
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გახსნის შემდეგ სამედიცინო პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. გადააგდეთ ნებისმიერი ნარჩენი რაოდენობა.
გამოყენებამდე დაათვალიერეთ ამპულა ვიზუალურად. გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სუფთა ხსნარები, ნაწილაკების გარეშე.
ხსნარის pH 7.0 – 8.5
მოცემული სამედიცინო პროდუქცია არ უნდა იყოს შერეული სხვა სამედიცინო პროდუქტებთან, გარდა ქვემოთ აღნიშნულისა.
დექსალცექსის საინექციო / საინფუზიო ხსნარის გამოყენება სასურველია უშუალოდ ვენაში ან საინფუზიო მილის საშუალებით. თუმცა, საინექციო ხსნარები შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან (250 მლ და 500 მლ):
9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი;
50 მგ/მლ (5%) გლუკოზის ხსნარი;
რინგერის ხსნარი.
საინფუზიო ხსნარებთან კომბინირებისას უნდა გაითვალისწინოთ შესაბამისი მწარმოებლების ინსტრუქცია მათი საინფუზიო ხსნარის შესახებ, შეთავსების შესახებ მონაცემების, უკუჩვენებების, არასასურველი ეფექტების და ურთიერთქმედების ჩათვლით.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია
დაიჭირეთ ამპულა ისე, რომ ფერადი წერტილის ნაწილი იყოს ზემოთ. ამპულის ზედა ნაწილში ხსნარის არსებობისას ოდნავ მიაკაკუნეთ თითით, რათა მთელი ხსნარი ჩამოვიდეს ამპულის ქვედა ნაწილში.
გასახსნელად გამოიყენეთ ორივე ხელი: დაიჭირეთ ამპულის ქვედა ნაწილი ერთ ხელში, მეორე ხელით მოტეხეთ ამპულის ზედა ნაწილი ფერადი წერტილის საპირისპირო მიმართულებით (იხილეთ სურათები ქვემოთ).
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქცია ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სიფრთხილის ზომები
თქვენ არ უნდა მიიღოთ დექსალცექსი
თუ გაქვთ ალერგია დექსამეტაზონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
ინფექცია, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მთელ სხეულზე, იმ ინფექციის ჩათვლით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სოკოთი (მაგ. სტომატიტი), და რომელიც არ იკურნება ანტიბიოტიკებით.
ინექცია სახსარში არ უნდა გაკეთდეს შემდეგ შემთხვევებში: ინფექციები სახსარში ან სახსრის მიდამოში, რომელიც საჭიროებს მკურნალობას; ბაქტერიით გამოწვეული სახსრის ანთება (ბაქტერიული ართრიტი); სახსრის არასტაბილურობა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას; სისხლდენისადმი მიდრეკილება (სპონტანური ან ანტიკოაგულანტების გამო); კალციუმის დეპოზიტები სახსართან ახლოს (პერიარტიკულარული კალციფიკაცია); ძვლის ქსოვილის ლოკალიზებული სიკვდილი, განსაკუთრებით ბეჭის და ბარძაყის ძვლის თავში (ძვლის ავასკულარული ნეკროზი); მყესის გაწყვეტა; სახსრის დაავადება სიფილისის ფონზე (ჩარკოტის სახსარი).
ინფილტრაცია დამატებითი მკურნალობის გარეშე უკუნაჩვენებია, თუ მიღების ადგილას არსებობს ინფექციები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ამ პრეპარატის მიღებამდე, ვინაიდან განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ:
თქვენ გაქვთ მწვავე ან ქრონიკული ბაქტერიული ინფექცია
თქვენ გაქვთ ტუბერკულოზი
თქვენ გაქვთ სოკოვანი დაავადება, რომელიც აზიანებს შინაგან ორგანოებს
თქვენ გაქვთ პარაზიტული დაავადება (მაგ. ამებით გამოწვეული ინფექცია, ნემატოდებით გამოწვეული ინფექცია)
თქვენ გაქვთ მწვავე ვირუსული ინფექცია (B ჰეპატიტი, ჰერპესის ინფექცია, ჩუტყვავილა)
თქვენ (ან თქვენი შვილი) ჩაიტარეთ ან უნდა ჩაიტაროთ ვაქცინაცია (იხილეთ “სხვა წამლები და დექსალცექსი”). კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ ჯერ არ გქონიათ წითელა ან ჩუტყვავილა ან თუ თქვენი შვილის იმუნური სისტემა დასუსტებულია
თქვენ გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული
თქვენ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის ქსოვილის დაზიანება). თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე. თქვენმა ექიმმა შეიძლება დამატებით დაგინიშნოთ კალციუმი, ვიტამინი D და/ან წამლები ძვლის სიმკვრივის შემცირების გამო, თუ საჭიროა. მძიმე ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში მოცემული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციების დროს და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში
თქვენ გაქვთ ძნელად კონტროლირებადი, მაღალი არტერიული წნევა
თქვენ გაქვთ დიაბეტი
თქვენ გაქვთ ფსიქიკური დაავადების ისტორია, სუიციდის რისკის ჩათვლით
თქვენ გაქვთ თვალშიდა წნევის მომატება (დახურული და ღია კუთხოვანი გლაუკომა), რქოვანას დაზიანება ან თვალის წყლული (ვინაიდან საჭიროა ზედმიწევნითი მონიტორინგი და მკურნალობა თვალის სპეციალისტის მიერ)
თქვენ გაქვთ გულთან ან თირკმელთან დაკავშირებული დარღვევები
თქვენ გაქვთ myasthenia gravis (კუნთების დაავადება), რადგან სიმპტომები დექსამეტაზონის მიღების შემდეგ, თავდაპირველად შეიძლება გაუარესდეს; საწყისი დოზა აუცილებელია შეირჩეს სიფრთხილის დაცვით;
თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა).
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ მოცემული სიმპტომებიდან ნებისმიერი, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უთხარით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ქვემოთ მოცემულ სიმპტომს ამ პრეპარატით მკურნალობის დროს:
კუნთების კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე, გონების არევა, მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა და სუნთქვის უკმარისობა, იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სისხლის ავთვისებიანი დაავადება. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სიმსივნის ლიზისის სინდრომი.
მხედველობის დაბინდვა ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები.
კორტიკოსტეროიდების ერთდროულად გამოყენება
თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ ნებისმიერი სხვა სტეროიდული პრეპარატების გამოყენება, თუ ამას არ გირჩევთ ექიმი.
ზოგადი სიფრთხილის ზომები, რომელიც ეხება სტეროიდის გამოყენებას სპეციფიური დაავადებების დროს, შენიღბულ ინფექციას, ერთდროულად მიღებულ პრეპარატებს და ა.შ., უნდა შეესაბამებოდეს მიმდინარე რეკომენდაციებს.
მძიმე ალერგიული რეაქციები
შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური შოკიც კი (პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა, რესპირატორული კუნთების შეკუმშვა, სისხლის წნევის ვარდნა ან აწევა, ცირკულაციური დარღვევა ან გულის გაჩერება.
ადრენოკორტიკალური უკმარისობა
მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ, რომელიც გრძელდებოდა 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ადრენოკორტიკალური უკმარისობის განვითარება. ამიტომ, დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს, თუ გადაწყდება მკურნალობის შეწყვეტა. დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის მიხედვით, ადრენოკორტიკალური უკმარისობა, გამოწვეული გლუკოკორტიკოიდებით თერაპიით, შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე თვის განმავლობაში და, ცალკეულ შემთხვევებში, მკურნალობის დასრულებიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუ მკურნალობის დროს გამოვლინდება გარკვეული ფიზიკური სტრესის სიტუაციები, როგორიცაა ციებ-ცხელება, უბედური შემთხვევები ან ქირურგიული ჩარევა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ ექიმს ან გადაუდებელი დახმარების ექიმს, დექსამეტაზონით მკურნალობის გაგრძელების შესახებ. შეიძლება საჭირო გახდეს დექსამეტაზონის დღიური დოზის დროებით მომატება. გლუკოკორტიკოიდების მიღება შეიძლება ასევე საჭირო იყოს ფიზიკური სტრესის სიტუაციების დროს, თუ ადრენოკორტიკალური უკმარისობა ნარჩუნდება თერაპიის დასრულების შემდეგ.
ინფექციის რისკი
დექსამეტაზონის უფრო მაღალი დოზები, ვიდრე საჭიროა დამხმარე თერაპიისთვის, ასოცირებულია ინფექციის მომატებულ რისკთან, აქამდე არსებული ინფექციის შესაძლო გაუარესებასთან და ფარული ინფექციის შესაძლო აქტივაციასთან. ანთების საწინააღმდეგო ეფექტმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, სანამ ინფექცია არ მიაღწევს უფრო მაღალ დონეს.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ნაწლავის კედლის პერიტონიტით (პერიტონიუმის ანთება) პერფორაციის რისკის გამო, მოცემული პრეპარატი გამოყენებული იქნება სერიოზული სამედიცინო ჩვენებების არსებობისას, სათანადო მონიტორინგის ფონზე, შემდეგ შემთხვევებში:
მსხვილი ნაწლავის მძიმე ანთება (წყლულოვანი კოლიტი) გარდაუვალი პერფორაციით;
აბსცესი ან ჩირქოვანი (ჩირქით სავსე) ინფექციები;
დივერტიკულიტი (ამობურცული ნაწილების ანთება [ცნობილი, როგორც დივერტიკულა] მსხვილი ნაწლავის კედელზე);
ნაწლავის გარკვეული ტიპის ქირურგიის შემდეგ (ინტესტინალური ანასტომოზი) -დაუყოვნებლივ, ოპერაციის შემდეგ.
კუჭის ან ნაწლავის წყლულის პერფორაციის შემდეგ პერიტონეალური გაღიზიანების ნიშნები შეიძლება არ იყოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოიდების მაღალ დოზებს.
მკურნალობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში
ხანგრძლივი თერაპიის დროს, ნაჩვენებია რეგულარული სამედიცინო შემოწმებები (თვალის ტესტირების ჩათვლით 3 თვიანი ინტერვალებით); შედარებით მაღალი დოზებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს კალიუმის ადექვატური დოზის (მაგ. ბოსტნეულის, ბანანების) და ნატრიუმის (მარილი) შეზღუდული დოზის მიღება და მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს კალიუმის რაოდენობა სისხლში. ზედმიწევნითი მონიტორინგი ასევე ნაჩვენებია გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (როდესაც გულს არ შეუძლია უზრუნველყოს გადმოსტყორცნოს სისხლი მეტაბოლიზმისთვის საჭირო რაოდენობით, დატვირთვის დროს ან დასვენების დროსაც კი).
გაფრთხილებები, რომლებიც ეხება მიღების სპეციფიური მეთოდებს
ვენაში პრეპარატი შეყავთ ნელა (2-3 წუთი), ვინაიდან ზედმეტად სწრაფმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი, უსიამოვნო ჩხვლეტის შეგრძნება ან არანორმალური შეგრძნებები კანზე, რომელიც გრძელდება 3 წუთამდე. ეს ეფექტები, თავისთავად უვნებელია.
გლუკოკორტიკოიდების ინექცია სახსარში ზრდის სახსრის ინფექციების რისკს. გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა და განმეორებითმა გამოყენებამ საყრდენ სახსრებში შეიძლება გამოიწვიოს სახსარში დეგენერაციული ცვლილებების გაუარესება. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია დაზიანებული სახსრის გადატვირთვა ტკივილის და სხვა სიმპტომების გავლის შემდეგ.
სხვა გაფრთხილებები
მაღალ დოზებში შეიძლება გამოვლინდეს გულისცემის სიჩქარის შემცირება.
მყესებთან დაკავშირებული პრობლემების, მყესის ანთების და მყესის გაგლეჯის რისკი მატულობს ფტორქინოლონების (ანტიბიოტიკები) დექსამეტაზონთან ერთად მიღებისას.
პრინციპში, შესაძლებელია ვაქცინაცია მკვდარი (ინაქტივირებული) ვაქცინებით. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მაღალმა დოზებმა შეიძლება შეასუსტონ იმუნური პასუხი და შესაბამისად, წარმატებული ვაქცინაცია.
ხანდაზმულ პაციენტებში ექიმი ყურადღებით აწონის სარგებელს და რისკებს და ყურადღებას მიაქცევს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა, ოსტეოპოროზი (ძვლის ქსოვილის დაზიანება).
თუ დექსამეტაზონი ინიშნება დღენაკლული ახალშობილისთვის, აუცილებელია გულის ფუნქციისა და სტრუქტურის მონიტორინგი.
ბავშვები და მოზარდები
დექსამეტაზონი არ უნდა იყოს რუტინულად გამოყენებული სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში.
ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სერიოზული სამედიცინო ჩვენებების არსებობისას, ზრდის შეფერხების რისკის გამო. სადაც შესაძლებელია, ხანგრძლივი მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს წყვეტილი თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ზოგიერთ პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ დექსამეტაზონის ეფექტი და თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი ზედმიწევნითი მონიტორინგი ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში (აივ-ისთვის განკუთვნილი პრეპარატების ჩათვლით: რიტონავირი, კობიცისტატი).
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მოცემულ პრეპარატს:
პრეპარატები გულის უკმარისობის სამკურნალოდ (საგულე გლიკოზიდები);
პრეპარატები შარდის გამოყოფის გაზრდისთვის;
პრეპარატები სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად (ანტიდიაბეტიკები);
პრეპარატები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად/ სისხლის გამათხელებლები (კუმარინის წარმოებულები);
ეფედრინი (გამოიყენება ასთმის და არასაკმარისი ცირკულაციის დროს);
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
პრეპარატები კრუნჩხვების და ეპილეფსიის სამკურნალოდ (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი);
ბარბიტურატები (საძილე საშუალებები);
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
პრეპარატები ინფექციების სამკურნალოდ (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, მაგ. ერითრომიცინი ან ფტორქინოლონები, მაგ. ციპროფლოქსაცინი);
ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალებები და ანთების საწინააღმდეგო/ ანტირევმატული აგენტები (მაგ. სალიცილატები და ინდომეტაცინი);
ესტროგენის შემცველი კონტრაცეპტივები;
პრეპარატი ნაწლავური პარაზიტებით ინვაზიის სამკურნალოდ (პრაზიქვანტელი);
პრეპარატები მაღალი სისხლის წნევის და ზოგიერთი გულის დაავადების სამკურნალოდ (ACE ინჰიბიტორები);
ანტიმალარიული საშუალებები (ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, მეფლოქინი);
სომატროპინი (ზრდის ჰორმონი);
ლაქსატივები;
ატროპინი და სხვა ანტიქოლინერგული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ თავის ტვინის გარკვეული ნეიროტრანსმიტერების ბლოკირებას);
პრეპარატები კუნთების რელაქსაციისთვის;
პრეპარატები, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (ციკლოსპორინი);
ბუპროპიონი (მოწევის შეწყვეტისას დამხმარე საშუალება).
ეფექტი ტესტირების მეთოდებზე: კანის რეაქციები ალერგიის ტესტირებისას შეიძლება დაითრგუნოს. ურთიერთქმედება შესაძლებელია ფარისებრის ტესტირებისას გამოყენებულ პრეპარატთან (პროტირელინი: TSH -ის მომატება პროტირელინის მიღებისას შეიძლება დაქვეითდეს).
თუ დექსამეტაზონით მკურნალობა ხორციელდებოდა აქტიურ პროფილაქტიკურ ვაქცინაციამდე 8 კვირით ადრე და ვაქცინაციიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, მოსალოდნელია ასეთი ვაქცინაციის ეფექტურობის შემცირება ან ასეთი ეფექტურობის არარსებობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსული ან ხართ მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დექსამეტაზონი აღწევს პლაცენტაში. ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში, იგი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სარგებლის / რისკის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ. ამიტომ, ქალებმა უნდა შეატყობინონ ექიმს, თუ ისინი არიან ორსულად ან დაორსულდებიან. ორსულობისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას არ შეიძლება გამოირიცხოს ნაყოფის ზრდასთან დაკავშირებული დარღვევები. თუ გლუკოკორტიკოიდების მიღება ხდება ორსულობის ბოლოსთვის, ახალშობილებში არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰიპოაქტიურობის რისკი, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს ჩანაცვლებითი თერაპია ახალშობილში, რომელიც ნელ ნელა უნდა შემცირდეს. ორსულობის ბოლო პერიოდში დექსალცექსის მიღების შემთხვევაში, ახალშობილებს დაბადების შემდეგ შესაძლოა სისხლში გლუკოზის დაბალი დონე ჰქონდეთ .
ლაქტაცია
გლუკოკორტიკოიდები გამოიყოფა დედის რძეში. დღემდე არ იყო მოხსენებული ახალშობილისთვის მავნებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ისინი გამოყენებული უნდა იყოს ლაქტაციის დროს, მხოლოდ თუ ეს მკაცრად არის ნაჩვენები. უფრო მაღალი დოზის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილურობა
ფერტილურობასთან დაკავშირებით კვლევები ჩატარებულა.
ავტომანქანების მართვა და დანადგარებთან მუშაობა
ავტომანქანების მართვასა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით კვლევები არ ჩატარებულა.
თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გადაწყვიტოთ, ხართ თუ არა სათანადო მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესასრულებლად, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას. სამკურნალო საშუალებების გამოყენება, მათი მოქმედების ან არასასურველი ეფექტების გამო, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა შეამციროს თქვენი უნარი, ეს საქმიანობა უსაფრთხოდ შეასრულოთ. აღნიშნული ეფექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ფურცელ-ჩანართის სხვა ნაწილებში. რეკომენდაციების მისაღებად გაეცანით ფურცელ-ჩანართში მოცემულ ყველა ინფორმაციას. თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ეჭვი ან შეკითხვა გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
დექსალცექსი შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 3 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს / სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) ხსნარის ყოველ მლ-ში. ეს არის მოზრდილთათვის რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური, მისაღები ნატრიუმის 0.15%-ის ექვივალენტი.
- როგორ უნდა იყოს მიღებული დექსალცექსი
მოცემული პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თქვენი ექიმის დანიშნულებით. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ დექსამეტაზონი. შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
მოცემული პრეპარატი შეიძლება შევიყვანოთ ვენაში, კუნთში, სახსარში ან რბილ ქსოვილებში ინფილტრაციის გზით.
დოზირება დამოკიდებულია ჩვენებაზე, სიმპტომების სიმძიმეზე, პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციასა და სახსარში ინექციის შემთხვევაში- სახსრის ზომაზე.
გლუკოკორტიკოიდები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმდენი ხნის განმავლობაში, და ისეთი მცირე დოზებით, რაც აუცილებელია სასურველი ეფექტის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე. დექსამეტაზონით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობისას არ შეწყვიტოთ წამლის მიღება უეცრად, ვინაიდან დოზა შემცირებული უნდა იყოს თანდათანობით, როგორც მითითებულია ექიმის მიერ.
COVID19 მკურნალობისთვის
მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდირებულია 6 მგ ვენაში, დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში.
გამოყენება მოზარდებში: პედიატრიული პაციენტებისთვის (12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები, სხეულის წონით მინიმუმ 40 კგ) რეკომენდირებულია 6 მგ ვენაში, დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.
თირკმლის უკმაფისობა
არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ბავშვები და მოზარდები
14 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, მკურნალობის ყოველი 3 დღიანი კურსის შემდეგ გათვალისწინებული უნდა იყოს 4 დღიანი ინტერვალი, ზრდის შეფერხების რისკის გამო.
თუ მოგეცემათ საჭიროზე მეტი დექსალცექსი
არ არის ცნობილი შემთხვევები დექსამეტაზონით მწვავე მოწამვლის შესახებ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება. თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ უთხარით ამის შესახებ ექიმს.
თუ მიიღეთ X-ის საჭიროზე მეტი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან საავადმყოფოს, ან მიმართეთ მოწამვლის საინფორმაციო ცენტრს Giftinformationscentralen (ტელ.: 0800 147 111 ფინეთში; ტელ.: 112 შვედეთში), რათა მიიღოთ ინფორმაცია შესაძლო რისკის შესახებ და რეკომენდაციები საჭირო მოქმედებებთან დაკავშირებით.
თუ შეწყვიტეთ დექსალცექსის გამოყენება
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ან შეჩერდეს უეცრად, თუ ეს არ იქნება მითითებული ექიმის მიერ. თუმცა, თუ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ მკურნალობის შეჩერებას, მაგ. გამოვლენილი გვერდითი მოვლენების ან თავის უკეთ გრძნობის გამო, თქვენ ამით არა მარტო მკურნალობის წარმატებას დააყენებთ რისკის ქვეშ, არამედ თვითონ აღმოჩნდებით მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ. ანუ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ არასდროს არ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თქვენივე გადაწყვეტილებით. ჯერ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ რჩევა ექიმს.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
დექსამეტაზონით ხანმოკლე მკურნალობისას გვერდითი მოვლენების რისკი დაბალია. შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
სხეულის ინფექციებისგან დაცვის დაქვეითება;
შაქრის მომატებული დონე სისხლში (გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება).
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები, რაც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თერაპიის დოზასა და ხანგრძლივობაზე და რის გამოც სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან):
ინფექციები და ინვაზიები
სოკოვანი, ვირუსული და სხვა ინფექციების შენიღბვა (ოპორტუნისტული ინფექციები), რომელიც აპროვოცირებს ჭიების აქტივაციის განვითარების ან გამწვავების. (იხილეთ პარაგრაფი 2, “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
ცვლილებები სისხლის ანალიზებში (ზომიერი ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოპენია, ეოზინოპენია, პოლიციტემია).
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. გამონაყარი), იმუნური სისტემის დასუსტება, ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური შოკიც კი (მწვავე ალერგიული სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა, რესპირატორული კუნთების შეკუმშვა, სისხლის წნევის ვარდნა ან აწევა, სისხლისმიმოქცევის უკმარისობა, გულის გაჩერება.
ჰორმონალური სისტემის დარღვევები
კუშინგის სინდრომი (მაგ. მთვარისებური სახე, სხეულის ზედა ნაწილის სიმსუქნე) ადრენოკორტიკალური უმოქმედობა ან შეკუმშვა (ატროფია).
მეტაბოლიზმთან და კვებასთან დაკავშირებული დარღვევები
ნატრიუმის შეკავება სხეულში ქსოვილში წყლის დაგროვებით, კალიუმის მომატებული ექსკრეცია (სიფრთხილე: შესაძლებელია გულისცემის რითმის დარღვევები), წონის მომატება, შაქრის დონის მომატება სისხლში (გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება), დიაბეტი, სისხლში ცხიმების დონის მომატება (ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდის), მადის მომატება.
ფსიქიატრიული დარღვევები
ფსიქოზი, დეპრესია, გაღიზიანება, ეიფორია (გადამეტებული ბედნიერების შეგრძნება), ძილთან დაკავშირებული დარღვევები, ლაბილურობა, აგზნება, მანია, ჰალუცინაციები, სუიციდური აზრები.
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე (“ცრუ” სიმსივნე თავის ტვინში), ეპილეფსიის პირველად გამოვლენა ლატენტური (აქამდე- «მძინარე») ეპილეფსიის მქონე პაციენტებში და შეტევების მომატება უკვე არსებული ეპილეფსიის დროს (კრუნჩხვები).
თვალის მხრივ დარღვევები
გლაუკომა, კატარაქტი, რქოვანას წყლულის სიმპტომების გაუარესება, თვალის ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ანთების განვითარება; რქოვანას ბაქტერიული ანთების გაუარესება, ზედა ქუთუთოს დაშვება (ფტოზი), გუგების გაფართოება, თვალის კონიუქტივის შეშუპება, სკლერის იატროგენური პერფორაცია (ექიმის ბრალით გამოწვეული სკლერის დაზიანება [თვალის თეთრი კედლის]), მხედველობის გაუარესება ან დაკარგვა, მხედველობის გაბუნდოვნება. იშვიათ შემთხვევებში, თვალის კაკლის შექცევადი პროტრუზია (ეგზოფთალმი).
გულის დაავადებები
გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში, რაც, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმაში ბრუნდება.
ვასკულარული დარღვევები
მაღალი სისხლის წნევა, ათეროსკლეროზის მომატებული რისკი (ცვლილებები სისხლძარღვების კედელში) და თრომბოზი (სისხლძარღვის დახშობა თრომბით), სისხლძარღვთა და ლიმფური ძარღვების ანთება (ვასკულიტი, ისევე როგორც წამლის მიღების შეწყვეტის სინდრომი, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ), სისხლძარღვის კედლის სისუსტე (კაპილარული სისუსტე).
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
დისკომფორტი მუცლის არეში, კუჭ-ნაწლავის წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პანკრეასის ჯირკვლის ანთება, წყლულოვანი კოლიტის დროს ნაწლავის კედლის პერფორაციის რისკი (მსხვილი ნაწლავის მძიმე ანთება).
კანთან და კანქვეშა ქსოვილთან დაკავშირებული დარღვევები
დაჭიმვის ნიშნები, კანის გათხელება, წერტილოვანი კანქვეშა სისხლდენა, სისხლჩაქცევები, სტეროიდული აკნე, კანის ანთება პირის ღრუს ირგვლივ, ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება, თმის ჭარბი ზრდა სხეულზე, კანის პიგმენტაციის ცვლილებები.
ძვალ-კუნთოვან და შემაერთებელ ქსოვილებთან დაკავშირებული დარღვევები
კუნთების სისუსტე, კუნთების ატროფია, კუნთების ანთებითი დაავადება, მყესების დაავადებები, მყესების ანთება, მყესის გაგლეჯა, ძვლის ქსოვილის დაზიანება (ოსტეოპოროზი), ზრდის შეფერხება ბავშვებში, ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (ძვლის ქსოვილის სიკვდილი ბაქტერიული ჩარევის გარეშე), ცხიმოვანი ქსოვილის მომატება ხერხემლის არხში.
რეპროდუქციულ სისტემასთან და მკერდთან დაკავშირებული დარღვევები
სქესობრივი ჰორმონის სეკრეციის დარღვევები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის არ არსებობა, ქალებში მამაკაცური ტიპის თმის ჭარბი ზრდა, იმპოტენცია.
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილთან დაკავშირებული პრობლემები
ჭრილობის დაგვიანებული შეხორცება.
ლოკალური გამოყენება
შესაძლოა ადგილობრივი გაღიზიანება და აუტანლობის ნიშნები (სიცხის შეგრძნება, გახანგრძლივებული ტკივილი), განსაკუთრებით თვალში გამოყენებისას. არ შეიძლება გამოირიცხოს კანის დისტროფიის განვითარება, თუ დექსამეტაზონს სახსრების ღრუში არ შევიყვანთ ფრთხილად.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ:
ფინეთი: ვებგვერდი: www.fimea.fi
ფინეთის მედიკამენტების სააგენტო Fimea
გვერდითი რეაქციების რეესტრი
P.O. ყუთი 55
FI-00034 FIMEA
შვედეთი: შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტო
ყუთი 26
751 03 უფსალა
ვებგვერდი: www.lakemedelsverket.se
გვერდითი მოვლენების მოხსენებით გვეხმარებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ უნდა შეინახოთ დექსალცექსი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 30 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ამპულები მუყაოს ყუთში მათი სინათლისგან დაცვის მიზნით.
ამპულის გახსნის შემდეგ: ერთხელ გახსნის შემდეგ მოცემული სამედიცინო პროდუქცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული.
შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დექსამეტაზონის ფოსფატი.
თითო 1 მლ ამპულა შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც არის 4 მგ დექსამეტაზონის ფოსფატის ექვივალენტი.
თითო 2 მლ ამპულა შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც არის 8 მგ დექსამეტაზონის ფოსფატის ექვივალენტი.
დანარჩენი ინგრედიენტებია კრეატინინი, ნატრიუმის ციტრატი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება დექსალცექსი და შეფუთვის შიგთავსი
სუფთა, უფერო ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.
1 მლ ან 2 მლ I ტიპის სუფთა უფერო შუშის ამპულები ერთი გატეხვის წერტილით.
ამპულები მარკირებულია სპეციფიური ფერის რგოლისებრი კოდით.
ამპულები მოთავსებულია ლაინერებში. ლაინერები მოთავსებულია მუყაოს ყუთებში.
შეფუთვის ზომები:
3, 10, 25, 50 ან 100 ამპულა 1 მლ
5, 10, 25, 50 ან 100 ამპულა 2 მლ
ყველა შეფუთვის ზომა არ ექვემდებარება მარკირებას.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ.
შენახვის პირობები
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას ნაჩვენები იყო 48 საათის განმავლობაში 25 °C-ზე (სინათლისგან დაცული) და 2-დან 8 °C-მდე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლივ არ-გამოყენების შემთხვევაში, ხსნარის შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და ჩვეულებრივ არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2 -დან 8°C-მდე, თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და სათანადო ასეპტიკურ პირობებში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს ყუთზე და ამპულაზე EXP-ს გვერდით მონიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
დექსალცექსი 4 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
Dexamethasone phosphate
ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ფურცელი ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ იგივე დაავადების ნიშნები აქვთ, როგორც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რა არის ამ ფურცელში
- რა არის დექსალცექსი და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ დექსალცექსის მიღებამდე
- როგორ უნდა იყოს მიღებული დექსალცექსი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ უნდა შეინახოთ დექსალცექსი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

სხვა წამლები და დექსალცექსი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ზოგიერთ პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ დექსამეტაზონის ეფექტი და თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი ზედმიწევნითი მონიტორინგი ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში (აივ-ისთვის განკუთვნილი პრეპარატების ჩათვლით: რიტონავირი, კობიცისტატი).
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მოცემულ პრეპარატს:
პრეპარატები გულის უკმარისობის სამკურნალოდ (საგულე გლიკოზიდები);
პრეპარატები შარდის გამოყოფის გაზრდისთვის;
პრეპარატები სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად (ანტიდიაბეტიკები);
პრეპარატები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად/ სისხლის გამათხელებლები (კუმარინის წარმოებულები);
ეფედრინი (გამოიყენება ასთმის და არასაკმარისი ცირკულაციის დროს);
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
პრეპარატები კრუნჩხვების და ეპილეფსიის სამკურნალოდ (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი);
ბარბიტურატები (საძილე საშუალებები);
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
პრეპარატები ინფექციების სამკურნალოდ (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, მაგ. ერითრომიცინი ან ფტორქინოლონები, მაგ. ციპროფლოქსაცინი);
ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალებები და ანთების საწინააღმდეგო/ ანტირევმატული აგენტები (მაგ. სალიცილატები და ინდომეტაცინი);
ესტროგენის შემცველი კონტრაცეპტივები;
პრეპარატი ნაწლავური პარაზიტებით ინვაზიის სამკურნალოდ (პრაზიქვანტელი);
პრეპარატები მაღალი სისხლის წნევის და ზოგიერთი გულის დაავადების სამკურნალოდ (ACE ინჰიბიტორები);
ანტიმალარიული საშუალებები (ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, მეფლოქინი);
სომატროპინი (ზრდის ჰორმონი);
ლაქსატივები;
ატროპინი და სხვა ანტიქოლინერგული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ თავის ტვინის გარკვეული ნეიროტრანსმიტერების ბლოკირებას);
პრეპარატები კუნთების რელაქსაციისთვის;
პრეპარატები, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (ციკლოსპორინი);
ბუპროპიონი (მოწევის შეწყვეტისას დამხმარე საშუალება).
ეფექტი ტესტირების მეთოდებზე: კანის რეაქციები ალერგიის ტესტირებისას შეიძლება დაითრგუნოს. ურთიერთქმედება შესაძლებელია ფარისებრის ტესტირებისას გამოყენებულ პრეპარატთან (პროტირელინი: TSH -ის მომატება პროტირელინის მიღებისას შეიძლება დაქვეითდეს).
თუ დექსამეტაზონით მკურნალობა ხორციელდებოდა აქტიურ პროფილაქტიკურ ვაქცინაციამდე 8 კვირით ადრე და ვაქცინაციიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, მოსალოდნელია ასეთი ვაქცინაციის ეფექტურობის შემცირება ან ასეთი ეფექტურობის არარსებობა.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა
ორსულობა
თუ თქვენ ხართ ორსული ან ხართ მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დექსამეტაზონი აღწევს პლაცენტაში. ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში, იგი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სარგებლის / რისკის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ. ამიტომ, ქალებმა უნდა შეატყობინონ ექიმს, თუ ისინი არიან ორსულად ან დაორსულდებიან. ორსულობისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას არ შეიძლება გამოირიცხოს ნაყოფის ზრდასთან დაკავშირებული დარღვევები. თუ გლუკოკორტიკოიდების მიღება ხდება ორსულობის ბოლოსთვის, ახალშობილებში არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰიპოაქტიურობის რისკი, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს ჩანაცვლებითი თერაპია ახალშობილში, რომელიც ნელ ნელა უნდა შემცირდეს. ორსულობის ბოლო პერიოდში დექსალცექსის მიღების შემთხვევაში, ახალშობილებს დაბადების შემდეგ შესაძლოა სისხლში გლუკოზის დაბალი დონე ჰქონდეთ .
ლაქტაცია
გლუკოკორტიკოიდები გამოიყოფა დედის რძეში. დღემდე არ იყო მოხსენებული ახალშობილისთვის მავნებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ისინი გამოყენებული უნდა იყოს ლაქტაციის დროს, მხოლოდ თუ ეს მკაცრად არის ნაჩვენები. უფრო მაღალი დოზის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილურობა
ფერტილურობასთან დაკავშირებით კვლევები ჩატარებულა.
ავტომანქანების მართვა და დანადგარებთან მუშაობა
ავტომანქანების მართვასა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით კვლევები არ ჩატარებულა.
თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გადაწყვიტოთ, ხართ თუ არა სათანადო მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესასრულებლად, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას. სამკურნალო საშუალებების გამოყენება, მათი მოქმედების ან არასასურველი ეფექტების გამო, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა შეამციროს თქვენი უნარი, ეს საქმიანობა უსაფრთხოდ შეასრულოთ. აღნიშნული ეფექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ფურცელ-ჩანართის სხვა ნაწილებში. რეკომენდაციების მისაღებად გაეცანით ფურცელ-ჩანართში მოცემულ ყველა ინფორმაციას. თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ეჭვი ან შეკითხვა გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
დექსალცექსი შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 3 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს / სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) ხსნარის ყოველ მლ-ში. ეს არის მოზრდილთათვის რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური, მისაღები ნატრიუმის 0.15%-ის ექვივალენტი.
- როგორ უნდა იყოს მიღებული დექსალცექსი
მოცემული პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თქვენი ექიმის დანიშნულებით. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ დექსამეტაზონი. შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
მოცემული პრეპარატი შეიძლება შევიყვანოთ ვენაში, კუნთში, სახსარში ან რბილ ქსოვილებში ინფილტრაციის გზით.
დოზირება დამოკიდებულია ჩვენებაზე, სიმპტომების სიმძიმეზე, პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციასა და სახსარში ინექციის შემთხვევაში- სახსრის ზომაზე.
გლუკოკორტიკოიდები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმდენი ხნის განმავლობაში, და ისეთი მცირე დოზებით, რაც აუცილებელია სასურველი ეფექტის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე. დექსამეტაზონით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობისას არ შეწყვიტოთ წამლის მიღება უეცრად, ვინაიდან დოზა შემცირებული უნდა იყოს თანდათანობით, როგორც მითითებულია ექიმის მიერ.
COVID19 მკურნალობისთვის
მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდირებულია 6 მგ ვენაში, დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში.
გამოყენება მოზარდებში: პედიატრიული პაციენტებისთვის (12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები, სხეულის წონით მინიმუმ 40 კგ) რეკომენდირებულია 6 მგ ვენაში, დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.
თირკმლის უკმაფისობა
არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ბავშვები და მოზარდები
14 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, მკურნალობის ყოველი 3 დღიანი კურსის შემდეგ გათვალისწინებული უნდა იყოს 4 დღიანი ინტერვალი, ზრდის შეფერხების რისკის გამო.
თუ მოგეცემათ საჭიროზე მეტი დექსალცექსი
არ არის ცნობილი შემთხვევები დექსამეტაზონით მწვავე მოწამვლის შესახებ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება. თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ უთხარით ამის შესახებ ექიმს.
თუ მიიღეთ X-ის საჭიროზე მეტი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან საავადმყოფოს, ან მიმართეთ მოწამვლის საინფორმაციო ცენტრს Giftinformationscentralen (ტელ.: 0800 147 111 ფინეთში; ტელ.: 112 შვედეთში), რათა მიიღოთ ინფორმაცია შესაძლო რისკის შესახებ და რეკომენდაციები საჭირო მოქმედებებთან დაკავშირებით.
თუ შეწყვიტეთ დექსალცექსის გამოყენება
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ან შეჩერდეს უეცრად, თუ ეს არ იქნება მითითებული ექიმის მიერ. თუმცა, თუ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ მკურნალობის შეჩერებას, მაგ. გამოვლენილი გვერდითი მოვლენების ან თავის უკეთ გრძნობის გამო, თქვენ ამით არა მარტო მკურნალობის წარმატებას დააყენებთ რისკის ქვეშ, არამედ თვითონ აღმოჩნდებით მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ. ანუ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ არასდროს არ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თქვენივე გადაწყვეტილებით. ჯერ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ რჩევა ექიმს.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
დექსამეტაზონით ხანმოკლე მკურნალობისას გვერდითი მოვლენების რისკი დაბალია. შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
სხეულის ინფექციებისგან დაცვის დაქვეითება;
შაქრის მომატებული დონე სისხლში (გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება).
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები, რაც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თერაპიის დოზასა და ხანგრძლივობაზე და რის გამოც სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან):
ინფექციები და ინვაზიები
სოკოვანი, ვირუსული და სხვა ინფექციების შენიღბვა (ოპორტუნისტული ინფექციები), რომელიც აპროვოცირებს ჭიების აქტივაციის განვითარების ან გამწვავების. (იხილეთ პარაგრაფი 2, “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
ცვლილებები სისხლის ანალიზებში (ზომიერი ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოპენია, ეოზინოპენია, პოლიციტემია).
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. გამონაყარი), იმუნური სისტემის დასუსტება, ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური შოკიც კი (მწვავე ალერგიული სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა, რესპირატორული კუნთების შეკუმშვა, სისხლის წნევის ვარდნა ან აწევა, სისხლისმიმოქცევის უკმარისობა, გულის გაჩერება.
ჰორმონალური სისტემის დარღვევები
კუშინგის სინდრომი (მაგ. მთვარისებური სახე, სხეულის ზედა ნაწილის სიმსუქნე) ადრენოკორტიკალური უმოქმედობა ან შეკუმშვა (ატროფია).
მეტაბოლიზმთან და კვებასთან დაკავშირებული დარღვევები
ნატრიუმის შეკავება სხეულში ქსოვილში წყლის დაგროვებით, კალიუმის მომატებული ექსკრეცია (სიფრთხილე: შესაძლებელია გულისცემის რითმის დარღვევები), წონის მომატება, შაქრის დონის მომატება სისხლში (გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება), დიაბეტი, სისხლში ცხიმების დონის მომატება (ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდის), მადის მომატება.
ფსიქიატრიული დარღვევები
ფსიქოზი, დეპრესია, გაღიზიანება, ეიფორია (გადამეტებული ბედნიერების შეგრძნება), ძილთან დაკავშირებული დარღვევები, ლაბილურობა, აგზნება, მანია, ჰალუცინაციები, სუიციდური აზრები.
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე (“ცრუ” სიმსივნე თავის ტვინში), ეპილეფსიის პირველად გამოვლენა ლატენტური (აქამდე- «მძინარე») ეპილეფსიის მქონე პაციენტებში და შეტევების მომატება უკვე არსებული ეპილეფსიის დროს (კრუნჩხვები).
თვალის მხრივ დარღვევები
გლაუკომა, კატარაქტი, რქოვანას წყლულის სიმპტომების გაუარესება, თვალის ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ანთების განვითარება; რქოვანას ბაქტერიული ანთების გაუარესება, ზედა ქუთუთოს დაშვება (ფტოზი), გუგების გაფართოება, თვალის კონიუქტივის შეშუპება, სკლერის იატროგენური პერფორაცია (ექიმის ბრალით გამოწვეული სკლერის დაზიანება [თვალის თეთრი კედლის]), მხედველობის გაუარესება ან დაკარგვა, მხედველობის გაბუნდოვნება. იშვიათ შემთხვევებში, თვალის კაკლის შექცევადი პროტრუზია (ეგზოფთალმი).
გულის დაავადებები
გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში, რაც, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმაში ბრუნდება.
ვასკულარული დარღვევები
მაღალი სისხლის წნევა, ათეროსკლეროზის მომატებული რისკი (ცვლილებები სისხლძარღვების კედელში) და თრომბოზი (სისხლძარღვის დახშობა თრომბით), სისხლძარღვთა და ლიმფური ძარღვების ანთება (ვასკულიტი, ისევე როგორც წამლის მიღების შეწყვეტის სინდრომი, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ), სისხლძარღვის კედლის სისუსტე (კაპილარული სისუსტე).
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
დისკომფორტი მუცლის არეში, კუჭ-ნაწლავის წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პანკრეასის ჯირკვლის ანთება, წყლულოვანი კოლიტის დროს ნაწლავის კედლის პერფორაციის რისკი (მსხვილი ნაწლავის მძიმე ანთება).
კანთან და კანქვეშა ქსოვილთან დაკავშირებული დარღვევები
დაჭიმვის ნიშნები, კანის გათხელება, წერტილოვანი კანქვეშა სისხლდენა, სისხლჩაქცევები, სტეროიდული აკნე, კანის ანთება პირის ღრუს ირგვლივ, ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება, თმის ჭარბი ზრდა სხეულზე, კანის პიგმენტაციის ცვლილებები.
ძვალ-კუნთოვან და შემაერთებელ ქსოვილებთან დაკავშირებული დარღვევები
კუნთების სისუსტე, კუნთების ატროფია, კუნთების ანთებითი დაავადება, მყესების დაავადებები, მყესების ანთება, მყესის გაგლეჯა, ძვლის ქსოვილის დაზიანება (ოსტეოპოროზი), ზრდის შეფერხება ბავშვებში, ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (ძვლის ქსოვილის სიკვდილი ბაქტერიული ჩარევის გარეშე), ცხიმოვანი ქსოვილის მომატება ხერხემლის არხში.
რეპროდუქციულ სისტემასთან და მკერდთან დაკავშირებული დარღვევები
სქესობრივი ჰორმონის სეკრეციის დარღვევები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის არ არსებობა, ქალებში მამაკაცური ტიპის თმის ჭარბი ზრდა, იმპოტენცია.
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილთან დაკავშირებული პრობლემები
ჭრილობის დაგვიანებული შეხორცება.
ლოკალური გამოყენება
შესაძლოა ადგილობრივი გაღიზიანება და აუტანლობის ნიშნები (სიცხის შეგრძნება, გახანგრძლივებული ტკივილი), განსაკუთრებით თვალში გამოყენებისას. არ შეიძლება გამოირიცხოს კანის დისტროფიის განვითარება, თუ დექსამეტაზონს სახსრების ღრუში არ შევიყვანთ ფრთხილად.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ:
ფინეთი: ვებგვერდი: www.fimea.fi
ფინეთის მედიკამენტების სააგენტო Fimea
გვერდითი რეაქციების რეესტრი
P.O. ყუთი 55
FI-00034 FIMEA
შვედეთი: შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტო
ყუთი 26
751 03 უფსალა
ვებგვერდი: www.lakemedelsverket.se
გვერდითი მოვლენების მოხსენებით გვეხმარებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ უნდა შეინახოთ დექსალცექსი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 30 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ამპულები მუყაოს ყუთში მათი სინათლისგან დაცვის მიზნით.
ამპულის გახსნის შემდეგ: ერთხელ გახსნის შემდეგ მოცემული სამედიცინო პროდუქცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული.
ვარგისობის ვადა განზავების შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას ნაჩვენები იყო 48 საათის განმავლობაში 25 °C-ზე (სინათლისგან დაცული) და 2-დან 8 °C-მდე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლივ არ-გამოყენების შემთხვევაში, ხსნარის შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და ჩვეულებრივ არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2 -დან 8°C-მდე, თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და სათანადო ასეპტიკურ პირობებში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს ყუთზე და ამპულაზე EXP-ს გვერდით მონიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დექსალცექსი
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დექსამეტაზონის ფოსფატი.
თითო 1 მლ ამპულა შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც არის 4 მგ დექსამეტაზონის ფოსფატის ექვივალენტი.
თითო 2 მლ ამპულა შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც არის 8 მგ დექსამეტაზონის ფოსფატის ექვივალენტი.
დანარჩენი ინგრედიენტებია კრეატინინი, ნატრიუმის ციტრატი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება დექსალცექსი და შეფუთვის შიგთავსი
სუფთა, უფერო ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.
1 მლ ან 2 მლ I ტიპის სუფთა უფერო შუშის ამპულები ერთი გატეხვის წერტილით.
ამპულები მარკირებულია სპეციფიური ფერის რგოლისებრი კოდით.
ამპულები მოთავსებულია ლაინერებში. ლაინერები მოთავსებულია მუყაოს ყუთებში.
შეფუთვის ზომები:
3, 10, 25, 50 ან 100 ამპულა 1 მლ
5, 10, 25, 50 ან 100 ამპულა 2 მლ
ყველა შეფუთვის ზომა არ ექვემდებარება მარკირებას.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
AS KALCEKS
კრუსტპილსის ქუჩა 71E, რიგა, LV1057, ლატვია
ტელ.: +371 67083320
Email: [email protected]
მოცემული პრეპარატი ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:
Estonia Dexamethasone Kalceks
Austria, Germany Dexamethason Kalceks 4 mg/ml Injektions-/Infusionslösung
Croatia Deksametazon Kalceks 4 mg/ml otopina za injekciju/infuziju
Czech Republic, Poland Dexamethasone Kalceks
Denmark, Norway Dexamethasone phosphate Kalceks
Finland Dexalcex 4 mg/ml injektio-/infuusioneste, liuos
France DEXAMETHASONE KALCEKS 4 mg/1 mL, solution injectable/pour perfusion
Hungary Dexamethasone Kalceks 4 mg/ml oldatos injekció vagy infúzió
Ireland Dexamethasone phosphate 4 mg/ml solution for injection/infusion
Italy Desametasone Kalceks
Latvia Dexamethasone Kalceks 4 mg/ml šķīdums injekcijām/infūzijām
Lithuania Dexamethasone Kalceks 4 mg/ml injekcinis ar infuzinis tirpalas
The Netherlands Dexamethasonfosfaat Kalceks 4 mg/ml oplossing voor injectie/infusie
Portugal Dexametasona Kalceks
Slovenia Deksametazon Kalceks 4 mg/ml raztopina za injiciranje/infundiranje
Spain Dexametasona Kalceks 4 mg/ml soluciόn inyectable y para perfusiόn EFG
Sweden Dexalcex
ფინეთი: წინამდებარე ფურცელ-ჩანართი ბოლოს განახლდა 24.01.2022
შვედეთი: წინამდებარე ფურცელ-ჩანართი ბოლოს განახლდა 2022-03-14
- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის.
ფოსოლოგია და მიღების მეთოდი
თუ ერთჯერადი მკურნალობისას საჭირო იქნება მაღალი დოზები, გათვალისწინებული უნდა იყოს დექსამეტაზონის შემცველი უფრო ძლიერი / მოცულობითი სამედიცინო პროდუქციის გამოყენება.
- სისტემური გამოყენება
თავის ტვინის სიმსივნის დროს ცერებრალური შეშუპების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის (ოპერაციის შემდგომ პერიოდში და რენტგენოლოგიური დასხივების შემდეგ) ასევე ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ
მიზეზისა და სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საწყისი დოზაა 810 მგ (80 მგ-მდე) ვენაში, შემდეგ 1624 მგ (48 მგ-მდე)/დღეში, გაყოფილი 34 (6) ერთჯერად დოზებად, ვენაში 48 დღის განმავლობაში. დექსამეტაზონის ფოსფატის უფრო ხანგრძლივი ან დაბალი დოზის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს რადიაციული თერაპიისა და არაოპერაბელური თავის ტვინის სიმსივნის კონსერვატიული მკურნალობის დროს.
ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში, ჯერ ადრენალინის ვენაში ინექცია, შემდეგ 40100 მგ (ბავშვები 40 მგ) ინექცია ვენაში, საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
პოლიტრავმული შოკი / ფილტვის პოსტ-ტრავმული შოკის პროფილაქტიკა
დასაწყისში 40100 მგ (ბავშვები 40 მგ) ვენაში, დოზის განმეორება 12 საათის შემდეგ, ან ყოველ 6 საათში 16-40 მგ 2-3 დღის განმავლობაში.
ასთმის მძიმე გართულებების დროს 840 მგ ვენაში რაც შეიძლება მალე; საჭიროების შემთხვევაში ყოველ 4 საათში ინექციის განმეორება 8 მგ დოზით.
მწვავე გართულებული დერმატოზის და სისხლის მძიმე დაავადებების დროს, მკურნალობა იწყება დექსამეტაზონის ფოსფატის 2040 მგ-ით ვენაში, ხოლო შემდგომი მკურნალობა დამოკიდებულია შემთხვევის სიმძიმეზე, იგივე ან უფრო დაბალი დღიური დოზა პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ პერორალურ თერაპიაზე გადასვლით.
მწვავე ადრენოკორტიკალური დეფიციტის (ადისონის კრიზისი) მკურნალობის დაწყება 4-8 მგ დექსამეტაზონ ფოსფატით, ვენაში.
COVID-19 მკურნალობისთვის
ზრდასრული პაციენტები: 6 მგ ვენაში, დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში.
ხანდაზმულებში, თირკმლის უკმარისობისას, ღვიძლის უკმარისობისას (დაბალი დოზით (6 მგ ყოველდღიურად, და ხანმოკლე დროით): არ არის საჭირო დოზის კორექცია.
პედიატრიული პოპულაცია: პედიატრიული პაციენტებისთვის (12 წლისა და მეტი ასაკის მოზარდები სხეულის წონით მინიმუმ 40 კგ) რეკომენდირებულია 6 მგ-ს გამოყენება ვენაში, დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში.
მკურნალობის გაგრძელებისას უნდა იხელმძღვანელოთ კლინიკური რეაქციით და პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებით.
- ლოკალური გამოყენება
ლოკალური ინფილტრაციული, პერიარტიკულარული და ინტრაარტიკულარული თერაპიის დროს, მკაცრად ასეპტიკურ პირობებში, უნდა გაკეთდეს დექსამეტაზონ ფოსფატის 4 მგ ან 8 მგ ინექცია. მცირე სახსარში ინექციისთვის საკმარისია დექსამეტაზონ ფოსფატის 2 მგ. დაავადების სირთულის მიხედვით, უნდა შესრულდეს არაუმეტეს 3-4 ინფილტრაცია ან 3-4 ინექცია თითო სახსარში. ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3-4 კვირა.
მიღების მეთოდი
ვენაში, კუნთში, სახსარში ან ადგილობრივი გამოყენებისთვის (ინფილტრაცია).
დექსალცექსის საინექციო/საინფუზიო ხსნარი ჩვეულებრივ შეყავთ ნელა (2-3 წუთი), ვენაში, მწვავე დაავადებების დროს, ინექციით ან ინფუზიით. თუმცა, იგი ასევე შეიძლება შევიყვანოთ კუნთში (მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში), ლოკალური ინფილტრაციის სახით ან სახსარში.
გამოყენების ინსტრუქცია და სხვა
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გახსნის შემდეგ სამედიცინო პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. გადააგდეთ ნებისმიერი ნარჩენი რაოდენობა.
გამოყენებამდე დაათვალიერეთ ამპულა ვიზუალურად. გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სუფთა ხსნარები, ნაწილაკების გარეშე.
ხსნარის pH 7.0 – 8.5
მოცემული სამედიცინო პროდუქცია არ უნდა იყოს შერეული სხვა სამედიცინო პროდუქტებთან, გარდა ქვემოთ აღნიშნულისა.
დექსალცექსის საინექციო / საინფუზიო ხსნარის გამოყენება სასურველია უშუალოდ ვენაში ან საინფუზიო მილის საშუალებით. თუმცა, საინექციო ხსნარები შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან (250 მლ და 500 მლ):
9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი;
50 მგ/მლ (5%) გლუკოზის ხსნარი;
რინგერის ხსნარი.
საინფუზიო ხსნარებთან კომბინირებისას უნდა გაითვალისწინოთ შესაბამისი მწარმოებლების ინსტრუქცია მათი საინფუზიო ხსნარის შესახებ, შეთავსების შესახებ მონაცემების, უკუჩვენებების, არასასურველი ეფექტების და ურთიერთქმედების ჩათვლით.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია
დაიჭირეთ ამპულა ისე, რომ ფერადი წერტილის ნაწილი იყოს ზემოთ. ამპულის ზედა ნაწილში ხსნარის არსებობისას ოდნავ მიაკაკუნეთ თითით, რათა მთელი ხსნარი ჩამოვიდეს ამპულის ქვედა ნაწილში.
გასახსნელად გამოიყენეთ ორივე ხელი: დაიჭირეთ ამპულის ქვედა ნაწილი ერთ ხელში, მეორე ხელით მოტეხეთ ამპულის ზედა ნაწილი ფერადი წერტილის საპირისპირო მიმართულებით (იხილეთ სურათები ქვემოთ).
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქცია ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.