პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

დექსამეტაზონი ბენე ფარმი

Dexamethasone BENE Pharm

რეცეპტით4მგ/მლინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

სხვადასხვა გენეზის შოკი (ანაფილაქსიური, პოსტტრავმული, ოპერაციის შემდგომი, კარდიოგენული, ჰემოტრანსფუზიური და სხვა), თავის ტვინის შეშუპება (თავის ტვინის სიმსივნეების, ქალა–ტვინის ტრავმის, ნეიროქირურგიული ოპერაციების, თავის ტვინში სისხლის ჩაქცევების, მენინგიტის, ენცეფალიტების, სხივური დაზიანებების დროს), ასთმური სტატუსი, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსამეტაზონი (dexamethasone)
ფორმა და შეფუთვა
4მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №40 (4X10)
მწარმოებელი
ROMPHARM Company, S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1С) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043263
რეგისტრირებულია
15 მაისი 2025, მოქმედებს 15 მაისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ROMPHARM Company, S.R.L. (რუმინეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადექსამეტაზონი ბენე ფარმი და სხვა წამალი ერთად

დექსამეტაზონი ბენე ფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სხვადასხვა გენეზის შოკი (ანაფილაქსიური, პოსტტრავმული, ოპერაციის შემდგომი, კარდიოგენული, ჰემოტრანსფუზიური და სხვა), თავის ტვინის შეშუპება (თავის ტვინის სიმსივნეების, ქალა–ტვინის ტრავმის, ნეიროქირურგიული ოპერაციების, თავის ტვინში სისხლის ჩაქცევების, მენინგიტის, ენცეფალიტების, სხივური დაზიანებების დროს), ასთმური სტატუსი, მძიმე ალერგიული რეაქციები (კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, დერმატოზი, მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია სამკურნალო პრეპარატებზე, შრატზე, პიროგენული რეაქციები), მწვავე ჰემოლიზური ანემიები, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, მძიმე ინფექციური დაავადებები (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში), თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, მწვავე კრუპი, სახსრების დაავადებები (მხარ – ლავიწის პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, ოსტეოქონდროზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ართრიტები, ოსტეოართროზები), რევმატოიდული დაავადებები, კოლაგენოზები.

მიღების წესი და დოზირება

შეიყვანება კუნთში ან ვენაში, შესაძლებელია ასევე პერიარტიკულარული ან სახსარშიდა შეყვანა. შეჰყავთ 4–20მგ, 3–4 ჯერ დღე–ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ. პარენტერალური მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 დღე-ღამეს, შემდგომ გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე პრეპარატის პერორალური ფორმით. მწვავე პერიოდში, სხვადასხვა დაავადებების დროს, მკურნალობის დაწყებისას პრეპარატს მოიხმარენ დიდ დოზებში. ეფექტის მიღების შემდეგ დოზას ამცირებენ რამდენიმე დღის განმავლობაში, მანამ სანამ არ დაიყვანენ შემანარჩუნებელ დოზამდე (საშუალოდ 3-6 მგ დღე–ღამეში დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე) ან მკურნალობის შეწყვეტამდე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი, არტერიული ჰიპერტენზია, იცენკო–კუშინგის დაავადება, ფსიქოზები, თირკმლის უკმარისობა, ოსტეოპოროზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ბაქტერიული ენდოკარდიტი, სიფილისი, ტუბერკულოზი, შაქრიანი დიაბეტი, სისტემური მიკოზები, სახსრების ინფექციური დაზიანება, III – IV სტადიის სიმსუქნე.

სიფრთხილის ზომები

ორსულობის დროს (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისათვის აღემატება ნაყოფზე და ბავშვზე პრეპარატის ზემოქმედების რისკს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ფეხმძიმობის პერიოდში არაა გამორიცხული ნაყოფის ზრდის პროცესის დარღვევა. ფეხმძიმობის ბოლო თვეებში მიღებისას არსებობს ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიის განვითარების საშიშროება, რამაც შესაძლებელია მოითხოვოს ახალშობილის მკურნალობის აუცილებლობა.

შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ბაქტერიული და ამებური დიზენტერიის, არტერიული ჰიპერტენზიის, თრომბოემბოლიების, გულის და თირკმლების უკმარისობის, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, დივერტიკულიტის, ნაწლავის ახლადწარმოქმნილი ანასტომოზის დროს საჭიროა პრეპარატის ძალზე ფრთხილად მიღება. თუ პაციენტის ანამნეზში ფიქსირდებოდა ფსიქოზები, გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შესაბამისად.

პრეპარატის უეცარი შეწყვეტის დროს, განსაკუთრებით როდესაც მისი მიღება ხდება დიდი დოზებით, ვითარდება ე.წ. გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი: ანორექსია, გულისრევა, შენელებული რეაქცია, გენერალიზებული ჩონჩხის კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია შენარჩუნებული იქნეს თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის ფარდობითი უკმარისობა. თუკი ამ დროს ადგილი აქვს სტრესულ სიტუაციებს, დროებით ინიშნება გლუკოკორტიკოიდები, აუცილებლობისას კი მინერალოკორტიკოიდები.

პრეპარატის მიღებამდე სასურველია ჩატარდეს პაციენტის გამოკვლევა და გაირკვეს არსებობს თუ არა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი პათოლოგია. პაციენტებს, რომელთა ორგანიზმი მიდრეკილია მსგავსი პათოლოგიისადმი, ენიშნებათ ანტაციდური საშუალებები, პროფილაქტიკის მიზნით.

პრეპარატით მკურნალობის დროს პაციენტის დიეტა მდიდარი უნდა იყოს კალიუმით, ცილებით, ვიტამინებით და ნაკლებად შეიცავდეს ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ნატრიუმს. როდესაც პაციენტს აღენიშნება ინტერკურენტული ინფექციები, სეპტიური მდგომარეობა და ტუბერკულოზი, მკურნალობას უნდა შეუთავსონ ანტიბაქტერიული თერაპია.

პრეპარატის მიღების დროს იმუნიზაციის ჩატარება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

საგულე გლიკოზიდებთან ერთად დანიშვნის დროს შესაძლებელია ამ უკანასკნელის მძიმედ გადატანა, დიურეტიკებთან ერთად–კალიუმის გაძლიერებულად გამოყოფა. ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად–შესაძლებელია ჰიპერკალიემია, კუმარინის შემცველებთან–შესაძლებელია შესუსტდეს ანტიკოაგულანტური ეფექტი. რიფამპიცინთან, ფენიტიონთან, ბარბიტურატებთან ერთად შეიმჩნევა დექსამეტაზონის ზემოქმედების შესუსტება, ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთად–პრეპარატის ზემოქმედების გაძლიერება, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად – კუჭის ეროზიულ– წყლულოვანი დაზიანების წარმოქმნის რისკი და კუჭ–ნაწლავური სისხლდენა. იმუნოდეპრესანტები და ციტოსტატიკები აძლიერებენ პრეპარატის ზემოქმედებას.

გვერდითი მოვლენები

ერთჯერადი შეყვანისას: გულისრევა, ღებინება, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი (განსაკუთრებით პრეპარატის დიდი დოზის შეყვანისას), არითმიები, გულის გაჩერება, კუჭის სტეროიდული წყლულის განვითარება, გლუკოზისადმი ტოლერანტობის და იმუნიტეტის შემცირება.

ხანგრძლივი თერაპიის დროს: იცენკო–კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია, სტეროიდული დიაბეტის შესაძლო განვითარებით, ჰიპერლიპოპროტეინემია, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ჰეპატომეგალია, საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის ეროზიულ – წყლულოვანი დაზიანება, პანკრეატიტი, მიოკარდის დისტროფია, ფსიქოზები, ქალასშიდა წნევის ზრდა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები. შესაძლოა ნატრიუმის შეკავება და შეშუპების წარმოქმნა, კალიუმის ორგანიზმიდან გაზრდილი რაოდენობით გამოტანა, გაძლიერებული ოფლიანობა, ოსტეოპოროზი, მიოპათია, კანზე შესაძლებელია სტრიების, აკნეს, ექკიმოზის გაჩენა, სასქესო ჰორმონების პროდუქციის დარღვევა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი, იმპოტენცია). იზრდება თრომბის წარმოქმნის და ინფექციების რისკი.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: დოზის გადაჭარბებას თან ახლავს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

ხსნარი შეიცავს: მოქმედ ნივთიერებას-დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ფორმით) – 4 მგ/მლ.

დამხმარე ნივთიერებები: კრეატინინი, ტრინატრიუმის ციტრატი, ორჩანაცვლებული ნატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15-250 C ტემპერატურაზე. არ შეიძლება გაყინვა.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: 1 მლ–იანი ამპულა # 40 მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები

სინთეზური გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი, ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ ზემოქმედებას, გააჩნია იმუნოდეპრესიული აქტივობა. ორგანიზმში უმნიშვნელოდ აკავებს ნატრიუმს და წყალს. ეს ეფექტები დაკავშირებულია ეოზინოფილებით ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვასთან, ლიპოკორტინების წარმოქმნის ინდუცირებასთან და პოხიერი უჯრედების(რომლებიც გამოიმუშავებენ ჰიალურონის მჟავას) რაოდენობის შემცირებასთან, კაპილარების შეღწევადობის შემცირებასთან, ციკლოოქსიგენაზას აქტიურობის დათრგუნვასთან (უპირატესად ცოგ-2) და პროსტაგლანდინების სინთეზთან, უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციასთან(განსაკუთრებით ლიზოსომური). იმუნოდეპრესიული ეფექტი განპირობებულია ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან ციტოკინების გამოთავისუფლების შეფერხებით (ინტერლეიკინი I, II, გამა-ინტერფერონის). ნივთიერებათა ცვლაზე ძირითადი გავლენა დაკავშირებულია ცილის კატაბოლიზმთან, ასევე ღვიძლში გლუკონეოგენეზის ზრდასა და პერიფერიული ქსოვილებით გლუკოზის უტილიზაციის შემცირებასთან. პრეპარატი თრგუნავს ვიტამინ D-ს აქტივობას, რაც იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას და ორგანიზმიდან მისი გამოყოფის გაძლიერებას. დექსამეტაზონი თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სინთეზს და სეკრეციას და მეორე ჯერზე- ენდოგენური გლუკოკორტიკოიდების სინთეზს. პრეპარატის ზემოქმედების თავისებურებას წარმოადგენს ჰიპოფიზის ფუნქციების მნიშვნელოვნად დათრგუნვა და მინერალოკორტიკოიდული აქტივობის სრული არარსებობა.

ფარმაკოკინეტიკა:

დექსამეტაზონის ფოსფატი განეკუთვნება ხანგრძლივი მოქმედების გლუკორტიკოსტეროიდებს. კუნთში შეყვანის შემდეგ სწრაფად აბსორბირდება ინექციის შეყვანის ადგილიდან და სისხლის ნაკადით გადანაწილდება ქსოვილებში. პრეპარატის დაახლოებით 80% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, კარგად ახერხებს ჰემატოენცეფალური და სხვა ჰისტოჰემატური ბარიერების გადალახვას. ვენაში შეყვანიდან 4 საათის შემდეგ შეინიშნება ხსნარში დექსამეტაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია და შეადგენს კონცენტრაციის 15 - 20% სისხლის პლაზმაში. ვენაში შეყვანის შემდეგ სპეციფიური ზემოქმედება ვლინდება 2 საათის შემდეგ და გრძელდება 6-24 საათი. დექსამეტაზონი ღვიძლში გაცილებით უფრო ნელა მეტაბოლიზდება, ვიდრე კორტიზონი. ნახევრად გამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან დაახლოებით 3- 4,5 საათს შეადგენს. შეყვანილი დექსამეტაზონის 80%-ის ელიმინაცია ხდება თირკმლებით გლუკურონიდის სახით 24 საათის განმავლობაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დექსამეტაზონი ბენე ფარმი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: DEXAMETHASON

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

შემადგენლობა:

ხსნარი შეიცავს: მოქმედ ნივთიერებას-დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ფორმით) – 4 მგ/მლ.

დამხმარე ნივთიერებები: კრეატინინი, ტრინატრიუმის ციტრატი, ორჩანაცვლებული ნატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები.

გლუკოკორტიკოიდები.

ათქ-კოდი: H02AB02

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

სინთეზური გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი, ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ ზემოქმედებას, გააჩნია იმუნოდეპრესიული აქტივობა. ორგანიზმში უმნიშვნელოდ აკავებს ნატრიუმს და წყალს. ეს ეფექტები დაკავშირებულია ეოზინოფილებით ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვასთან, ლიპოკორტინების წარმოქმნის ინდუცირებასთან და პოხიერი უჯრედების(რომლებიც გამოიმუშავებენ ჰიალურონის მჟავას) რაოდენობის შემცირებასთან, კაპილარების შეღწევადობის შემცირებასთან, ციკლოოქსიგენაზას აქტიურობის დათრგუნვასთან (უპირატესად ცოგ-2) და პროსტაგლანდინების სინთეზთან, უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციასთან(განსაკუთრებით ლიზოსომური). იმუნოდეპრესიული ეფექტი განპირობებულია ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან ციტოკინების გამოთავისუფლების შეფერხებით (ინტერლეიკინი I, II, გამა-ინტერფერონის). ნივთიერებათა ცვლაზე ძირითადი გავლენა დაკავშირებულია ცილის კატაბოლიზმთან, ასევე ღვიძლში გლუკონეოგენეზის ზრდასა და პერიფერიული ქსოვილებით გლუკოზის უტილიზაციის შემცირებასთან. პრეპარატი თრგუნავს ვიტამინ D-ს აქტივობას, რაც იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას და ორგანიზმიდან მისი გამოყოფის გაძლიერებას. დექსამეტაზონი თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სინთეზს და სეკრეციას და მეორე ჯერზე- ენდოგენური გლუკოკორტიკოიდების სინთეზს. პრეპარატის ზემოქმედების თავისებურებას წარმოადგენს ჰიპოფიზის ფუნქციების მნიშვნელოვნად დათრგუნვა და მინერალოკორტიკოიდული აქტივობის სრული არარსებობა.

ფარმაკოკინეტიკა:

დექსამეტაზონის ფოსფატი განეკუთვნება ხანგრძლივი მოქმედების გლუკორტიკოსტეროიდებს. კუნთში შეყვანის შემდეგ სწრაფად აბსორბირდება ინექციის შეყვანის ადგილიდან და სისხლის ნაკადით გადანაწილდება ქსოვილებში. პრეპარატის დაახლოებით 80% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, კარგად ახერხებს ჰემატოენცეფალური და სხვა ჰისტოჰემატური ბარიერების გადალახვას. ვენაში შეყვანიდან 4 საათის შემდეგ შეინიშნება ხსნარში დექსამეტაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია და შეადგენს კონცენტრაციის 15 - 20% სისხლის პლაზმაში. ვენაში შეყვანის შემდეგ სპეციფიური ზემოქმედება ვლინდება 2 საათის შემდეგ და გრძელდება 6-24 საათი. დექსამეტაზონი ღვიძლში გაცილებით უფრო ნელა მეტაბოლიზდება, ვიდრე კორტიზონი. ნახევრად გამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან დაახლოებით 3- 4,5 საათს შეადგენს. შეყვანილი დექსამეტაზონის 80%-ის ელიმინაცია ხდება თირკმლებით გლუკურონიდის სახით 24 საათის განმავლობაში.

ჩვენებები:

სხვადასხვა გენეზის შოკი (ანაფილაქსიური, პოსტტრავმული, ოპერაციის შემდგომი, კარდიოგენული, ჰემოტრანსფუზიური და სხვა), თავის ტვინის შეშუპება (თავის ტვინის სიმსივნეების, ქალა–ტვინის ტრავმის, ნეიროქირურგიული ოპერაციების, თავის ტვინში სისხლის ჩაქცევების, მენინგიტის, ენცეფალიტების, სხივური დაზიანებების დროს), ასთმური სტატუსი, მძიმე ალერგიული რეაქციები (კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, დერმატოზი, მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია სამკურნალო პრეპარატებზე, შრატზე, პიროგენული რეაქციები), მწვავე ჰემოლიზური ანემიები, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, მძიმე ინფექციური დაავადებები (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში), თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, მწვავე კრუპი, სახსრების დაავადებები (მხარ – ლავიწის პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, ოსტეოქონდროზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ართრიტები, ოსტეოართროზები), რევმატოიდული დაავადებები, კოლაგენოზები.

მიღების წესი და დოზები:

შეიყვანება კუნთში ან ვენაში, შესაძლებელია ასევე პერიარტიკულარული ან სახსარშიდა შეყვანა. შეჰყავთ 4–20მგ, 3–4 ჯერ დღე–ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ. პარენტერალური მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 დღე-ღამეს, შემდგომ გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე პრეპარატის პერორალური ფორმით. მწვავე პერიოდში, სხვადასხვა დაავადებების დროს, მკურნალობის დაწყებისას პრეპარატს მოიხმარენ დიდ დოზებში. ეფექტის მიღების შემდეგ დოზას ამცირებენ რამდენიმე დღის განმავლობაში, მანამ სანამ არ დაიყვანენ შემანარჩუნებელ დოზამდე (საშუალოდ 3-6 მგ დღე–ღამეში დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე) ან მკურნალობის შეწყვეტამდე.

გვერდითი მოვლენები:

ერთჯერადი შეყვანისას: გულისრევა, ღებინება, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი (განსაკუთრებით პრეპარატის დიდი დოზის შეყვანისას), არითმიები, გულის გაჩერება, კუჭის სტეროიდული წყლულის განვითარება, გლუკოზისადმი ტოლერანტობის და იმუნიტეტის შემცირება.

ხანგრძლივი თერაპიის დროს: იცენკო–კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია, სტეროიდული დიაბეტის შესაძლო განვითარებით, ჰიპერლიპოპროტეინემია, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ჰეპატომეგალია, საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის ეროზიულ – წყლულოვანი დაზიანება, პანკრეატიტი, მიოკარდის დისტროფია, ფსიქოზები, ქალასშიდა წნევის ზრდა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები. შესაძლოა ნატრიუმის შეკავება და შეშუპების წარმოქმნა, კალიუმის ორგანიზმიდან გაზრდილი რაოდენობით გამოტანა, გაძლიერებული ოფლიანობა, ოსტეოპოროზი, მიოპათია, კანზე შესაძლებელია სტრიების, აკნეს, ექკიმოზის გაჩენა, სასქესო ჰორმონების პროდუქციის დარღვევა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი, იმპოტენცია). იზრდება თრომბის წარმოქმნის და ინფექციების რისკი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი, არტერიული ჰიპერტენზია, იცენკო–კუშინგის დაავადება, ფსიქოზები, თირკმლის უკმარისობა, ოსტეოპოროზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ბაქტერიული ენდოკარდიტი, სიფილისი, ტუბერკულოზი, შაქრიანი დიაბეტი, სისტემური მიკოზები, სახსრების ინფექციური დაზიანება, III – IV სტადიის სიმსუქნე.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: დოზის გადაჭარბებას თან ახლავს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობის დროს (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისათვის აღემატება ნაყოფზე და ბავშვზე პრეპარატის ზემოქმედების რისკს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ფეხმძიმობის პერიოდში არაა გამორიცხული ნაყოფის ზრდის პროცესის დარღვევა. ფეხმძიმობის ბოლო თვეებში მიღებისას არსებობს ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიის განვითარების საშიშროება, რამაც შესაძლებელია მოითხოვოს ახალშობილის მკურნალობის აუცილებლობა.

შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ბაქტერიული და ამებური დიზენტერიის, არტერიული ჰიპერტენზიის, თრომბოემბოლიების, გულის და თირკმლების უკმარისობის, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, დივერტიკულიტის, ნაწლავის ახლადწარმოქმნილი ანასტომოზის დროს საჭიროა პრეპარატის ძალზე ფრთხილად მიღება. თუ პაციენტის ანამნეზში ფიქსირდებოდა ფსიქოზები, გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შესაბამისად.

პრეპარატის უეცარი შეწყვეტის დროს, განსაკუთრებით როდესაც მისი მიღება ხდება დიდი დოზებით, ვითარდება ე.წ. გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი: ანორექსია, გულისრევა, შენელებული რეაქცია, გენერალიზებული ჩონჩხის კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია შენარჩუნებული იქნეს თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის ფარდობითი უკმარისობა. თუკი ამ დროს ადგილი აქვს სტრესულ სიტუაციებს, დროებით ინიშნება გლუკოკორტიკოიდები, აუცილებლობისას კი მინერალოკორტიკოიდები.

პრეპარატის მიღებამდე სასურველია ჩატარდეს პაციენტის გამოკვლევა და გაირკვეს არსებობს თუ არა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი პათოლოგია. პაციენტებს, რომელთა ორგანიზმი მიდრეკილია მსგავსი პათოლოგიისადმი, ენიშნებათ ანტაციდური საშუალებები, პროფილაქტიკის მიზნით.

პრეპარატით მკურნალობის დროს პაციენტის დიეტა მდიდარი უნდა იყოს კალიუმით, ცილებით, ვიტამინებით და ნაკლებად შეიცავდეს ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ნატრიუმს. როდესაც პაციენტს აღენიშნება ინტერკურენტული ინფექციები, სეპტიური მდგომარეობა და ტუბერკულოზი, მკურნალობას უნდა შეუთავსონ ანტიბაქტერიული თერაპია.

პრეპარატის მიღების დროს იმუნიზაციის ჩატარება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

საგულე გლიკოზიდებთან ერთად დანიშვნის დროს შესაძლებელია ამ უკანასკნელის მძიმედ გადატანა, დიურეტიკებთან ერთად–კალიუმის გაძლიერებულად გამოყოფა. ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად–შესაძლებელია ჰიპერკალიემია, კუმარინის შემცველებთან–შესაძლებელია შესუსტდეს ანტიკოაგულანტური ეფექტი. რიფამპიცინთან, ფენიტიონთან, ბარბიტურატებთან ერთად შეიმჩნევა დექსამეტაზონის ზემოქმედების შესუსტება, ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთად–პრეპარატის ზემოქმედების გაძლიერება, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად – კუჭის ეროზიულ– წყლულოვანი დაზიანების წარმოქმნის რისკი და კუჭ–ნაწლავური სისხლდენა. იმუნოდეპრესანტები და ციტოსტატიკები აძლიერებენ პრეპარატის ზემოქმედებას.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15-250 C ტემპერატურაზე. არ შეიძლება გაყინვა.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: 1 მლ–იანი ამპულა # 40 მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:

რომფარმ კომპანი ს.რ.ლ. , რუმინეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა